მწუხარება კი სულის მჭუნვარებაა და მრისხანე გულისსიტყვების შედეგია. ბრაზიანობა შურის მიგების სურვილია და მწუხარება მოაქვს შურისძიებაში წარუმატებლობას. სევდა ლომის ხახაა და ადვილად შთანთქავს სევდიანს. მწუხარება მატლია გულსა შინა და შთანთქავს მის მშობელ დედას. სალმობაშია შვილზე მშობიარე დედა, მაგრამ როდესაც შობს, თავისუფლდება ტანჯვისაგან. ჩნდება რა მწუხარება, მოაქვს დიდი ტკივილი და რჩება რა მშობიარობის სალმობის შემდგომ, არამცირედ სნეულებას იწვევს. დასევდიანებულმა მონოზონმა არ უწყის სულიერი სიხარულის შესახებ, როგორც სახადით გატანჯულმა გემო თაფლისა. მწუხარე მონოზონის გონება არ აღიძვრის ჭვრეტად და არასდროს აღუვლენს ღმერთს წმინდა ლოცვას, რამეთუ მწუხარება დაბრკოლებაა ყოველგვარი სიკეთისადმი. ბორკილები ფეხებზე აბრკოლებს ჩქარ სიარულს, მწუხარება კი აბრკოლებს ჭვრეტის უნარს. დატყვევებულს ბარბაროსებირკინის ბორკილებს ადებენ, ხოლო ვნებათა ტყვეს მწუხარება ბოჭავს. არ ძლიერდება სევდა, როდესაც არაა სხვა ვნებები, ისევე როგორც ბორკილებს არ ადებენ, როდესაც არაა ამის გამკეთებელი. ვინც შეკრულია სევდისაგან, ის დამარცხებულია ვნებათა მიერ და თავისი დამარცხების სამხილებლად ბორკილებს ატარებს, რამეთუ სევდა-მოწყენილობა შედეგია ხორციელ სურვილებში წარუმატებლობისა, ხოლო გულისთქმის სურვილი კი შეუღლებულია ყოველგვარ ვნებასტან. ვინც სძლია გულისთქმას, მან სძლია ვნებას, ხოლო ვინც სძლია ვნებას, მას სევდა არ დაეუფლება. მოწყენილობას არ ეძლევა თავშეკავებული, ჭამადი თუ ვერ მოიპოვა, არც უბიწო, რომ შური ვერ იძია, არც თავმდაბლობით განბრძობილი, რომ მოკლებულია ადამიანურ პატივს, არც ვერცხლისმოყვარეობისაგან თავისუფალი, რომ დანაკარგი განიცადა. მათ ზალით განაგდეს თავისაგან ყოველივე ამის სურვილი, რამეთუ როგორც ჯავშნით შემოსილს ვერაფერს ვნებს ისარი, ასევე ვნებისაგან დაცლილს ვერ მოსწყლავს მოწყენილობა.
წმ. ნილოს სინელი
წმ. ნილოს სინელი
Комментариев нет:
Отправить комментарий