пятница, 21 марта 2014 г.

პრინციპი.

პრინციპი (ლათ. Principium – საფუძველი) — სახელმძღვანელო იდეა, რომელსაც ემყარება ადამიანი თავის მოქმედებაში. პრინციპები სხვადასხვა სახის არსებობს: მეცნიერული, ზნეობრივი, რელიგიური, იურიდიული, პოლიტიკური და სხვა. პრინციპების გარეშე ადამიანთა მოქმედება არ არსებობს. სხვა საკითხია რამდენად სწორ პრინციპებს ემყარება ადამიანი თავის მოქმედებაში. ეს ფილოსოფიის მსოფლმხედველობრივ პრობლემას წარმოადგენს, ვინაიდან პრინციპები ადამიანთა ქცევის და მოღვაწეობის საყრდენ დებულებებს წარმოადგენენ, ადამიანთა ცხოვრების წესსაც სწორედ ეს პრინციპები განისაზღვრავენ. ის, რაც ადამიანთა ცხოვრების წესს უდევს საფუძვლად ღირებულებას წარმოადგენს, ამიტომ პრინციპებს განსაზღვრავს არა მხოლოდ მათი ობიექტურობა და აუცილებლობა, არამედ მათი მნიშვნელობა ადამიანისათვის.

Комментариев нет:

Отправить комментарий