воскресенье, 30 марта 2014 г.

ტექნო - მუსიკა.(39)


რა არის უფრო მეტად ნეგატიური ნებისმიერ კომერციულ მუსიკაში ან მუსიკის ნებისმიერ სტილში? მუსიკა კარგავს იმ გრძნობასა და სულს, რომელიც დამახასიათებელია ნამდვილი მუსიკისთვის.

"ტექნოს" სამშობლოდ გერმანია მიიჩნევა. მუსიკა კომერციულია და განკუთვნილია ცეკვებისთვის. მუსიკის რიტმი 150 დარტყმაა წუთში და 99% კომპიუტერის მეშვეობითაა შექმნილი. "ტექნოს" ნებისმიერი ნაწარმოები იწყება დაბალი დოლით. დაბალი ხმოვანების ხარისხი და დარტყმის ძალა სხვადასხვაა... რადგან მუსიკა მხოლოდ დისკოთეკებისთვის იქმნება, შესაბამისად იძებნება ზუსტად ისეთი ბგერა, რომელიც უფრო ძლიერად იმოქმედებს მოცეკვავეებზე და გამოიწვევს პუბლიკას.

ყველაზე შესაფერისი ბგერა ამ მიზნისთვის არის აფრიკული დოლის ხმა (რომლითაც სარგებლობენ აფრიკელი შამანები). ამასთან ეს ხმა დისკოთეკაში რამდენჯერმა უფრო ძლიერად და სწრაფ ტემპში მეორდება. ეს კი ძლიერ ზემოქმედებას ახდენს დისკოთეკაზე მყოფ ხალხზე.

ბასებისა და დასარტამი ინსტრუმენტების ჩაწერის შემდეგ იწყება ჩაწერა უამრავ (როგორც მინიმუმ - 32) არხზე. იწერება საშუალო და მაღალი ბგერების სხვდასხვა რიტმული სტრუქტურები. საქმე მიდის ულტრაბგერებამდე, რომლებიც არც კი ისმის, მაგრამ გარკვეულ ზემოქმედებას ახდენს მსმენელზე. როდესაც სარჩული მზადაა, მაშინ, ზემოდან ედება მელოდია, თუმცა მელოდია სულაც არ არის მნიშვნელოვანი. სავსებით საკმარისია ბავშვების გასართობი გათვლების ტექსტი, ან 30 წლის წინანდელი ძველი მელოდია. ძალიან კარგად მოქმედებს ტექსტი სიტყვების მრავალჯერადი განმეორებით. რაც უფრო მეტია განმეორება, მით უკეთესი!

ტექსტების 95%, როგორც წესი, არაფრის მთქმელია. შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ ამ მუსიკის თანხლებით მოცეკვავეები მთლიანად მოკლებულნი არიან ბიოლოგიურ დაცვას და ამ რიტმების სათამაშოებად იქცევიან. ისინი ნებისმიერ ტექსტს ქვეცნობიერად შთანთქავენ. ნებისმიერი ტექსტის დაბალი ხმოვანება აგრეთვე სექსუალურ ცენტრებზე ზემოქმედების მასტიმულირებელია და აკარგვინებს ადამიანს ბუნებრივი სირცხვილის გრძნობას, რომელიც მისი ზნეობრიობის დამცველია.

დისკოთეკა სახიფათოა იმიტომაც, რომ ნებისმიერი დისკ-ჟოკეი ერთმანეთში ურევს მუსიკას თავისი გემოვნების მიხედვით, უმეტეს შემთხვევაში კი იღებს ჩვეულებრივი როკ-მელოდიას და ავსებს მას სულ სხვა ნაწარმოების ძალზედ ძლიერი ბასით. დისკ-ჟოკეის მიზანია ცეკვის რიტმის შენარჩუნება. მას მეტი არაფერი აინტერესებს.

ამრიგად, ნებისმიერი მუსიკა, რომელიც სახლში ან რადიოთი ჟღერს ერთ გასაღებში, დისკოტეკაზე შეიძლება მთლიანად დაამახინჯონ რამდენიმე რიტმის გამოყენებით და სულაც აღარ ჰგავდეს ორიგინალს.

დასკვნა თვით მკითხველმა გამოიტანოს.



Комментариев нет:

Отправить комментарий