воскресенье, 2 марта 2014 г.

ჯონ კერი: დასავლეთი "ძალიან სერიოზულად უპასუხებს" რუსეთის "არნახული აგრესიის აქტს"

02.03.2014

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ დაგმო, მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის „არნახული აგრესიის“ აქტი. კვირას ტელევიზიით გამოსვლისას ის ასევე დაიმუქრა „ძალიან სერიოზული პასუხებით“ აშშ-ისა და სხვა ქვეყნების მხრიდან. მათ შორის, მან ილაპარაკა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესაძლებლობაზე მისი ეკონომიკური იზოლაციის მიზნით. კერი შეეხო ასევე დიდი რვიანის შეხვედრის ბოიკოტირების შესაძლებლობასაც. სამიტი სოჭში უნდა გაიმართოს ივნისში. გარდა ამისა, რუსეთის წინააღმდეგ შესაძლო ზომებზე საუბრისას, სახელმწიფო მდივანი შეეხო სავიზო შეზღუდვებს, აქტივების გაყინვას, სავაჭრო და საინვესტიციო ჯარიმებს. კერის თქმით, ის ესაუბრა დიდი რვიანის სხვა წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს და ყველა მზადაა, ყველაფერი იღონონ რუსეთის იზოლაციისთვის.


radiotavisupleba.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий