воскресенье, 2 февраля 2014 г.

ტელევიზორი.მხეცის საიდუმლო.

ეკრანი კერპი გახდა მრავალი ადამიანისთვის და მათი ცხოვრებიდან ღმერთი გამოდევნა. ეკრანი არის ადამიანის სულებზე გლობალური ზემოქმედების მთელი სისტემა. რა შეიძლება მან გამოიწვიოს?
პირველ რიგში, ცვლილებები ფასეულობათა სისტემაში. ცოცხალი, უშუალო ადამიანური ურთიერთობა ადგილს უთმობს ინფორმაციულ ურთიერთობას ეკრანის მეშვეობით.
მეორე მხრივ, ოპტიკური ეფექტების, კლიპების და სხვა ხერხების საშუალებით სამყაროს ტრადიციულ სურათს გარდაქმნის სხვა, "ვირტუალურ რეალობად", გადაჰყავს რა ადამიანი შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობაში. შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი "ეკრანირდება" რეალური ცხოვრებ ისგან.
  მესამეც, ეკრანი წარმოადგენს ადამიანის ცნობიერებაში ანტიქრისტიანული "ახალი მსოფლიო წესრიგის" იდეოლოგიის დანერგვის იარაღს.


ეკრანი ერთ სახლში, ერთ ოჯახში მცხოვრებ ადამიანებს ერთმანეთისგან აუცხოებს, ცვლის რა ცოცხალ, პიროვნულ ურთიერთობებს ილუზორული ოცნების აჩრდილებით. ცოცხალი ადამიანის შეგრძნების დაკარგვას მივყავართ მისდამი სიყვარულის და თანადგომის დაკარგვამდე. ადამიანი აღარ ითვლება ფასდაუდებელ პიროვნებად, არამედ იქცევა ობიექტად, ინსტრუმენტად.


ერთ-ერთ საგაზეთო საგაზეთო შენიშვნაში ვკითხულობთ: "ინგლისელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში მოსწავლეებს გაუუარესდათ კომუნიკაციის ჩვევები. ბავშვებს უძნელდებათ საკუთარი აზრების გამოხატვა. მეცნიერები ამას იმით ხსნიან, რომ ერთმანეთთან ურთიერთობა ტელევიზორის ყურებამ შეცვალა. ადრე, საღამოობით ოჯახის წევრები ერთად იკრიბებოდნენ და მთელი დღის განმავლობაში მომხდარ ამბებს განსჯიდნენ. ასეთი საუბრების დროს ბავშვები სწავლობდნენ თავიანთი აზრების სწორად გამოხატვას. ახლა ბავშვები მოდიან სახლში სკოლიდან და მთელ დროს ტელევიზორის ეკრანთან ატარებენ. მათ მიერ მიღებული ვიზუალური ინფორმაცია არ მოითხოვს გააზრებას და დაფიქრებას. ტელევიზიის გამო ბავშვები მცირე დროს უთმობენ თანატოლებთან ურთიერთობას და ძალზე ცოტას წერენ და კითხულობენ". "გამოკვლევების თანახმად, ამერიკელებს აწუხებთ ის ფაქტი, რომ კომპიუტერებით გადამეტებულ გატაცებას მივყავართ საყოველთაო მარტოობამდე" - წერს ჟურნალი "Здоровье".


მღვდელ-მონაზონი სერაფიმე (როუზი) "ინფორმაციული საზოგადოების" შენების ანტიქრისტიანულ გამეფებასთან კავშირის შესახებ შემდეგს წერდა: "ანტიქრისტეს შესახებ ცნობილია, რომ იგი იქნება მსოფლიოს მმართველი. მაგრამ მხოლოდ ჩვენს დროში გახდა პრაქტიკულად რეალური იმის შესაძლებლობა, რომ ერთი ადამიანი მართავდეს მთელ მსოფლიოს. ჩვენს დრომდე არსებულ მსოფლიოს ყველა იმპერიას დედამიწის მხოლოდ ცალკეული ნაწილები ეკავა და მხოლოდ კომუნიკაციების თანამედროვე საშუალებების გაჩენის შემდეგ გახადა შესაძლებელი, რომ მთელ მსოფლიოს მართავდეს ერთი ადამიანი".
უკვე დღეს შეიძლება შევნიშნოთ მილიარდობით ადამიანის მსოფლმხედველობის ფსიქიკის და ცხოვრების წესის ძირეული ცვლილებები, რომლებიც იძულებულნი არიან ჩაერთონ "ინფორმაციული საზოგადოების" ცხოვრებაში. ტელევიზორების, ვიდეომაგნიტოფონების, კომპიუტერების ეკრანის შეუზღუდავი ბატონობა ვრცელდება არა მარტო ეკონომიკის, ვაჭრობისა და პოლიტიკის დარგებზე, არამედ იჭრება ინტიმური ურთიერთობების, ოჯახის, რწმენის, ანუ ადამიანური სულის სფეროშიც და პრეტენზიას აცხადებს ახალი ფილოსოფიისა და ახალი რელიგიის როლზე



ეკრანი აჩვევს სხვა ადამიანში პიროვნების არ დანახვას, რეალურ ცხოვრებაში მათ, როგორც მკვდარი, უსახო სურათის, როგორც გამოსახულების გულგრილად ყურებას.
წმ. წერილი ამას უწოდებს "გულისთქმას თვალთაი" (1 ინ. 2:16), ხოლო წმ. მღვდელმთავარი თეოფანე - "ავთვალობას". ღირსი სილუან ათონელი ამბობდა, რომ "მოყვასის ერთი ალმაცერად შეხედვაც კი ადამიანს მადლს აკარგვინებს", ანუ აკარგვინებს ღმერთთან კავშირს, აუცხოებს მისგან.
  ეკრანი აჩვევს პიროვნების არ დანახვას არა მარტო სხვებში, არამედ საკუთარ თავშიც. "ადამიანები ხედავენ მთელ სამყაროს, მაგრამ საკუთარ თავს ვერ ამჩნევენ, - აღნიშნავდა ბერი პაისი ტელევიზიის ვავნეობაზე საუბრისას. - ღმერთი კი არ ანადგურებს ადამიანებს, არამედ თვით ადამიანები თავიანთი ჭკუით ანადგურებენ საკუთარ თავებს".



ეკრანი აყალიბებს საზოგადოებრივ აზრს და ქმნის იდეოლოგიურ ილუზიებს. საინფორმაციო პროდიუსერები ქურუმთა კასტად იქცევიან, რომელიც მართავს და მანიპულირებს რეალობით. ეკრანი თავის "რეალობას" ქმნის და მასში ჩაფლულ ადამიანებს მართავს, მოხერხებულად იყენებს რა "მასობრივი ფსიქოლოგიის" კანონებს. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ მასებზე გათვლილი ეკრანი მუშაობს "პირველ სასიგნალო სისტემაზე", ლიტერატურისგან განსხვავებით, რომელიც ზემოქმედებს "მეორე სასიგნალო სისტემაზე". ამიტომ ფილმი მალე ძველდება, ლიტერატურა კი ინარჩუნებს თავის აქტუალობას ათასწლეულების განმავლობაში.



ეკრანის საშუალებით ხდება ადამიანური ცნობიერებით უპრეცენდენტო მანიპულაცია და მისი ეშმაკს დამსგავსება. ინფორმაციის სწრაფ ნაკადში თანამედროვე ადამიანი საკუთარ თავს კარგავს, იფიტება მისი სულიერი საფუძველი და კნინდება პიროვნება. ეკრანის ზეგავლენა ქვეცნობიერებაზე და ფსიქიკით მანიპულაცია იმითაა საშიში, რომ ამან შეიძლება წაართვას ადამიანს პიროვნული ყოფიერების უმთავრესი საფუძველი - არჩევანის ჭეშმარიტი თავისუფლება. არა მარტო ტელეეკრანზე, არამედ რადიოეთერშიც და გაზეთების და ჟურნალების უმრავლესობის ფურცლებზეც ბატონობს ნიჰილიზმის, უმიზნობის, ყველაფრის დაშვებულობის და მასხრობის სული, რომელიც ანგრევს ადამიანის ღვთისმსგავს პიროვნებას.


თავისი ბალაგანური სიშმაგის წყალობით (უსასრულო "იუმორინები", "მხიარულთა და საზრიანთა" კლუბები", შოუ და სხვა ვირტუალური გასართობები) ეკრანი ადამიანის რეალობისგან მოწყვეტის ფუნქციას ასრულებს. იგი ადამიანის სულს მიდრეკილს ხდის მიმბაძველობისა და სიტუაციაში ემოციური ჩართულობისაკენ. ადამიანი განიცდის რა პერსონაჟების ფსიქიკურ მდგომარეობას, თვითონაც იწყებს ცხოვრებაში თამაშს, ისე როგორც მსახიობი სცენაზე. ეკრანი ასწავლის ადამიანს, ჩანდეს ისეთი, როგორიც სრულებითაც არ არის სინამდვილეში, ასწავლის სიცრუეს და თვალთმაქცობას. ეს თამაში ცხოვრების ანტითეზაა, ისევე როგორც ტყუილია სინამდვილის ანტითეზა. ი. ვორობიოვსკი წერს: "...საბაზრო ეკონომიკის თეორეტიკოსი ფრიდრიხ ფონ ხაიეკი აცხადებს, რომ ლიბერალური საზოგადოების არსებობისთვის აუცილებელია ადამიანების განთავისუფლება ბუნებრივი ინსტინქტებისგან. მაგ: სოლიდარობის და თანაგრძნობისგან... ასეთი მარტოობისგან უბიძგებენ რუს კოლექტივისტ ადამიანს "слабое Звено"-ს მსგავსი ტელეგადაცემები. საუბარია "ახალი ადამიანის, უფრო ასწორად არაადამიანის შექმნაზე".


ფსიქოლოგი ა. მორი საუბრობს ტელევიზიის ზემოქმედებით გამოწვეული მდგომარეობის მსგავსებაზე ნარკოტიკულთან: "ხანგრძლივი ყურება, რომელიც ეკრანის ყურებისას უნდა შეინარჩუნოს ტელემაყურებელმა, ღლის მხედველობას და წარმოქმნის გაშეშების მსგავს მდგომარეობას, რასაც თან ახლავს ყურადღების და ნებისყოფის ძლიერი შესუსტება. ასე ხდება ადამიანში საანესეზიო საშუალებების - ეთერის, ალდეჰიდის, ოპიუმის, ჰაშიშის გამოყენებით გამოწვეული აშლილობის მსგავსი მდგომარეობის ჩამოყალიბება". ადამიანის სულზე ასეთივე ზემოქმედებას ახდენს კომპიუტერულ ტექნიკასთან ურთიერთობა, განსაკუთრებით კომპიუტერული თამაშებით და "ინტერნეტის" ქსელით გატაცება. "გარემომცველი სამყარო ასეთ ადამიანში მოწყენილობას იწვევს და იგი ესწრაფვის ვირტუალური რეალობის სამყაროში დაბრუნებას. ადამიანი ნებაყოფლობით იბრუებს თავს "ნარკოტიკული" ვირტუალური ბანგით". (ტ.დუმანსკი, ი.ვორობიოვსკი). ილუზორულ სამყაროში ყოფნის ჩვევა ფსიქოლოგიურად გამართლებულს ხდის ნარკოტიკების მოხმარებას. უკვე არის შემთხვევები პროგრამისტების ნარკომანიით დაავადებისა, რომლებიც ნარკოტიკების მოხმარებას იმით ამართლებენ, რომ უნდათ "გონება როგორმე მოალბონ"


მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, მღვდელ-მონაზონი ანატოლი (ბერესტოვი) წერს: "бт ყველა ადამიანს ერთნაირ, არასულიერ საკვებს სთავაზობს. ამით ისინი ინდივიდუალურობას კარგავენ და სულიერად ერთმანეთს ემსგავსებიან. бт არის პრაქტიკული, ცხოვრებისეული უღმერთობის მძლავრი კერა. რომელიც ადამიანს ღმერთს აშორებს და გადაჰყავს ვნებების, სისასტიკის, სიცრუის, ოკულტიზმის სამყაროში... "სატელევიზიო ეშმაკი" ჩააგონებს, ჩააგონებს და ჩააგონებს... ადამიანები კი უსმენენ, უსმენენ და უსმენენ... განა ეს ადამიანის ცხოვრების მართვა არ არის? ამიტომ დღეს სრულიად საფუძვლიანად შეიძლება ვამტკიცოთ, რომ ტელევიზია გახდა მძლავრი იარაღი ეშმაკის ხელში".


წოგნში "ბერი ანტონის სულიერი საუბრები და დარიგებები" ვკითხულობთ: " ტელეპროგრამების ფსიქოტროპული ზემოქმედების შედეგად ადამიანი კარგავს დამოუკიდებელი აზროვნების, მიმდინარე მოვლენების გააზრებული აღქმის და საკუთარი მსოფლმხედველობის ფორმირების უნარს. ჩვენ ვსაუბრობთ თნამედროვე ადამიანებს შორის არსებული ურთიერთობების ნაკლოვანებებზე და ამის ფესვები კი უნდა ვეძებოთ სწორედ ინდივიდუალური აზროვნების და მიმდინარე მოვლენების საკუთარ მსოფლმხედველობასთან შესაბამისობაში გააზრების უნარის უქონლობაში".


"ხელოვნების დარგებიდან ჩვენთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია კინო" - ამბობდა ლენინი და იგი მართალიც იყო. რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მთელი მსოფლიო დადიოდა კინო-თეატრებში, როგორც მაგიის სეანსებზე. ახლა კი სიარულიც აღარაა საჭირო. კინო სახლში და პირდაპირ სულში მიეწოდება კომპიუტერების, კომპაქტ-დისკების და ინტერნეტის საშუალებით. (ი.ვორობიოვსკი, ე. სობოლევა).


" ტელევიზიამ ადამიანს უზარმაზარი ზიანი მიაყენა, - წერს ათონელი ბერი პაისი. - განსაკუთრებით დამანგრევლად მოქმდებს ის პატარა ბავშვებზე. ერთხელ ჩემთან სენაკში 7 წლის ბავშვი მოვიდა მამასთან ერთად. მე ვხედავდი, როგორ მეტყველებდა ბავშვის ბაგეებით სატელევიზიო ეშმაკი, ისე, როგორც შეპყრობილების პირით ლაპარაკობს ბოროტი სული. ეს იგივეა, რომ ჩვილი კბილებიანად დაიბადოს. დღეს იშვიათად შეხვდები ნორმალურ ბავშვებს. ისინი ურჩხულებად გადაიქცნენ და თავით კი არ მუშაობენ, არამედ უბრალოდ იმეორებენ იმას, რაც გაიგონეს და დაინახეს. ასეთნაირად, ტელევიზიის მეშვეობით ზოგიერთებს მსოფლიოს გასულელება სურთ. ანუ მათი ჩანაფიქრის მიხედვით, ყველამ უნდა ირწმუნოს ტელევიზიით მოსმენილი და ამის შესაბამისად უნდა მოიქცეს". ამასვე ამბობს საზოგადოებრივი აზრის დამუშავების ცნობილი სპეციალისტი, პროფესორი მ. ჩუკასი: " ტელევიზიის მიზანია საქმის ვითარებაში გარკვევის უნარის და კრიტიკული აზროვნების არმქონე ადამიანის შექმნა. ასეთი ადამიანი ყველაზე დაბალ ემოციურ მდგომარეობაში იმყოფება და მხოლოდ გარეგანი და ამიტომ ხელოვნური აღმგზნები და მმართველი ძალების მოქმედებით შეუძლია მოქმედება". ერთ-ერთმა ამერიკელმა "გონების მბრძანებელმა", მარშალმა მაკლუენმა ასეთი აფორიზმი ჩამოაყალიბა: "ინფორმაციის საშუალება არის სწორედ ინფორმაციის შინაარსი", ანუ მთავარი არაა, რა გადაიცემა რადიოთი თუ ტელევიზიით, მნიშვნელოვანია ქვეცნობიერებისა და გრძნობების სფეროზე მოქმედი თვით ეს ინფორმაციის საშუალებები.
ამგვარად, ეკრანი არის არა მარტო ადამიანის ცნობიერების მართვის ინსტრუმენტი, არამედ ანტიქრისტეს ძალაუფლების დამყარების იარაღიც. დღეს უკვე ცხადია, რომ ეკრანი თანამედროვე ადამიანისთვის წარმოადგენს არა იმდენად ინფორმაციის და სამყაროს სურათის ასახვის წყაროს, რამდენადაც კონსტრუქტორს, რომელიც აგრესიულად აპროგრამებს მისი აზროვნების და ქცევის ნორმებს და ქმნის "ახალ მორალს" და ფასეულობათა ახალ სისტემას. ამიტომ მღვდელ-მონაზონი სერაფიმე (როუზი) ტელევიზიას "ანტიქრისტიანული იდეების და შეფასებების მთავარ გამტარებელს" უწოდებდა.



ანტისულიერ, ანტიქრისტიანულ პრინციპებზე აგებული თანამედროვე საინფორმაციო გარემო ბოლო წლებში ადამიანთა გამხეცების სულ უფრო მძლავრი ფაქტორი ხდება. "ახალი მსოფლიო წესრიგის" მშენებლები მიზნად ისახავენ არ მისცენ ადამიანებს სწორი ინფორმაციის მიღების საშუალება და ხელი შეუწყონ მათ სულიერ დაცემას და გაპირუტყვებას. ამ მიზნის მისაღწევად ნარკოტიკების გარდა გამოიყენება თეატრი, კინო, ვულგარული პრესა, ტელევიზია და ვიდეო, რომლებიც წარმოადგენენ გარყვნის, დაჩლუნგების და გაველურების საშუალებებს და პროპაგანდას უწევენ ცხოვრებას ზნეობრივი ნორმების და შეზღუდვების გარეშე (წინგნიდან "ქრისტეს ეკლესიის უდიდესი დევნის წინ"). ამის თვალსაჩინო მაგალითია პროგრამა "за стеклом" და სხვა მსგავსი "შოუები", როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე საზღვარგარეთ. მილიონობით ადამიანი "ეწებება" ეკრანს, განსკის და იგემოვნებს, თუ როგორ იკმაყოფილებენ თავიანთ ცხოველურ მოთხოვნილებებს "მინის იქითა გმირები".


პოლიტოლოგი ა.ნოვიკოვი ეკრანს დრაკონს უწოდებს. იგი სვამს კითხვას: "ხომ არ გახდება тб ახალი რელიგია, ახალი იდეოლოგია - მომავლის დრაკონი? ის, რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ, არის მომავალი დრაკონის მხოლოდ ქერცლი. ჩვენ მხიარულად ვეთამაშებით მას და ვსეირნობთ ვირტუალური რეალობის კომპიუტერულ მთებზე, ისე რომ არ ვაცნობიერებთ ამ ურჩხულის ზომებს, ვერ ვხედავთ მის სახეს და არ ვიცით მისი დანიშნულება". "სამეცნიერო-ტექნიკურ პროგრესს ცივილიზებული მსოფლიო საზოგადოება ტექნოკრატიამდე მიჰყავს, - ამტკიცებს მღვდელ-მონაზონი ანატოლი ( ბერესტოვი). - ადამიანის ცნობიერება სულ უფრო მეტად ექვემდებარება სხვადასხვა ტექნიკური საშუალებებით, უმთავრესად, ტელევიზიით და რადიომაუწყებლობით გამოწვეულ ინფორმაციულ პრესინგს. თუმცა კომპიუტერების გაჩენასთან ერთად ადამიანზე ზემოქმედებამ პრინციპულად ახალი ხასიათი შეიძლება შეიძინოს... შრომები "ტვინი - კომპიუტერის" ურთიერთობის დარგში დღეს განვითარების ისეთ სტადიაზე იმყოფება, რომ ტექნიკურადაა შესაძლებელი ქვეცნობიერებაში დანერგვის ექსპერიმენტის ჩატარება.


მომავალი მხეცის სამეფოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს მსოფლიო კომპიუტერული ქსელი, რომელიც უკვე ობობას ქსელივით შემოეხვია მთელ მსოფლიოს და მათ შორის რუსეთსაც. (ინტერნეტის www - World Wide Web - სწორედ "მსოფლიოს ობობას ქსელს" ნიშნავს). უნებურად ისმის კითხვა: ვინ არის ეს მსოფლიოს ობობა, რომლის ქსელშიც ადამიანთა სულ უფრო მეტი რაოდენობა ებმება ბუზივით? ამ სოფლის ბატონი სატანა ხომ არაა?


მღვდელი ანდრეი გორბუნოვი

Комментариев нет:

Отправить комментарий