суббота, 1 марта 2014 г.

კაცი, რომელსაც „წმინდანს“ და „ღვთაებრივ უცნობს“ უწოდებენ

ბულგარეთში 99 წლის მოხუცი დობრი დობრევი ცხოვრობს, რომელსაც „წმინდანს" და „ღვთაებრივ უცნობს" უწოდებენ.

დობრევმა, რომელიც მათხოვარია და მთელ დღეს ქუჩაში ატარებს, სმენა მეორე მსოფლიო ომში დაკარგა. იგი გამვლელებისგან მიღებულ თანხას მთლიანად ეკლესიას, ობოლთა თავშესაფრებს და ღარიბებს ურიგებს.

სოფიაში მდებარე საკათედრო ტაძარში განაცხადეს, რომ ეკლესიისთვის მისი ყველაზე დიდი შეწირულობა 24 000 დოლარია.

"არ უნდა მოვიტყუოთ, არ მოვიპაროთ, არავის ვუღალატოთ. ჩვენ ერთმანეთი ისევე უნდა გვიყვარდეს, როგორც ღმერთს ვუყვარვართ", - ამბობს დობრევი. 


(მოამზადა რუსუდან ჯაბანიშვილმა)


http://www.reportiori.ge/?menuid=67&id=18357

Комментариев нет:

Отправить комментарий