воскресенье, 30 марта 2014 г.

ვატერლოოს ბრძოლა.(6)

ეს იყო როტშილდების ოჯახის ყველაზე დიდი შეთქმულება, რომელმაც იმ დროისთვის მთელს ევროპაში უკვე ჩამოაყალიბა შესანიშნავი საძიებო-სადაზვერვო ქსელი და საკურიერო სისტემის სამსახური.

1815 წლის 20 ივნისს, ერთ-ერთმა აგენტმა, რომელიც პირდაპირ ბრძოლის ველიდან ჩამოვიდა, ნათან როტშილდს გადასცა ინფორმაცია ფრანგების დამარცხების შესახებ. ამის შემდეგ ნათანმა მიაშურა ბირჟას და დაუყოვნებლივ გაყიდა "ინგლისის საბჭოს" ყველა საკუთარი პაკეტი, რითაც ყველას გააგებინა, რომ ინგლისმა ომი წააგო. ხმა ისე ფართოდ გავრცელდა, რომ აქციონერების უმრავლესობამ ყველაფერი დაკარგა. დაიწყეს გაყიდვა "ინგლისის საბჭოს" ყველა აქციისა, სულ მალე, რამდენიმე საათში აქციების ფასი იმდენად გაუფასურდა, რომ ის შეადგენდა 5 ცენტს და სწორედ მაშინ ნათანმა ჩალის ფასად შეისყიდა ისინი. ძალიან მალე ლონდონში მოვიდა ოფიციალური შეტყობინება ომის დამთავრების შესახებ. სულ რამდენიმე წუთში "საბჭოს" აქციების კურსმა საწყისიდან რამდენადმდე აიწია და ზრდა განაგრძო.

ნაპოლეონმა მიიღო თავისი ვატერლოო, ნათანმა კი ინგლისურ ეკონომიკაზე მიაღწია კონტროლს. სულ ერთი ღამის განმავლობაში, როტშილდების ისედაც უზარმაზარი ქონება, ორჯერ და უფრო მეტადაც გაიზარდა. დამარცხების შემდეგ, ფეხზე დადგომისას, ფრანგები აწყდებოდნენ შესამჩნევ სიძნელეებს. და ბოლოს, 1817 წელს ლონდონში მათ მიიღეს მნიშვნელოვანი კრედიტი არა როტშილდებისგან, არამედ ფრანგული ბანკის "უვრარისა და ძმებ ბარინგებისგან". რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც კრედიტი დასჭირდათ, მათ როტშილდებს მაშინაც არ მიმართეს.

რასაკვირველია, როტშილდებს ეს არ მოეწონათ და დაიწყეს ყველა შესაძლებელი ფანდის გამოყენება, რითაც აიძულებდნენ მთავრობას კვლავ წამოეწყო მათთან საქმიანი ურთიერთობა, მაგრამ ამაოდ.

1818 წლის 11 მაისს აბსულიტურად მოულოდნელი რამ მოხდა. დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში, სტაბილური აღმავლობის შემდეგ, საფრანგეთის სახელმწიფო ვალის კურსმა უეცარი და განუწყვეტელი ვარდნა დაიწყო. ლუდოვიკო XVIII-ის კარზე ატმოსფერო დაიძაბა. იმ პირთა შორის, რომლებსაც არა თუ სწყინდათ, არამედ ხარობდნენ კიდეც შქმნილი სიტუაციის გამო, იყვნენ კალმან და იაკობ როტშილდები. 1818 წელს ოქტომბერში მათ თავიანთი განუსაზღვრელი რეზერვებისა და აგენტების მეშვეობით, გამოისყიდეს საფრანგეთის მთავრობის სესხის წარმოუდგენელი რაოდენობა. ის გამოშვებული იყო მათი მეტოქე "უვრარისა და ძმები ბარინგების" მიერ. ამის შედეგად სესხის კურსმა აიწია, 1818 წლის 11 მაისს, ევროპის მსხვილ სავაჭრო ცენტრებში მათ დაიწყეს სესხის ქაღალდების დიდი რაოდენობით გამოყრა ღია ბაზარზე და ფასიანი ქაღალდების ბაზარი პანიკაში ჩააგდეს.

ამრიგად, სურათი რადიკალურად შეიცვალა და როტშილდი საფრანგეთში "ნომერ პირველი" გახდა. საფრანგეთის სამეფო კარმა მას მიანიჭა აბსოლუტური უპირატესობა არა მხოლოდ ფინანსურ საკითხებში. საფრანგეთის მარცხის შემდეგ, როტშილდების ოჯახმა პარიზში ხელში აიღო სახელმწიფო კონტროლი, ხოლო ლონდონში, ნათან როტშილდი, "ინგლისის ბანკზე" კონტროლის შემდეგ, ინგლისის პარლამენტზე ახდენდა ზეწოლას.


Комментариев нет:

Отправить комментарий