суббота, 1 марта 2014 г.

დღეს კაცობრიობა იმდენად მოცულია მიწიერი და მატერიალური

პრობლემებით, რომ სულიერი და ზნეობრივი საკითხები თითქმის აღარ ახსოვს. სულიერებას მოკლებული ადამიანი უფრო და უფრო ინთქმება ცოდვის, სიძულვილისა და სასოწარკვეთილების უფსკრულში. ყოველ ჩვენგანს დიდი დაკვირვება ჰმართებს, რათა გამოიცნოს, სადაა ჭეშმარიტება და სად – სიცრუე. ამის გარჩევა უძველეს დროშიც უჭირდათ. ამიტომაც იყო, რომ წინასწარმეტყველმა სოლომონმა სამეფო ტახტზე ასვლის წინ უფლისგან სწორედ სიბრძნე და გონიერი გული ითხოვა, რათა ქვეყნის სამართლიანად მართვა და სიკეთისა და ბოროტების გამიჯვნა შეძლებოდა.




ილია II




Комментариев нет:

Отправить комментарий