четверг, 27 марта 2014 г.

გერმანია: სერიოზული საერთაშორისო საკითხები რუსეთის გარეშე ვერ გადაწყდება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით, სერიოზული საერთაშორისო საკითხები რუსეთის გარეშე ვერ გადაწყდება.

"ახალი "ცივი ომი"-ს დაწყება წარმოუდგენელია და შეუძლებელია ვისმეს გააჩნდეს ამის სურვილი",- განაცხადა გამოცემა Bild-თან საუბარში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.


"რუსეთი ჩვენი მეზობელია აღმოსავლეთში და ასეთად დარჩება კიდეც, სერიოზული საერთაშორისო პრობლემები, ისეთი როგორიცაა სირიის თუ ირანის, რუსეთის გარეშე ვერ გადაწყდება. ჩვენ უნდა გვქონდეს მუდმივი კონტაქტები, მოლაპარაკებები აუცილებლად უნდა ვაწარმოოთ",- განაცხადა მინისტრმა.


ria.ru


geworld.ge

******


ანგელა მერკელი: ჩვენ არ ვართ სიტუაციის ესკალაციით დაინტერესებულნი

ავტორი: რუსუდან ჯაბანიშვილი

27 მარტი, 2014.

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი იმედოვნებს, რომ ყირიმის კონფლიქტი ეკონომიკური სანქციების გარეშე, დიპლომატიურად მოგვარდება. მისი თქმით, ევროპა და აშშ ერთობლივად იმოქმედებენ.


„ჩვენ არ ვართ სიტუაციის ესკალაციით დაინტერესებულნი, ჩვენ დეესკალაციაზე ვმუშაობთ, თუმცა რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ საერთაშორისო შეთანხმებების კვლავ დარღვევის შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ უფრო ხისტი რეგირებისთვის", - განაცხადა მერკელმა.


reportiori.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий