вторник, 25 февраля 2014 г.

ანდრეი პიონტკოვსკი - საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ საქართველოს წინააღმდეგ პუტინის აგრესია აკურთხა

25-02-2014



"კრემლი ისწრაფვის უკრაინის გაყოფისა და ყირიმის ანექსიისკენ, დასავლეთს კი არ შეუძლია რუსეთის შეჩერება, რადგან აშშ-ის პრეზიდენტის პოლიტიკა ისევე უხერხემლოა, როგორც ევროკავშირისა."

"უკრაინაში განვითარებული მოვლენები იმან გამოიწვია, რომ ევროკავშირმა საქართველოში რუსეთის ქმედებები მოინელა."
ევროკავშირმა საქართველოში რუსეთის ქმედებები მოინელა. კრემლი ისწრაფვის უკრაინის გაყოფისა და ყირიმის ანექსიისკენ, დასავლეთს კი არ შეუძლია რუსეთის შეჩერება, რადგან აშშ-ის პრეზიდენტის პოლიტიკა ისევე უხერხემლოა, როგორც ევროკავშირისა. ამის შესახებ პოლიტიკურმა ექსპერტმა ანდრეი პიონტკოვსკიმ ლიტვურ ლრტ.იტ-თან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, თანამედროვე ევროკავშირი, რომელსაც არც გამოხატული ლიდერი ჰყავს, არც ნათელი პოლიტიკა აქვს, შეიძლება წინ ვერ აღუდგეს პუტინის გეოპოლიტიკურ ექსპანსიას.

"დასავლეთის ყველაზე დიდი პრობლემა, ისევე როგორც ჩემბერლენისა და დალადიესი, რომლებიც მიუნხენში ჰიტლერს "ამშვიდებდნენ", ის არის, რომ დასავლელ ლიდერებს არ ესმით რეჟიმის არსი და დიქტატორებს ეკურკურებიან. მას მერე, რაც ჩემბერლენი და დალადიე მიუნხენიდან წავიდნენ, ჰიტლერმა მათ არარაობა უწოდა. პუტინიც ასე ფიქრობს დასავლელ ლიდერებზე, განსაკუთრებით ობამაზე", - აღნიშნავს ანდრეი პიონტკოვსკი.
ამასთან, როგორც რუსი პოლიტოლოგი აცხადებს, დარწმუნებულია, რომ რუსეთის სპეცდანიშნულების რაზმები უკრაინაში მიმდინარე მოვლენებში მონაწილეობდნენ. მისივე თქმით, სპეცდანიშნულების ეს რაზმები ესროდნენ საქართველოში რუს სამშვიდობოებს, რომ მერე რუსეთს თავდასხმის საბაბი ჰქონოდა.

"ასე მხოლოდ ნამდვილი პროფესიონალებს შეუძლიათ სროლა და არა – "მოლოტოვის კოქტეილის" მსროლელ მომიტინგეებს. ასე ისვრიან სპეცრაზმელები, რომლებიც რუსეთში 1993 წელს მოქმედებდნენ. ასე ესროდნენ ისინი საქართველოში მყოფ რუს სამშვიდობოებს, რომ მერე რუსეთს საქართველოზე თავდასხმის საბაბი ჰქონოდა", - აცხადებს ანდრეი პიონტკოვსკი.

ამასთან, პოლიტიკური ექსპერტი აღნიშნავს, რომ ევროკავშირმა მხოლოდ სიტყვიერი რეაგირება მოახდინა საქართველოში რუსეთის აგრესიაზე. მისივე თქმით, უკრაინაში განვითარებული მოვლენები იმან გამოიწვია, რომ ევროკავშირმა საქართველოში რუსეთის ქმედებები მოინელა.

"თუ ევროკავშირი უკრაინაში რუსეთის აგრესიასაც მოინელებს და "ორმხრივი შუამდგომლობის" თანამონაწილე გახდება, ამით კურთხევას მისცემს უკრაინაში პუტინის ქმედებებს, ისევე როგორც ერთ დროს საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ საქართველოს წინააღმდეგ პუტინის აგრესია აკურთხა. ასეთ შემთხვევაში, შემდეგი სამიზნე ბალტიისპირეთის ქვეყნები იქნება. თუ ევროკავშირს ორჯერ შეუძლია უკან დახევა, ის მესამეჯერაც დაიხევს უკან", - აღნიშნავს ანდრეი პიონტკოვსკი.



http://www.kvirispalitra.ge/politic/20738-andrei-piontkovski-safrangethis-prezidentma-nikola-sarkozim-saqarthvelos-tsinaaghmdeg-putinis-agresia-akurthkha.html

Комментариев нет:

Отправить комментарий