среда, 26 марта 2014 г.

ბარაკ ობამა: რუსეთი დღეს ბევრად მეტადაა იზოლირებული, ვიდრე ხუთი წლის წინ, საქართველოსთან ომისას

ავტორი: თამარ ნადარეიშვილი
26 მარტი, 2014.

„ყირიმის ნახევარკუნძულზე არსებული სიტუაციის შედარებას კოსოვოს მდგომარეობასთან აბსოლუტურად არანაირი აზრი არ აქვს“, - ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა.

მისი თქმით, ყირიმს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში მსოფლიო საზოგადოების წარმომადგენელთა უმრავლესობა არ აღიარებს, ამიტომ მისი რუსეთთან მიერთება კანონიერი არ იქნება.

როგორც ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რუსეთის აშშ-ს უსაფრთხოების პირველი საფრთხე არაა.

„მე გაცილებით მეტად ისევ მაღელვებს იმის პერსპექტივა, რომ მანჰეტენზე ატომური ბომბი აფეთქდება“, - განაცხადა ობამამ.

უკრაინაზე საუბრისას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინის ეკონომიკის დასახმარებლად და არჩევნების ჩასატარებლად ძალებს არ დაზოგავენ.

„ჩვენ რუსეთთან ომს არ გავმართავთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსეთი არ იქნება იზოლირებული. რუსეთი დღეს ბევრად მეტადაა იზოლირებული, ვიდრე ხუთი წლის წინ საქართველოსთან ომისას“, - აღნიშნა ბარაკ ობამამ.

მისი თქმით, რუსეთი, რომელიც თავის ზოგიერთ მეზობელს ემუქრება, ეს არა მისი სიძლიერის, არამედ სისუსტის გამოვლინება.



http://reportiori.ge/?menuid=8&id=21144


Комментариев нет:

Отправить комментарий