суббота, 22 марта 2014 г.

„ქრისტეს ჯვრის მტრები“ (ფილიპ. 3,18) ისინი არიან,

ვინც ქრისტეს ჯვარს ეწინააღმდეგება. როგორ? ჯვარი ქრისტესი ვიწრო გზით სვლას გვასწავლის – ისინი ფართო გზით მიდიან. ჯვარი გვასწავლის დამდაბლებას – ისინი ზვაობენ. ჯვარი ბოროტი გულისთქმების მოკვეთას გვასწავლის – ისინი ამ გულისთქმებს აღასრულებენ. ჯვარი გვასწავლის მოთმინებას – ისინი მრისხანებენ და ღვარძლიანობენ. ჯვარი გვასწავლის სხეულის ჯვარცმას ვნებითურთ და გულისთქმით (გალატ. 5,24) – ისინი ხორციელად ზრახავენ. ჯვარი ცოდვისთვის სიკვდილს და ღვთისთვის სიცოცხლეს გვასწავლის – ისინი საკუთარი თავისთვის და ცოდვისთვის ცხოვრობენ. ჯვარი ზეციერის ძიებას გვასწავლის – ისინი მიწიერზე ბრძნობენ.



წმ. ტიხონ ზადონელი



martlmadidebloba.ge




Комментариев нет:

Отправить комментарий