რაციონალიზმი, ასევე რაციონალისტური მოძრაობა ფილოსოფიური დოქტრინაა, რომლის მტკიცებით სინამდვილის შეცნობა შეიძლება განსჯითა და ფაქტების ანალიზით, რწმენის, დოგმისა ან რელიგიური სწავლების ნაცვლად. მის თავდაპირველ ფესვებს პლატონთან მივყავართ. რაციონალიზმს გარკვეული მსგავსება ახასიათებს იდეოლოგიითა და მოწოდებით ჰუმანიზმთან და ათეიზმთან, ვინაიდან ის იძლევა რელიგიურ ან ზებუნებრივ რწმენათა გარეთ სოციალური და ფილოსოფიური შემეცნების საფუძვლებს; თუმცა რაციონალიზმი ამ ორი მიმართულებისგან განსხვავდება, რაც შემდგომში მდგომარეობს:
- როგორც სახელი მიუთითებს, ჰუმანიზმი ხალხის თვითშეგნებასა და საყოველთაო ღირებულებებზე ამახვილებს ყურადღებას. მაშინ როდესაც რაციონალიზმი ჰუმანიზმის მთავარი კომპონენტია, ამასთან ჰუმანიზმის ძლიერი კომპონენტია ასევე ეთიკაც, რასაც რაციონალიზმი არ ითვალისწინებს. შედეგად, რაციონალისობა ჰუმანისტობას არ ნიშნავს.
- ათეიზმი, ღმერთის ან ღვთიურის ურწმუნობა, შეიძლება ნემისმიერ ბაზას ან საერთოდ არანაირ ბაზას ეყრდნობოდეს, მაშასადამე მას რაციონალიზმი არ სჭირდება. უფრო მეტიც, თავად რაციონალიზმი არც ამტკიცებს და არც უარყოფს ათეიზმს. თუმცა ეს ისტორიულად ასე არ იყო. დღესდღეობით მოღვაწე რაციონალისტთა უმეტესობა, ყველა თუ არა, მათ შორის ისეთი მეცნიერი, როგორიცაა რიჩარდ დოკინსი და აქტივისტი სანალ ედამარუკუ, ათეისტები არიან.
რელიგიური დისკუსიის ფარგლებს გარეთ, რაციონალიზმის დისციპლინა შეიძლება გამოყენებულ იქნეს უფრო ვრცლად, მაგ. პოლიტიკურ ან სოციალურ საკითხებში. ამ შემთხვევებში რაციონალური პერსპექტივის განმსაზღვრელი თვისებაა ემოციის, ტრადიციისა და გავრცელებულ რწმენათა უარყოფა.
Комментариев нет:
Отправить комментарий