суббота, 1 марта 2014 г.

ID ბარათზე - ინგა გრიგოლიას გადაცემა „რეაქციაში"

მეუფე იოანე ID ბარათზე
http://www.youtube.com/watch?v=Gmc0pRZJW7Q

მისაღებია თუ არა ID ბარათი? ამ საკითხზე თავისი პოზიცია გამოხატა მეუფე იოანე გამრეკელიმა მეუფე იოანე ინგა გრიგოლიას გადაცემა „რეაციაში".

„სამწუხაროდ წინა ხელისუფლების დროს,ზოგიერთ დაწესებულებაში ითხოვდნენ, რომ აეღოთ ID ბარათები, რამაც საზოგადოებაში ეჭვი და უნდობლობა გამოიწვია, სწორედ მაშინ დაიწყო ID ბარათიების საწინააღმდებო მოძრაობა.

ჩვენ რომ გაგვეთვალისწინებინა სხვა ქვეყნების გამოცდილება ალბათ ასე მწვავედ არ დადგებოდა ეს საკითხი; თუმცა, არც ის არის ცუდი, რომ გამოვფხიზლდით. საზოგადოებრივი აზრი მნიშვნელოვანია. მე ვეთანხმები იმ აზრს, რომ უნდა მიეცეს ადამიანს არჩევანის საშუალება, აირჩიოს ერთი ან მეორე და ისარგებლოს ალტერნატივით. მე ვფიქრობ, რომ თუ ჩვენ ამას გავაკეთებთ ეს უფრო გამოხატავს ჩვენს დამოუკიდებელ პოზიციასა და ეროვნულ სახელმწიფოებრივ ღირსებას." (28.02.2014)

****************************


თეა წულუკიანი ID ბარათზე
http://www.youtube.com/watch?v=l6yNOExJHfg

თეა წულუკიანი : „ID ბარათში არაფერი არ ზის“
ID ბარათებთან დაკავშირებით ინგა გრიგოლიას გადაცემა „რეაქციაში“ თავისი პოზიცია დააფიქსირა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა:

„გაკვირვებული ვარ საიდან ისმის ის სიცრუე თითქოსდა კოალიცია დაპირდა ამომრჩეველს, რომ ელექტრონული პირადობის მოწმობები იქნებოდა გაუქმებული. არც კოალიციის და არც პირადად ჩემს წინასაარჩევნო ბუკლეტში, პლაკატზე ან რომელიმე სხვა დოკუმენტში, არ წერია რომ აიდი ბარათები გაუქმდებოდა, ეს არის სიცრუე.

რაც შეეხება გეგი ფოფხაძეს, ძნელია აღიქვა მისი პროტესტი სერიოზულად, რომ აუცილებელი არ არის რა?სად?როდის?–ში დაგისვათ შეკითხვა ადამიანმა, რომ მიხვდეთ რა ზის ID ბარათში, ID ბარათში არაფერი არ ზის. ამ დოკუმენტში და უფრო სწორად იმ მატარებელში, რომელიც ID ბარათში არის ინტეგრირებული ე.წ ჩიპი, მე მას ვუწოდე საკმაოდ „სულელი ბარათი“ . ეს არავითარ შემთხვევაში არ არის კიბერტექნოლოგიის დოკუმენტი. ეს საკმაოდ განუვითარებელი ბარათია, მასზე ეტევა ის, რაც ხილულად არის ბარათზე, გვარი, სახელი, მოქალაქეობა, ის, რომ იუსტიციის სამინისტრო გასცემს მას, დაბადების თარიღი, სქესი, დროშა, რუკა ტერიტორიული მთლიანობის დაცვით, ჯვარი, ფოტო და ხელმოწერა…


მაგრამ თუ ჩვენ წავალთ იმ გზით, რომ გავაუქმოთ ეს ბარათი ან დავუშვათ ის, რომ ლამინირებული ბარათები, რომელიც, სამწუხაროდ, ბევრს აქვს დახეული და არ იღებს ახალ ელექტრონულ პირადობას, ვადა გავუგრძელოთ, მაშინ ჩვენ უფრო შორს უნდა წავიდეთ. მაგალითად გავაუქმოთ სამოქალაქო რეესტრში დაცული ყველა ის ბაზა, რაც არის გაცილებით მეტი ინფორმაციის შემცველი ჩვენზე. აქ დაცულია ინფორმაცია სად დაიბადეთ, ვინ არიან ჩვენი მშობლები, ვისზე დაქორწინდით, ვისზე განქორწინდით, რა ქონებას ვფლობთ და ასე შემდეგ. ასევე შსს–ში ცნობილია ჩვენი სისხლის ჯგუფი, რომელიც მიბმულია მართვის მოწმობაზე, ყველაფერი იცის ცივილიზებულმა სახელმწიფომ, თუ ჩვენ არ გვინდა გვქონდეს სახელმწიფო და მონაცემთა ბაზები მოქალაქეებზე მაშინ ბაზები გავაუქმოთ და ვთქვათ, რომ არ გვინდა სახელმწიფო, არ გვინდა სისტემა, გვინდა რაღაც ტიპის საზოგადოება, სადაც არის ანარქია”.

თეა წულუკიანის თქმით: “ჩვენ მივდივართ იქითკენ, რომ უნდა შედგეს ბიომეტრიული საარჩევნო სია, რომ ერთხელ და სამუდამოდ არც ერთმა ხელისუფლებამ არ გაბედოს, რომ გააყალბოს არჩევნები. არ მოხდეს ის, რაც მოხდა ჩემი გადასახედიდან 2008 წლის იანვარში, როცა არჩევნები გაყალბდა და თბილისში ერთმა კანდიდატმა გაიმარჯვა და შემდეგ პრეზიდენტი გახდა მეორე. ეს არის არჩევნებთან დაკავშირებული. ცრუა ინფორმაციაა, რომ 30% არის ამის წინააღმდეგი, ჩვენ ჩავატარეთ კვლევა და 84% ამბობს, რომ მისთვის მისაღებია ელექტრონული პირადობის მოწმობა, 16% ამბობს რომ მას აქვს გარკვეული წინააღმდეგობა და აქედან 34% ამბობს, რომ აიღებს, თუ ის იქნება უფასო. გერმანიამ შემოიტანა, საფრანგეთს შემოაქვს დიზაინზე მუშაობენ და თანდათან მიდიან ქვეყნები იქითკენ, რომ ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანას ჰქონდეს უსაფრთხო პირადობის მოწმობა. არ დაგვავიწყდეს რომ მისმა უწმინდესმა ბევრჯერ მოგვიწოდა ზომიერებისკენ, რომ არ ჩამოვრჩეთ პროგრესს და ტექნიკას და შევინარჩუნოთ ეროვნულობა,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.


http://www.ambioni.ge/tea-culukiani-id-baratsi-araferi-ar-zis


****************************



მამა ბასილ ახვლედიანი ID ბარათზე
http://www.youtube.com/watch?v=NVEW8AYuF8E

მამა ბასილ ახვლედიანმა ID ბარათებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება ინგა გრიგოლიას თოქშოუ „რეაქციაში" დააფიქსირა.

„გადაცემაში დასმულია კითხვა: აიდი ბარათი -- კონტროლი თუ კომფორტი? მე ვიტყოდი ეს არის კონტროლიც და კომფორტიც. ... კიბერტექნოლოგიებში გარკვეული ვარ და არ ვეწინააღმდეგები ტექნოლოებსა და ცივილიზაციას...

ეს საკითხი სამ ჭრილში განიხილება: სამართლებრივი, ტექნოლოგიური უსაფრთხოებისა და რელიგიური კუთხით. რელიგიურ ჭრილში დღეს ამ საკითხს ვერ განვიხილავთ, რადგან ეს გახლავთ ძალიან ღრმა რელიგიური მნიშვნელობის საკითხი, ბევრი სასულიერო პირისა და მორწმუნე საზოგადოების განსჯის საგანი. ...

მეცხრე არხმა გააჟღერა, რომ კიბერ ომი ატომურ ომზე უფრო ძლიერი, სახიფათოა და ძალიან ცუდი, ნეგატიური შედეგების მომტანი.

აქ იყო მოსაზრება და გეთანხმებით, დღესაც ხელმისაწვდომია ნებისმიერი პერსონალური ინფორმაცია. სახელმწიფოს უნდა გააჩნდეს იმის უფლებამოსილება, რომ ნებისმიერ ადამიანზე, საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მოიძიოს და დაამუშაოს პირადი ინფორმაციები, მაგრამ როდესაც ეს ხდება ავტომატურ რეჟიმში -- პერსონალური ინფორმაციის კატალოგიზაცია ერთ კონკრეტულ ბაზაში და იქმნება ნებისნიერი ადამიანის პროფილი მისი ნებართვის გარეშე, სჭირდებათ ეს ბაზა თუ არ სჭირდებათ, მაინც გროვდება?!


დავუშვათ, ხვალ მოვიდეს ანტისახელმწიფოებრივად განწყობილი ადამიანი და მათ ჩვენ ყველას ბაზირებულ ინფორმაციას ვაძლევთ, ამ შემთხვევაში მითხარით, შეიძლება თუ არა ეს იყოს ადამიანის წინააღმდეგ გამოყენებული იმ დროს, თუ ის პოლიტიკურად პროტესტს გამოხატავს იმ კონკრეტული ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებისადმი?! არის თუ არა ეს უკვე საფრთხე და პრევენცია თუნდაც ის, რომ ჩვენ ვითხოვთ იმ ალტერნატიულ ბარათს და არ გვინდა აიდი ბარათი, რომელიც ხვალ და ზეგ შეიძლება ვიღაცამ გამოიყენოს ძალიან ცუდად.

არის საზოგადოების ნაწილი, რომელიც ემხრობა აიდი ბარათს და ნაწილი, რომელიც ითხოვს ალტერნატივას.

*****************


დავით ზურაბიშვილი ID ბარათზე

დავით ზურაბიშვილმა ID ბარათებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება ინგა გრიგოლიას თოქშოუ „რეაქციაში“ დააფიქსირა.

„აიდი ბარათის თემა წინასაარჩევნო კამპანიასა და პროგრამაში ოფიციალურად არ ფიგურირდება. დაპირება იმაზე, რომ აიდი ბარათი გაუქმდება, არ ყოფილა…

თეა წულუკიანი არაერთხელ შეეცადა სახელმწიფოს პოზიციის ახსნას, თუ რატომ არის საჭირო აიდი ბარათი.

მე ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას აიდი ბარათში, მაგრამ არის ხალხი, რომელიც გარკვეული მოსაზრებით, პრობლემას ხედავს მასში. ჩემი მოსაზრებით, ამ ხალხს ალტერნატივის უფლება უნდა ჰქონდეს.

თუ გვინდა ვიყოთ ნორმალურ სახელმწიფოში, ეს არის სწორი პოზიცია. არ მესმის, რატომ უნდა იყოს ეს საერთოდ დავის საგანი,“- აღნიშნა დავით ზურაბიშვილმა. (28.02.2014)


http://www.ambioni.ge/davit-zurabisvili-id-baratze

Комментариев нет:

Отправить комментарий