понедельник, 31 марта 2014 г.

უმჯობესი იქნება პოეტების თხზულებებიდან ის ადგილები შევიწყნაროთ,

სადაც მათ სათნოება შეაქეს ან ბოროტება გაკიცხეს. რადგან, ვითარცა ყველა სხვა დანარჩენი ყვავილების მხოლოდ სურნელებითა და ფერადოვნებით ტკბება, ხოლო ფუტკრებს მათგან თაფლის მიღებაც ხელეწიფებათ, ასევე ამ შემთხვევაშიც, ვინც ამ თხზულებებში არა მხოლოდ ტკბობისა და სიამოვნების მიღებას გამოედევნება, მათგან რამდენადმე სულისთვის სასარგებლოსაც დაიუნჯებს. ამიტომ, ყოველმხრივ უნდა დავემსგავსოთ რა ფუტკრებს, ეს თხზულებებიც უნდა შევისწავლოთ. არც ფუტკარი მიეახლება ხომ თანაბრად ყველა ყვავილს, და იმათგანაც, რომლებზეც ჯდება, ყოველივეს წაღებას კი არ ცდილობს, არამედ იმას იღებს, რაც საქმისათვის გამოადგება, ხოლო დანარჩენს ხელუხლებლად ტოვებს.

ასევე ჩვენც, უკეთუ კეთილგონიერები ვართ, ამოვკრებთ რა ამ თხზულებებიდან იმას, რაც ჩვენთვის დამახასიათებელია და ჭეშმარიტად გვენათესავება, დანარჩენს გვერდს ვუვლით. ვითარცა ვარდის ბუჩქიდან ყვავილის მოწყვეტისას ეკლებს თავს ვარიდებთ, ასევე ამ თხზულებებიდანაც იმას, რაც სასარგებლოა ვიძენთ, ხოლო ვნების მომტანისაგან თავს ვიცავთ. ამიტომ ყოველი მეცნიერება თავიდანვე უნდა განვიხილოთ და  ჩვენი მიზნის შესაბამისად გამოვიყენოთ.




წმიდა ბასილი დიდი   







Комментариев нет:

Отправить комментарий