воскресенье, 2 марта 2014 г.

სერგეი ალექსაშენკო: ღმერთო, როგორ მრცხვენია, რომ რუსეთის მოქალაქე ვარ!

ავტორი: დიანა ლიპარტელიანი

02 მარტი, 2014.

რუს ეკონომისტ სერგეი ალექსაშენკოს რცხვენია, რომ რუსეთის მოქალაქეა. ამის შესახებ ალექსაშენკო „ეხო მასკივს" საკუთარ ბლოგში წერს.


„როდესაც შეშლილი მატვიენკოს განცხადება წავიკითხე, იმის შესახებ რომ ფედერაციის საბჭო უკრაინაში ჯარის შეყვანას უჭერს მხარს, მივხდი რომ ჩვენს ქვეყანას შეშლილი მანიაკი მართავს. მას არ ადარდებს, რომ ათობით თუ ათეულობით რუსი ახალგაზრდა დაიღუპება, მას ისიც არ ადარდებს, რომ რუსეთს საერთაშორისო საზოგადეობა გარიყავს, არც ის ადარდებს, რომ მის მოქალაქეებს სხვა ქვეყნებში, როგორც კაციჭამიებს შეხედავენ.


როდესაც წავიკითხე ფედერაციის საბჭოს თანხმობა, მივხდი, რომ იქ არც ერთი ადამიანი არ არის, რომელსაც პატიოსნება ან სინდისი გააჩნია. როდესაც წავიკითხე, რომ ჩვენი მოსახლეობის 25% მიიჩნევს, რომ უკრაინაში სახელმიფო გადატრიალება მოხდა, 29% მიიჩნევს, რომ იქ ანარქია და ბანდიტიზმი მძინვარებს და ჩვენი მოსახლეობის 27%-ი ამჟამინდელ მოვლენებს „სამოქალაქო ომის დაწყებად" აფასებენ, მიხვდი, რომ რუსულმა ხელისფულებამ თავისას მიაღწია, მან ისეთი მონური აზროვნების თაობა გაზარდა, რომელსაც მხოლოდ საღეჭი რეზინის ღეჭვა სურს.


ღმერთო! როგორ მრცხვენია, რომ ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ,"- წერს ალექსაშენკო.



http://www.reportiori.ge/?menuid=8&id=18401

Комментариев нет:

Отправить комментарий