вторник, 11 февраля 2014 г.

ამბობენ: ლუთერმა ახალი სარწმუნოება მოიგონაო,

თითქოსდა სახარებიდან, მაგრამ საკუთარი ჭკუით. ჩვენ რატომ აღარ უნდა შევქმნათ სწავლება ჩვენი ჭკუით, სახარების გარეშე? – და დაიწყეს გამოგონება და მარჩიელობა: ღმერთზეც და ადამიანზეც – ყველამ თავისებურად; და იმდენი სწავლება გამოიგონეს, მარტო მათი ჩამოთვლით აგემღვრევა გონება. და ახლა მათთან ასეა: ირწმუნე – როგორც მოგაფიქრდება, იცხოვრე – როგორც გსურს, ისიამოვნე – რითაც სული მოისურვებს. არანაირ კანონს და შეზღუდვას არ სცნობენ, ღვთის სიტყვას არ ემორჩილებიან. სიფართოვეა მათთან, ყველა ზღუდე მორღვეულია. მაგრამ, როგორც უფალი ამბობს, ამ ფართო გზას წარსაწყმედელისკენ მიჰყავს. აი სადამდე მიიყვანა სწავლებიდან გადახვევამ.



რწმენა ლათინებრ, ანუ რწმენა იმისა, რომ სული წმიდა ძისაგან გამოვალს, არის ეკლესიისგან განდგომა, მწვალებლობა... კათოლიციზმის სული მიწიერია, მათი ეკლესია არის პოლიტიკური კორპორაცია, რომელიც კაცობრივ ძალებსა და საშუალებებს ეყრდნობა...





წმ. თეოფანე დაყუდებული






Комментариев нет:

Отправить комментарий