воскресенье, 30 марта 2014 г.

ილუმინატების ცნობილი და მნიშვნელოვანი ორგანიზაციების მიმოხილვა.(59)

ჯონ ტოდი, "ცამეტთა საბჭოს" ყოფილი წევრი, ამ ორგანიზაციის მასონურ პირამიდას შემდეგნაირად აღწერს:

"ორგანიზაციის ბეჭედი დამზადდა როტშილდების ოჯახის წევრის მითითებით. ეს დემონური ორგანიზაციაა, რომელის სათავეში დგას როტშილდი. ამ ორგანიზაციაში შეხვედებით თავისუფალ კალატოზებს და სხვა კავშირების წევრებს. ორგანიზაცია ფართოდაა განტოტვილი . ის მოღვაწეობს პოლიტიკისა და ფინანსების სფეროში და იქმნება შთაბეჭდილება, რომ ის განახორციელებს მთელი მსოფლიოს მართვას. ეს ორგანიზაცია, გააკეთებს ყვეალფერს, რისი გაკეთებაც შეუძლია, თვით მესამე მსოფლიო ომის ჩათვლით, რათა მიაღწიოს მსოფლიოზე ბატონობას. ისინი თავიანთ თავს "ილუმინატებს" უწოდებენ. ეს სიტყვა "სინათლის მატარებელს" ნიშნავს.

ტოდი, ისევე როგორც კორალფი ცალკეულ გრადუსებს ასე აღწერს:

"ყოვლისმხედველი თვალი" - "ეს ლუციფერის თვალია. სწორედ ის არის სულის ხელმძღვანელი. შინაგანი მამოძრავებელი ძალა".

RT - "ის წარმოადგენს როტშილდების ოჯახს, მათ ტრიბუნალს. ილუმინატები მათ აცნობიერებენ, როგორც ღმერთებს ადამიანის გარეგნობით, მათი სიტყვა კი კანონია" (მათზე ამბობენ, რომ ლუციფართან აქვთ პირდაპირი კავშირი. ვინ იცის?).

"ცამეტთა კავშირი": - "დრუიდების დიადი კავშირი - ცამეტი დიდებული დრუიდი როტშილდებთან შეადგენს სიწმინდის კერძო წრეს".

"ოცდაცამეტთა კავშირი" - "აქ წარმოდგენილნი არიან უმაღლესი რანგის თვისუფალი კალატოზები მთელი მსოფლიოდან ეკლესიის, პოლიტიკის, ეკონომიკის სფეროებიდან. ისინი "კომიტეტ 300"-ის ელიტას წარმოადგენენ".

"კომიტეტი 300" - "ის დაფუძნდა 1729 წელს BEIMC-ის (ბრიტანეთის აღმოსავლეთ-ინდოეთის სავაჭრო კომპანია) მიერ იმისთვის, რათა ეწარმოებინათ ოპერაციები საერთაშორისო ბანკირებთან და განეხორციელებინათ კომერციული საწარმო. ხელი შეეწყოთ ოპიუმით ვაჭრობისთვის. მას ბრიტანეთის სამეფო ხელმძღვანელობდა. ის აერთიანებს მსოფლიო საბანკო სისტემას და ასევე დასავლეთის სახელმწიფოების მნიშვნელოვანი წარმომადგენლებს. "კომიტეტ 300"-ის მეშვეობით ყველა ბანკი როტშილდთან არის დაკავშრებული.

ჯონ კოლმანმა თავის წიგნში "შეთქმულთა იერარქია" გამოაქვეყნა კომიტეტ 300"-ტან ერთად 290 ორგანიზაციისა და 125 ბანკის სია, ასევე დაასახელა კომიტეტის 341 ახლანდელი და ყოფილი წევრი, რომელტგან მხოლოდ რამდენიმეს წარმოგიდგენთ: არტურ ბალფერი, მაკჯორჯ ბანდი, ვილი ბრანდტი, ედუარდ ვულვერ-ლიტონი, ჯორჯ ბუში, ჰენრი კისინჯერი, დედოფალი ელიზაბეთ II, დედოფალი ოლიანა, სერ საროლდ ლევერი, ჯუზეპე მაზინი, ენდრიუ მელონი, ჰარი ოეპანჰაიმერი, დევიდ როკფელერი, ოტო ფონ ჰაბსბურგი, ჯონ. მ. ფორბსი, დანიის მეფე ფრედერიკ IX, ჰუსტონ სტიუარტ ჩემბერლენი, ჯორჯ შულცი, ოუენ იანგი, კულმანი (და კიდევ მრავალი სხვა. აქ წარმოდგენილი სია არასულია... - რედ.)

ბავარიელი ილუმინატების დანარჩენი ლოჟები უკვე გზადაგზა იქნება მოხსენიებული.

დღესდღეობით, როგორც ჰელზინგი მიგვითითებს, ყველაზე გავლენიანი ორგანიზაციებია:

საერთაშორისო კავშირების საბჭო CFR. ის დაფუძნდა 1921 წელს. მისი დამფუძნებელია "მრგვალი მაგიდა". მას ასევე უწოდებენ "ისტებლიშმენტს", "უხილავ ხელმძღვანელს" ან "როკფელერის საგარეო საქმეთა სამინისტროს". ეს ნახევრად გასაიდუმლოებული ორგანიზაცია დღეს ამერიაკში ყველაზე გავლენიან ორგანიზაციებს განეკუთვნება. მისი წევრი მხოლოდ ამერიკის მოქალაქე უნდა იყოს. CFR დღეს აწარმოებს საგულდაგულო კონტროლს დასავლეთის ქვეყნების ერებზე; ან უშუალოდ თვითონ ახორციელებს კონტროლს მსგავსი ორგანიზაციების დახმარებით, ან კიდევ ისეთი ინსტიტუტების მეშვეობით, როგორიცაა "მსოფლიო ბანკი", რომელსაც CFR ხელმძღვანელობს. დაფუძნებიდანვე CFR-ის წევრი იყო ამერიკის ყველა პრეზიდენტი ჯერ კიდევ არჩვენებამდე. ამასთან ერთად დავამატებთ, რომ ყოფილი პრეზიდენი ჯორჯ ბუში CFR-ის წევრი იყო. 1977 წელს ის ამ ორგანიზაციის დირექტორიც კი გახლდათ. ამ დაწესებულებას აკონტროლებს როკფელერის სინდიკატი და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა მან საბოლოო მიზანს, კერძოდ, მსოფლიო მთავრობის მმართველობას მიაღწიოს. CFR-ის შიდა წრეა ორდენი "ქალა და ძვლები".

"ქალა და ძვლები" - მისი წევრები მას "ორდენს", სხვები კი "სიკვდილის საძმოსაც" უწოდებენ. საიდუმლო ორდენი "ქალა და ძვლები" ჩამოყალიბდა 1833 წელს. იელის უნივერსიტეტში. მისი დამფუძნებლები იყვნენ უილიამ ჰანტინგტონ რასელი და ალფონსო ტაფტი. ორდენის ჩამოყალიბება განაპირობა სტუდენტურმა შეკრებებმა. 1856 წელს ორდანი რასელის "ტროიჰანდს" შეუერთდა.

ყველაფერთან ერთად "ქალა და ძვლები" CFR-ის "შიდა წრეს" (ელიტას) წარმოადგენს. "ქალა და ძვლების" შიდა წრე წარმოიქმნა "ჯეისონის საზოგადოების" წევრებისგან.

"ქალა და ძვლები" 1833 წლიდან შემდეგი ოჯახების მიერ იმართება:

როკფელერი (სტანდარტ ოილი)

ჰარიმანი (საკრინიგზო გზები)

ვაიერჰოიზერი (ხე-ტყის გადამუშავება)

სლოუნი (საცალო ვაჭრობა)

პილსბერი (ფქვილის წარმოება)

დევისონი (ჯ. პ. მორგანი)

პეინი (სტანდარტ ოილი)

და სხვები (სია არასრულია - რედ.) (უფრო დაწვრილებით იხ. ენტონი კ. სატონის "ქალა და ძვლები" და "ჯორჯ ბუშის ორი სახე").

"ქალა და ძვლების" თავგზააბნეული მოქმედება, საკმაოდ დაწვრილებით არის აღწერილი ენტონი სატონის ზემოთხსენებულ წიგნებში. თუმცა ის აგრეთვე დაკავშირებულია ლორდ მილნერის ჯგუფთან "მრგვალი მაგიდა", რომლის მიერაც იყო დაარსებული CFR.

"მრგვალი მაგიდა" - ეს ორგანიზაცია 1892 წლის 2 მაისს გამოჩნდა. ის დაარსდა ინგლისში და მისი დამაარსებელია სესილი როდსი. დამფუძნებელთა შორის ასევე იყვნენ სტედი ლორდი ეშერი, ლორდი ალფრედ მილნერი, ლორდი როტშილდი, ლორტი არტურ ბალფერი. ჯგუფის აგებულება წააგავს ჰიტლერული SS-ის სტრუქტურას და შექმნილი იყო "იეზუიტების ორდენის" მიხედვით.

ჯგუფის ძირითადი მიზანი გახლდატ ბრიტანეთის ბატონობის მთელს დედამიწაზე გავრცელება. ასევე ინგლისური ენის, როგორც მსოფლიო ენის შემოტანა და დამკვიდრება. რამდენადაც ცნობილია, როდსი ნამდვილად ვარაუდობდა პოზიტიური მსოფლიო მთავრობის შემოღებას მთელი კაცობრიობის საკეთილდღეოდ, მაგრამ ჯგუფი მოგვიანებით ილუმინატების აგენტებმა ჩაიგდეს ხელთ და მოახდინეს მისი ინფილტრაცია.

"მრგვალ მაგიდას" როტშილდების მეშვეობით კავშირი აქვს სიონისტებთან. ამასთან ერთად ის დაკავშირებულია ამერიკაში შიფების, ვარბურგების, ჰუგენჰეიმების, როკფელერებისა და კარნეგების ოჯახებთან. შემდეგ ჯგუფის ხელმძღვანელობა ითავა ლორდმა მილნერმა, რომელმაც მის საფუძველზე ჩამოაყალიბა უკვე ზემოთხსენებული "საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტი" (RIIA) და CFR. მილნერი ამასთან ერთად "კომიტეტ 300"-ის წამყვან მოთამაშედ გვევლინება. "გამოგონებათა დახელოვნების ინსტიტუტმა" (IAS), რომელიც გამოეყო "მრგვალ მაგიდას", დაიქირავა რობერტ ოპენჰაიმერი და ალბერტ ეინშტეინი, რომლებმაც მოგვიანებით IAS-სთვის მსოფლიოში პირველი ატომური ბომბი შექმნეს.

IAS-ისა და CFR-ის გერმანული ანალოგია "საგარეო პოლიტიკის გერმანული საზოგადოება" (DGAP). ის შეიქმნა 1955 წლის 25 მარტს, როგორც დამოუკიდებელი და არაპოლიტიკური გაერთიანება. მისი წევრები დაწვრილებით არჩევენ საერთაშორისო პრობლემებს, განსაკუთრებით ევროპულ ეკონომიკასა და პოლიტიკას. მათი გავლენა გერმანიაში შედარებით ისეთი ძლიერი არ არის, როგორც CFR-ისაა ამერიკაში. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანი წევრების სახელები თვითონვე მეტყველებენ ამ ორგანიზაციის ძალაზე (ჩვენ ამ სიას ვტოვებთ, რადგან აქ წარმოდგენილი სახელები მკითხველს ბევრს არაფერს მისცემს - რედ.).

საინტერესოა აღინიშნოს, რომ ხშირად ერთ მაგიდას უსხდებიან სრულიად სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები და საიდუმლოდ თათბირობენ რაღაც საკითხებზე, ხვალ ისინი საზოგადოების წინაშე ერთმანეთის წინააღმდეგ მძიმე ბრალდებებით გამოდიან. ვფიქრობ, კომენტარები ზედმეტია.

ბილდერბერგერები - ეს საიდუმლო ორგანიზაცია 1954 წლის მაისში ჰოლანდიაში, ოტელ დე ბილდერბერგში დაფუძნდა. მისი დამფუძნებელია პრინცი ბერნარდ ნიდერლანდელი. საზოგადოება დაახლოებით 120 წევრისგან შედგება. წევრები განეკუთვნებიან დასავლეთ ევროპის, აშშ-ს და კანადის უმაღლეს ფინანსურ წრეებს. მათი ძირითადი ამოცანა, რომელიც თვით პრინც ბერნარდის მიერ არის ფორმულირებული, მდგომარეობს მსოფლიო ბატონობის დამყარებასა და გლობალური არმიის შექმნაში გაეროს მეთვალყურეობით. მათ "უხილავ მსოფლიო მთავრობასაც" უწოდებენ.

მრჩეველთა კომიტეტი - მის შემადგენლობაში შედის ხელმძღვანელი რგოლი (24 ევროპელი და 15 ამერიკელი), გადაწყვეტილებას იღებს იმის თაობაზე, თუ ვინ უნდა მიიწვიონ მომავალ შეხვედრებზე. იოჰანეს როტკრანცი წერს, რომ იწვევენ განსაკუთრებით გამორჩეულ და ისეთ ადამიანებს, რომლებმაც ადრე დაამტკიცეს თავიანთი თავდადება როტშილდისა და როკფელერის ინტრიგებისადმი. მაგრამ, ყველა დამსწრე როდია განდობილთა წრეში. მათ უბრალოდ შეუძლიათ წარმოადგინონ გარკვეული საზოგადოებებისა და ადამიანების ინტერესები. აი ამ ორგანიზაციის ზოგიერთი წევრის ჩამონათვალი (ცხადია, სია არასრულია - რედ.): ზბიგნევ ბჟეჟინსკი, ჯორჯ ბუში (ცსს-ის ყოფილი დორექტორი, აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი, "კომიტეტ-300"-ის წევრი), ზიგმუნდ ვარბურგი, ფილიპ გონსალესი (ესპანეთის კომუნისტური პარტიის გენმდივანი, მოგვიანებით ესპანეთის პრემიერ-მინისტრი), ალენ დალესი (ცსს-ის ყოფილი დირექტორი), დევიდ კენედი, ბილ კლინტონი (აშშ-ს პრეზიდენი, სამმხრივი კომისია), ჰენრი კისინჯერი, რობერტ მაკნამარა (მსოფლიო ბანკი), დევიდ როკფელერი, ნელსონ როკფელერი და სხვები...

სამმხრივი კომისია - ეს ორგანიზაცია დაფუძნდა 1973 წლის ივნისში. მისი დამაარსებლები არიან დევიდ როკფელერი და ზბიგნევ ბჟეჟინსკი. დაფუძნების მიზეზად სახელდება ის, რომ ისეთი ორგანიზაცია, როგორიცაა მაგალითად გაერო, ძალზედ ნელა და მძიმედ მოქმედებენ "მსოფლიო მმართველობის" დამყარების მიმართულებით. ეს ელიტარული ორგანიზაცია კი მიზნად ისახავს ისეთი მსხვილი სამრეწველო გიგანტების გაერთიანებას, როგორიცაა აშშ, იაპონია და დასავლეთ ევროპა. ე. ი. სამმხრივი ერები, რათა დაეჩქარებინათ "ახალი მსოფლიო წესრიგის" დამყარება. სამმხრივი კომისიის ევროპელ წევრთა უმრავლესობას მრავალწლიანი კონტრაქტები აქვთ როკფელერებთან. ბილდერბერგერებისგან განსხვავებით მასში 200-მდე მუდმივი წევრია.

"სამმხრივი კომისია" CFR-ის წევრებთან ერთად აკონტროლებს ამერიკის მთელს ეკონომიკას, პოლიტიკას, ნავთობს, ენერგეტიკას და მასობრივ საინფორმაციო საშუალებებს. მისი წევრები არიან კონცერნების დირექტორები, ბანკირები, უძრავი ქონების მფლობელები, ეკონომისტები, პოლიტოლოგები, იურისკონსულტები, გამომცემლები, პოლიტიკოსები, პროფკავშირის მუშაკები, კომპანიათა პრეზიდენტები და წამყვანი ჟურნალისტები.

რომის კლუბი - რომელიც აქამდე არ მომიხსენიებია, სვინ დემარისის თქმით წარმოადგენს ჯგუფს, რომელიც შედგება 25 ქვეყნის საერთაშორისო "ისტებლიშმენტის" წევრებისგან (დაახლოებით 50 კაცი). იგი დაარსებული იყო როკფელერის კლანის მიერ (იტალიაში, ბელაგოში, როკფელერის კერძო მამულში) და მის მიერვე ფინანსდება.

ორგანიზაციის ძირითდი ამოცანაც იგივეა - ელიტის მსოფლიო მმართველობის დამყარება. გარდა ამისა, "რომის კლუბმა" შეიმუშავა ერთიანი მსოფლიო რელიგია და მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით ავრცელებს ცრურწმენას "ენერგო-კრიზისთან" და დედამიწის ჭარბ მოსახლეობასთან დაკავშირებით. უილიამ კუპერის მონაცემებით სწორედ მათ მიერ არის დამუშვებული შიდსის ვირუსი, რათა მსოფლიო მმართველობისთვის გაეტარებინათ მსხვილი პროგრამა - რასობრივი სკანირება.

გაერო - 1917 წლის 28-30 ივნისს, პარიზში, თავისუფალ კალატოზთა კონგრესზე მიღებულ და დასაბუთებულ იქნა ხალხთა კავშირის ძირითადი დებულება. სწორედ ეს თარიღი იქცა ჟენევის ერთა ლიგის დაბადების თარიღად, რომელიც 1919 წელს გამოჩნდა ასპარეზზე. 1945 წელს, სან ფრანცისკოში, მისგან წარმოიშვა გაერო.

გაერო წარმოადგენს ყველაზე მსხვილ მასონურ ლოჟას, რომელიც ილუმინატებმა შექმნეს. ის აერთიანებს პლანეტის ყველა ეროვნებას. როგორც წიგნის შესავალში აღვნიშნეთ ("მაკიაველი"), სწორედ ეს ხალხი იდგა ყველა ომის უკან, რომელიც კი გამართულა ბოლო 200 წლის განმავლობაში. ბედის ირონიაა, რომ ყველა ქვეყნის წარმომადგენლები გაეროს მიმართავენ თხოვნით განზე გადადოს ყველა პრობლემა და ბოლო მოუღოს ომებს.

გაერო გარეგნულადაც კეთილი მეგობრის როლს ასრულებს. ის ყოველთვის მზადაა საქმის დასაწყებად. გაეროს ემბლემა და თავისუფალ კალატოზთა სიმბოლო ემთხვევა ერთმანეთს. მე მას აქ აღვწერ ამერიკულ მასონურ სახელმწიფო ბეჭედთან შედარებით.

გაეროს დედამიწის სფერო და ამერიკის სახელმწიფო ბეჭდის წრე წარწერით "Annuit Coeptis" ("ჩვენი წარმოება (შეთქმულება) წარმატებით დაგვირგვინდება"( და ქვემოთ წარწერილი სიტყვები "Nouus Ordo Seclorum" ("ახალი მსოფლიო წესრიგი") მიუთითებს მიზანს - მსოფლიო ბატონობის მიღწევას.

გაეროს გლობუსზე აღნიშნული 33 ველი და ამერიკულ ბეჭედზე აღნიშნული პირამიდის 33 ქვა შოტლანდიური რიტუალის თავისუფალ კალატოზთა 33 საფეხურზე მიანიშნებს.

გლობუსის მარჯვნივ და მარცხნივ 13-13 თავთავია. პირამიდის 13 რიგი და სიტყვების "Annuit Coeptis" 13 ასო ებრაელთა იღბლიან რიცხვს წარმოადგენს. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რიცხვია მასონთათვის და მრავალი განსხვავებული მნიშვნელობა გააჩნია. კაბალაში, ნუმეროლოგიასა და ტაროს ბანქოში 13 ნომერი სიკვდილზე მიანიშნებს. 13 ნიშნავს ტრანსფორმაციას, ალქიმიას, აღორძინებას, ფენიქსს, რომელიც ფერფლიდან აღსდგება, საიდუმლოებების ცოდნას, ხოლო როგორც შედეგი - წარმოადგენს მატერიალიზაციისა და დემატერიალიზაციის უნარს, ანუ ეთერიდან შექმნის შესაძლებლობას.

ამერიკის სახელმწიფო ბეჭდის მეორე მხარეს აღბეჭდილია ფენიქსი, რომელიც ციფრ 13-ს, ანუ ტრანსფორმაციას განასახიერებს. მის ყოველ ფრთაში 13 ბუმბულია. მარჯვენა თათში 13 ისარი უპყრია, მარცხენაში ტოტი 13 ფოთლით. თავზე აწერია "E Pluribus Unum" (ბევრიდან - ერთი), რომელიც ასევე 13 ასოსგან შედგება. ამას ემატება ე. წ. "დავითის ვარსკვლავი", რომელიც 13 ვარსკვლავისგან შედგება, მკერდზე კი 13 ზოლიანი ფარი აქვს, რომელიც 13 შტატ დამფუძნებელს განასახიერებს.


აშშ-ს სახელმწიფო ბეჭედი



გაეროს სიმბოლო



1 комментарий:

  1. ილუმინატის დიდი შეკვეთით მივესალმოთ გაერთიანებულ სახელმწიფოს და მთელს მსოფლიოს, ეს არის ღია შესაძლებლობა შეუერთდეთ ილუმინატების საძმოს, სადაც შეგიძლიათ დაკარგოთ თქვენი ოცნებები და ასევე სადაც ხედავთ სიმდიდრისა და ბედნიერების შუქს. ყოველგვარი სისხლის მსხვერპლის გარეშე. ჩვენ ასევე ვიხდით 650,000 აშშ დოლარს, ყველა ახალი წევრის მისასალმებლად, რადგან ისინი გაწევრიანდნენ საძმოში და ასევე თავიანთი არჩევანისა და ადგილმდებარეობის მქონე სახლი ინვესტიციებით, მათ შორის ცხოვრების ამ შესაძლებლობასთან ერთად.

    სარგებელი, რომელიც მიენიჭა ILLUMINATI– ს ახალ წევრებს.
    1. ფულადი ჯილდო $ 650,000 აშშ დოლარი.
    2. ახალი Sleek Dream CAR, რომლის ღირებულებაა 250 000 აშშ დოლარი აშშ დოლარი
    3. თქვენს მიერ არჩეულ ქვეყანაში ნაყიდი ოცნების სახლი.
    დანიშვნის თვე მსოფლიოში 5 საუკეთესოსთან. Bohemian Grove ყოველთვიურად $ 1,000,000 აშშ დოლარის გადახდა თქვენს საბანკო ანგარიშზე ყოველთვიურად, როგორც წევრი
    ლიდერები და 5 ყველაზე მნიშვნელოვანი ცნობილი ადამიანი მსოფლიოში. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ წინა ელ.ფოსტის მისამართს: greatilluminate99@gmail.com



    ᲨᲔᲜᲘᲨᲕᲜᲐ; ამ ილუმინატის საძმოს, რომელსაც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეგიძლიათ შეუერთდეთ ინდოეთიდან, თურქეთიდან, აფრიკიდან, შეერთებული შტატებიდან, მალაიზიიდან,
    დუბაი, ქუვეითი, გაერთიანებული სამეფო, ავსტრია, გერმანია, ევროპა. აზია, ავსტრალია და ა.შ.


    მივესალმოთ TAMPLE ILLUMINATI შეერთებულ შტატებს

    ОтветитьУдалить