суббота, 1 февраля 2014 г.

ათეისტური რეჟიმი.

ათეისტური რეჟიმი და მართლმადიდებლობა

სტალინი რელიგიის შესახებ.


Прошлое принадлежит Богу…
И.В.Сталин



… მე უნდა განვაცხადო, რომ დღეს ფორმალურად საუბრისას, ჩვენ არ გვაქვს პარტიაში მიღების ისეთი პირობები, რომელიც კანდიდატისაგან აუცილებელ ათეიზმს მოითხოვდეს. პარტიაში მიღებისას ჩვენი პირობებია: პარტიის პროგრამისა და წესდების აღიარება, პარტიისა და მისი ორგანოების გადაწყვეტილებების უცილობელი დამორჩილება, საწევრო გადასახადები, პარტიის ერთერთ ორგანიზაციაში შესვლა.

ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ პარტია ნეიტრალურია რელიგიასთან მიმართებაში?. არა, არ ნიშნავს. ჩვენ ვაწარმოებთ და მომავალშიც ვაწარმოებთ ბრძოლას რელიგიური ცრურწმენების წინაღმდეგ. ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობა ისეთია, რომ თითოეულ მოქალაქეს აქვს ნებისმიერი რელიგიური აღმსარებლობის უფლება. ეს თითოეულის სინდისის საქმეა. სწორედ ამიტომ გავატარეთ ჩვენ სახელმწიფოსაგან ეკლესიის გამოყოფა. მაგრამ, გამოვყავით რა სახელმწიფოსაგან ეკლესია და გამოვაცხადეთ რა აღმსარებლობის თავისუფლება, ამასთანავე ჩვენ შევუნარჩუნეთ თითოეულ მოქალაქეს ბრძოლის უფლება ამათუ იმ რელიგიის, ყოველგვარი რელიგიის წინააღმდეგ დარწმუნების, აგიტაციისა და პროპაგანდის გზით.

პარტიას არ შეუძლია ნეიტრალური იყოს რელიგიასთან მიმართებაში, და ისიც ეწევა ანტირელიგიურ პროპაგანდას ყველა და ყოველგვარი რელიგიური ცრურწმენების წინააღმდეგ, რამეთუ ის მეცნიერებას უჭერს მხარს, რელიგიური ცრურწმენები კი მიდიან მეცნიერების წინააღმდეგ, რადგან ყოველგვარი რელიგია მეცნიერების საპირისპირო რამეა. ისეთი შემთხვევები, როგორიც ამერიკაშია, სადაც ამას წინ დარვინისტები გაასამართლეს, ჩვენთან შეულებელია, რადგან პარტია მეცნიერების ყოველმხრივ მხარდასაჭერ პოლიტიკას აწარმოებს.

პარტია ვერ იქნება ნეიტრალური რელიგიურ ცრურწმენებთან მიმართებაში, და ის მომავალშიც აწარმოებს პროპაგანდას ამ ცრურწმენების წინააღმდეგ. იმიტომ რომ ეს არის ერთერთი საიმედო საშუალებათაგანი რეაქციული სამღვდელოების გავლენის მოსაშლელად, რომელიც მხარს უჭერს ექსპლოატატორულ კლასებს და ქადაგემს ამ კლასებისადმი მორჩილებას…

პარტიას არ შეუძლია იყოს ნეიტრალური რელიგიურ ცრურწმენათა მატარებლებთან მიმართებაში, რეაქციულ სამღვდელოებასთან მიმართებაში, რომელიც სწამლავს მშრომელთა მასების ცნობიერებას.

დავამხეთ კი ჩვენ რეაქციული სამღვდელოება? დიახ დავამხეთ. უბედურება კი მხოლოდ იმაშია, რომ ჯერ კიდევ არ არის სრულიად ლიკვიდირებული. ანტირელიგიური პროპაგანდა წარმოადგენს იმ საშუალებას, რომელმაც ბოლომდის უნდა მიიყვანოს რეაქციული სამღვდელოების ლიკვიდაციის საქმე. არის შემთხვევები, რომ პარტიის რიგებიდან ვიღაც-ვიღაცეები ზოგჯერ ხელს უშლიან ანტირელიგიური პროპაგანდის ყოველმხრივ გაშლას. თუ პარტიიდან ასეთ წევრებს გარიცხავენ, ეს ისედაც კარგია, რამეთუ ასეთ „კომუნისტებს“ ჩვენი პარტიის რიგებში ადგილი არ აქვთ“.

(“Беседа с первой американской рабочей делегацией” т.10 стр.132.)

„მაშინ იყვნენ ისეთი შერეკილები, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ლენინმა ეკლესიასთან ბრძოლის აუცილებლობა მხოლოდ 1921 წლისთვის შეიგნო, თითქოსდა ამ დრომდის მას არ ესმოდა ეს. ეს რა თქმა უნდა სისულელეა, ამხანაგებო. ლენინს, რათქმა უნდა 1921 წლამდის ესმოდა ეკლესიასთან ბრძოლის აუცილებლობა. მაგრამ საქმე ამაში სულაც არ არის. საქმე იმაშია, ფართო მასობრივი ანტირელიგიური კამპანია ხალხთა მასების სისხლისმიერ ინტერესებს რომ დაუკავშირო და წარმართო ის იმგვარად, რამეთუ ეს კამპანია გასაგები უნდა იყოს მასებისათვის, რადგან ეს კამპანია მხარდაჭერილ უნდა იქნეს მასების მიერ“.

(“О работах Апрельского объединенного пленума ЦК и ЦКК” т.11 стр.50.)

„გარკვეულ დონემდის ასეთი კომბინაცია შეიქმნა (რა თქმა უნდა შესაბამისი შესატყვისებით) რა ადგილი ჰქონდა 1921 წელს, როდესაც პარტიამ ლენინის მეთაურობით, ქვეყანაში შიმშილობის გათვალისწინებით, დააყენა ეკლეიიდან ძვირფასეულობის ამოღების საკითხი მოშიმშილე რაიონებისათვის პურის შესაძენად, დაამყარა რა ამაზედ უფართოესი ანტირელიგიური კამპანია, და როდესაც მღვდლები, ეპოტინებოდნენ ძვირფასეულობებს, წავიდნენ მოშიმშილე მასების წინააღმდეგ და მით იწვევდნენ მასების რისხვას საერთოდ ეკლესიის წინააღმდეგ, კერძოდ რელიგიური ცრურწმენების წინააღმდეგ, და მღვდლების და განსაკუთრებით მათი ხელმძღვანელების წინააღმდეგ.

1932 წლის 15 მაისს ი. ბ. სტალინმა ხელი მოაწერა დეკრეტს მეორე ხუთწლედის შესახებ. დეკრეტში ეკონომიკურ მაჩვენებლებთან ერთად ასახული იყო მიზანი – 1937 წლის 1 მაისისათვის „ქვეყნის ტერიტორიაზე ღმერთის სახელი უნდა იქნას დავიწყებული“



XX საუკუნეში მართლმადიდებლური ქრისტიანობა პირდაპირ შეეჯახა თავისი არსებობის საშიშროებას, ჩაიგდეს რა ხელში ძალაუფლება მართლმადიდებლობის ბურჯში, რუსეთის იმპერიაში, ბოლშევიკებმა იწყეს მებრძოლი ათეისტური პოლიტიკის გატარება, ისინი მართავდნენ ღრეობებს მხეცურ კოსტუმებში, თავიანთ დღესასწაულებს ამთხვევდნენ მართლმადიდებლურს, ისე რომ, მაგალითად, პირველი მაისი ექცეოდა დიდმარხვის ვნების კვირაში, ახალი წელი კი საშობაო მარხვის ბოლო კვირაში. უღმერთობის ყველაზე საშინელი აპოგეა გახდა სტალინის მმართველობის დრო. კვირაც კი ექვსდღიანი გახდა. სსრკ-ში 1929 წლიდან დაწყებული სამუშაო კვირა გახდა „მოძრავი“ – მშრომელები მუშაობდნენ ხუთ დღეს, მეექვსეს კი ისვენებდნენ (ამგვარი კვირის დამახასიათებლად სპეციალური ტერმინიც კი არსებობდა “непрерывка”).

ქრისტიანულმა კვირადღემ შეწყვიტა მორწმუნეთათვის უცვლელი დღესასწაულის არსებობა, რამეთუ გამოსასვლელი დღე შეიძლება ყოფილიყო კვირის ნებისმიერი დღე. რელიგიასთან და ეკლესიასთან ბრძოლა საბჭოთა სახელმწიფოში დაიწყო სწორედ ლენინური პარტიის მიერ ხელისუფლების მიტაცებისთანავე. ცნობილია, რომ 1917 წლის შემდეგ ბოლშევიკებმა შეცვალეს ისეთი სიტყვების ორთოგრაფია, როგორიცაა: безценный, безполезный, безчеловечный, безпринципный, безсовестный, безсмысленный, безславный, безпощадный, безплодный, безсодержательный, безпомощный და სხვა.

აძალებდნენ დაეწერათ ყველა ეს სიტყვა წინდებული “бес” – ით ნაცვლად “без” – ისა. იქნებ ფიქრობდეთ, რა სხვაობააო? სხვაობა კი ძალზედ დიდია. “Без” – ეს რაიმეს ნაკლულობას, ”бес” კი – ეშმაკის ერთ-ერთი სახელთაგანია. სიტყვები “бес-ценный”, “бес-полезный”, “бес-человечный” და სხვა – ეს არის სიტყვები, რომლებიც განადიდებენ ბესს და მიაწერენ ამა თუ იმ თვისებას, რომელიც მას არ შეუძლია ჰქონდეს მსაზღვრელად. ასევე უნდა მოვიხსენიოთ ხუთქიმიანი ვარსკვლავიც, რაც ერთის მხრივ არის სატანისტური სიმბოლო, მეორე მხრივ კი იუდეველთა კაბალისტური სიმბოლო, სადაც ექვსქიმიანი ვარსკვლავისაგან განსხვავებით, გოებს საერთოდ არ ეთმობათ რაიმე თავისუფლება. მავზოლეუმიც აგრეთვე აშენებულია სატანისტური ზინკურატის სტილში, შიგნიდან კი გამოიყურებოდა სატანის ტახტის ნახაზების შესაბამისად.

მართლმადიდებლობასთან ბროლა მიმდინარეობდა რამდენიმე ეტაპად, თუ ბოლშევიკებს დასაწყისში არ გააჩნდათ მართლმადიდებლური ეკლესიის (როგორც ქვეყნის ძირითადი რელიგიური კონფესიის) განადგურების სრულყოფილი პროგრამა, დაწყებული 1922 წლიდან მათ უჩნდებათ ასეთი პროგრამა.

ძველი პრინციპი „დაყავი და იბატონე“ იძლევა თავის ახალ ნაყოფებს: განმანახლებლური განხეთქილების ინიცირება, პრესაში პატრიარქ ტიხონის თათხვა, საეკლესიო პირების გადაბირება НКВД-ს მიერ საეპისკოპოსო კორპუსში – ეს განაპირობებს საეკლესიო მართვის დეზორგანიზაციას, იმავდროულად (განსაკუთრებით სერგიანული პოლიტიკის თანმიმდევრულად 1927 წლიდან) აყენებს ეკლესიას ბოლშევიკური ხელმძღვანელობის პოლიტიკურ ინტერესებთან დამოკიდებულებაში. და თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ პარტიის სტრატეგიულ მიზანს რელიგიისა და ეკლესიის სრული განადგურება წარმოედგენდა, მაშინ სსრკ-ში რელიგიური ორგანიზაციების არსებობის პერსპექტივები (უპირველესად რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისა) შეუძლებელი იყო იმედის მომცემად მიჩნეულიყო. საბოლოოდ 1920-იანი წლების დასასრულს ეს ყველაფერი გასაგები გახდა იმ რელიგიური ხელმძღვანელობისთვისაც კი, ვინც წლების განმავლობაში „უღნერთო აქტიურობის“ შემსუბუქებას იმედოვნებდა. 30-იანი წლების რეპრესიები შეეხო ყველას, ლოიალურებსაც და არალოიალურებსაც, მართლმადიდებლებსაც და სხვა რწმენის წარმომადგენლებსაც.


სოციალისტური საზოგადოების მშენებლობისას რელიგიისა და ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა ძლიერდებოდა, ოფიციალური პრესა კი თავს უფლებას აძლევდა შეურაცმყოფლურად დაეხასიათებინა „რელიგიურად ბნელები“. ამ ყველაფერს კი გაკვირვების გამოწვევაც არ ძალუძს. რკპ(ბ) ცკ-სთან ჯერ კიდევ 1922 წლიდან არსებობდა სახელმწიფოსაგან ეკლესიის სპეციალური კომისია, რომელმაც 1929 წლის ნოემბრამდის იარსება. ეს ანტირელიგიური კომისია (სწორედ ასე იწოდებოდა ის 1928-1929 წლებში) მკაცრად აკონტროლებდა საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მოქმედ რელიგიურ ორგანიზაციებს. მისი შეუცვლელი ხელმძღვანელი იყო ემელიან იაროსლავსკი, რომლის შესახებაც საუბარი ჯერ კიდევ წინაა. ბოლშევიკი ლიდერები სერიოზულ ყურადრებას უთმობდნენ რელიგიისა და ეკლესიის საკითხებს, იღებდნენ რა უშუალო მონაწილეობას ანტირელიგიური კომისიის სხდომებში. 1929 წლის შემდეგ, როგორც წესი, რელიგიური საკითხები განიხილებოდა პარტიის ცკ-ს სამდივნოს სხდომებზე. ჯერ კიდევ 1927 წელს პარტიის XV ყრილობაზე ი. ბ. სტალინი საუბრობდა ანტირელიგიური მუშაობის შესუსტების შესახებ. ერთი წლის შემდეგ კი მოსკოვის პარტიული აქტივის კრებაზე მიუთითა: ”связать широкую массовую антирелигиозную кампанию с борьбой за кровные интересы народных масс”-ს აუცილებლობაზე. ბოლშევიკებისათვის კოლექტივიზაცია ნიშნავდა სოფლების ანტიკლერიზაციასა და ერთიანობაში ანტირელიგიური ბრძოლის გაძლიერებას.

1929 წლის დასაწყისში გავრცელებულ იქნა სრულიად საიდუმლო ცირკულარი „ანტირელიგიური ბრძოლის გაძლიერების შესახებ“. რელიგიასთან ბრძოლა უტოლდებოდა კლასობრივ-პოლიტიკურს. საკუთრივ, ეს კიდეც იყო რელიგიაზე შეტევის ახალი ეტაპი. გაააქტიურა თავისი მორვაწეობა „სსრკ-ს უღმერთოთა კავშირმაც“, რომელიც იყო სახელმწიფოს მიერ ღიად მხარდაჭერილი „საზოგადოებრივი“ ორგანიზაცია. კავშირი ჩამოყალიბდა 1920 წლის პირველ ნახევარში, იმ დროს, როდესაც ხელისუფლება სისტემატიურ ანტირელიგიურ მუშაობას იწყებდა.

ვფიქრობთ, საჭიროა რამოდენიმე სიტყვის თქმა ამ კავშირზე. 1922 წლის დეკემბერში სსრკ-ში გამოსვლა დაიწყო გაზეთმა „უღმერთო“, რომლის შექმნის ინიციატორი და მისი პასუხისმგებელი მდივანი ოცი წლის მანძილზე ე. იაროსლავსკი იყო. 1923 წლის 12 სექტემბერს, როდესაც ანტირელიგიური კომისიის სხდომაზე განიხილებოდა საკითხი „სოფლებში ანტირელიგიური პროპაგანდის ფორმებსა და მეთოდებზე“, იაროსლავსკიმ წამოაყენა წინადადება მეამბოხე უღმერთოების წრეებისაგან ორგანიზაციის შექმნის შესახებ. ამავე წლის 7 ნოემბერს გაზეთში „უღმერთო“ ეს საკითხი ოფიციალურად იქნა დაყენებული. ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა ინიციატივას და უკვე 1924 წლის 27 აგვისტოს მოსკოვში მოიწვიეს გაზეთ „უღმერთო“-ს მეგობართა საზოგადოების დამფუძნებელი კრება. საზოგადოება ყოველმხრივ ძლიერდებოდა „ზემოდან“ მხარდაჭერით. 1924 წლის ნოემბერში ე. იაროსლავსკიმ პარტიის ცკ-ს წერილით მიმართა, რომელშიც მოცემული იყო დადგენილების პროექტი უკვე სრულფასოვანი ანტირელიგიური ორგანიზაციის ჩამოყალიბების შესახებ. იდეამ ცკ-ში ჰპოვა საყოველთაო მხარდაჭერა და 1925 წლის აპრილში მოსკოვში გაიმართა გაზეთ „უღმერთო“-ს მეგობართა საზოგადოების ახალი ყრილობა. რომელმაც საწყისი დაუდო სსრკ-ს უღმერთოთა კავშირს (1929 წელს გარდაიქმნა „მეამბოხე უღმერთოთა კავშირად“).

ორგანიზაციას ჰქონდა თავისი პოლიტიკური საბჭო, რომელშიც შევიდნენ ისეთი ცნობილი ბოლშევიკები, როგორებიც იყვნენ პ. ა. კრასიკოვი, ი. ი. სკვორცოვ-სტეპანოვი, პ.გ. სმიდოვიჩი. სსრკ-ს უღმერთოთა კავშირის თავმჯდომარე გახდა ემელიან იაროსლავსკი. კავშირის მთავარი ლოზუნგები იყო – “Через безбожие – к коммунизму” და “Борьба с религией – это борьба за социализм”. 1920 წლის მეორე ნახევარში ანტირელიგიური პროპაგანდა მიმდინარეობდა კავშირის საორგანიზაციო ჩარჩოებში. სსრკ-ს ორგანიზებული უღმერთოების ანტირელიგიური მოღვაწეობის აპოთეოზი გახდა 1929 წლის ივნისში გამართული მათი II ყრილობა. ყრილობას ეწრებოდა 1200 დელეგატი, რომლებიც წარმოადგენდნენ „რელიგიურ ოპიუმთან“ იდეურ მებრძოლ, დაახლოებით ნახევარ მილიონ უღმერთოს. საერთოდ, როგორ უნდა ებრძოლათ ჯერ კიდევ გადასაწყვეტი იყო. კავშირის ლიდერი ე. იაროსლავსკი სთავაზობდა სისტემატიური ანტირელიგიური პროპაგადნის შექმნას, ცდილობდა რა გაეფრთხილებინა თავისი თანამოაზრეები თვითნებური გაუაზრებელი შეუსაბამო ქმედებებისაგან. მაგრამ რელიგიასთან გაძლიერებული ბრძოლის პირობებში ნებისმიერი მოწოდება რჩებოდა მხოლოდ მოწოდებად. მიზანი სრულიად განსაზღვრული იყო: განიზნული იყო „ჯვარი“ დაესვათ რელიგიაზე. უღმერთოთა ყრილობაზე შემთხვევით არ წამოყენებულა საკითხი წელთაღიცხვის შესახებ. “Начать считать летоисчисление с первого года пролетарской революции – очень сложное дело, и я боюсь, чтобы не повторился опыт Великой Французской революции, – განაცხადა იაროსლავსკიმ, მაგრამ ამის შემდეგ მან სიტყვა-სიტყვით აღნიშნა – “Мы уже сегодня во всех советских актах и в литературе должны отмечать наше летоисчисление. 1929 год отмечается как 12-й год новой эры, нашей эры. Я употребляю слово “нашей эры”, чтобы не говорить об эре христианской”. უღმერთოთა კავშირის თავმჯდომარემ შესთავაზა – ფართო მასების შეგნებაში შეეტანათ ხსოვნა იმისა, რომ მსოფლიოში ახალი კომუნისტური ერა დაიწყო. მაგრამ ფართო მასების შეგნება, როგორც სსრკში, ასევე საზღვარგარეთ არ ნებდებოდა! 1932 წლის 30 იანვრიდან – 4 თებერვლამდის მოსკოვში მიმდინარეობდა XVII პარტიული კონფერენცია, რომელმაც განიხილა 1932 წლისათვის მრეწველობის განვითარების გეგმა და მიიღო დირექტივები სოციალიზმის მშენებლობის მეორე ხუთწლედის გეგმის შესაქმნელად. კონფერენციაზე ჩამოყალიბდა უღმერთოთა ხუთწლედის მთავარი ხუთწლიანი ამოცანა.

ამოცანები დაისვა და მიზნები განისაზღვრა. რელიგიური ორგანიზაციებისათვის XVII კონფერენციის ეს გადაწყვეტილებები განაჩენის ტოლფასი იყო. ახალი საზოგადოების შეგნებული და აქტიური მშენებლები არ შეიძლებოდა ყოფილიყვნენ „რელიგიური ინფექციის“ მატარებლები. აუცილებელი იყო ანტირელიგიური მოღვაწეობის გაძლიერება. რა თქმა უნდა, მებრძოლ უღმერთოთა კავშირს არ შეეძლო ამ საქმიდან განზე დგომა. და 1931 წლის ნოემბრისათვის მის რიგებში ირიცხებოდა 5 მილიონზე მეტი წევრი, რომელთაც აერთიანებდათ 60 ათასზე მეტი უჯრედი (1926 წლისათვის კი კავშირში იყო 87 ათასი ადამიანი, 1929 წლისათვის 465 ათასი, 1930 წლისათვის კი 3,5 მილიონზე მეტი ადამიანი). წლიდან წლამდის იზრდებოდა ანტირელიგიური ლიტერატურის ტირაჟი: თუ 1927 წლისათვის უღმერთოთა ორგანიზაციებმა გამოსცეს წიგნები და ბროშურები 700 ათასიანი ტირაჟით, 1930 წლისათვის კი უკვე გამოიცა 50 მილიონზე მეტი ტირაჟით. გაზეთ „უღმერთო“-ს ტირაჟმა 1931 წლისათვის ნახევარ მილიონს მიაღწია, ჟურნალ „უღმერთო“-ს ტირაჟმა კი 200 ათასს. ყველგან ყალიბდებოდა ახალი უღმერთოების წრეები (1931 წლისათვის მასში ორ მილიონამდის ადამიანი იყო).

უნდა ითქვას, რომ სახელმწიფო ანტირელიგიურ გამომცემლობაში 1932 წელს 12,5 ათასი ტირაჟით გამოიცა მებრძოლ უღმერთოთა კავშირის ცენტრალური საბჭოს თავმჯდომარის ე. იაროსლავსკის „ეკლესიისა და რელიგიის წინააღმდეგ“ ხუთტომეულის პირველი ტომი.

რა სახსრებით ცხოვრობდა და ინახავდა კავშირი თავის ბიუროკრატიას, ეწეოდა კი საგამომცემლო მოღვაწეობას? – ოფიციალურად საწევრო გადასახადებით (ქალაქის მცხოვრებისთვის 60 კაპიკი, სოფლის მცხოვრებისათვის კი 24 კაპიკი) აგრეთვე ლიტერატურული მოღვაწეობის შემოსავლებიდან. რეალურად კი ეხმარებოდა სახელმწიფო, რომელიც იმ პერიოდისათვის დაინტერესებული იყო უღმერთობის პროპაგანდის გაძლიერებით.

სწორედ სახელმწიფო იყო დაინტერესებული სპეციალური ანტირელიგიური მუშათა უნივერსიტეტების შექმნით – სპეციალური სასწავლო დაწესებულებებით, რომელიც იქმნებოდა რაიონების ანტირელიგიური აქტივის შექმნის მიზნით სსრკ-ში რელიგიაზე და ეკლესიაზე ახალი შეტევის დასაწყისში. პირველი ასეთი უნივერსიტეტი გაიხსნა მოსკოვის პროლეტარსკის რაიონში. 1930 წელს მოსკოვში კიდეც გამოიცა „მუშათა ანტირელიგიური უნივერსიტეტის“ პროგრამებისა და მასალების კრებული. სსრკ-ს ყველა დიდ ქალაქში ასეთი უნივერსიტეტის გახსნის სახსრების გაღება შეეძლო მხოლოდ ცენტრალურ ხელისუფლებას. ასე, რომ მებრძოლ უღმერთოთა კავშირი იყო XVII პარტკონფერენციის ამოცანების შესრულების ბრძოლის ავანგარდში.

პეტერბურგელი პროფესორის ს. ნ. საველენსკის მიერ დამუშავებული გეგმის მიხედვით 1930-1933 წლებში უნდა დაკეტილიყო ყველა ეკლესია, სამლოცველო სახლი, მეჩეთი და სინაგოგებიც კი. 1933-1934 წლებისათვის უნდა გამქრალიყო ყველა რელიგიური წარმოდგენა. 1934-1935 წლებში ქვეყანა და უპირველესად ახალგაზრდობა აუცილებლად უნდა მოეცვა ტოტალურ ანტირელიგიურ პროპაგანდას; 1935-1936 წლებში უნდა გამქრალიყო უკანასკნელი სამლოცველო სახლები და ყველა მღვდელთმსახური; 1936-1937 წლებში კი მოითხოვდნენ, რომ რელიგია უნდა გამოედევნათ ყველაზე მეტად დამკვიდრებული მხარეებიდან.

თვით უღმერთოების მიერ მოყვანილი სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 1931 წ. ქვეყანაში იყო 3000-ზე მეტი უღმერთოთა დამკვრელური ბრიგადა, მათ შორის ნახევარზე მეტი ლენინგრადში, სადაც ისინი ქვეყანაში ერთ-ერთი პირველები გაჩნდნენ, 1929 წ., ასზე მეტი უღმერთო საამქრო და ქარხანა, სამასამდე უღმერთო კოლმეურნეობა. 1932 წლისათვის იგეგმებოდა უღმერთოთა რიგების მნიშვნელოვანი გაძლიერება 8 მილიონამდე კაცით. ობსტრუქტანტიზმთან და კლერიკალიზმთან ახალგაზრდა მებრძოლების რიცხვი უნდა გაზრდილიყო 10 მილიონამდე! არ გამოვიდა… ომმა შეაჩერა სსრკ-ს მებრძოლ უღმერთოთა კავშირის მოღვაწეობა. ოფიციალურად ის არავის დაუხურავს, მაგრამ 1941 წლის 22 ივნისიდან ანტირელიგიური სერიოზული მოღვაწეობის შესახებ საუბარიც არ ყოფილა. ფორმალურად კავშირი 1947 წლამდის არსებობდა, როდესაც მეცნიერული ათეიზმის გავრცელების ფუნქციები საკავშირო საზოგადოება „ცოდნას“ გადაეცა. ჟურნალები და გაზეთები, მსგავსი „უღმერთოებისა“ (რომლების გამოცემაც ომის დაწყებიდან შეწყდა) უკვე აღარ გამოიცემოდა.

თვალსაჩინოა აგრეთვე „მთავარი უღმერთოს“ ე. მ. იაროსლავსკის ბედიც. საკავშირო კომუნისტური პარტიის ცკ-ს წევრი, სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, ცნობილი პარტიული პუბლიცისტი, სტალინის ნებით, რომელიც შეწუხებული იყო იმით, რომ გერმანელები ოკუპირებულ ტერიტორიაზე სამწყსოებს ხსნიდნენ, იძულებული შეიქნა ომის პირველ თვეებში დაეწერა სტატია „რატომ არიან რელიგიური ადამიანები ჰიტლერის წინააღმდეგ“, რომლის ტონალობა კარდინალურად განსხვავდებოდა ყველა მისი რელიგიური სტატიების ტონალობისაგან, რომელიც კი მას მანამდის დაეწერა.

სიტუაცია იცვლებოდა, და ბელადმაც პრაგმატულად შეხედა ძველ ანტირელიგიურ და ანტიეკლესიურ ლოზუნგებს, დროებით „დაივიწყა“ აუცილებელი პარტიული ათეიზმის შესახებ. 1943 წლის 5 სექტემბერს „პრავდაში“ პირველად მრავალი წლის შემდეგ პირველ გვერდზე მოკლედ იყო გამოქვეყნებული სტალინთან სერგის (სტაროგოროდელის), ალექსეის (სიმანელის) და ნიკოლოზის (იარუშევიჩის) შეხვედრის შესახებ. სამი თვის შემდეგ კი იმავე „პრავდაში“ გამოქვეყნდა ე. მ. იაროსლავსკის გარდაცვალების შესახებ სამთავრობო ცნობა, რომელიც 1943 წლის 4 დეკემბერს გარდაიცვალა. ნეკროლოგები გამოიგზავნა სკპ(ბ) ცკ-დან, სსრკ-ს სახალხო კომისართა საბჭოსაგან და სსრკ-ს და რსფსრ-ს უმაღლესი საბჭოებიდან, საკავშირო ალკკ-ს ცკ-დან, მარქს-ენგელს-ლენინის ინსტიტუტიდან, სსრკ-ს მეცნიერებათა აკადემიიდან და მრავალი სხვისგან. არ იყო მხოლოდ სამძიმარი მებრძოლ უღმერთოთა კავშირიდან. სტატიებში, რომლებიც ეძღვნებოდა ე.მ. იაროსლავსკის ხსოვნას ერთი სიტყვაც არ იყო მისი ანტირელიგიური მოღვაწეობის შესახებ. გამოდიოდა, რომ ის უბრალოდ არ არსებობდა. აკადემიკოსებმა თავიანთ „ხსოვნის…“ სიტყვაში ბრძნულად განაცხადეს, რომ იაროსლავსკის რავაასზე მეტ წიგნსა და სტატიას შორის დიდი უმრავლესობა „მიეძღვნა მუშათა კლასის ისტორიას, რევოლუციურ მოძრაობას, პარტიის ისტორიას, დიდი ბელადების მარქსის, ენგელსის, ლენინის და სტალინის ცხოვრებასა და შემოქმედებას“, შეგნებულად დაფარეს რა, რომ მისი 440 პუბლიკაცია იყო ათეისტური ნაშრომი. არვინ მოიხსენია ე.მ. ისროსლავსკის ანტირელიგიური მოღვაწეობა ბოლო პრავდისეულ პუბლიკაციაში – რეპორტაჟი „კუბოსთან” და დაკრძალვის ცნობებშიც, რომელიც 6 დეკემბერს წითელ მოედანზე გაიმართა.

რუსული ინტერნეტსაიტების მიხედვით მოამზადა ალ. სანდუხაძემ

Комментариев нет:

Отправить комментарий