вторник, 25 марта 2014 г.

53. ჯიქი, დათვი და ლომი - იოანეს გამოცხადებაში.თავი 13.

თავი მეცამეტე



1. დავდექი ქვიშაზე ზღვისა და ვიხილე მხეცი, ზღვიდან ამომავალი, ათრქიანი და შვიდთავიანი: და მის რქებზე - ათი გვირგვინი, თავებზე კი - გმობის სახელნი.

2. მხეცი, რომელიც მე ვიხილე, ჯიქს მიაგავდა, მისი ფეხები - დათვის ტორებს, ხახა კი - ხახას ლომისას: და მისცა მას ურჩხულმა თავისი ძალა, თავისი ტახტი და უსაზღვრო ხელმწიფება.

3. ვიხილე მისი ერთ-ერთი თავი, თითქოს სასიკვდილოდ მოწყლული, მაგრამ განიკურნა სასიკვდილო წყლულება მისი, და განცვიფრდა მთელი ქვეყანა მხეცის კვალდაკვალ.

4. და თაყვანი სცეს ურჩხულს, რომელმაც მისცა მხეცს ხელმწიფება, თაყვანი სცეს მხეცს და ამბობდნენ: ვინ შეედრება ამ მხეცს? ვის შეუძლია შეებას მას?

5. მიეცა მას პირი მზვაობრად მეტყველი და ღვთისმგმობელი, და მიეცა მას ხელმწიფება, რათა მოქმედებდეს ორმოცდაორი თვის მანძილზე.

6. და ღვთის საგმობლად განახვნა ბაგენი თვისნი, რათა ეგმო მისი სახელი, მისი სამკვიდრო და ცის მკვიდრნი.

7. და მიეცა მას ძალა წმიდათა წინააღმდეგ ბრძოლისა და მათი ძლევისა, და მიეცა მას ხელმწიფება, რათა მბრძანებლობდეს ყველა ტომსა და ხალხს, ერსა და ენას.

8. და თაყვანი სცა მას დედამიწის ყოველმა მკვიდრმა, რომელთა სახელებიც, ქვეყნიერების დასაბამიდან, ჩაწერილი არ არის სიცოცხლის წიგნში კრავისა, რომელიც დაკლულ იქნა.

9. ვისაც ყური აქვს, ისმინოს.

10. ვისაც ტყვე მიჰყავს, არც თვითონ ასცდება ტყვეობა, ვინც მახვილით კლავს, თვითონაც მახვილით მოკვდება; ესაა წმიდათა მოთმინება და რწმენა.

11. მერე ვიხილე სხვა მხეცი, მიწიდან ამომავალი, რომელსაც ჰქონდა კრავის ორი რქა, მაგრამ ლაპარაკობდა, როგორც ურჩხული.

12. ის მოქმედებს მხეცის წინაშე მთელი მისი ხელმწიფებით, და აიძულებს დედამიწას და მიწის მკვიდრთ, თაყვანი სცენ პირველ მხეცს, ვისი სასიკვდილო წყლულებაც განიკურნა.

13. და ახდენს დიად სასწაულთ, ისე, რომ ზეციდან ქვეყნად ჩამოაქვს ცეცხლი კაცთა წინაშე.

14. და აცდუნებს მიწის მკვიდრთ სასწაულებით, რომელთა ქმნის ძალაც მიეცა მხეცის წინაშე, და აქეზებს მიწის მკვიდრთ, შექმნან ხატება მხეცისა, მახვილით რომ მოიწყლა და ცოცხალი დარჩა.

15. და მიეცა იმისი ნება, რომ სული ჩაედგა მხეცის ხატისთვის, რათა ხატს ემეტყველა და იმდენი ექნა, რომ მოეკლათ ყველა, ვინც თაყვანს არა სცემს მხეცის ხატებას.

16. და აიძულებს ყველას, დიდსა თუ მცირეს, მდიდარსა თუ ღარიბს, მონასა თუ თავისუფალს, ნიშანი დაისვან მარჯვენა ხელსა თუ შუბლზე.

17. ასე რომ, ვერავინ იყიდის ან გაყიდის რამეს, მათ გარდა, ვისაც აქვს ნიშანი - მხეცის სახელი, ან მისი სახელის რიცხვი.

18. აქაა სიბრძნე; ვისაც გაგების თავი აქვს, გამოითვალოს მხეცის რიცხვი, რადგანაც ესაა რიცხვი კაცისა, და მისი რიცხვი - ექვსას სამოცდაექვსი.


**************

მხეცი, რომელიც მე ვიხილე, ჯიქს მიაგავდა, მისი ფეხები - დათვის ტორებს, ხახა კი - ხახას ლომისას:


 ჯიქი(ავაზა)_ მაკედონელის იმპერია + სსრკ. = 2 თავი(არცერთი არ არსებობს)

დათვი _  მიდია-სპარსეთი + ოსმალეთის იმპერია=2 თავი(იმპერიები არ არსებობენ, მაგრამ არსებობს ანტიქრისტიანული რელიგია_ისლამი, ანუ ის_დათვი სიცოცხლეგახანგრძლივებულია , მოქმედია.თუმცა  ძველებურად ძლევამოსილი არ არის)

 ლომი_ ბაბილონის სამეფო + ისლამური ხალიფატი=2თავი.(იმპერიები არ არსებობს , მაგრამ აქაც არსებობს ანტიქრისტიანული რელიგია-ისლამი, ესეიგი ლომი სიცოცხლეს აგრძელებს.)


მეშვიდე თავი ვისია?


და როგორ უნდა წარმოაჩინოს მერვე მხეცმა მსოფლიოს ყოფილი შვიდი იმპერია-მხეცი თუ ამ მხეცში ერთერთი მხეცის (რომის იმპერიის -საშინელი მხეცი) ნიშნები არ არის?

 როგორც ვიცით რომის იმპერიას დაპყრობილი ჰქონდა ყოფილი სამის -ლომი-დათვი -ავაზის იმპერიები ნაწილობრივ + ასევე ის ბატონობდა იმ მიწებზე რომლებიც შემდგომში დაიპყრეს ისლამურმა იმპერიებმა ანუ მერვე მხეცი ტერიტორიულად შეიცავდეს იქნება რომის იმპერიის ტერიტორიას (ევროპას?) და ეს იქნება შვიდი ყოფილი იმპერიის ცოდვების წარმოჩენა ? მაგრამ რადგან მერვე იმპერია არ არის რომის იმპერია, ამიტომ მისი ნიშნები მერვე მხეცში არ არის..თუმცა კრავისრქიანი მხეცი იქნება ევროპის (ასევე ამერიკის, რადგან მერვე მხეცი მსოფლიო მმართველია)მხარე? რაც ერთიანად წარმოაჩენს შვიდივე მხეცი წარსულ ცოდვებს , ცოდვებს რომლის ჩადენაშიც მათ უბიძგა ქალმა-ქალაქმა ბაბილონმა, ამიტომ, მერვე მხეცის გამოჩენა მსოფლიო მხეცების შექმნის ავტორს- მეძავ ბაბილონს ამხელს, ანუ მის ავტორობას გამოავლენს და დაამტკიცებს, და შემდეგ ღვთის ნებით ანადგურებს მას. ბაბილონის განადგურება ჰგავს ყველა რელიგიის განადგურებას, რადგან ბაბილონი მრავალღმერთიანობის მიმდევარია , ასევე მეძავია და ვაჭარი, ის მკვლელია ღვთისა და ქრისტეს მიმდევართა, მერვე მხეცი ანადგურებს რელიგიებს(ცრუღმერთიანობას), სახელმწიფოებს(ყველას მის დაქვემდებარებაში მოიყვანს), ის აღკვეთს დამოუკიდებელ ვაჭრობას , მსოფლიო ვაჭრობას მხოლოდ მისი სახელის ან მისი სახელი რიცხვის_666 -მქონეები შეძლებენ.

ვინ კლავდა ღვთის მიმდევრებს? - ბაბილონელები, ბაბილონთა მხარეს გადახრილი ებრაელები, ცრუღმერთთა _მრავალღმერთიანობათა მიმდევრები, ისლამური იმპერიები, ათეისტური სსრკ(ანუ ათეიზმი), და პაპიზმი-ინკვიზიცია ანუ-ცრუქრისტიანები, რომლებიც არამარტო კათოლიკეთა მხარე იქნებოდა, არამედ ,,მართლმადიდებლებშიც’’, პროტესტანტები კი ,დღეს აშკარად სულიერი მკვლელები არიან რადგან მათი ეკლესია უშვებს ჰომოსექსუალთა ქორწინებას და ჰომოსექსუალ საეკლესიო პირებს.


მერვე მხეცი ანადგურებას ყველას?  მერვე მხეცი მსოფლიო სიცრუის და სიცრუის მსახურთა გამანადგურებელია? მაგრამ ის ახალ სიცრუეს აკანონებს , ყველაზე განსხვავებულს, რაღაც თანამედროვე მომხიბვლელ-მაცდუნებელ სიცრუეს დააკანონებს და თითქოს ახალი სარწმუნება იბადება , მხეცის ხატი ყველა დროის ხატებს ჩაანაცვლებს, მისი სახელის რიცხვი მსოფლიო სავაჭრო რიცხვია, მისი ძალაუფლება ყველა ერსა და ხალხზე ვრცელდება.


მერვე მხეცი არის ნაწილობრივ ავაზა, ნაწილობრივ დათვი და ნაწილობრივ ლომი,  სადაც ჩემი აზრით ლიდერი ავაზაა(ყოფილი მაკედონელის იმპერია და რუსეთის სსრკ) არ არის გამორიცხული რომ მერვე მხეცის სახელის რიცხვის _ 666_ ავტორი  საბერძნეთ- რუსეთი იყოს? და იქნება თუ არა ეს საფუძველი იმისა , რომ ათონელმა ბერებმა დატოვონ ათონის მთა რადგან, მერვე მხეცში იქნებიან შინაური(ბერძნები, რუსები ანუ ,,ქრისტიანული მხარე’’) მოღალატეები და რაც მთავარია მერვე მხეცში იქნებიან ლომი და დათვი(ისლამური იმპერიების მხარე) რომლებიც იყვნენ და იქნებიან ანტიქრისტიანულები, ეს ერთიანი ანტიქრისტიანული იმპერია კი ათონის მთას დაემუქრება?.. მიუხედავად ახალი რელიგიის შექმნისა (?) ისლამური მხარე რელიგიას_ანტიქრისტიანულ მიმართულებას, ჩემი აზრით, არ დათმობს.


გამოცხადების მეცამეტე თავში  მხოლოდ ორი მხეცის დახასიათებაა, ანუ აქ ბაბილონი ნახსენები არ არის . 

ეს ნიშნავს რომ ორი მხეცი მოქმედებს განადგურებული ბაბილონის  შემდეგ. ?


ბაბილონი - უძველესი ქალაქი არ არსებობს, მაგრამ ის ცოცხალია მისი ცრურელიგიებით, ცრუქრისტიანობით, მეძაობით, თაობათა გარყვნით, ქრისტიანთა მკვლელობით, ათეიზმით და სხვა, ანუ ის ყველგან არის, მაგრამ მისი მთავარი მოქმედი თავი დღეს სად არის ამერიკაში თუ ევროპაში? , და რუსეთის ძალაუფლების აღდგენა, რომელსაც მხარს დაუჭერს ისლამური სამყარო ნიშნავს თუ არა ევროპა -ამერიკის გავლენის დასასრულს აზიაში, რაც ნიშნავს ბაბილონის დამარცხებას საკუთარ სახლში _აზიაში? 

ვნახოთ რა იქნება.


შესაძელებლი იქნება თუ არა უახლოეს მომავალში მომავალი მხეცის სახელის ან მისი სახელის რიცხვის _666_ გამოთვლა?


შეცდომებს ჩავასწორებ შემდეგში.........


***************************

52. მეოცე საუკუნე.

http://elasevenia.blogspot.com/2014/02/52.html





Комментариев нет:

Отправить комментарий