среда, 26 марта 2014 г.

რონ პატონი - პროექტი "მონარქი" 5.

შინაარსი:

1. გონების კონტროლის პროგრამა III რეიხში

2. კონტროლის მოკლე ისტორია

3. ვეისჰაუპტი

4. ანგლო-ალიანსი

5. პროექტ MKULTRA-ს ევოლუცია

6. განსაზღვრებანი და აღწერილობანი

7. ახალქმნილები და გამშვები მექანიზმი

8. მემკვიდრეობითობა და ტყუპები

9. მონარქ-პროგრამირების დონეები

10. მეთოდები და ინგრედიენტები

11. პროგრამატორები და დისლოკაცია

12. ხმამაღალი სახელები

13. დეპროგრამერები და მამხილებლები

14. დასკვნა




12. ხმამაღალი სახელები

ერთ-ერთი პირველი, რომელიც საზოგადოებას "მონარქის" საიდუმლო აგენტად წარუდგინეს გახლდათ 40-იანი წლების მოდელი კენდი ჯონსი (Candy Jones). წიგნი "კენდი ჯონსის კონტროლი" (პლეიბოი პრესი) აღწერს მის 12 წლიან დაძაბულ ცხოვრებას ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის აგენტის ამპლუაში. ჯონსი, ვისი ნამდვილი სახელიც ჯესიკა ვილკოქსია, უფრო თავისი ფიზიოლოგიური პროფილით შეესაბამებოდა ადამიანურ მასალაზე მკ-ულტრა პროექტის ფარგლებში საწყის, "სამეცნიერო" ექსპერიმენტთა ჩატარებას.

დიდი რეზონანსი გამოიწვია საზოგადოებაში წიგნმა "ამერიკის ტრანსფორმაცია: ცსს-ს მონის, კეტი ო'ბრაიენის ცხოვრების ნამდვილი ისტორია" (TRANCE Formation of America: The True Life Story of a ClA Slave by Cathy O’Brien). წიგნის ანოტაციაში ხაზგასმულია, რომ "კეტი ო'ბრაიენი მხოლოდ ერთი შემთხვევაა, რომელმაც მკ-ულტრას სფეროდან ცოცხალმა გამოაღწია და რომლის ამბავიც ასე გახმაურდა. ეს ავტობიოგრაფიული დოკუმენტი შეიცავს სასტიკი ინცესტის აღწერას და მოძალადე მამის მიერ მის შესაძლო ჩართვას "მონარქის" პროექტში. თავის თანაავტორთან და დე-პროგრამატორთან მარკ (Marquart) ფილიპსთან ერთად, რომელიც ინსაიდერი დაზვერვიდან (intelligence insider) (სხვათა შორის, "მონარქის" პროექტში ჩართული იყო კეტი ო'ბრაიენის 8 წლის შვილი კელლი, მაგრამ ის პროექტშივე დარჩა). კეტი ო'ბრაიენი აღწერს კონსპიროლოგიური კრიმინალის წარმოუდგენელ ნაჯვარს: იძულებითი პროსტიტუცია (თეთრი მონობა), რომელსა მსოფლიო პოლიტიკის ეშელონები იყენებენ, საიდუმლო ოპერაციები მონარქ-მონების გამოყენებით "ნარკოტრაფიკის გამწევი ნახირის" როლში, კურიერები, ქანტრი მუსიკის კავშირი აშშ-ს დასავლეთში ცსს-ს უკანონო მოქმედებებთან და მრავალი სხვა.

პოლ ბონაჩი (Paul Bonaci), ადამიანი რომელიც გადარჩა და შეინარჩუნა სულის სიმხნევე პროექტ "მონარქში" ოცწლიანი დეგრადაციის შემდეგ. პოლ ბონაჩიმ დაადასტურა, რომ არსებობს მასშტაბური კორუფცია და დანაშაული, რომელიც მუნიციპალური დონიდან იწყება და თეთრ სახლამდე აღწევს (John DeCamp, The Franklin Cover-Up, Child Abuse, Satanism and Murder in Nebraska, AWT Inc, 1992). ის ადასტურებს მამაკაცებზე სქესობრივი ძალადობის ფაქტების შესახებ ბოის ტაუნიდან ნებრასკაში, რომლებსაც ოფუტში, აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ფლოტის ბაზებთან იტაცებდნენ და სადაც მათ ინტენსიურ მონარქ-პროგრამირებას უქვემდებარებდნენ, რომელსაც უმთავრესად ბაზის მეთაური ბილ პლემონსი (Bill Plemmons) და ყოფილი პოდპოლკოვნიკი მაიკლ აკინო (Michael Aquino) ხელმძღვანელობდნენ (Anton Chaitkin, “Franklin Witnesses Implicate FBI and U.S. Elites in Torture and Murder of Children”, The New Federalist, 1993).

ახალგაზრდა ბიჭების მტანჯველი წამების შემდეგ, რომლებიც გონების დაკარგვამდე მიჰყავდათ, მათ (გოგონებთან ერთად) პოლიტიკური და ეკონომიკური ცხოვრების წამყვან ოპერატორებთან ერთად პორნოგრაფიისთვის და პროსტიტუციისთვის იყენებდნენ. ბონაჩი იხსენებს, როგორ გადაჰყავდათ ის სამხედრო საჰაერო ძალების სატვირთო თვითმფრინავით ამავე უწყების მაკლელანდის (McClelland) ბაზაში რომელიც კალიფორნიაში მდებარეობს. სხვა გაუბედურებულ არასრულწლოვნებთან და მოზარდებთან ერთად, ის ელიტის დასვენების ადგილებზე კერძოდ, ბოჰემურ კორომში (Bohemian Grove) მიჰყავდათ .

მოძალადეები სრულიად სარგებლობდნენ უდანაშაულო მსხვერპლის დაუცველობით, თავიანთ ბილწ ვნებებს თავისუფლად იკმაყოფილებდნენ და წარმოუდგენელ გარყვნილებას ეძლეოდნენ. ზოგიერთი მსხვერპლის სიცოცხლე შეეწირა კიდევაც მათ სისაძაგლეს და სატანიზმს, სხვები ამგვარი ექსპლუატაციის გამო სულიერად დასახიჩრდა და მათი პიროვნება კიდევ უფრო დაინგრა. გამოუსადეგარი მსახიობი ქალი მარგინალური ტალანტით (უკვე გარდაცვლილია), მორალურად გახრწნილი ტელე-ევანგელისტი, მწვანე ბერეტების ცნობილი ოფიცერი და დასავლური კანტრი მუსიკის პოპულარული მომღერალი და კიდევ სხვები მონარქ-უგუნურების მსხვერპლნი ხდებოდნენ. Lee Harvey Oswald, Sirhan-Sirhan, Charlie Manson, John Hinckley Jr., Mark Chapman, David Koresh, Tim McVeigh, John Salvi ყველაზე ცნობილი სახელებია (თუმცა ეს არასრული სიაა - რედ.), რომლებიც მკ-ულტრამ თავის მონებად და პაიკებად გარდასახა ამ სრულიად სახელგატეხილ და სამარცხვინო თამაშში.


13. დეპროგრამერები და მამხილებლები


დ-რ კორიდონ ჰამონდმა (Corydon Hammond), ფსიქოლოგმა იუტას უნივერსიტეტიდან, ადამიანთა შებღალვისა და პიროვნების გაორების თემასთან დაკავშირებულ ყოველწლიურ რეგიონალურ კონფერენციაზე, რომელიც 1992 წლის 25 ივნისს ჩატარდა ვირჯინიაში, წაიკითხა გამაოგნებელი ლექცია, რომლის სათაური გახლდათ "ჰიპნოზი MPD-ში: რიტუალური შებღალვა". არსებითად მან დაადასტურა შეკრებილი პროფესიონალების ეჭვი სულიერ დაავადებებთან დაკავშირებით, რომ მათი პაციენტების გარკვეული პროცენტი სისტემატურად ექვემდებარებოდა გონების ინტენსიურ კონტროლს. ჰამონდი უთითებს გონების კონტროლის კავშირზე შესაბამის ნაცისტურ პროგრამებთან, ასევე ცსს-ს ექსპერიმენტებთან, ახსენა პროექტის ბერძნული ასოები (ალფა, ბეტა, გამა, ომეგა. მონარქ-პროგრამირების ამ დონეების შესახებ იხილეთ თავი: "მონარქ პროგრამირების დონეები") და ასევე ფერადი პროგრამირება (შავი, თეთრი, მწვანე, ცისფერი და ა. შ.), განსაკუთრებით კი აღნიშნა, რომ მონარქ-პროექტი ეს არის დაპროგრამების აღქმის მდგომარება.

მისი ამ გამაოგნებელი და სენსაციური გამოსვლიდან მცირე ხნის შემდეგ, მას მოკვლით დაემუქრნენ. ფსიქოლოგმა არ ისურვა საშიშროებისთვის დაექვემდებარებინა საკუთარი ოჯახი და ამის შემდეგ შეაჩერა მამხილებელი ინფორმაციის გავრცელება.

მარკ ფილიპსი (Mark Phillips) თავდაცვის სამინისტროსთვის ელექტრონიკის მიწოდების მენარდე, ჩაბმული იყო ზოგიერთ სრულიად გასაიდუმლოებულ საქმიანობაში, რომელიც აშშ-ს მთავრობის მიერ დაფინანსებულ მონარქ-პროგრამირებას უკავშირდებოდა. მისმა დაჟინებულმა დაინტერესებამ, სინდისმა, გულითადმა დამოკიდებულებამ კატერინა (კეტი) ო'ბრაიენთან (Cathy O’Brien), მონარქ-პროექტის "საპრეზიდენტო მოდელის" კვლევისას 1991 წელს ის ამ დიდი იატაკქვეშეთის შიდა მექანიზმთან მიიყვანა. როგორც მისი მონათხრობიდან ჩანს, ის დაეხმარა მისის ო'ბრაიენს გაქცეოდა მის დამატყვეველთ და ალიასკაში, ერთი წლის განმავლობაში შესძლო მისი დეპროგრამირება. თუმცა ფილიპსის წინააღმდეგობრივმა განცხადებებმა ეჭვი აღძრა მის განცხადებათა სინამდვილეში.

ტერაპევთი ახალი ორლეანიდან ვალერი ვოლფმა (Valerie Wolf) 1995 წელს, ვაშინგტონში, ადამიანთა რადიაციულ-ექსპერიმენტალური დასხივების პრეზიდენტის კომიტეტის წინაშე ჰიპნოტურ ტრანსში შეიყვანა ორი მისი პაციენტი. ამ ქალბატონებმა გამოააშკარავეს მრავალი ექსპერიმენტატორი, მათ შორის გერმანელი დოქტორებიც, რომლებიც აწამებდნენ მათ, აძლევდნენ ნარკოტიკებს, უქვემდებარებდნენ ელექტროშოკს, ჰიპნოზს და აუპატიურებდნენ. გარდა ამისა მათ რადიაციის გარკვეულ დოზებსაც ასხივებდნენ. როგორც ვოლფი, ასევე მისი პაციენტები, ამტკიცებენ, რომ მათ მეხსიერება აღიდგინეს ცსს-ს მონარქ-პროგრამირებაში რეგრესის გარეშე და ჰიპნოზის ტექნიკის გამოყენებით (Jon Rappoport,CIA Experiments with Mind Control on Children, Perceptions Magazine, September/October 1995, p. 56). დღეისთვის ვოლფი ამგვარ ადამიანთა კონსულტირებით არის დასაქმებული.

Atlantic Richfield Co.-ს (ARCO & HAARP დოსიეში "ომეგა") შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხთა ყოფილი ადვოკატი დევიდ ე. როზენბაუმი ცხრა წელიწადი (1983 - 1992) ატარებდა გამოკვლევას და განიხილავდა განცხადებებს ფიზიკურ წამებასა და მრავალრიცხოვან თანამშრომელთა იძულებით ფსიქო-ფიზიკურ ფორმირებაზე მონაკას (Monaca) წარმოებაში, რომელიც პენსილვანიაში მდებარეობს (David E. Rosenbaum, Esq., First Draft Overview of Investigation of the Group, 1983-1993). მისი კლიენტები ჯერი ლ. დოტი (Jerry L. Dotey) და ენ ვაიტი (Ann White) აშკარად დასხივების მსხვერპლნი იყვნენ, მაგრამ ბ-ნმა როზენბაუმმა გადაწყვიტა კიდევ უფრო ღრმად ჩაძიებოდა ამ საკითხს და ჩატარებული ინტერვიუების მსვლელობისას შესძლო გაეხსნა "პანდორას ყუთი". მის დასკვნაში ყველაზე გამაოგნებელი იყო ის, რომ ჯერი ლოტი და ანნა ვაიტი ადოლფ ჰიტლერის შთამომავლები იყვნენ. მისი ეჭვი ეფუძნებოდა საოცარ და განსაკუთრებულ მსგავსებებს, თუ მათ ფოტოსურათების მიხედვით შევადარებთ (მაგალითად, სახის ნაკვთები; ასევე გათვალისწინებული იყო ძვლოვანი სტრუქტურა და ზომები). როზენბაუმმა განაცხადა, რომ "ორივე ისეთ გრძნობებს და ცხოვრებისეულ გამოცდილებას ავლენს, რომ ისინი ტყუპები არიან".

დოტი და ვაიტი მისი მტკიცებით მრავალგვარი ტიპის წამების მსხვერპლნი იყვნენ. ჰიპნოტურ ტრანსში მათი შეყვანის შემდეგ თითოეული მათგანი ექვემდებარებოდა ვარჯიშების სამ კურსს, რომელიც საწარმოოს ექიმების მიერ იყო შემუშავებული. ყოველი მსხვერპლი გავარჯიშებული იყო ჰიპნოტურ მდგომარეობაში შესვლის ტექნიკაში სპეციალური სტიმულის საშუალებით. ჩვეულებრივ ეს იყო ან სიტყვა ან ფრაზა-ნიშნული, ისინი გავარჯიშებულნი იყნვენ იმაშიც, რომ "ხსომებოდათ დავიწყება", რისი აღმოჩენაც შესაძლებელი იყო ჰიპნოტურ მდგომარეობაში.

ისინი არაერთხელ დაქვემდებარებიან ერთნაირ სტიმულ-პასუხს, სპეციფიკურ მდგომარეობაზე ავტომატური რეაქციის მისაღებად. როზენბაუმი ამტკიცებს, რომ მკ-ულტრას ვეტერანები Bernard Diamond, Dr. Martin Orne, Dr. Josef Mengele რეგულარულად დადიოდნენ ARCO-ს ქარხანაში. დოტისა და უაიტის სპეციალური ფსიქო-ფიზიკური მდგომარეობა განკუთვნილი იყო ორმაგი გერმანელი პიროვნების ხელოვნური შექმნისკენ. როზენბაუმი, რომელიც ეროვნებით ებრაელია, მტკიცედ მეგობრობდა ორივესთან, მიუხედავად იმისა, რომ გერმანელებსა და ებრაელებს შორის არსებობდა რთული ურთიერთობანი.

აი კიდევ სხვა თერაპევტების სახელები, რომლებიც მონაწილეობდნენ დეპროგრამირებაში: Cynthia Byrtus, Pamela Monday, Steve Ogilvie, Bennett Braun, Jerry Mungadze, Colin Ross. ზოგიერთი ქრისტეანი ექსპერტი აცხადებდა, რომ მათაც შესძლეს მკ-ულტრას მსხვერპლთა ნაწილობრივი დეპროგრამირება, და გარკვეულ, თუმცა შეზღუდულ წარმატებებს მიაღწიეს.

ჟურნალისტებმაც საკმაოდ ილუსტრირებულად შესძლეს ამ თემის წარმოდგენა. ასეთები იყვნენ, მაგალითად, ვალტერ ბოვარტი: ""ოპერაცია" გონების კონტროლი" (Walter Bowart - Operation Mind Control), ჯონ რაპოპორტი. "აშშ-ს მთავრობის ექსპერიმენტები ბავშვებზე ცნობიერების კონტროლის სფეროში" (Jon Rappoport - U.S. Government Mind-Control Experiments on Children), ალექს კონსტანტინი: "ფსიქო-დიქტატურა აშშ-ში" (Alex Constantine - Psychic Dictatorship In The USA).




ცნობები და განმარტებები:


ინსაიდერი (ინგლ.insider) - ადამიანთა გარკვეული ჯგუფის წევრი, რომელსაც ხელი მიუწვდება ფართო პუბლიკისთვის მიუწვდომელი ინფორმაციისთვის. ტერმინი გამოიყენება საიდუმლო, დაფარულ ან სხვა მიჩქმალულ ინფორმაციასთან ან კიდევ საქმიანობასთან კონტექსტში. ეს არის ისეთი ჯგუფის წევრი, რომელიც ფლობს ისეთ ინფორმაციას, რომელი მხოლოდ ამ ჯგუფისთვის არის ცნობილი. ინსაიდერი გასხვავდება გარეგანი სპეციალისტისგან. სპეციალისტს შეუძლია უზრუნველყოს ყოველმხრივი თეორეტიკული ანალიზი, რომელიც შემდეგ შესაძლოა გახდეს საექსპერტო დასკვნის საფუძველი, მაშინ როდესაც ინსაიდერი ინფორმაციას ფლობს "პირველწყაროდან".





14. დასკვნა

ყველაზე მამხილებელ განცხადებებს, პროექტ მონარქის არსებობასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ წარმოდგენილ მონაცემებზე აკეთებდა ენტონ ჩაიტკინი (Anton Chaitkin), რომელიც წერდა ჟურნალისთვის "ახალი ფედრეალისტი". როდესაც ცსს-ს ყოფილ დირექტორს უილიამ კოლბის დაუსვეს პირდაპირი შეკითხვა: "რას იტყვით პროექტ მონარქის შესახებ?", მან გაღიზიანებულმა თავი აარიდა პირდაპირ პასუხს და განაცხადა: "ჩვენ ეს პროგრამა 60-იანი წლების მიწურულსა და 70-იანი წლების დასაწყისში შევაჩერეთ".

ნიშანდობლივია, რომ საზოგადოება, რომელიც მსოფლმხედველობრივ-შემეცნებითი რღვევის მდგომარეობაში იმყოფება, საერთო ჯამში გაურბის კონსპიროლოგიური არსებობის გამოვლინებებს. პროექტ "მონარქს" მრავალრიცხოვანი მსხვერპლი (ან გადარჩენილი) აუცილებელ დახმარებას საჭიროებს. მაგრამ ადამიანთა უმეტესი ნაწილი იმდენად არის დაკავებული საკუთარი საქმით, რომ ამ ადამიანებისადმი არანაირ თანაგრძნობას არ ავლენს. აპათია ბატონობს მასებზე, რომლებმაც ამ წუთისოფელში კომფორტული ცხოვრება აირჩიეს. რეალიზმი რელატივიზმითა და ეგოიზმით იჩრდილება.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ძვრები დეპროგრამირებასა და აღდგენით თერაპიაში, საჭიროა მეტი დარღვევის გასწორება. წმიდა წერილი უთითებს და ასახელებს ამ პრობლემებს: "სულთა დარღვევა" (ეზეკ. 13:20... "აჰა, მე თავისსაცოებსა თქვენსა ზედა, რომელთა ზედა თქუენ მიმოიქცევით მუნ სულთა დასარღუეველად; და განვხეთქნი იგინი მკლავთა თქუენთაგან და განვავლინნე სულნი, რომელთა თქუენ გარდააქცევთ სულთა მათთა განბნეულებად"). სულიერი აღორძინება ჭეშმარიტად აუცილებელია (ფსალმ. 23:3 – "ვინ აღვიდეს მთასა უფლისასა, ანუ ვინ დადგეს ადგილსა წმიდასა მისსა? უბრალო ჴელითა და წმიდაჲ გულითა, რომელმან არა აიღო ამაოებასა ზედა სული თჳსი და არცა ეფუცა ზაკვით მოყუასსა თჳსსა"), რომელიც მხოლოდ იესუ ქრისტეს ჭეშმარიტი რწმენით არის შესაძლებელი (იოანე 3:15 – "რაჲთა ყოველსა რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ", რამეთუ "ქრისტემანცა ერთ გზის ცოდვათა ჩუენთათჳს ივნო, მართალმან მან ცრუთათჳს, რაჲთა ჩუენ წარგუადგინნეს ღმრთისა, მოკუდა ჴორცითა და ცხოველ იქმნა სულითა" (1 პეტრე 3:18) რომელიც გვიხსნის დემონური დათრგუნვისა და უფლობისსგან ("რომელსა ჰრწმენეს და ნათელ-იღოს, ცხოვნდეს; და რომელსა არა ჰრწმენეს, დაისაჯოს" - მარკოზი 16:17). ჭეშმარიტი თავმდაბლობა და ღმრთის სიყვარული ქმედითად უკუაგდებს ამპარტავნებას, სიძულვილს და სატანის მსახურთა მზაკვარებას.

როგორც გამოცდილება აჩვენებს, პროექტ "მონარქში" წარმოუდგენელი სისასტიკითა და შეურაცხყოფით განადგურებულ ადამიანთა აღდგენის გზა ძნელია, მაგრამ ჭეშმარიტი მკურნალი ხომ ღმერთია და მხოლოდ მისი წყალობით არის შესაძლებელი ჭეშმარიტი თავისუფლების მიღწევა: "სული უფლისაჲ ჩემ ზედა, რომლისა ძლით მცხო მე, მახარებელად გლახაკთა მომავლინა მე. განკურნებად შემუსრვილთა გულითა, ქადაგებად ტყუეთა განტევებასა და ბრმათა ახილვასა" (ესაია 61:1).


http://www.apocalypse.ge/us_mk_ultra_0.html


Комментариев нет:

Отправить комментарий