წიგნი დანიელ წინასწარმეტყველი
თავი 14
1. მეფე ასტიაგე შეერთო თავის მამა-პაპას და კიროს სპარსელმა მიიღო მისი სამეფო.
2. დანიელი მეფესთან ცხოვრობდა და პატივდებული იყო თავია ყველა მეგობარს შორის.
3. ჰქონდათ ბაბილონელებს კერპი, სახელად ბელი; მასზე ყოველწლიურად ხარჯავდნენ ოც არტაბა ხორბლის ფქვილს, ორმოც ცხვარს და ექვს საწყაო ღვინოს.
4. მეფე აღიარებდა მას ღმერთად და ყოველდღე მის თაყვანისსაცემად დადიოდა. დანიელი კი თავის ღმერთს სცემდა თაყვანს.
5. უთხრა მას მეფემ: ბელს რატომ არ სცემ თაყვანს? მიუგო: რადგან ხელით ნაკეთებ კერპებს არა ვცემ თაყვანს, არამედ ცოცხალ ღმერთს, ცისა და მიწის შემოქმედს, ყოველი ხორციელის მეუფეს.
6. უთხრა მეფემ: ხომ არ გგონია, ბელი ცოცხალი ღმერთი არ იყოს? ვერა ხედავ, ყოველდღიურად რამდენსა სჭამს და სვამს იგი?
7. უთხრა დანიელმა სიცილით: მეფეო, თავს ნუ იტყუებ, რადგან შიგნიდან თიხაა იგი, გარედან რვალი და არც არასოდეს უჭამია და არც უსვამს.
8. მაშინ განრისხებულმა მეფემ მოუხმო ქურუმებს და უთხრა: თუ არ გითქვამთ, ვინა ჭამს ყოველივე ამას, მოკვდებით, მაგრამ თუ დაამტკიცებთ, რომ ამას ბელი ჭამს, მაშინ დანიელი მოკვდება, რადგან სააუგო სიტყვა სთქვა ბელზე.
9. უთხრა დანიელმა მეფეს: შენი სიტყვისამებრ იყოს. ბელის ქურუმები სამოცდაათნი იყვნენ, მათი ცოლებისა და ბავშვების გარდა.
10. მივიდა მეფე დანიელთან ერთად ბელის ტაძარში.
11. უთხრეს ბელის ქურუმებმა: აჰა, ჩვენ გარეთ გავალთ, შენ კი, მეფეო, დააწყვე საზრდო, ჩამოასხი ღვინო, ჩარაზე კარი და შენი ბეჭდით დაბეჭდე; და თუ ხვალ მოხვალ და ვერ ნახავ, რომ ყველაფერი ბელმა შეჭამა, ჩვენ მოვკვდეთ; თუ არა და - დანიელი, რომელმაც ცილი დაგვწამა.
12. ისინი დამშვიდებულები იყვნენ, რადგან ტაბლის ქვეშ გააკეთეს საიდუმლო შესასვლელი; იქიდან შედიოდნენ და ჭამდნენ ყველაფერს.
13 . გარეთ რომ გავიდნენ, მეფემ ბელს საზრდო დაუწყო.
14. დანიელმა კი უბრძანა თავის მსახურთ, რომ მოეახათ ნაცარი და მოებნიათ მთელ ტაძარში მხოლოდ მეფის თანდასწრებით. გარეთ გამოსულებმა ჩარაზეს კარი, მეფის ბეჭედით დაბეჭდეს და წავიდნენ.
15. ქურუმები კი, ჩვეულებისამებრ, ღამით მოვიდნენ თავიანთი ცოლებითა და ბალღებით, ყველაფერი შეჭამეს და შესვეს.
16. ადრიანად ადგა მეფე და დანიელიც მასთან ერთად.
17. უთხრა მეფემ: დანიელ, მთელია ბეჭედი? უთხრა: მთელია, მეფეო.
18. როგორც კი კარი გააღეს, მეფემ შეხედა ტაბლას და დიდი ხმით იყვირა: დიადი ხარ შენ, ბელ, და არანაირი სიცრუე არ არის შენთან!
19. გაიცინა დანიელმა და შეაკავა მეფე, რომ არ შესულიყო შიგნით, და უთხრა: დახედე იატაკს და გამოიცანი, ვისია ეს ნაფეხურები?
20. უთხრა მეფემ: კაცების, ქალებისა და ბალღების ნაფეხურებს ვხედავ.
21. განრისხებულმა მეფემ ბრძანა, შეეპყრათ ქურუმები და მათი ცოლ-შვილი, მათ უჩვენეს საიდუმლო კარი, რომლითაც შედიოდნენ ისინი და ყველაფერს ჭამდნენ, რაც მაგიდაზე ეწყო.
22. მაშინ დახოცა მეფემ ისინი და ბელი დანიელს მისცა; მან კი დაანგრია ისიც და მისი ტაძარიც.
23. იყო იქ ერთი დიდი ურჩხული, რომელსაც ბაბილონელნი თაყვანს სცემდნენ.
24. უთხრა მეფემ დანიელს: ამაზეც ხომ არ შეგიძლია თქვა, ცოცხალი ღმერთი არ არისო! თაყვანი ეცი მას.
25. უთხრა დანიელმა: უფალს, ჩემს ღმერთს ვცემ თაყვანს, რადგან ის არის ცოცხალი ღმერთი, ხოლო შენ, მეფეო, თუ ნებას მომცემ, უმახვილოდ და ულახტოდ მოვკლავ ამ ურჩხულს.
26. უთხრა მეფემ: ნება მომიცია.
27. აიღო დანიელმა ფისი, ქონი და ბეწვი, ერთად მოადუღა, დააგუნდავა და ხახაში ჩაუგდო ურჩხულს. შეჭამა ურჩხულმა და გასკდა. თქვა დანიელმა: ესეც თქვენი სათაყვანებელი!
28. ეს რომ ბაბილონელებმა გაიგეს, ფერი ეცვალათ, აღდგნენ მეფის წინააღმდეგ, თქვეს: მეფე იუდაელი გახდა; ბელი მოსპო, ურჩხული მოკლა, ქურუმები კი დახოცა.
29. მივიდნენ მეფესთან და უთხრეს: მოგვეცი დანიელი, თუ არა და შენც მოგკლავთ და შენს სახლსაც ამოეწყვეტთ.
30. როცა დაინახა მეფემ, რომ დაბეჯითებით ითხოვენ, იძულებული გახდა მიეცა მათთვის დანიელი.
31. და ჩააგდეს დანიელი ლომების ხაროში და ექვს დღეს იქ იყო იგი.
32. ხაროში შვიდი ლომი იყო და ყოველდღიურად ორი გვამი და ორი ცხვარი ეძლეოდათ. იმ დროს კი არაფერი მიუციათ, რათა დანიელი შეეჭამათ.
33. იყო იუდაში წინასწარმეტყველი ამბაკუმი; მან მოხარშა შეჭამადი, ჩაფშხვნა კერძში პური და მიდიოდა მინდვრად, რომ მომკელებისთვის მიეტანა.
34. უთხრა უფლის ანგელოზმა ამბაკუმს: ეგ საუზმე, შენ რომ გაქვს, წაუღე დანიელს ბაბილონში, ლომების ხაროში.
35. უთხრა ამბაკუმმა: უფალო, არც ბაბილონი მინახავს და არც ხარო ვიცი.
36. აიყვანა იგი უფლის ანგელოზმა თმებით და დააყენა ხაროს თავზე, ბაბილონში.
37. ჩასძახა ამბაკუმმა დანიელს და უთხრა: დანიელ, დანიელ! აიღე ეს საუზმე, ღმერთის გამოგზავნილია.
38. თქვა დანიელმა: შენ გამიხსენე, ღმერთო, და არ მიატოვე შენი მოყვარულნი.
39. ადგა დანიელი და ჭამა; ღვთის ანგელოზმა კი სასწრაფოდ დააბრუნა თავის ადგილზე ამბაკუმი.
40. მეფე მეშვიდე დღეს მოვიდა დანიელის გამოსატირებლად. მივიდა იგი ხაროსთან, ჩაიხედა შიგ და, აჰა, იქა ზის დანიელი.
41. მაღალ ხმაზე იყვირა მეფემ კია თქვა: დიდი ხარ, უფალო, ღმერთო დანიელისა, არ არსებობს სხვა შენს მეტი!
42. ამოაყვანინა იგი და ხაროში ისინი ჩაყარა, ვისაც მისი დაღუპვა უნდოდათ, და მის თვალწინ იქნენ შეჭმულნი.

Комментариев нет:
Отправить комментарий