რა ვუპასუხოთ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ ხილვებს გვიამბობენ, გვიყვებიან, რომ მათ რომელიმე წმიდანი იხილეს და ამის მსგავს რამეებს?
–ჯობს, ასეთ ადამიანებს ურჩიოთ, რომ ფრთხილად და თავშეკავებით იყვნენ. ხილვებისადმი ასეთი დამოკიდებულება კარგია, რადგან ყველა ადამიანს არ შეუძლია იმის გარჩევა, ხილვა ღვთისაგან იყო თუ–არა. მაგრამ ხილვა რომც იყოს ღვთისაგან, პირველ ჯერზე ადამიანმა არ უნდა შეიწყნაროს ის. როდესაც ღმერთი ნახავს, რომ მისი ქმნილება–ადამიანი ხილვას არ იწყნარებს, კი არ განაწყენდება–პირიქით: ლმობიერებას გამოავლენს. ხილვისადმი ასეთი დამოკიდებულება, ხომ ადამიანის სიმდაბლეზე მიანიშნებს. თუკი ის, ვინც ადამიანს ეცხადება, მართლაც წმიდანია, მაგრამ ადამიანი ამ ხილვას არ იწყნარებს, ღმერთმა იცის, რა საშუალებით უნდა გამოუცხადოს ეს ამ ადამიანის სულს და მიიყვანოს იქ, სადაც საჭიროა. სიფრთხილე აუცილებელია, იმიტომ, რომ წმიდანის მაგიერ შესაძლოა ეშმაკი გვესტუმროს, რომელიც „ტელევიზორს“ ჩაგვირთავს და თავის გადაცემებს წარმოგვიდგენს.
მახსოვს ერთი ქალი, რომელსაც ადამიანთაგანი არავინ დაეხმარა და ამიტომ ღვთის შეწევნა მოიპოვა. ღმერთმა ამ ქალის დახმარება ინება და მას ხილვა მიჰმადლა. მაგრამ ამ ხილვის შემდეგ ეშმაკმა ამ ქალს ამგვარი აზრი ჩააგონა:“იქნებ ღმერთმა ამგვარი ხილვის ღირსი იმიტომ გაგხადა, რომ რაღაც დიდი მისია დაგაკისრა“?! მას შემდეგ, რაც ქალმა ეს სიტყვები ირწმუნა, ეშმაკმა მუშაობა დაიწყო და ის მთლიანად ზეგავლენის ქვეშ მოაქცია. მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ღმერთმა მაინც შეიწყალა ეს ქალი. მას კვლავ ჰქონდა ხილვა და ესმა ხმა:“მისწერე წერილი მამა პაისს და შენი ხილვა უამბე“. მან წერილი მომწერა და ყველა ხილვა მიამბო. ჩვეულებისამებრ მაცდურს კარგად დაენგრია ის. დიახ, ყველა ხილვა ნამდვილი იყო, მაგრამ ეშმაკისაგან მოვლენილი. მთელი ამ ხილვებიდან მხოლოდ პირველი და უკანასკნელი იყო ღვთისაგან. რაკი მას გონს მოსვლა და ხილვისაგან გათავისუფლება სურდა, ღმერთმა უკანასკნელი ხილვა მოუვლინა. საბოლოოდ იმ საბრალომ შეისმინა ჩემი რჩვები და ეშმაკეული ხილვებისაგან თავის დახსნა შეძლო.
პაისი მთაწმინდელი (სულიერი ბრძოლა)

Комментариев нет:
Отправить комментарий