вторник, 11 февраля 2014 г.

ნუ დაინანებ ნურც ქონებას და ნურც ნათესავებს, თუკი არ დაგიჯერებენ,

არამედ ყოველნაირად შეეცადე, რომ საკუთარი სული იხსნა წარწყმედისაგან, რამეთუ შენთვის სულზე ძვირფასი არაფერია, შენი სულისთვის მოკვდა ქრისტე. გაქცევისას მამულზე დარდმა არ დაგაბრკოლოს – ამქვეყნიური სიმდიდრე მალე წარხდება; შენთვის უკეთესია სიგლახაკეში ყოფნა, ვიდრე სულიწმიდის გმობა, როგორც ჰგმობენ რომაელები. წადი, გაექეცი უნიას, რაც შეიძლება სწრაფად, რომ სიკვდილმა არ მოგისწროს და ქრისტიანთა ნაცვლად მწვალებლებთან არ იქნე მითვალული. წადი და სხვებსაც ურჩიე წასვლა, იმათ, ვისზედაც სინდისი გკარნახობს, რომ შეისმენენ შენსას. ხოლო თუ არ შეისმენენ, შენ მაინც დააღწიე თავი მტრის ქსელს, სულითა და გულით შეუერთდი წმიდა მართლმადიდებელ ეკლესიას და ამგვარად, სხვებთან ერთად უმწიკვლო სარწმუნოების დამარხვითა და ქრისტეს მცნებების აღსრულებით შეძლებ ცხონებას.




წმიდა სქიარქიმანდრიტი პაისი






Комментариев нет:

Отправить комментарий