суббота, 1 февраля 2014 г.

აშკარა სატანისტების და ე. წ. „იეჰოვას მოწმეების“ მოძღვრებათა საეჭვო მსგავსებები.

აშკარა სატანისტების და ე. წ. „იეჰოვას მოწმეების“ მოძღვრებათა საეჭვო მსგავსებები.

   დაცემული მთავარანგელოზის – სატანის და მისი დემონების უმთავრესი ცოდვა არის – ღვთის მიმართ დაუძლეველი ზიზღი, გამოხატული საზიზღარი და განუწყვეტელი ღვთის გმობით. არსებობს სატანის ეკლესიაც, რომლის მიმდევრები აშკარად აღმერთებენ და ეთაყვანებიან სატანას. სატანიზმის ერთ–ერთ განშტოებას წარმოადგენენ ე. წ. მასონური ორდენები, რომელთა უმაღლესი ლიდერები იმავდროულად სატანის ქურუმები არიან.
   აღსანიშნავია, რომ ე. წ. „იეჰოვას მოწმეების“ პირველი ორი პრეზიდენტი: ჩ. რასელი და ი. რუტერფორდი მასონები იყვნენ. ჩ. რასელი იყენებდა მასონურ სიმბოლოებს: „ჯვარი გვირგვინში“, „ფრთიანი მზე“, „ციხე–სიმაგრის კოშკი“, „პირამიდა“ და სხვა. სექტანტები თავად აღიარებენ, რომ მრავალი წლის განმავლობაში ბიბლიის მიმდევრები (ანუ მათი იდეური ბელადები) ჯვარს ქრისტიანულ სიმბოლოდ აცხადებდნენ, მათ სიმბოლოც კი ჰქონდათ, რომელიც „ჯვარსა და გვირგვინს“ გამოხატავდა („საგუშაგო კოშკი“ 1 ნოემბერი 1995 წ. გვ. 26 მიხედვით). ეგრეთწოდებული „იეღოვას მოწმეების“ კრებები ამერიკაში მასონურ „ტაძრებში“ ტარდებოდა. ჩ. რასელს თავის გამოსვლებში პარალელები მოჰყავდა მასონობასა და ახლადდაარსებულ კულტს შორის“ (მასალა აღებულია ინტერნეტიდან).
   სატანისტების „შავი მესა“ იწყება ზეციერი მამის, იესო ქრისტეს და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ერთობლივი გმობით, მათი წმიდა სახელები უკუღმა  იკითხება, ამ დროს იწვის ბიბლია, ჯვარცმა თავდაყირა იკიდება ან ფეხით ითელება . . .
   1870 წელს შემდგარ სატანური ორდენის ‘წმინდა პალადიუმის“ სხდომაზე სატანისტებმა დაგეგმეს, თუ როგორ უნდა ეწარმოებინათ მეთოდური ბრძოლა ქრისტეს ეკლესიის და მისი მოძღვრების წინააღმდეგ მთელი კაცობრიობის გონებაში. ამის მისაღწევად:
   1. მათ უნდა დაენერგათ აზრი, თუ რამდენად საშინელია და სასაცილო იდეა იმ ღვთაების შესახებ, როგორც მას გამოხატავენ „ცრუ რწმენის სასულიერონი“; 2. საჭირო იყო ქრისტიანული დოგმატების დაცინვა–განქიქება; 3. საზოგადოების წინაშე სასულიერო პირებისათვის სახელის გატეხა ნებისმიერი, სამართლიანი თუ უსამართლო მიზეზით. მღვდელი ზიზღისა და სიცარიელის გარემოცვაში უნდა მოექციათ . . .
    სატანისტების ამ გეგმებმა თავიანთი განხორციელება ჰპოვეს ათეისტური სახელმწიფოს – საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში, ხოლო იგივე გეგმებს სადღეისოდ ახორციელებენ  ე. წ. „იეჰოვას მოწმეები“:
   1. ისინი გმობენ მოძღვრებას ჭეშმარიტი ღმერთის – ყოვლადწმიდა სამების შესახებ. 1997 წელს მათ შექმნეს ბროშურა „უნდა გწამდეს სამება?“, სადაც ისინი ცდილობენ, საფუძვლიანად განაქიქონ მოძღვრება ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ. გარდა ამისა, სექტანტები უარყოფენ სწავლებას იესო ქრისტეს სრული ღვთაებრიობის, ასევე სულიწმიდის, როგორც პიროვნების და როგორც სრული ღმერთის  შესახებ. აქედან გამომდინარე, თავიანთი შეხედულებით რასელის მიმდევრები წარმოადგენენ „სულიწმიდის მგმობელებს“, რაც მიუტევებელი ცოდვაა (მათე 12: 31–32).
   მასონური ორდენების წარმომადგენლები ებრძვიან უფალ იესო ქრისტეს და მის ეკლესიას, მაგრამ შეფარული მეთოდებით: მათი მოძღვრების თანახმად, ქრისტიანობამ გადაუხვია ჭეშმარიტებისაგან. მასონი კნიგე წერდა „ძმა“ ცვაკს: „მათ, ვერც ჯერ კიდევ ვერ განთავისუფლებულა ქრისტეს რწმენისაგან, ჩვენ შთავაგონებთ, რომ ქრისტეც ბუნებითსა და გონებრივ რელიგიას ქადაგებდა, ჩვენ დავსძენთ, რომ ეს უბრალო რელიგია დაამახინჯეს, მაგრამ აწ ჩვენა ვართ მისი მიმდევარნი ფრანკ–მასონური მემკვიდრეობითი ხაზით და ერთადერთი მიმდევარნი ჭეშმარიტი ქრისტიანობისა“. ამ იდეას მაღალი განდობის მასონები შთააგონებენ თავიანთ არაგანდობილ, მასონური მოძღვრების ფაქტიურად უვიც „ძმებს“, ხოლო უმაღლესი განდობის საიდუმლო კონგრესებზე კი სრულიად განსხვავებულ აზრებს გამოთქვავენ უფალ იესო ქრისტეს შესახებ: „ძირს ჯვარცმული! შენ, რომელსაც 18 საუკუნე მსოფლიო შენი უღლის ქვეშ გყავდა მოკაკული . . .“ (ბელგიელი მასონ ფლერის სიტყვები).      
   მასონების მსგავსად ე. წ. „იეჰოვას მოწმეები“ ამბობენ, რომ ქრისტიანული სამყარო განუდგა ღმერთს, უარყო ჭეშმარიტი მოძღვრება და ახლა ისინი არიან ჭეშმარიტი ქრისტიანები, მაგრამ როგორ შეიძლება იყვნენ ისინი ქრისტიანები თუკი უარყოფენ იესო ქრისტეს, როგორც სრულ ჭეშმარიტ ღმერთს და მას მთავარანგელოზ მიქაელთან აიგივებენ? ეს იგივეა, კაცი ამტკიცებდეს მუსულმანი ვარო, მაგრამ უარყოფდეს ისლამის ძირითად მოძღვრებას, რომ ალაჰი არის ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი).
   2.  რასელისტები თავიანთ ჟურნალ–ბროშურებში ცდილობენ, „ამხილონ“ და განაქიქონ ქრისტიანული მოძღვრების დოგმატები ყოვლადწმიდა სამების, ადამიანის სულის უკვდავების, სამოთხისა და ჯოჯოხეთის არსებობის შესახებ (იხ. „საგუშაგო კოშკი“ 1 დეკემბერი 1994 წ. გვ. 3; „რა არის სიცოცხლის აზრი?“ გვ. 17–18 და სხვა); უარყოფენ ქრისტიანულ დღესასწაულებს (მაგ. აღდგომას „საგუშაგო კოშკი“ 1 აპრილი 1996 წ. გვ. 3–5; შობას „საგუშაგო კოშკი“ 15 დეკემბერი 1997 წ. გვ. 3–6) ასევე თავს ესხმიან წმინდანებს (მაგ. წმ. მეფე კონსტანტინეს იხ. „უნდა გწამდეს სამება?“ გვ. 8) და საიდუმლოებებს (მაგ. ზიარებას იხ. „საგუშაგო კოშკი“ 1 აპრილი 1998 წ. გვ. 26–28).
   ქრისტეს ჯვრის შესახებ ისინი ამბობენ: „იარაღი, რომელზეც ქრისტე გააკრეს, სულაც არ არის თაყვანსაცემი, მას ზიზღით უნდა ვუყურებდეთ“ („საგუშაგო კოშკი“ 1 ნოემბერი 1995 წ. გვ. 26). აღსანიშნავია, რომ სატანისტები უფლის ჯვრის გამოსახულებას არანაკლები ზიზღით წვავენ და ფეხქვეშ თელავენ.
   3. ისინი ბრალს დებენ ქრისტიანულ სამყაროს, რომ მან უღალატა ღმერთსა და ბიბლიას („რა არის სიცოცხლის აზრი?“ გვ. 17), განუდგა ჭეშმარიტ რწმენას (იხ. „უნდა გწამდეს სამება?“ გვ. 8–11), მათი აზრით ქრისტიანული ეკლესიის სამღვდელოება წარმოადგენს „ურჯულოების კაცს“, რომლის თანდასწრებაც სატანისაგან არის („საგუშაგო კოშკი“ 1 ივნისი 1996 წ. გვ. 22); თავიანთ ბროშურებში ისინი ღვარძლს არ იშურებენ ყველა ქრისტიანული კონფესიის სასულიერო პირების, მათ შორის მართლმადიდებელთა მიმართ და ყველანაირი მეთოდებით ცდილობენ მათ დისკრედიტაციას („რა არის სიცოცხლის აზრი?“ გვ. 17–19 და სხვა) და მას „გველის თესლს“ ანუ „ეშმაკის წარმომადგენლებს“ უწოდებენ („საგუშაგო კოშკი“ 1 ივნისი 1996 წ. გვ. 22).
  
ვინ არის სექტანტების ღმერთი?
   ე. წ. „იეჰოვას მოწმეები“ ამბობენ, რომ ისინი მამა–ღმერთის თაყვანისმცემლები არიან, მაგრამ წმ. წერილის თანახმად, მამა–ღმერთი მხოლოდ ძესთან და სულიწმიდასთან ერთად არსებობს (მათე 18: 19; 1 იოანე 5: 7).
   სექტანტების უპირველესი მოძღვრება არის მათი ღმერთის პირად სახელად „იეჰოვას“ აღიარება, რომელიც გამოისახება ოთხი ებრაული ასოთი ი.ჰ.ვ.ჰ. (ე. წ. ტეტრაგრამა) აღსანიშნავია, რომ შოტლანდიური რიტუალის სატანისტი მასონები საკუთარ თავს (თანამედროვე თალმუდისტების „ღმერთ“) იეღოვას მსახურებად თვლიან,  კაბალისტთა (კაბალა–უძველესი ქალდეური მოძღვრება, რომელიც ებრაელებმა ბაბილონის ტყვეობის დროს შეითვისეს. იგი მიუთითებდა საშუალებებზე, თუ როგორ უნდა შევიდეს ადამიანი უშუალო კავშირში დემონებთან) აზრით, ეს ტეტრაგრამა არის მაგიის ბოლო სიტყვა და ნიშნავს: „ეს არის ის, ვინც იქნება“. ეს განმარტება საეჭვოდ წააგავს ტეტრაგრამის „იეჰოვას მოწმეებისეულ“ განმარტებას, რომელთა აზრით, მათი ღმერთის სახელი (ანუ ტეტრაგრამა ი.ჰ.ვ.ჰ.) ნიშნავდა „მე აღმოვჩნდები ის, რაც აღმოვჩნდები“ („საგუშაგო კოშკი“ 1 სექტემბერი 1995 წ. გვ. 10). როგორც ჩანს, „იეჰოვას მოწმეთა“ „ხელმძღვანელი კორპორაცია“ რაღაცამ შეაშფოთა, რადგან იმავე, 1995 წელს გამოცემულ კატახიზატორულ წიგნში „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“ (გვერდი 25) თავიანთი ღმერთის სახელს სხვა, (უფრო უაზრო) განმარტება მოუგონეს: „აქცევინებს“ (???).
   კაბალისტების აზრით, კაბალისტიკის ღრმად მცოდნეს შეუძლია, მესიის (იგულისხმება იუდეველთა ცრუ მესია–ანტიქრისტე) მოსვლის დრო გამოთვალოს. კაბალის მიმდევარმა რაბინებმა ჯერ 1358, შემდეგ კი 1666 და ბოლოს 1914 წლისათვის იწინასწარმეტყველეს მათი „მესიის“ მოსვლა, ასევე რასელმა და ბიბლიის შემსწავლელი საზოგადოების შემდეგმა პრეზიდენტებმა 1914, 1925 და 1975 წლებში „იწინასწარმეტყველეს“ მათი „მესიის“ (იგივე ანტიქრისტეს) მოსვლა, მაგრამ ღმერთმა ამჯერადაც „ჩაშალა ცრუწინასწარმეტყველთა ნიშნები, გამოაჩინა მკითხავთა სიბრიყვე, უკან დაახევინა ბრძენებს და მათი ცოდნა სიგიჟედ აქცია“ (ესაია 44: 24–25).
   სატანისტების მოძღვრების თანახმად, დღეს მსოფლიოს მართავს „ბოროტების და ძალადობის ღმერთი“ „ადონაი“ (ამ სახელს ისინი ჭეშმარიტ ღმერთს–ყოვლადწმიდა სამებას აქ, კონკრეტულად ძე ღმერთს იესო ქრისტეს უწოდებენ), მაგრამ მისი მმართველობის პარალელურად სამყაროს მართვა დაწყებული აქვს „სინათლის და სიკეთის“ „ღმერთს“ – ლუციფერს. გარკვეული დროის შემდეგ ლუციფერი დედამიწაზე გამოგზავნის თავის წამომადგენელ „წმინდა მეფეს“, რომელიც  პირისაგან მიწისა აღგვის ადონაის ძალაუფლებას და დედამიწაზე დაამყარებს ლუციფერის მარადიულ სამეფოს, სადაც დამყარებული იქნება მხოლოდ მისი რელიგია.
   მსგავსად ამისა, „იეჰოვას მოწმეების“ მოძღვრების თანახმად, დღეს მსოფლიოს მართავს „ამ წუთისოფლის ღმერთი“ – სატანა, მაგრამ მისი მმართველობის პარალელურად უკვე არსებობს და მის გასანადგურებლად ემზადება „სიკეთის და სიყვარულის“ ღმერთ „იეჰოვას“ ზეციური სამეფო. გარკვეული დროის შემდეგ იეჰოვა დედამიწაზე გამოგზავნის თავის წარმომადგენელ იესო ქრისტეს (სინამდვილეში  ანტიქრისტეს), რომელიც პირისაგან მიწისა აღგვის სატანის ძალაუფლებას და ზეცაში და დედამიწაზე დაამყარებს იეჰოვას მარადიულ სამეფოს, სადაც გავრცელებული იქნება მხოლოდ მისი რელიგია.
   ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე, ე. წ. „იეჰოვას მოწმეები“ იმ „ღმერთის“ მიმდევრები არიან, რომელსაც სძულს ჭეშმარიტი ღმერთი – ყოვლადწმიდა სამება, სძულს ქრისტიანული სამყაროს ყველა კონფესია მართლმადიდებელი ეკლესიის ჩათვლით, გმობს და უარყოფს მართლმადიდებელი მოძღვრების ყველა სწავლებას; უარყოფს და გმობს წმინდანებს, უფალ იესო ქრისტეს პატიოსან ჯვარს, ტაძრებს, წმიდა ხატებს და ცდილობს მათ მხილება–განქიქებას, მართლმადიდებელი სასულიერო პირების დამცირება–გაკიცხვას. რომელი „ღმერთის“ მიმდევრები ცრუდ წინასწარმეტყველებდნენ და ამაოდ ელოდნენ მისგან გამოგზავნილ მესიას, მაგრამ ეს მათი წინასწარმეტყველებები არასოდეს არ ასრულებულა, ახლა კი მოუთმენლად ელიან, ეს მათი ღმერთი როდის გამოგზავნის მათ მხსნელ „მესიას“, რომელიც დედამიწაზე გაანადგურებს მათი ღმერთის მოწინააღმდეგე ძალებს და დედამიწაზე მხოლოდ მათთვის დაამყარებს მიწიერ სამოთხეს.

                                                                                                                    
                                                        ზ. გოგოლაძე
                                                       2011 წელი.                                          

Комментариев нет:

Отправить комментарий