მნიშვნელობით. ჩვეულებრივ ითვლება, რომ ღმერთი ზეცაშია და წარმართავს კაცობრიობის ისტორიას, მკაცრად მომთხოვნია სნეულებით და უძლურებით დაცემული ადამიანის მიმართ. ღმერთსა და ადამიანს შორის გამყოფი კედელი არსებობს. მის გადალახვაში კი რელიგია გვეხმარება. ამ მიზნის მისაღწევად სრულდება რელიგიური რიტუალები.
სხვა მოსაზრების თანახმად ადამიანი უსასრულო სამყაროში უძლურად გრძნობს თავს და სჭირდება შემოქმედის არსებობა, შემოქმედისა, რომელიც მას უძლურებისას ეხმარება. ამ თეორიის მიხედვით ღმერთი კი არ ქმნის (ძერწავს) ადამიანს, არამედ, პირიქით, ადამიანი ძერწავს ღმერთს. რელიგია ადამიანსა და მიუწვდომელ ღმერთს შორის კავშირად მოიაზრება, ანუ კავშირი "მე"-სა და მიუწვდომელ "შენს" (ღმერთს) შორის. ზოგიერთები რელიგიას ცდუნებად თვლიან, ადამიანი თავის იმედს მომავალ ცხოვრებაში ხედავს და ამგვარად რელიგია ძლიერი ძალით ზემოქმედებს ადამიანზე.
ქრისტიანობა ზემოთ ჩამოთვლილ თეორიებსა და განმარტებებზე მაღლა დგას, ამიტომაც ვერ ჩაიკეტება ტერმინ "რელიგიაში", სხვა სარწმუნოებათა მსგავსად. ღმერთი "მიუწვდომელი შენ" არ არის, ის ცოცხალი არსებაა და ორგანულად ურთიერთობს ადამიანთან. გარდა ამისა, ქრისტიანობას პრობლემები მომავალში არ გადააქვს, არც ზეციურ სასუფეველში განსვენებას ელოდება. ქრისტიანობაში მომავალი აწმყოშია და ღმერთის მეუფება ამქვეყნიურ ცხოვრებაში წყდება. უფლის მეუფება, წმინდა მამათა ნააზრევით, სამპიროვანი ღმერთის მადლია, უქმნელი სინათლის თეორიაა. ჩვენ, მართლმადიდებლები, ისტორიისა და ჟამის აღსასრულს არ ველოდებით, არამედ ქრისტესმიერი სიცოცხლით მივისწრაფვით დასასრულისკენ, ასე განვიცდით იმას, რაც უნდა მოხდეს უფლის მეორედ მოსვლის შემდეგ. სვიმონ ახალი ღმრთისმეტყველი ამბობს, რომ იგი, ვინც იხილა უქმნელი ნათელი და შეუერთდა ღმერთს, კი არ ელოდება უფლის მეორედ მოსვლას, არამედ ამქვეყნიურ ცხოვრებაშივე განიცდის მასთან სიახლოვეს. ასე რომ, ქრისტიანულ სწავლებაში დროის სწორხაზოვანი აღქმა არ ხდება, დრო წრიულია ან ჯვრის ფორმის. ე.ი. მარადიულობაში ვარსებობთ, ამიტომ წარსული, აწმყო და მომავალი ურყევ მთლიანობად ერთიანდება.
მართლმადიდებლობას "საეროს" ვერ ვუწოდებთ სწორედაც, რადგან მის წიაღში პრობლებები მომავალში არ გადაიდება. მართლმადიდებლობა სიცოცხლის მომნიჭებელია, ადამიანის ბიოლოგიურ არსებობას სახეს უცვლის, განწმენდს და ცვლის საზოგადოებებს. იქ, სადაც მართლმადიდებლობას სწორად ემსახურებიან, გაიაზრებენ და სულიწმინდის მადლით ემსახურებიან, სუფევს ღმერთისა და ადამიანის, ზეციერთა და მიწიერთა, ცოცხალთა და შესვენებულთა შორის კავშირი. ამ კავშირით და ურთიერთობით წყდება სწორედ ჩვენს ცხოვრებაში გაჩენილი ყველა პრობლემა.
ნაწყვეტი ,,მართლმადიდებლობა - მკურნალი მეცნიერება’’-დან.

Комментариев нет:
Отправить комментарий