четверг, 27 марта 2014 г.

ცოდვისმოყვარე კაცისთვის ცოდვა, რომელსაც იგი ემსახურება,

კერპად ქცეულა. მისი ცოდვისმოყვარე გული საძაგელი ბომონის მსგავსია, რომელშიც ამ კერპებს მსხვერპლს სწირავენ, – რადგან ცოდვა გულში ცხოვრობს. ხბოების, ცხვრებისა და სხვა ცხოველების ნაცვლად საკუთარ ნებასა და მორჩილებას სწირავენ მსხვერპლად. ამგვარად, რამდენჯერაც დათანხმდება ცოდვილი ცოდვაზე, რომელიც მის ვნებად ქცეულა, იმდენჯერ უარყოფს გულით ქრისტეს; და რამდენჯერაც ცოდვას საქმით აღასრულებს, იმდენჯერ მსხვერპლს სწირავს ამ კერპს.





წმ. ტიხონ ზადონელი







Комментариев нет:

Отправить комментарий