четверг, 27 марта 2014 г.

ღმრთის მცნების ანუ ღმრთის ნების დარღვევით პირველმა ადამიანებმა

სჯული დაარღვიეს და უსჯულოებაში შეაბიჯეს, რამეთუ „ცოდვაჲ იგი არს უშჯულოებაჲ“ (1იოან. 3,4). სჯული ღმრთისა – სიკეთე, სიკეთის მსახურება, სიკეთეში ცხოვრება – ეშმაკის სჯულით შეიცვალა – ბოროტებით, ბოროტების მსახურებით, ბოროტებაში ცხოვრებით. ღმრთის მცნება სჯულია, რადგან იგი გამოხატავს სახიერი და ყოვლადსახიერი ღმრთის ნებას; ამ მცნების დარღვევა ცოდვაა და ღმრთის სჯულის დარღვევას, უსჯულოებას წარმოადგენს. პირველი ადამიანები ღმრთისადმი ურჩობით, რაც ეშმაკის ნების აღსრულებაში გამოვლინდა, საკუთარი ნებით განვარდნენ ღმრთისაგან და შეემსჭვალნენ ეშმაკს, ცოდვაში შევიდნენ და ცოდვა თავში შეუშვეს... „დაე, ნურავინ იფიქრებს, – აცხადებს ნეტარი ავგუსტინე, – რომ პირველი ადამიანების ცოდვა მცირე და მსუბუქია იმიტომ, რომ ხის ნაყოფის ჭამაში მდგომარეობს, და თანაც ნაყოფი არ იყო ცუდი და მავნებელი, არამედ მხოლოდ აკრძალული. მცნება მორჩილებას ითხოვდა, ისეთ სათნოებას, რომელიც გონიერი არსებებისთვის ყველა სათნოების დედა და დამცველია“.



წმ. იუსტინე პოპოვიჩი







Комментариев нет:

Отправить комментарий