воскресенье, 23 марта 2014 г.

“ყირიმი დამოუკიდებელი სახელმწიფო არ არის, რუსეთის ფედერაციის ნაწილია”

“ჩვენ რუსეთის გვერდით ვართ, ყირიმი რუსეთის ნაწილი დე ფაქტო გახდა, სიტუაცია დე ფაქტო ვითარდება, დე იურე შემდეგ იქნება, ”, - აღნიშნა ლუკაშენკომ.

მისივე თქმით, ბელორუსიისგან არავინ მოითხოვს იმის აღიარებას ან არაღიარებას, რომ ყირიმი რუსეთის ფედერაციის სუბიექტია. “მეკითხებიან, სად ვარ ამ სიტუაციაში, ისტორიული პროცესების გათვალისწინებით, ჩვენ რუსეთის გვერდით ვართ. ბელორუსია ნატო-ს წინააღმდეგი არ არის, მაგრამ თუ დადგება საკითხი, ჩვენ რუსეთს ყოველთვის მხარს დავუჭერთ”, - აღნიშნა მან. რაც შეეხება უკრაინის მთლიანობას, ლუკაშენკო აცხადებს, რომ ის განუყოფელი უნდა დარჩეს. “თუ უკრაინა ნატო-სთან ურთიერთობის აშენებას და გაწევრიანებას აპირებს, ბუნებრივია, ჩვენ მკაცრი რეაგირება გვექნება”, - დასძინა ბელორუსიის პრეზიდენტმა.


geworld.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий