вторник, 18 марта 2014 г.

ვლადიმირ პუტინი - ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ნატო-მ ჩვენს ღობესთან იბატონოს

ჩვენ არ დავუშვებთ, რომ სამხედრო ორგანიზაციამ ჩვენს ღობესთან იბატონოს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ნატო-უკრაინის თანამშრომლობაზე საუბრისას განაცხადა.


"ჩვენ არ ვართ ნატო-სთან თანამშრომლობის წინააღმდეგი, სულაც არა. ჩვენ იმის წინააღმდეგი ვართ, რომ სამხედრო ორგანიზაციამ ჩვენ ღობესთან, ჩვენს სახლთან, ჩვენს ისტორიულ ტერიტორიებზე იბატონოს. ვერც კი დავუშვებ იმის წარმოდგენას, რომ სტუმრად ვივლით სევასტოპოლში ნატოელ მესაზღვრეებთან, რომლებიც შესანიშნავი ბიჭები არიან, მაგრამ უმჯობესია, თვითონ ჩამოვიდნენ სტუმრად ჩვენთან სევასტოპოლში", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
ამასთან, ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ კიევში უკვე გაისმის განცხადებები უკრაინის ნატო-ში შესვლის თაობაზე უახლოეს ხანებში.
"რისი მომტანი იქნებოდა ეს პერსპექტივა ყირიმისა და სევასტოპოლისთვის? იმას, რომ რუსული სამხედრო დიდების ქალაქში გაჩნდებოდა ნატო-ს ფლოტი და რუსეთის მთელი სამხრეთისთვის რაიმე ეფემერული კი არა, რეალური საფრთხე გაჩნდებოდა. და რომ არა ყირიმელების არჩევანი, ეს ყველაფერი რეალურად მოხდებოდა. დიდი მადლობა მათ ამისთვის", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის ფედერალური საბჭოს წინაშე სიტყვით გამოსვლას ესწრებიან ყირიმის პრემიერ-მინისტრი სერგეი აქსიონოვი, ყირიმის უმაღლესი რადას სპიკერი ვლადიმერ კონსტანტინოვი, ყირიმის პირველი ვიცე-პრემიერი რუსტამ ტემირგალიევი, ასევე ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი.


geworld.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий