пятница, 21 марта 2014 г.

Made in Bilderberg ანუ დასავლური კულტურა და ცნობიერების კონტროლი

შინაარსი:

შესავალი

მტრის დამარცხება თუ გსურს - აღზარდე მისი შვილები

გამოკითხვა ნუმერაციის მიხედვით

პროპაგანდა = ომს

"ბითლზის" გამოჩენა

ტავისტოკის ცნობიერების ინჟინერია

ედვარდ ვინსენტ სალივანის გამოჩენა

"ბითლზის" შექმნა

ხმის ჩამწერი კომპანია EMI

სახელგანთქმულ ადამიანთა წრე

"ბითლზი" სცენაზე გამოდის

თეოდორ ადორნო

სოციალური ინჟინერია და როკ-ენ-როლი

ბრიტანული შემოსევა

მასობრივი ჰიპნოზის მანქანა

უსაფრთხოების ინსტრუქცია


*******************************************************************

შესავალი

"მე ვიცი, როგორ ვაიძულო საშუალო ამერიკელი დაიჯეროს ის, რაც მე მსურს. ამისთვის საკმარისია ტელევიზიის გაკონტროლება... შენ რაღაცას აქვეყნებ ტელევიზიაში, და ეს რეალობა ხდება. გარემომცველი სამყარო თუ ტელევიზიით ნანახის საწინააღმდეგოა, ადამიანები ცდილობენ მის შეცვლას, რათა დაამსგავსონ იმას რაც ტელევიზორში ნახეს"... (ჰელ ბეკერი, "Futures Group". 1981 წ.)

არ უნდა გვაკვირვებდეს ის, რომ ბოლო ორმოცდაათი წელია ტვინებს რეცხავენ ("ტვინების რეცხვა" არის ტერმინი, რომელიც გამოიყენება საზოგადოების ცნობიერების შესაცვლელად გამიზნული კულტურულ-იდეოლოგიური და ფსიქო-სოციალური მეთოდების აღსანიშნავად - რედ.) კინოსა და ხმის ჩამწერი ინდუსტრიის ტექნოლოგიებით (ტელევიზია, ფილმები, მუსიკალური ვიდეოკლიპები და სხვა), რომელთაც სიმართლის ჩვენეული გაგების შეცვლა ძალუძთ. 1956 წელს გერმანელმა ფილოსოფოსმა, სოციოლოგმა და მუსიკის თეორეტიკოსმა, თეოდორ ადორნომ, თავის ნაშრომში "ტელევიზია და მასობრივი კულტურის შაბლონები" ("Television and the Patterns of Mass Culture") დაწერა, რომ "ტელევიზია - ეს არის ქცევის მართვისა და ფსიქოლოგიური კონტროლის ისეთი საშუალება, რაზეც ადრე ოცნებაც კი შეუძლებელი იყო". "ადორნოსა და მის თანამოაზრეებს, - წერს ჰარლი შლანგერი, - ტელევიზიამ მისცა იდეალური საშუალება შეექმნათ ჰომოგენური, მასობრივი კულტურა, რომლის მეშვეობითაც შეძლებდნენ საზოგადოების აზრის გაკონტროლებასა და დაკმაყოფილებას ისე, რომ ქვეყანაში ყველას ერთნაირად ეფიქრა".

"მასების აზროვნებითა და ჩვევებით მანიპულაცია დემოკრატიული საზოგადოების უმნიშვნელოვანესი ელემენტია. ისინი, ვინც ადამიანთა გონებაზე ამ უხილავი ბერკეტით (ანუ ტელევიზიით, რეკლამით (2) და მისგან გამომდინარე საზოგადოებრივი აზრით) მანიპულირებს, აყალიბებს ერთგვარ უხილავ მთავრობას, რომელიც ნამდვილ მმართველ ძალას წარმოადგენს".

ასე იწყება ერთიანი მსოფლიო მთავრობის შესახებ შეთხზული თამამი წიგნი "პროპაგანდა" ("Propaganda"), რომელიც 1928 წელს ზიგმუნდ ფროიდის ძმისშვილმა, ედუარდ ბერნეიზმა (3) გამოაქვეყნა. კერძოდ, ის ამტკიცებს: "ცივილიზაციის განვითარებისდა კვალად უხილავი მთავრობისადმი მოთხოვნა სულ უფრო და უფრო აშკარა ხდება. ამიტომაც საჭირო გახდა იმგვარი საშუალებების შექმნა, რომლებიც საზოგადოებრივ აზრს დაარეგულირებდნენ".

იმის შემდეგ რაც მანიპულატორები, ანუ მთელს მსოფლიოში ტვინების ჩამრეცხავ ძირითად დაწესებულებათა სოციალური ინჟინრები, მიხვდნენ, რომ ადამიანებისთვის დამახასიათებელია არა იმდენად მზა იდეების მიღება, რამდენადაც მიუწვდომელი იდეალისადმი ფსიქოლოგიური სწრაფვა, იმწამსვე აღიჭურვნენ ინსტრუმენტებით, რომლებიც აუცილებელია მორალური პროფილისა და საზოგადოებრივი აზრის შესაცვლელად (რასაც სუპერეგოს უწოდებენ ფროიდის მიმდევრები).

საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოსა და ბილდერბერგის კლუბის წევრებისთვის ადამიანთა გონების კონტროლი პრიორიტეტული ამოცანაა. ტელევიზიის გამოჩენამ და მისით ტელემაყურებლთა ცთუნების შესაძლებლობამ ადრინდელი ღირებულებები ააორთქლა. ბინდში რაღაც ახალი და გაურკვეველი რამ ყალიბდებოდა, რადგან ხელმძღვანელები მიხვდნენ: გონების უარყოფის პირობებში, მასებისთვის "პოსტმოდერნისტული" იდეების თავსმოსახვევი საუკეთესო საშუალება, ერთიანი საზოგადოებრივი აზრისა და ერთიანი ფილოსოფიის არქონაა, ადამიანურ სურვილთა, ფანტაზიათა და მისწრაფებათა სასარგებლოდ.

ყოველი ადამიანისთვის, ვინც მცირედ მაინც აზროვნებს, ცხადი უნდა იყოს, რომ პოპ-კულტურა თავისთავად როდი აღმოცენდა; მას უმსხვილესი კორპორაციები აკონტროლებენ და მოჩმახულია მათი უმთავრესი იდეური ცენტრების, ფონდებისა და ორგანიზაციების მიერ, რომლებიც ბილდერბერგის კლუბთან, მასობრივი მომსახურების სისტემასთან და ტავისტოკის ინსტიტუტთან არიან დაკავშირებულნი. სწორედ ესენი არიან პასუხისმგებელნი მუსიკაზე, ტელევიზიაზე, წიგნებზე, მოდაზე და ა. შ. ბილდერბერგის კლუბის ელიტა და ტავისტოკის სოციალური ინჟინრები მიხვდნენ, რომ თავიანთი მიზნების მისაღჭევად მათ უმთავრესი ყურადღება ახალგაზრდა თაობაზე უნდა გადაიტანონ, რათა გამოიწვიონ პარადიგმის საერთო ცვალებადობა, რომელიც შეიპყრობდა სხვადასხვა თაობას ან, რაც პრინციპში იგივეა, საზოგადოებაში დომინირებულ რწმენებსა და ღირებულებებს შეცვლიდა. ამგვარად, მაყურებელი, ტვინების ჩარეცხვის უნებლიე მსხვერპლი გახდა.


მტრის დამარცხება თუ გსურს - აღზარდე მისი შვილები



"სოციალურ პარადიგმებში ამ ცვლილებების ინდიკატორი, - ამტკიცებს ვულფი თავის სტატიაში სათაურით: "გამორთეთ თქვენი ტელევიზორი", რომელიც 1999 წელს "The New Federalist"-ში გამოქვეყნდა, - არის ის ღირებულებები, რომელსაც ახალგაზრდული პოპ-კულტურა ახორციელებს. ის ასიმილირდება, გადმოიტანება თვით იმ დაწესებულებებიდან, რომლებიც განსაზღვრული დროის განმავლობაში მშობლებს ცვლიან (მაგ.: სკოლიდან). საზოგადოებაში ღირებულებების შეცვლა თუ გსურს, ყველაზე ადვილად ამას გააკეთებ თუ მთელს ყურადღებას ახალგარზდობაზე გადაიტან და მთელი საზოგადოებისთვის ამ იდეების თავსმოხვევაზე დროს არ დაკარგავ".

ტავისტოკის ინსტიტუტის ერთ ერთი დამაარსებელი, ერიკ ტრისტი და სოციალური ტექნოლოგი ფრედ ემერი 1970 წელს დაწერილ ორ ნოვატორულ წიგნში, ჰყვებიან იმ გამაოგნებელ ეფექტზე, რომელიც თავისი არსებობის ოცი წლის განმავლობაში მოახდინა ტელევიზიამ ამერიკულ საზოგადოებაზე. ტრისტმა და ემერიმ განაცხადეს, რომ სატელევიზიო ჩვენების პროცესი არსებითად ტვინების ჩარეცხვის მექანიზმს უდრის. მათ დაამტკიცეს, რომ ნებისმიერი ტელეგადაცემის ყურება (მისი შინაარსისდა მიუხედავად) აზროვნების კოგნიტიურ პროცესებს აქვეითებს და ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ნარკოტიკის მსგავს ეფექტს ახდენს, რომელიც ჩვეულებრივ მაყურებელს შთაგონებად და მანიპულირებად სუბიექტად გარდააქცევს. გარდა ამისა, მათ აღმოაჩინეს, რომ ეს ტვინჩარეცხილი ზომბები, ისტერიულად უარყოფდნენ მათზე რაიმე ზეგავლენას, და იმასაც კი ამტკიცებდნენ, რომ მსგავსი მანიპულაციები მათ აზროვნებაზე საერთოდ შეუძლებელია.

ტრისტი და ემერი ამტკიცებდნენ, რომ ტავისტოკის ინსტიტუტის საერთაშორისო ცენტრები ტვინების ჩარეცხვის სფეროში, შეიქმნა ერთადერთი მიზნით - გაამყაროს მსოფლიოს პოსტინდუსტრიალური მოწყობის პარადიგმის ცვლილებები. ბილდერბერგის კლუბის ერთ ერთი პრიორიტეტული ამოცანაა - ნულოვანი ზრდის მქონე პოსტინდუსტრიული საზოგადოების შექმნა. ტრისტის განცხადებით ბილდერბერგის კლუბის მიზანია ეს ცვლილება შეუქცევადი გახდეს. როგორც ტრისტი, ასევე დოქტორი ალექსანდრე კინგი, მხარს უჭერდნენ "ახალი მსოფლიო წესრიგის სასარგებლოდ მასების აღზრდის კამპანიას, ეროვნული წინააღმდეგობის ნარჩენების გატეხვის მიზნით, განსაკუთრებით აშშ-ში" (და ეს ტავისტოკის მიერ შემუშავებული მოდელის მიხედვით). მართლაც, მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მიერ გამოყენებულ საშუალებათა კომპლექსი საკვანძო მნიშვნელობისაა, როგორც მოსახლეობის დიდი ჯგუფების გონებრივი "გასუფთავების", ასევე ინდივიდუალური, მორალური პასუხისმგებლობის შეზღუდვის თვალსაზრისით. ტრისტისა და ემერის ერთ ერთი პროგნოზი იმაში მდგომარეობდა, რომ მათი გეგმა თუ განხორციელდებოდა, XX საუკუნის მიწურულს შეერთებული შტატები გახდებოდა ფაშისტურ-პოლიციური სახელმწიფო და რაოდენ მართლები იყვნენ ისინი!


გამოკითხვა ნუმერაციის მიხედვით

თუმცა ეს შეთქმულება ვერ იქნებოდა იმდენად ეფექტური, რომ არა ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სფერო თანამშრომლობისა დაწესებულებებსა და სახელმწიფოს (ან საზოგადოებას) შორის, რომელსაც ბილდერბერგის კლუბი. საზოგადოებრივი აზრის შესწავლის კამპანია და ის გიგანტური სიცრუე, რომლითაც ბილდერბერგი იყო დასაქმებული მთელი ორმოცდაათი წლის განმავლობაში, მთელს ამ ოპერაციას კანონიერს ხდის საზოგადოების თვალში. სწორედ ეს კომპანიები აყალიბებენ საზოგადოების აზრს ისე, როგორც ეს შეთქმულებს სჯირდებათ. გამოკითხვათა უდიდესი ნაწილი, რომელსაც უმსხვილესი საინფორმაციო საშუალებები აწარმოებენ და რომელთაც განეკუთვნებიან ისეთი ტელეკომპანიები, როგორიცაა: CBS, NBC, ABC, CNN, "Fox", газеты "The New York Times", "The Washington Post", "The Financial Times", "The Wall Street Journal", ასევე ჟურნალები: "Time", "Newsweek" (ყველა მათგანი ბილდერბერგის კლუბს ეკუთვნის), სინამდვილეში კოორდინირდება საზოგადოებრივი აზრის კვლევის ეროვნული ცენტრის მიერ, სადაც შემუშავებულია ფსიქოლოგიური შაბლონი ყველასთვის, დედამიწის ყველა ქვეყნისთვის.

ყველაზე აქტიურად ბილდერბერგის კლუბი იყენებს ორ საშუალებას: "Gallup" (საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მეთოდიკა, რომელიც ასე მისი შემქმნელის, ამერიკელი სტატისტიკოსის ჯორჯ გელაპის სახელის მიხედვით იწოდება და, რომელსაც მასობრივი საინფორმაციო საშუალებები ჩვეულებისამებრ იმისთვის იყენებენ, რათა, როგორც ეს ნავარაუდებია, ასახოს საზოგადოებრივი აზრი) და მონიტორინგის სამსახური, რომელიც იან-კელოვიჩმა, სკელი და უაიტმა შექმნეს.

დენიელ იანკელოვიჩმა ხაზი გაუსვა ამ იდეას ჯონ ნეისბიტის წიგნიდან "მოხსენება ტენდენციებზე" ("Trend Report"), რომელიც ბილდერბერგის კლუბის ერთ ერთმა განშტოებამ, რომის კლუბმა შეუკვეთა და რომლის შემადგენლობაში შედიან მიხეილ გორბაჩოვი, ესპანეთის სამეფო კარი, ნიდერლანდების (ჰოლანდიის) დედოფალი ბეატრიქსი, ბელგიის პრინცი და ხუან ლუის სებრიანი ჯგუფიდან PRISA. ეს ის უზარმაზარი აპარატია, რომელმაც ამერიკელთა უმეტესობა, რომელსაც არასოდეს სმენოდა სადამ ჰუსეინის შესახებ და ერაყის ადგილსამყოფელი ბუნდოვნად წარმოედგინა, გადააქცია ადამიანებად, რომლებიც მისი სისხლი სწყურიათ და ერაყელთა განადგურებას ითხოვენ.

"მი-6"-ის ყოფილი აგენტი, ჯონ კოლემანი თავის წიგნში "შეთქმულთა იერარქია: კომიტეტ 300-ის ისტორია" ("Conspirators Hierarchy: The Story of the Committee of 300″) წერს: "ადამიანთა უმრავლესობას არ ესმის, რომ მრავალი იმისგან, რასაც გაზეთებში ვკითხულობთ ან ტელევიზიით ვუყურებთ, ჯერ საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი კომპანიების მიერ იფილტრება. ჩვენ ვუყურებთ მხოლოდ იმას, რაც საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელ კომპანიებს ნებავთ რომ ვუყუროთ. ამას ისინი "საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას" უწოდებენ.

ამგვარი სოციალური დამუშავების მთელი იდეა იმაშია, რომ გაიგონ როგორ რეაგირებს საზოგადოება პოლიტიკურ დირექტივებზე, რომელიც მათ ბილდერბერგის კლუბმა განუწესა. ამგვარ საზოგადოებას ისინი "მოსახლეობის მიზნობრივ ჯგუფებს" უწოდებენ, ხოლო გამოკითხვები ათვალსაჩინოებენ "წინააღმდეგობისა და პროტესტის ხარისხს იმის მიმართ, რაც უკანასკნელ ცნობებში ჩნდება", - ასკვნის კოლემანი.

ეს ყველაფერი გახლავთ ცნობიერების დამუშავების პროცესის ნაწილი, რომელიც დეტალურად არის დამუშავებული ტავისტოკში და რომელიც ტექნიკურად ეწოდება "შეტყობინება, რომელიც აღწევს ზემოქმედებას დასაქვემდებარებელ პიროვნებათა აღქმის ორგანოებს".

"დღეს ადამიანები ფიქრობენ, რომ კარგად არიან ინფორმირებულნი, მაგრამ წარმოდგენაც კი არა აქვთ, რომ აზრი, რომელიც მათ თავიანთი ჰგონიათ, ფაქტობრივად კვლევით ინსტიტუტებში და ამერიკის ცენტრებშია შექმნილი, და არც ერთ ჩვენგანს არ შეუძლია ჰქონდეს საკუთარი აზრი ინფორმაციის იმ ნაკადში, რომელსაც თავს გვატეხენ მასობრივი საინფორმაციო საშუალებები და საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი კომპანიები", - წერს კოლემანი. მაგალითად, ერთ ერთი ასეთი ცენტრია ანალიტიკურ-კვლევითი კორპორაცია - ორგანიზაცია, რომელიც განლაგებულია მაკლინში (აშშ, ვირჯინიის შტატი). ეს კომპანია დაარსდა 1948 წელს და ის ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ნაწილი გახდა, შემდეგ კი ბილდერბერგის კლუბის დაქვემდებარებაში გადავიდა. კორპორაცია მონაწილეობას ღებულობდა დაახლოებით 600-ზე მეტ პროექტში, მათ შორის შავკანიანთა არმიაში ინტეგრაციის პროგრამაში, ასევე ტაქტიკური ბირთვული იარაღისა და მოსახლეობის კონტროლის პროგრამებში. კორპორაციის პროექტებს მეტად ინერტული სახელწოდებები გააჩნიათ, ისეთი, რომელიც განსხვავებულ მიზანდასახულობაში ეჭვსაც კი არ აღძრავს. მაგალითად, "1618-1905 წლების სახმელეთო ბრძოლების ანალიზი და მისი შედეგების გამოყენება დღევანდელ ომებში".

ეს ორგანიზაცია მჭიდროდ არის დაკავშირებული კორპორაციასთან "Rand" და სხვა მსგავს დაწესებულებებთან. "Rand"-ი ცსს (ცენტრალური სადაზვრვო სამმართველო) უმნიშვნელოვანესი იდეური ცენტრია, რომელიც დაკავშირებულია ტავისტოკთან. ამ ორგანიზაციებიდან ყოველი, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო, - ერთმანეთთან არიან დაკავშირებულნი და წარმოადგენენ ერთი, გიგანტური და ყველგანმყოფი საიდუმლო შეთქმულების ნაწილს, რომლის ეპიცენტრი - ყოვლისშემძლე და ზესაიდუმლო ბილდერბერგის კლუბი გახლავთ მისი ფილიალის, ადამიანთა ტვინების ჩამრეცხავი ცენტრის, "ადამიანთა ურთიერთობების ტავისტოკის ინსტიტუტთან" ერთად.

ტავისტოკის ერთ ერთი პირველი კვლევა, რომელიც 1921 წელს ფსიქოლოგიური ომის ბრიტანული ბიუროს ხელმძღვანელობით ჩატარდა, დაკავშირებული იყო პირველ მსოფლიო ომს გადარჩენილ ბრიტანელ ჯარისკაცთა ომისშემდგომი ნევროზის ეფექტებთან. ეს კვლევა მიზნად ისახავდა არა ჯარისკაცთა მკურნალობას, არამედ იმის გამორკვევას, თუ რამ გამოიწვია ადამიანებში ასეთი დათრგუნვა.

წარმოუდგენელი ძალაუფლება ბილდერბერგის კლუბის წევრებს შესაძლებლობას აძლევს ერთმანეთთან დაკავშირებული და მის მფლობელობაში მყოფი ორგანიზაციების მეშვეობით, ასევე საწარმოო კონგლომერეტების, სადაზღვევო კომპანიების, ბანკების, ფინანსური დაწესებულებების, ნავთობკომპანიების, გაზეთების, ჟურნალების, რადიოსა და ტელევიზიის, ასევე სხვა სოციალური ინჟინრების აქტიური მონაწილეობით შექმნას ის, რასაც ვხედავთ, გვესმის და ვკითხულობთ; ასევე შეუძლიათ სულ რაღაც რამოდენიმე კვირაში შექმნას და დანერგოს ახალი საზოგადოებრივი აზრი პრაქტიკულად ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით.


პროპაგანდა = ომს

XX საუკუნის დასაწყისში სიტყვები "პროპაგანდა" და "ომი" სინონიმები გახდნენ და ეს შემთხვევითი არ ყოფილა. ამ სემანტიკურ იდენტურობაზე პასუხს აგებდნენ უოლტერ ლიპმანი (ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური კომენტატორი და ზიგმუნდ ფროიდის ინგლისურ ენაზე მთარგმნელი. გარდა ამისა, პირველი მსოფლიო ომის დროს ის იყო დიდი ბრიტანეთის სამხედრო-პოლიტიკური პროპაგანდის ბიუროს თანამშრომელი) და ედუარდ ბერნეიზი, ფროიდის ძმისშვილი, საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციის ტექნოლოგიის ერთ-ერთი შემქმნელი. ბერეინზი "პროპაგანდაზე" წერდა:

"უდავოდ, პირველი მსოფლიო ომის დროს სწორედ პროპაგანდის გასაოცარმა წარმატებამ აუხილა თვალი ბევრ ადამიანს იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც საზოგადოებრივი აზრის მანიპულირება გულისხმობდა... ჩვენ გვმართავენ, ჩვენს ცნობიერებას მიზანმიმართულად წარმართავენ, ჩვენს გემოვნებას აყალიბებენ და სხვადასხვა იდეებს გვახვევენ ადამიანები, რომელთა შესახებაც არასოდეს არაფერი გვსმენია,.

როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა გვქონდეს ყოველივე ამის მიმართ, ფაქტი ფაქტადვე რჩება: ჩვენი ცხოვრების თითქმის ყოველ აქტში (პოლიტიკა იქნება ეს, ბიზნესი, საზოგადოებრივი ქცევა თუ ეთიკური აზროვნება ან სხვა) ჩვენზე ბატონობს ადამიანთა მცირე ჯგუფი, რომელიც ათეულობით და ასეულობით მილიონ ადამიანთა უმცირეს ნაწილს წარმოადგენს, მაგრამ კარგად ესმის მასობრივი ცნობიერების პროცესები და მასების ქცევის სოციალური მოდელები. სწორედ მათ ხელშია სადავეები და ისინიც, მოხერხებულად მართავენ საზოგადოების ცნობიერებას, აკავებენ სოციალურ ძალებს, იგონებენ ახალ ახალ მეთოდებს მსოფლიოზე კონტროლის დასამყარებლად".

სინამდვილეში ედუარდ ბერნეიზი და უოლტერ ლიპმანი ერთად ღებულობდნენ მონაწილეობას სამხედრო ინფორმაციით მანიპულირების საიდუმლო კვლევებში, რომელსაც აწარმოებდა საერთაშორისო ურთიერთობათა სამეფო ინსტიტუტი (შტაბ-ბინა ჩატემ ჰაუსში, აშშ) და რომელიც მასების მიერ ომის მხარდაჭერას ისახავდა მიზნად. პროპაგანდის ლავა, რომელიც თავს ატყდებოდა მოსახლეობას პრესის მეშვეობით საოცრად მოქმედებდა მუშებზე, რომელთაც პრაქტიკულად არ უჩნდებოდათ წინააღმდეგობა იმის მიმართ, რაც შემდეგ სისხლიან სასაკლაოდ შემობრუნდა ფლანდრიის მინდვრებზე. პირველი მსოფლიო ომის დროს ჯერ კიდევ ყმაწვილი ბერნეიზი აშშ-ს საზოგადოებრივი ინფორმაციის კომიტეტში მუშაობდა, რომელიც 1917 წელს შეიქმნა და ომის, როგორც მსოფლიოს დემოკრატიზაციის უმთავრესი მომამზადებელი აქტის პროპაგანდისკენ იყო მიმართული. იმ დროიდან მოყოლებულ ყველა ომში, დღევანდელი "ანიტერორისტული ოპერაციების" ჩათვლით, პროპაგანდის იგივე მეთოდები გამოიყენება.

მოდი გავიხსენოთ, რომ ბილდერბერგისა და რომის კლუბები ფულს მცირე და დიდ ომებში, ასევე გადამტერებული მხარეების იარაღითა და კვების პროდუქტებით მომარაგებაში აკეთებენ. კონფლიქტის მასშტაბს მნიშვნელობა არა აქვს: მსოფლიოში, რომელსაც ბილდერბერგის კლუბი აკონტროლებს, სარფიანი საქმე ყოველთვის გამოიძებნება. "საფრანგეთთან ომის დროს ასობით ათასი ბრიტანელი ახალგაზრდის დაღუპვის მიუხედავად, სისხლიანი ომისადმი წინააღმდეგობა ფაქტობრივად არ არსებობდა. იმდროინდელი ჩანაწერები ადასტურებენ, რომ 1917 წლისთვის, ზუსტად იმ დროს, როდესაც ომში აშშც ჩაერთო, ბრიტანელი მუშების 94%-ს, ვის ზურგზეც გადავიდა ამ ომის უმთავრესი სიმძიმე, წარმოდგენაც კი არ ჰქონდა ვისთვის ან რისთვის იბრძოდნენ ისინი, გარდა მანიპულატორების მიერ შექმნილი იდეოლოგიის, რომლის მიხედვითაც გერმანელები ის საშინელი რასაა, რომლებსაც მიზნად აქვთ დასახული დაამხონ ინგლისელთა მონარქი და გაანადგურონ ინგლისი, ამიტომაც, ისინი აღგვილ უნდა იქნენ პირისაგან მიწისა", - წერს ჯონ კოლემანი.

სინამდვილეში, ექვსი თვის შემდეგ (რომელ პერიოდშიაც გრძელდებოდა ეს ექსპერიმენტი) მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ მოსახლეობის მხოლოდ 10% შეეძლო ლოგიკური აზროვნება და იმ პრობლემის შეგნება, რაც არსებობდა იმდროინდელ მსოფლიოში. იმ დროიდან მოყოლებული, ტვინების ჩარეცხვით დასაქმებული სპეციალისტები ამ პრინციპს, ომთან და ნებისმიერ საზოგადოებრივ პრობლემასთან დაკავშირებით, მართებულად და სწორად მიიჩნევენ. ავიღოთ, მაგალითად, სიგარეტის მოწევის საწინააღმდეგო კამპანია ან ეროვნული მოძრაობა კატალონიაში, ევროპის კონსტიტუცია, ემიგრაციის პრობლემა ევროპაში, ომები ავღანეთსა და ერაყში, კვებეკის კანადისგან გამოყოფის იმპულსური მცდელობები, აზიაში ნავთობის ნაკლებობით გამოწვეული პრობლემები და ამ ვითარებით მიღებული კეთილდღეობა ევროპაში. 1991 წელს ისეთივე სიტუაცია იყო, როგორც ბოლო დროს ერაყის ომში, როდესაც ამერიკელების 87%-მა მხარი დაუჭირა ამ უკანონო თავდასხმას. და ეს არ არის მარტო ლოკალური მოვლენა. მაგალითად, ესპანეთის მოქალაქეთა ძალზედ მაღალმა პროცენტმა მისცა ხმა ევროპის კონსტიტუციას, მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხვით, მოსახლეობის მხოლოდ უმცირეს ნაწილს ჰქონდა მისი ტექსტი წაკითხული. ჯონ კოლემანი თავის წიგნში "შეთქმულთა იერარქია: კომიტეტ 300 ისტორია" წერს:

"ამგვარად, ირაციონალიზმი საზოგადოებრივი ცნობიერების დონეზე იქნა აყვანილი. მანიპულატორებმა ამაზე თამაში დაიწყეს, რათა დაესუსტებინათ და გადაემისამართებინათ რეალობის აღქმის ადამიანური უნარი, რომელიც განაპირობებს მათ საქციელს ნებისმიერ სიტუაციაში. რაც უფრო რთული ხდებოდა თანამედროვე ინდუსტრიული საზოგადოების პრობლემები, მით უფრო ადვილად ცვლიდნენ საზოგადოებრივ ცნობიერებას, რომლის შედეგადაც აღმოვჩნდით სიტუაციაში, როდესაც აბსოლუტურად არამოტივირებული მასის შეხედულებები, რომლებიც დახვეწილმა მანიპულატორებმა შექმნეს, აღიქმებოდა როგორც ობიექტური მეცნიერული ფაქტი".

საყურადღებოა, რომ ტავისტოკ რისტმა და ემერმა შექმნეს "სოციალური ტურბულენტურობის" თეორია, ანუ ე. წ. "ფსიქოლოგიური დამუშავება მომავალი კატაკლიზმებისთვის", რომლის თანახმადაც მოსახლეობა გამუდმებულ სტრესში უნდა ამყოფონ ენერგიის გლობალური უკმარისობის, ეკონომიკური და ფინანსური კოლაფსების, ასევე ტერორისტული შეტევების გამოყენებით. "თუ "რყევები" სწრაფად და ინტენსიურად ხდება, შეიძლება მთელი საზოგადოეა მასობრივი ფსიქოზის მდგომარეობამდე მივიყვანოთ", - ამტკიცებენ ტრისტი და ემერი. გარდა ამისა, ინდივიდები, რომლებიც შეეცდებიან თავიდან აიცილონ მოსალოდნელი რეალობა, თავს მორალურად გახრწნილად ჩათვლიან; მათ დაეუფლება ნიჰილიზმი, მრისხანება და გართობის დაუოკებელი წყურვილი.

სინამდვილეში ჩვენ ვლპარაკობთ ერთი და იგივე მონეტის ორ მხარეზე, რომლიეც ერთ მხარეზეა - დაფარული და მზაკვრული მანიპულირება, ცნობიერების მართვა ტელევიზიის მეშვეობით, ხოლო "მეორეზე, - წერს ჯონ ქუინი "News Hawk"-ის 1999 წლის 10 ოქტომბრის ნომერში, - პარადიგმის პირდაპირი და დაუფარავი ცვლილება, ძირითადი კონცეპტების ტრანსფორმაცია, პარამეტრების მორღვევა, სათამაშო მოედნისა და თამაშის წესების ცვლილებები, რის შედეგადაც საზოგადოება ფორმირდება დროის გასაოცრად მოკლე პერიოდში".

თანამედროვე აზროვნების პარადიგმის ცვლილების თვალსაჩინო ნიმუშია ლეგენდარული როკ-ჯგუფი ლივერპულიდან, "The Beatles", რომელიც შეიქმნა ბილდერბერგის კლუბისა და ახალი მსოფლიო წესრიგის ერთობლივი ძალისხმევით და, რომელიც აზროვნების კონტროლის ტავისტოკური მეთოდიკის წყალობით ამგვარი კონტროლის სრულყოფილი ნიმუში გახდა.


"ბითლზის" გამოჩენა

"ბითლზი" ("Beatles"), რომლებმაც თავისი გულუბრყვილო სახით როკ-მუსიკისა და თანამედროვე ელექტრონული მუსიკის დაბადება მიანიშნეს, 1960-იანი წლების უბრალო ჯგუფი როდია. ეს არ იყო არ ახალგაზრდების სპონტანური ამბოხი ძველი სოციალური სისტემის წინააღმდეგ, არამედ ინგლისის მთავრობისა და ფსიქოლოგიური ომის ბრიტანეთის ბიუროს საიდუმლო და გულდასმით შემუშავებული გეგმა, რომელიც მიზნად ისახავდა მძლავრი დამანგრეველი ელემენტის შეტანას მოსახლეობის მიზნობრივ ჯგუფში, რომლის ცნობიერება მისი ნების საწინააღმდეგოდ უნდა შეეცვალათ. ეს იყო "საზოგადოების დამუშავების მკაფიო მაგალითი, როდესაც მან მიიღო ცვლილება მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი ყოველივე ამას არასასურველად მიიჩნევდა". გეგმა ხორციელდებოდა ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის, ბრიტანეთის მი-6 და ტავისტოკის ინსტიტუტის მეთვალყურეობით, რომლებმაც გაავრცელეს უჩვეულოდ ძლიერი ნარკოტიკები, რომლებიც ანგრევდნენ ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობას. ასევე გამოიყენეს უახლესი ინფორმაცია, რომელიც ადამიანის ქცევებს ეხება რადიოსთან და ტელევიზიასთან დაკავშირებით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჯგუფი "ბითლზი" აშშ-ში იმიტომ ჩამოიყვანეს, რომ ის წარმოადგენდა სოციალური ექსპერიმენტის ნაწილს, რომელსაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის ტვინები უნდა ჩაერეცხა, თანაც ისე, რომ მოსახლეობამ არაფერი იცოდა ამის შესახებ.

შემდგომში ეს მსოფლიო ფენომენი ცნობილი გახდა ბიტლომანიის სახელწოდებით. "ბითლზების" აშშ-ში ჩამოსვლის შემდეგ ვერავინ წარმოიდგენდა, რამდენად დიდია იმ კულტურული კატასტროფის არეალი, რომელიც მას ამერიკელთა მთელი თაობებისთვის მოჰქონდა. გამონაკლისს წარმოადგენდა მხოლოდ რამოდენიმე ადამიანი, რომელიც ტავისტოკთან დაკავშირებული ცნობიერების ცენტრებისა და კვლევითი დაწესებულებების მფარველობის ქვეშ მოქმედებდა.

1920 წელს, თავისი მოკრძალებული გამოჩენიდან მოყოლებული, ტავისტოკის ინსტიტუტი, რომელსაც ჯონ როულინგ რიზი მეთაურობდა, ნელ-ნელა ვითარდებოდა სანამ ის მეორე მსოფლიო ომის დროს ფსიქოლოგიური ომისა და ბრიტანეთის დაზვერვის ფსიქოლოგიური მედიცინის მძლავრ ინსტიტუტად არ გარდაიქცა.

1930-იან წლებში ტავისტოკის ინსტიტუტმა ახალი და მჭიდრო ურთიერთობები დაამყარა ფრანკფურტის სკოლასთან, რომელიც კულტურის კრიტიკულ ანალიზზე მუშაობდა ნეოფროიდალური პოზიციებიდან. მეორე მსოფლიო ომის მოახლოებასთან ერთად, ფრანკფურტის სკოლა გადატანილ იქნა ნიუ-იორკში, ამიტომაც ის სრულ უსაფრთხოებაში იმყოფებოდა და კოორდინირებას უწევდა მასმედიის მოსახლეობაზე და კულტურაზე ზემოქმედებასთან დაკავშირებულ კვლევებს.

რადიოს კვლევის პროექტს ხელმძღვანელობდნენ პრინსტონის ბაზიდან. მისი მსვლელობის დროს ინსტიტუტის "საქმოსნები" განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ ნაცისტურ პროპაგანდაას, რომელიც შემდეგ ჩართეს ადამიანური ქცევის თავის გამოკვლევებში, რამაც ათწლეულების შემდეგ აშშ-ს ე. წ. "კულტურულ რევოლუციამდე" მიგვიყვანა და რომელშიც "ბითლზის" შემოჭრაც იგულისხმება. ეს გეგმა ცნობილია "მერწყულის გეგმის" სახელწოდებით.

ჯონ კოლემანი წერს: ""ბითლზის" ფენომენი - ეს ახალგაზრდათა უბრალო, სპონტანური ამბოხი როდია ძველი სისტემის წინააღმდეგ. ეს არის მოუხელთებელი მასონების მიერ გულდასმით შემუშავებული გეგმა მძლავრი დამანგრეველი ელემენტი შეეტანათ მოსახლეობის მიზნობრივ ჯგუფში, რომლის ცნობიერება მისი ნების საწინააღმდეგოდ უნდა შეეცვალათ.

ადამიანურ ურთიერთობათა ტავისტოკის ინსტიტუტმა შექმნა სპეციალური ახალგაზრდული სლენგი და ის "ბითლზის" მეშვეობით დანერგა. მოდაში შემოვიდა ისეთი სიტყვები, როგორიცაა "პოპ-მუსიკა", "მაგარია" და სხვა სლენგური გამონათქვამები, რომელიც ახასიათებს ახალგაზრდებს და რომელიც დაკავშირებულია ნარკოტიკებთან. ეს და სხვა გამოთქმები "ბითლზთან" ერთად მოგზაურობდა მთელს მსოფლიოში, ყველგან, სადაც კი თვით "ბითლზი" მიდიოდა. თინეიჯერებმა (teenagers - ასე უწოდებენ ინგლისსა და ამერიკაში მოზარდებს - რედ.) შექმნეს ახალგაზრდობისგან გამოცალკევებული სოციუმი, რომელსაც სოციალური ინჯენერიის მეშვეობითა და იდეოლოგიური დამუშავებით დააჯერეს, რომ "ბითლზი" - ეს ნამდვილად მათი საყვარელი ჯგუფია.

მთელი სლენგი, რომელიც როკ-მუსიკის კონტექსტში წარმოიშვა, გამიზნული იყო ახალი მიზნობრივი ჯგუფის, ანუ ამერიკელი ახალგაზრდობის მასობრივი მართვისკენ".


ცნობიერების ინჟინერია ტავისტოკურად

"Beatles" არ ყოფილან პირველი მუსიკოსები, ვინაც ისტერიული და მყვირალა ბრბოს ფენომენი შექმნა. მუსიკასა და პოლიტიკაში ამ სფეროს პიონერები შესაბამისად ფრენკ სინატრა და ადოლფ ჰიტლერი იყვნენ. ისინი ისეთსავე მასობრივ ისტერიებს იწვევდნენ თავიანთ ფანატიკოსებში, როგორც "ბითლზი" ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ლივერპულელმა ოთხეულმა ეს უფრო ხანგრძლივი პერიოდით მოახერხა და ფანატიზმის გამოვლინებებიც აქ უფრო ინტენსიური იყო.

როდესაც როკ-ენ-როლის ფენომენმა 1950-იანი წლების ახალგაზრდობა შეიპყრო, ბევრს ჯერ კიდევ გაცნობიერებული არ ჰქონდა თუ რა ზეგავლენას მოახდენდა იგი ამერიკელთა ცხოვრებაზე მთელი დარჩენილი ასწლეულის განმავლობაში. "როდესაც "ბითლზი" დიდების მწვერვალზე ავიდა, - წერს ფენტონ ბრესლერი თავის წიგნში "ვინ მოჰკლა ჯონ ლენონი?" ("Who killed John Len-non?"), - იმ მრავალფეროვნებაზე, რაც ახლა გვაქვს ლაპარაკიც კი შეუძლებელი იყო. ის შეიქმნა იმ პოპულარობის წყალობით, რომელიც გარკვეული ტანლანტების მქონე ამ ოთხმა ჩვეულებრივმა ბიჭმა მოიპოვა. ამ პროცესს ფუნდამენტი ჩაუყარა ტელევიზიის მზარდმა როლმა ამერიკელთა ცხოვრებაში". ედ სალივანისა და მისი პოპულარული საღამოს შოუს წყალობით, რომელიც ეთერში კვირაობით გადიოდა, "ბითლზის" სიმღერებმა ყველა ოჯახში შეაღწია. "ბითლზის" ჰანგები თითოეული ამერიკელის სმენას მისწვდა. თითქოსდა ისტორიის მსვლელობამ მიმართულება შეიცვალა.


ვინსენტ ედუარდ სალივანი

ედ სალივანი ამერიკული ტელევიზიის ნამდვილი ვარსკვლავი იყო, რომელმაც სახელი გაითქვა როგორც მაღალრეიტინგიანი ტელეშოუს წამყვანმა, რომელიც ეთერში 1948-1971 წლებში გადიოდა. ტელეარხმა CBS-მა, რომლის დაფინანსებას დიდი ხნის განმავლობაში ბილდერბერგის კლუბის საპატიო წევრი "Brown Brothers Harriman"-ი აკონტროლებდა (სხვათა შორის, ეს ავტორიტეტული ფირმა თავის დროზე სახსრებს ადოლფ ჰიტლერის მესამე რეიხის მხარდასაჭერადაც აგროვებდა) და ფრენკ სტენტონმა (როკფელერისა და კარნეგის ფონდების ბენეფიციარი, რომელთაც ასევე ბილდერბერგის კლუბი აკონტროლებს) სალივანი საკვირაო ტელეშოუს წამყვანად დაიქირავეს.

სალივანის იმიჯი შეიმუშავეს ტავისტოკის ინსტიტუტის სოციალურმა ინჟინრებმა (საითაც გააგზავნეს ის შეთქმულებმა პირველი როკ-ჯგუფის გასაცნობად, რომელიც ტავისტოკის ინსტიტუტის საჩუქარი და საცდელი ბაჭია იყო) რათა, სატელევიზიო პროგრამებს პუბლიკის მოლოდინი გაემართლებინათ: ის ჩვეულებრივი ადამიანი ჩანდა, რომელსაც გართობის ინდუსტრიის სანახაობრივი წარმოდგენები მიჰყავდა და, რომელსაც ტელეეკრანებს მიმჯდარი ამერიკელები ყოველკვირაულად უყურებდნენ.


"ბითლზის" შექმნა

ისტორიკოსი და ჟურნალისტი დონალდ ფაუ წერს: "ბითლზმა" თავისი გამოსვლები 1950-იან წლებში ინგლისისა და დასავლეთ გერმანიის ჯაზ-პაბებში დაიწყო. ეს კლუბები, როგორც წესი, დიდი ქალაქების ყველაზე მდიდრულ რაიონებში მდებარეობდნენ და ამის გამო ქუჩის ქალებისა და ნარკომანების საყვარელი თავშესაყარიც იყო". "ბითლზის" ბიოგრაფი ფილიპ ნორმანი ამტკიცებს, რომ "ერთადერთი ადგილი, სადაც ისინი რეგულარულად გამოდიოდნენ, სტრიპტიზ-ბარი გახლდათ. კლუბის მეპატრონე ჯგუფის ყოველ წევრს ხუთიდან ათ შილინგამდე უხდიდა, რათა დაეკრათ მუსიკა, სანამ სტრიპტიზიორი მოცეკვავე ჯენისი ტანზე იხდიდა ბარში შეკრებილი პუბლიკის წინაშე, რომელიც ძირითდად მეზღვაურებისა და მორიდებული კლერკებისგან შედგებოდა".

პირველი კარგი შესაძლებლობა ჯგუფს გერმანიაში მიეცა, 1960 წელს, როდესაც ჰამბურგის ერთ-ერთ ჯაზ-კლუბში მუსიკოსებმა კონტრაქტი გააფორმეს. ამ პერიოდს ნორმანი ასე აღწერს: "წითელი ფანრების ქუჩაზე სხვადასხვა ასაკის ათასგვარად გამოწყობილი პროსტიტუტკები ირეოდნენ... ყველაფერი უფასო და ადვილი იყო. სექსი რაღაც მარტივი და უბრალო რამ გახლდათ... იქ სექსი ყველგან თან გდევდა, ყოველ ნაბიჯზე". შემდეგ ის წერს: ""ბითლზი" შორს იყო იმ მიამიტური იმიჯისგან, როგორც ეს წარმოუდგენიათ მის თაყვანისმცემლებს. თავისი პირველი გამოსვლების დროსაც კი "ბითლზის" წევრები ყოველთვის ნარკოტიკ ფემენტრაზინის ზეგავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ. ნაყლაპი ტაბლეტებისგან ჯონ ლენონს პირზე დუჯი მოსდიოდა... ჯონმა პირდაპირ სცენაზევე დაჰკარგა კონტროლი საკუთარ თავზე, დაიწყო ხტუნაობა და რაღაცის ბურტყუნი... რადგან პუბლიკას არაფერი ესმოდა ლენონის ნათქვამიდან, მან დაიწყო ყვირილი: "Sieg Heil!", "Sieg Heil!" ("ზიგ ჰაილ" - ნაცისტური მისალმება - რედ.) და "გამყიდველი ნაცისტები", რაზეც პუბლიკა სიცილითა და აპლოდისმენტებით რეაგირებდა". სცენის გარეთ "ბითლზი" ისეთივე მანკიერნი იყვნენ, როგორც სცენაზე. ნორმანი აგრძელებს: "სანამ ჰამბურგში იყვნენ, ჯონი ყოველი კვირა გამოდიოდა აივანზე და შეურაცხყოფას აყენებდა სან-ხოსეს ეკლესიაში მიმავალ მორწმუნეებს. ერთხელ მან ქრისტეს გამოსახულებას წყლის სავსე პრეზერვატივი მიაკრა და გარეთ გამოჰკიდა, რათა საეკლესიო მსახურებაზე მიმავალთ ენახათ. სხვა დროს, მან აივნიდანვე მოშარდა სამ მონაზონ ქალზე".

"ბითლზის" იმიჯი რადიკალურად შეიცვალა იმის შემდეგ, რაც ჯგუფის მენეჯერი გახდა ბრაიან ეპშტეინი, მანიაკალურად-დეპრესიული ჰომოსექსუალისტი. ეპშტეინი გახდა "ბითლზის" ახალი არქიტექტორი, რომელმაც ხულიგანი როკ-ენ-როლერებისგან მიმზიდველი, მიამიტური და სიყმაწვილის განცდის გამომწვევი სახეები შექმნა. "სიწმიდის" იმიჯი, რომელიც შეიმუშავა ეპშტეინმა (ანუ ტავისტოკმა), შესაძლებლობა მისცა "ბითლზს" ყველა ოჯახის საყვარელი ჯგუფი გამხდარიყო, რაც ტავისტოკისთვის მთელი მსოფლიოს ახალგაზრდობის გონების დაპყრობის ოქროს ხანის დაწყებას მოასწავებდა. ჯგუფი "ბითლზი" თავისდაუნებურად გახდა ახალი მსოფლიო წესრიგის აღმშენებლობის მონაწილე, რაც მასობრივ ცნობიერებაზე კონტროლის აპრობირებაში გამოიხატა.


გრამჩამწერი კომპანია EMI

გრამჩამწერი კომპანია EMI ("Electrical Music Industries"), რომელსაც არისტოკრატი სერ ჯოზეფ ლოკვუდი მეთაურობდა, ელექტრონიკის ერთ-ერთი უმთავრესი მწარმოებელია, რომელიც არმიასა და სამხედრო დაზვერვას ელექტრომოწყობილობებით ამარაგებს. მას მუდმივი კონტაქტები გააჩნია ბრიტანეთის სამხედრო ბიუროსთან. მეტიც, EMI-ს საიდუმლო პარტნიორი იყო კიდევ ერთი ხმის ჩამწერი კომპანია RCA ("Radio Corporation of America"), რომელიც ასევე აქტიურად მუშაობდა კოსმიურ და სამხედრო ელექტრონიკის სფეროებში და ამუშავებდა თანამგზავრული კავშირების მოწყობილობებს. ეს კლასიკური მაგალითი გახლდათ იმისა, რასაც ამერიკის პრეზიდენტმა დუაიტ ეიზენჰაუერმა სამხედრო-საწარმოო კომპლექსი უწოდა, ანუ მსოფლიო მთავრობისა, რომლის ხელშია კონცენტრირებული მთელი ძალაუფლება დედამიწაზე. 1960-იანი წლების შუაში EMI-ს მუსიკალური განყოფილება გაფართოვდა 70 000 მოსამსახურემდე, ხოლო ფირფიტების გაყიდვებით მიღებულმა შემოსავალმა 3 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

სწორედ EMI-მ შექმნა მითი "ბითლზის" უზარმაზარი პოპულარობის შესახებ. ფირმა "Parlophone"-ს (EMI-ს ფილიალი) გრამჩამწერი განყოფილების მეთაურმა, ჯორჯ მარტინმა, რომელიც თვითონაც ნიჭიერი კლასიკური მუსიკოსი იყო, და ბრაიან ეპშტეინმა "ბითლზი" დაბანეს, დავარცხნეს და საზოგადოებას წარუდგინეს. ეს უკვე "ბითლზის" კლასიკური სტილი და იმიჯი იყო. ლივერპულის ოთხეული და ასევე მთელი რიგი ცნობილი მომღერლები და ჯგუფები, მათი მიმდევრებითურთ, სწორედ მარტინის სტუდიაში ჩამოაყალიბეს. მუსიკასა და ტექსტს მათთვის წერდა თეოდორ ადორნო, რაც ყოველთვის დაფარული იყო პუბლიკისგან.


სახელგანთქმულ ადამიანთა წრე

ტვინების მასობრივი გამორეცხვისა და საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების საქმეში ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა რეკლამამ, რომელიც ხელს უწყობს "დიდების კულტის" გავრცელებას, რასაც მიელტვოდნენ ბილდერბერგის კლუბი და ტავისტოკი.

190-იან წლებში, მშვიდობიან პერიოდში, ედუარდ ბერნეიზმა ტერმინ "პროპაგანდის" ნაცვლად "საზოგადოებასთან კავშირის" ცნება შემოიტანა, რამაც წარმოშვა მომხმარებელთა საზოგადოება (მას სიმბოლურად წარმოსახავენ გემრიელი ტორტის ნაჭრად, რომლის ქვეშაც თავისუფალი ბაზრის კაპიტალიზმი იგულისხმება), რომელიც პირველი "ვარსკვლავებისა" და ფარულად განთავსებული რეკლამის დახმარებით შეიქმნა. მათი მეშვეობით, გონიერების გვერდის ავლით, ემოციებსა და ინსტინქტებზე ზემოქმედებით, გაძლიერდა მასების ფსიქოლოგიის თეორია და საშუალო მოქალაქის პოლიტიკური და საქმიანი აზროვნების დაპროგრამება.

ცნობილ ადამიანთა, ანუ კინემატოგრაფიის ე.წ . "ვარსკვლავთა" დიდება, თავის მხრივ, მას-მედიის წყალობით სწრაფად იზრდებოდა, რომლებიც შემდეგ ხდებოდნენ "საზოგადოებრივი აზრის კანონმდებლები"; "ბითლზის" გამოჩენით იგივე პრინციპი გამოყენებულ იქნა მათ მიმართაც და საერთოდ, როკ-ენ-როლის მიმართაც.

ასე შეიქმნა კონცეპტი "ცნობილი ადამიანი" და იმ დროიდან ტელევიზია მუდმივად ნერგავდა ადამიანთა გონებაში აზრს იმისა, რომ ცნობილი ადამიანები მხოლოდ მცირედნი თუ ხდებიან. რა არის "ცნობილი ადამიანი" თუ არა ერთგვარი ფსევდომოვლენა, წარმატების მოჩმახული ისტორია და ილუზიების მიმდევრობა. შეიქმნა ჩვენი დროის გმირების ახალი შაბლონი, რომელიც მასობრივად და დაუბრკოლებლად იწარმოებოდა მომხმარებელთა ბაზრისთვის. ხარისხი, რომელიც დღეს მამაკაცსა და დედაკაცს ეროვნული დონის მარკად გადააქცევს, სინამდვილეში სხვა არაფერია, თუ არა კულტურული სიცარიელის ახალი კატეგორია.

აი ამ შავ ხვრელის, იდეალიზირებული სახეების ასეთი რეკლამირების (მაგ.: "ბითლზი" და ახალგაზრდების "ბითლური" იმიჯი, სწორედ ამ კატეგორიის მიზიდვას ისახავდა მიზნად) სამსახურში დგება ნებისმიერი რელიგია, რომელიც ხალხს ჰპირდება კერპთაყვანისცემის დამარცხებას, კოსმიურ ცნობიერებას, სულიერ სამყაროს, შინაგან "მე"-ს და ა. შ... იყენებდა რა რელიგიურ ტექნოლოგიას, ტავისტოკი, მისდა უნებურად, ახდენდა რელიგიის რეკლამირებას, რადგანაც ადამიანებს უბიძგებდა ერწმუნათ, რომ საკმარისია ჰპოვო შესაფერისი პროდუქტი, ან ჰპოვო "მაცხოვარი", ფილოსოფია, ეკლესია, გურუ, შესაბამისი კულტი და შესაძლებელია ყველაზე უმაღლესი კულტურული იდეალების მიღწევა. ეს არის კულტურა, რომელმაც რეალობას ილუზორული სამყარო არჩია.


"ბითლზი" არენაზე გამოდის

1963 წლის აგვისტოში, ლონდონის პალადიუმში ჯგუფის გამოსვლის პირველი სატელევიზიო ტრანსლიაციის დროს ცხადი გახდა, რომ სწორედ მასობრივმა საინფორმაციო საშუალებებმა მოამზადეს ბრბოს გემოვნება. ლონდონის პრესაში გაჩნდა შეტყობინებები არეულობების შესახებ, რომლებიც თითქოსდა "ბითლზ"-ის ფანებმა გამოიწვიეს. მომდევნო დღეს დიდი ბრიტანეთის ყველაზე ცნობილ და ავტორიტეტულ გაზეთებში გაჩნდა ცნობები იმის შესახებ, რომ "პოლიცია ცდილობდა ისტერიაში ჩავარდნილი ათასობით ახალგაზრდის შეკავებას".

"ეს ცნობა არ შეესაბამებოდა სინამდვილეს, - წერს ფილიპ ნორმანი წიგნში "იყვირე! - "ბითლზი" შენს თაობაში" ("Shout! The Beatles in Their Generation"). კანადელი მსახიობი, ელიზაბეტ ჯეინ ჰორ-ბი, რომელიც იმ დროს ლონდონში სწავლობდა და იმ სავარაუდო ქაოსში იმყოფებოდა, რომელიც თითქოსდა "ბითლზმა" გამოიწვია, ამბობს, რომ არავითარი არეულობა არ ყოფილა. "მე იქ ვიყავი რამოდენიმე მეგობართან ერთად, რომლებიც უბრალოდ მთელი ხმით ჰკიოდნენ".

ექვსი თვის შემდეგ, "ბითლზი" აშშ-ში დაბრუნდა. მათ ჩამოსვლას თან ახლდა "საჩვენებელი არეულობები" ჯონ კენედის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც "ბითლზისკენ" თითქოსდა ათასობით ისტერიული ფანი მიილტვოდა. ამერიკულმა პრესამ არ დააყოვნა იმის განცხადება, რომ "ბითლომანიამ" შეერთებულ შტატებამდეც მიაღწია. მაგრამ ზუსტად ცნობილია, რომ "ისტერიული თაყვანისმცემელი გოგონები" სინამდვილეში ბრონქსის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეები იყვნენ, რომლებიც აეროპორტში იმისთვის მოიყვანეს, რათა "გამოსულიყვნენ" ამერიკული პუბლიკის წინაშე. მათ ამერიკული ტელეარხებისთვის თავიანთი როლი 20 დოლარის საფასურად შეასრულეს. ეს ყოველივე ტავისტოკის ინსტიტუტის მიერ "ბითლზის" პოპულარიზაციისთვის შემუშავებული გეგმის ნაწილი იყო. თუმცა, იმისთვის რათა ბოლომდე დაერწმუნებინათ ფანატები "ბითლზის" პოპულარობაში, საჭირო გახლდა მთელი ცირკის შექმნა მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში - სწორედ ის, რასაც ჩვენ ჩვეულებისამებრ ველოდებით სანახაობათა ინდუსტრიისგან. "ბითლზის" პირველი ტურნესთვის მასმედიამ ისტორიაში არნახული აუდიტორია შექმნა. დონალდ ფაუ თავის წიგნში "როკ-მუსიკის სატანური ფესვები" ("The Satanic Roots of Rock") წერს: "ზედიზედ ორი კვირის განმავლობაში ედ სალივანის პროგრამაში უპრეცედენტო რამ ხდებოდა. დაახლოებით 70 მილიონზე მეტი ამერიკელი უყურებდა, როგორ აქნევდნენ თავებს "ბითლზის" წევრები და ისე ირხეოდნენ მაყურებელთა წინაშე, თითქოსდა რაღაც რიტუალს ასრულებენო. სწორედ ამ რხევებსა და მოძრაობებს მომავალში უამრავი როკ-ჯგუფიც მიჰბაძავს და თავიანთ გამოსვლებში გამოიყენებს".

ადამიანი, რომელსაც ამერიკელებში "ბითლზის" პოპულარიზაცია და მისი კულტის დანერგვა დაავალეს უოლტერ ლიპმანი იყო. ამერიკულ პუბლიკას ბითლზი "სწორად" შესთავაზეს და მანაც "აღმოაჩინა" იგი. მოზარდები, რომლებსაც ნამდვილად არ ესმოდათ რა ხდებოდა, "ბითლზის" მუსიკის პროპაგანდის ტალღებქვეშ მოექცნენ, სანამ ბოლოს და ბოლოს არ დარწმუნდნენ, რომ მათ მართლაც მოსწონდათ მისი ჟღერადობა და ეს მუსიკა სრულიად არ აღიქვეს მთელი მისი ატრიბუტებითურთ.

ქმნიან რა მრავალრიცხოვანი და სანდო ინფორმაციის ილუზიას, ტვინების ჩარეცხვის პროფესიონალები ატყუებენ ადამიანებს, რათა მათ დაიჯერონ: ის, რასაც ისინი აკვირდებიან, რომ ეს არის ობიექტური ინფორმაცია, და შეექმნათ შეგრძნება, რომ თითოსდა არავითარი გარეგანი კონტროლი არ არსებობს. ამის გათვალისწინებით, ბილდერბერგის კლუბი აკონტროლებს მსოფლიოს თითქმის ყველა მსხვილ საინფორმაციო სააგენტოს, და ამიტომაც, მსგავსი ეფექტების მიღწევა მისთვის ძალზედ ადვილია.

ჯონ კოლემანის მტკიცებით "ჯგუფმა ლივერპულიდან მასობრივი კონტროლის რეჟისორთა მოლოდინი გაამართლა, მათვე გაუწიეს პროპაგანდა აკრძალულ ნივთიერებებს, რომელთაც ჩვენ ნარკოტიკებს ვუწოდებთ და შექმნეს ამერიკული ახალგაზრდობის ახალი კლასი, რომელიც ტავისტოკის ინსტიტუტის მიერ იყო მოდელირებული".

ლინდონ ლარუში, რომელიც გავლენიან ჟურნალ EIR-ისთვის წერს, ეთანხმება ამ მტკიცებულებას და ამბობს: "ჯგუფები "Beatles", "Animals", "Rolling Stones" და პანკ-როკის მანიაკი მკვლელები, რომლებიც მათ შემდგომ ჩამოყალიბდნენ, უეჭველად გონებაარეული ახალგაზრდობის სპონტანურ პროდუქტს წარმოადგენდნენ, ასეთივე იყო მათი დამჟავებული კულტურა".

როგორც ერთხელ თვით ჯონ ლენონმა განაცხადა, თუ გუშინ ისინი სხვა ჯგუფების სიმღერებს მღეროდნენ დიდი ბრიტანეთისა და ევროპის სხვა ქვეყნების სტრიპტიზ-ბარებსა თუ სხვა მსგავს დაწესებულებებში, დღეს მათ უკვე ინგლისის დედოფალსა და ყველა იმ ქვეყნების მეთაურებს წარუდგენდნენ, სადაც ისინი საგასტროლოდ ჩადიოდნენ. მაგრამ მათი როლი მარტო ამით როდი შემოიფარგლებოდა. "ბითლზის" ზეგავლენა ახალგაზრდულ კულტურაზე პოლიტიკის საკითხიც გახდა. სახელმწიფოთა მეთაურებმა ყურადღება მიაპყრეს იმას, თუ რამდენად მოსწონთ მათი ქვეყნების მოქალაქეებს ეს ჯგუფი, და ტავისტოკის ინსტიტუტმა იპოვა მეთოდი, რომელიც ამ ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევდა შეეღწიათ ამერიკის შეერთებული შტატების ყველა ოჯახში.

ადამიანი, ვინც პასუხს აგებდა "ბითლზის" უპრეცედენტო პოპულარობაზე გახლდათ თეოდორ ადორნო. მის საიდუმლო იარაღს წარმოადგენდა ატონალური, ანუ როგორც კიდევ მას უწოდებენ 12-ტონალური მუსიკის სისტემა, რომელიც, როგორც ჩანს, ცნობიერებაში მრავალი ადამიანისთვის საზოგადო შეგრძნებას აღძრავდა და განსაკუთრებული სახით ასაკობრივ ჯგუფებზე მოქმედებდა.

ატონალური მუსიკის მოცემული სისტემა წარმოადგენს მუსიკალური კომპოზიციის მეთოდს, რომელიც 1910 წლის მიწურულს შექმნა ავსტრიელმა კომპოზიტორმა, ბრიტანეთის დაზვერვის საიდუმლო აგენტმა არნოლდ შონბერგმა. ის აღწერს მუსიკას, რომელშიც გამოიყენება როგორც ქრომატუული ხმის წყობის თორმეტივე ტონალობა, იმ ტონალური სისტემისგან განსხვავებით, რომელიც XVII-XIX საუკუნის ევროპის მუსიკისთვის არის დამახასიათებელი და რომელშიც ხმის წყობის მთელი სტრუქტურა მკაცრ იერარქიულობას არის დაქვემდებარებული, ანუ არსებობს მთავარი ტონი, რომლისკენაც მიისწრაფვიან დანარჩენი ხმები. შონბერგი ელტვოდა იმას, რათა კომპოზიციის მისი მეთოდი ძირითადი მამოძრავებელი ძალა გამხდარიყო მუსიკაში. მან შეცვალა ტონალური სისტემა, რომელიც ჰარმონიაზე იყო დაფუძნებული.

"მუსიკისი ამ ახალმა ფორმამ უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა ამერიკელთა ფსიქიკაზე, მიიყვანა ისინი რადიკალურ მდგომარეობამდე, რამაც შემდგომში ოჯახური და რელიგიური კავშირების გაწყვეტაც გამოიწვია", - წერს რიჩარდ უორენ ლიპაკი თავის წიგნში" ეპოქის მოვლენები და საიდუმლოებანი: ჯონ ლენონი და "ბითლზი, როგორც კაცობრიობის ბედის სარკე" ("Epoch Moments and Secrets: John Lennon and the Beatles as the mirror of man’s destiny"). "და ეს ბუნებრივად მოხდა, მძიმე და განმეორებადი ხმების ზეგავლენით, რომელიც იმორჩილებს სხეულს, ტვინს და ადამიანის სულსაც, ეს არის ატონალური შკალის ზეგავლენა", - ასკვნის ავტორი.

მრავალი მკვლევარი გარკვეულ კავშირს ატონალურ სისტემასა და დიონისეს კულტს შორისაც კი ამჩნევს (დიონისე ნაყოფიერების, მეღვინეობის, ექსტატური უპირატესობის, აღვირახსნილობისა და აკრძალული ვნებების ძველბერძნული ღმერთია,) სადაც სირცხვილის გრძნობისგან გათავისუფლება და ვნებებს მიძალება ხდება ექსტაზის მეშვეობით, და სადაც, რაციონალური კულტურისგან განსხვავებით, პასუხისმგებლობა და შეგნებული კონტროლი მეორეხარისხოვანი ხდება გრძნობით ტკბობასთან შედარებით.

ავლოსი, ბერძნულ-აღმოსავლური ჩასაბერი მუსიკალური საკრავი, რომელიც სალამურის (ან უფრო ჰობოის) მსგავსი ორი ჩასაბერი მილისგან შედგება, ტრადიციულად ასორიცრდება ამ ღმერთის კულტთან. მოცემული ინსტრუმენტით სპეციალურად ახდენდნენ ადამიანის კვნესის იმიტირებას.

დიონისეს კულტისთვის მნიშვნელოვანი მუსიკალური ატრიბუტი იყო დასარტყამი ინსტრუმენტები. ეგვიპტისგან განსხვავებით, სადაც ოზირისის დღესასწაულობა სხვადასხვა რიტმის მქონე მუსიკის თანხლებით ტარდებოდა, საბერძნეთში დასარტყამმა ინსტრუმენტებმა ფართო გამოყენება ვერ ჰპოვა. გარდა ამისა, დიონისეს კულტში ყოველთვის გამოიყენებოდა ტამბურინი, რომელიც გამოსცემდა მძიმე, ვიბრირებად ხმებს; ასევე გამოიყენებოდა გიგანტური კასტანიეტები (კასტანიეტები - შედგება ორი ჩაზნექილი ფირფიტისგან, რომლებიც ერთმანეთს ზედა ნაწილში უკავშირდება ზონარით. ფირფიტები ტრადიციულად მზადდება მყარი ხისაგან, თუმცა ბოლო წლებში სულ უფრო მეტად გამოიყენება პლასტიკური მინა. კასტანეტები გავრცელებულია ესპანეთში, სამხრეთ იტალიაში და ლათინურ ამერიკაში. ეს მარტივი მუსიკალური ინსტრუმენტი, შესაფერისი რიტმული ცეკვისა და სიმღერის თანხლებით, გამოიყენებოდა ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში და ძველ საბერძნეთში - რედ.). ამ ინსტრუმენტების გამოყენებით აჟღერებული მუსიკა იყო ძალზედ აღმგზნები, ენერგიული და ამაღელვებელი. ზოგჯერ მას თან ახლდა ველური და მთვრალი ორგიები.

ეკონომისტი და აშშ-ს პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდადი ლინდონ ლარუში, ერთ-ერთ მთავარ ყოველკვირეულ ჟურნალ EIR-ში წერს: "დიონისეს კულტის მიმდევართათვის ეს იყო მოდუნებისა და იმპულსების ძალაუფლებაში ყოფნის მეთოდი, რომელსაც ერწყმოდა სექსუალური ვნება და მრისხანება, თანაც "ტკბობის" ეს მეთოდი გამოიხატებოდა მოქმედების ფორმაში, რომელიც არღვევდა უმთავრეს ნორმებს, რომელსაც თვით ცნობიერება კარნახობს ადამიანს".

ამგვარად, ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც ყოველივე ამაზე დაფიქრდება, ცხადი უნდა გახდეს, რომ პოპ-კულტურა და როკ-ენ-როლი - სპონტანური და შემთხვევითი მოვლენა კი არ გახლავთ, არამედ გარკვეული ორგანიზაციების მიერ შექმნილი და კონტროლირებადი ერთგვარი ქმნილება. "ეს არის სატანა-დიონისეს ძველფრიგიული კულტის კლასიკურ კვლევათა შედეგად მიღწეული პროდუქტი, რომელიც წააგავს რომაულ ბაკხანალიურ ნიმუშებს მსგავსი ნიშანთვისებებითურთ, - წერს ლარუში. - მუსიკის ამ ახალი სახეობის გამოჩენა ნამდვილად მძლავრი იარაღი გახლდათ მისი მფლობელების ხელში (...), რომელსაც ადვილად იყენებდნენ (და ახლაც იყენებენ) მასობრივი საინფორმაციო საშუალებები".



თეოდორ ადორნო

როკ-ენ-როლის სპეციალური თეორიის შექმნაზე პასუხისმგებელია თეოდორ ადორნო, გერმანელი სოციოლოგი, მუსიკათმცოდნე და კომპოზიტორი, ბრიტანული "ფაბიანური საზოგადოების" მიერ დაფუძნებული სოციალურ კვლევათა ფრანკფურტის სკოლის ერთ-ერთი ძირითადი ფილოსოფოსი. 1939 წელს ადორნო გააგზავნეს აშშ-ში, რათა სათავეში ჩასდგომოდა პრინსტონის პროექტს რადიოს შესწავლასთან დაკავშირებით და რომელიც წარმოადგენდა ტავისტოკისა და ფრანკფურტის სკოლის ერთობლივ მცდელობას დაემყარებინათ კონტროლი მასებზე. ამ პროექტს აფინანსებდა როკფელერის ფონდი, ხოლო შექმნეს იგი რუზველტის კონსულტანტმა და საზოგადოებრივი აზრის მკვლევარმა ჰედლი კენტრილმა და ფრენკ სტენტონმა, რომელიც 1940-იან წლებში სათავეში ედგა საინფორმაციო განყოფილებას, შემდეგ კი რადიოსამაუწყებლო კომპანია CBS-ის მეთაური გახდა, ის აგრეთვე იყო კორპორაცია "Rand"-ის საბჭოს პრეზიდენტი, რომელსაც ასევე ბილდერბერგის კლუბი მეთვალყურეობდა.

პროექტის მიზანი გახლდათ მოსახლეობაზე რადიოს ზეგავლენის შესწავლა, როგორც ეს იყო ჰერბერტ უელსის ცნობილი რომანის "სამყაროთა ომის" მიხედვით რადიოდადგმის დროს, რომელმაც ნამდვილი პანიკა გამოიწვია. მოსახლეობის რადიოპროგრამებთან დამოკიდებულების შესწავლამ შესაძლებელი გახადა შექმნილიყო მასობრივ საინფორმაციო საშუალებათა მასებზე ზეგავლენისა და მოსახლეობის დიდი ჯგუფების ქცევაზე ინფორმაციის ზეგავლენის ის კანონები, რომლებიც შემაშფოთებელ ატმოსფეროს იწვევენ მოსახლეობაში.

მაგალითად, ნაცისტები ინტენსიურად იყენებდნენ რადიოპროპაგანდას ცნობიერების კონტროლისა და ტვინების ჩარეცხვისთვის და ის ფაშისტური სახელმწიფოს განუყოფელ ნაწილად შექმნეს. ეს ფაქტი ტავისტოკის შესწავლის ობიექტი გახდა და ფართოდ გამოიყენებოდა მის საკუთარ ექსპერიმენტებში. მოცემული პროექტის მიზანი, როგორც წერს ადორნო ნაშრომში "მუსიკის სოციოლოგიის შესავალი" ("Introduction to the Sociology of Music"), გახლდათ ის, რომ "უნდა მომხდარიყო მასობრივი მუსიკალური კულტურის დაპროგრამება როგორც სოციალური კონტროლის ფორმა, რომელიც თანდათანობით დეგრადაციამდე მიიყვანდა მის მომხმარებელს".

"აუცილებელი გამოდებილება", რომელიც, ტავისტოკის გეგმის მიხედვით, ძირითადი იარაღი უნდა გახდეს ტვინების ჩასარეცხად, გამანადგურებელი პანკ-როკი და სკა-მუსიკა, რომელსაც სხეულთა შეხებით ცეკვავენ, - ადორნოს მუშაობის პირდაპირი შედეგებია, რომელიც წერს: "აუცილებელი გამოდებილება", რომელიც, ტავისტოკის გეგმის მიხედვით, ტვინების ჩარეცხვის ძირითადი შედეგი უნდა გახდეს, გამანადგურებელი პანკ-როკი და მუსიკა სკა (იამაიკური მუსიკა, რეგეის ნაირსახეობა - რედ.), რომელსაც სხეულთა შეხებები ახლავს, - პირდაპირი შედეგია ადორნოს საქმიანობისა, რომელიც წერს: "ეს არის წარმოსახვის პროცესი, რომელიც აღსავსეა ემოციით. მსმენელი, რომელმაც ჰიტი დაიმახსოვრა, ყოველთვის გაიწევს ამ სიმღერის იდეალური სუბიექტისკენ, ადამიანისკენ, რომელიც მასში იდეალიზირებულია.

ამავე დროს, როგორც ერთ-ერთი მრავალთაგანი, ვინც საკუთარ თავს აიგივებს გამოგონილ სუბიექტთან, ეს მუსიკალური "მე", მიეკრობა რა თავის მსგავს "ფანატთა" საზოგადოებას, იგრძნობს, რომ უკვე ისე მარტოხელა არაა. ჰიტის წაღიღინებით, ადამიანი გადის სოციალიზაციის რიტუალს, თუმცა, მიუხედავად ამ უსაფუძვლო შეგრძნებისა, ის ისეთივე მარტოხელა რჩება, როგორიც ადრე იყო... დამოკიდებულებასთან შედარება გარდაუვალია". მაგალითად, "თავისუფალი დღის ალკოჰოლიკები" - ესენი არიან სოციალურად დამოკიდებული ინდივიდები, რომლებიც სვამენ, როდესაც მეგობრებთან ერთად ისვენებენ, რათა ხელოვნურად და მცირე ხნით გახდნენ ისინი, რაზეც ოცნებობენ, ანუ - გაბედული, საიმედო და მხიარული ადამიანები". ასე ამბობს ადორნო.

საზოგადოების ცხოვრებაში რადიოს როლის შესახებ დაკავშირებულმა გამოკვლევებმა, რომლებიც 1939 წელს გამოქვეყნდა, დაადასტურა "გარდაუვალი გამოთაყვანების" თეზისი. ისინი დღემდე წარმოადგენენ სახელმძღვანელოს მათთვის, ვინც სხვათა ტვინების ჩარეცხვას ეწევა. "პროექტის მკვლევარებმა (საზოგადოებაზე რადიოს ზეგავლენასთან დაკავშირებით) დაამტკიცეს, რომ ეს საინფორმაციო საშუალება იმდენად რეცხავს მსმენელთა ტვინებს, რომ ისინი საერთოდ აღარაფერზე აზროვნებენ და რეაგირებენ მხოლოდ გადაცემის ფორმატზე და არა მის შინაარსზე.

პოლ ხირშის თქმით, მოხსენებაში, რომელიც მიჩიგანის უნივერსიტეტის სოციალური კვლევების ინსტიტუტმა მოამზადა, "ომის შემდგომი წლების ჰიტ-აღლუმებმა რადიო, მასობრივი საინფორმაციო საშუალებიდან კულტურული დაპროგრამების დაწესებულებად გადააქცია. რადიოსადგურები გახდნენ მანქანები, რომლებიც დღე და ღამ უკრავდნენ ორმოც საუკეთესო სიმღერას".

როდესაც სცენაზე "ბითლზი" გამოჩნდა, ტავისტოკში მიხვდნენ, რომ არ არსებობს მასების გაკონტროლების იმაზე უკეთესი საშუალება, ვიდრე რადიო-პროგრამა "ტოპ-40"-ია ("Тор 40"). "ჰიტ-აღლუმები" (Hitparads), - წერს ჰირში, - ყალიბდება აბსოლუტურად იმავე პრინციპებით, როგორც ძველეგვიპტური ღმერთებისადმი მიძღვნილი მსხვერპლშეწირვა, და მიზანსაც იმავეს ისახავს: დიონისიური კულტურით ახალგაზრდობის მონუსხვას".

სინამდვილეში, ავტორის აზრით, დღეისთვის პოპ-კულტურის ყველა და სათითაო ასპექტი, ფილმებიდან დაწყებული წიგნებითა და მუსიკის დამთავრებული წინასწარი შერჩევის ერთი და იმავე პრინციპით ხელმძღვანელობს.


სოციალური ინჟინერია და როკ-ენ-როლი

"Beatles" აშშ-ში 1964 წლის თებერვალში ჩამოვიდა, როდესაც ქვეყანა მძიმე ნაციონალურ ტრაგედიას, პრეზიდენტ კენედის სასტიკ მკვლელობას განიცდიდა. როგორც ცნობილია, ეს მკვლელობა ბილდერბერგის კლუბმა და კომიტეტ 300-მა შეუკვეთა. ამ დროს აშშ-ში მასობრივი საპროტესტო მანიფესტაციები მიმდინარეობდა, რომელსაც სათავეში მოქალაქეთა უფლებების მოძრაობის ლიდერი მარტინ ლუთერ კინგი უძღვებოდა. პროტესტის მუსიკა ქმნიდა კულტურულ სიცარიელეს, რომელსაც შეეძლო მოეხდინა გარეგანი ზეგავლენა, რამაც ძლიერი კონტრკულტურის შექმნა გამოიწვია და, რომელიც ტავისტოკსა და ბილდერბერგის კლუბს მსოფლიო კავშირის შექმნის საქმესა და ხელოვნური "კულტურული ძვრების" საქმეში სერიოზულ წინაღობას შეუქმნიდა. ამიტომაც, ფრანკფურტის სკოლამ და ტავისტოკამ საზოგადოებას როკის კონტრკულტურისკენ უბიძგა, რომელიც გამოყენებულ იქნა საზოგადოების დემოკრატიული გარდაქმნების საწინააღმდეგო იარაღად.

რიჩარდ უორენ ლიპაკი, ავტორი წიგნისა "ეპოქის მოვლენები და საიდუმლოებები: ჯონ ლენონი და "ბითლზი", როგორც ადამიანური ბედ-იღბლის სარკე" და "ბითლზის" მენეჯერი ბრაიან ეპშტაინი სვამენ კითხვას: "იყო თუ არა "ბითლზის" პირველი მუსიკა და თავდაპირველი გარეგნობა დეტალურად მოფიქრებული და მომზადებული კულისებს მიღმა, რათა დაინტერესებულ ძალებს არა მარტო ეკონომიკური მოგებისთვის მიეღწიათ, არამედ გარკვეული რეაგირებისთვისაც (გრძელვადიან პერსპექტივაში კი მოუმზადებელი ამერიკული პუბლიკის ცნობიერებაც გაეკონტროლებინათ)?

იყო თუ არა ეს ყოველივე ილუმინატების გარკვეული, გლობალური ექსპერიმენტის ნაწილი? ჯონ კოლემანს ამგვარ რეალობაში ეჭვიც არ ეპარება. მისი აზრით, "ბითლზი", - რომლებმაც, შესაძლოა თვითონაც არაფერი უწყოდნენ ამის შესახებ, - ტავისტოკის მოხერხებული იდეოლოგიით დაუპირისპირეს აშშ-ში მოქალაქეთა უფლებებისთვის მებრძოლთა მოძრაობას".


ბრიტანული შემოსევა

1964-სა და 1966 წლებს შორის მოხდა ე. წ. "ბრიტანული შემოსევა" (British invasion) - მრავალრიცხოვანი ბრიტანული როკ ჯგუფებისა და შემსრულებლების გამოჩენა, რომლებიც ძლიერ პოპულარულნი გახდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში და ამერიკულ კულტურას ჩამოეფარნენ. როკ ჯგუფებს "Beatles"-სა და "Rolling Stones"-ს მალე "Gerry & the Pacemakers", დუეტი "Peter & Gordon", "Animals", "Kinks", "Manfred Mann's Earth Band", "Herman’s Hermits", "Yardbirds", "Zombis" და პეტულა კლარკი მოჰყვნენ. 1964 წლის ბოლოსთვის "ბრიტანული შემოსევა" იდეალურად დაგეგმილი პროექტის ბრწყინვალე დადასტურება გახდა.

ახლახან შექმნილმა ჯგუფებმა და ცხოვრების მათგან პროპაგანდირებულმა წესმა მკაფიო "ახლი სტილი" (ტავისტოკის ტერმინი) ჩამოაყალიბა. გავიდა სულ მცირე დრო და ამ "ახალმა სტილმა" (ჩაცმულობის, ვარცხნილობისა და მეტყველების მოდამ) გაიტაცა მილიონობით ახალგარზდა ამერიკელი და მათთვის ახალი კულტი დაამკვიდრა.

ამერიკელმა ახალგაზრდობამ რადიკალური რევოლუცია ისე გადაიტანა, რომ მისი არსი არც კი შეუცვნია, იმ დროს, როდესაც ძველი თაობა უსუსურად აკვირდებოდა მიმდინარე პროცესს და ყოველივე ამაში მზარდი კრიზისის ნიშნებს ვერც ამჩნევდა. ამის გამო ძველი თაობა მხოლოდ მის შედეგებს აპროტესტებდა და არა მიზეზს, გამოდიოდა სხვადასხვა ნარკოტიკების, ჯერ მარიხუანის, შემდეგ კი LSD-ს წინააღმდეგ, რომელიც მძლავრ და გამანადგურებელ ზეგავლენას ახდენდა ფსიქიკაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი დოკუმენტაცია ბრიტანეთის მთავრობის ოფისებში, მი-6 ლონდონის მთავარ შტაბსა და ცსს-ს ბაზებშია გადამალული, უეჭველია, რომ ბრიტანული დაზვერვა და მისი ფილიალი, ასევე აშშ-ს სტრატეგიული სამსახურების სამმართველო პირდაპირ იყვნენ ჩაბმულნი ადამიანის ქცევის კონტროლის საიდუმლო ექსპერიმენტში. ალენ დალესი, ცსს-ს დირექტორი ოპერაცია "მკ-ულტრას" ჩატარების დროს, ბერნში სტრატეგიული სამსახურების სამმართველოს ხელმძღვანელობდა.

ამ დროს შვეიცარული ფარმაცევტული ფირმა "Sandoz"-ის ლაბორატორიებში შექმნეს ნარკოტიკი LSD. ტავისტოკმა აღმოაჩინა ფაქტები, რომლის მიხედვითაც როდესაც ადამიანთა ჯგუფი ვერ პოულობს მოვლენის მიზეზს, რომელმაც მათი უკმაყოფილება გამოიწვია, ის იმწუთასვე გამოდის შედეგის წინააღმდეგ. ეს არაადეკვატური რეაქცია შესაძლებლობას აძლევს მანიპულატორებს ცუდად ინფორმირებული პუბლიკისგან დაფაროს მოვლენის ჭეშმარიტი მიზეზები.

ეს ყველაფერი წარმოადგენდა ნაწილს პროცესისა, რომელსაც "არაადეკვატური ადაპტაციის ფრაგმენტაცია" ერქვა და რომელიც შეიმუშავა და აამოქმედა ულის ჰარმონმა მეცნიერთა ჯგუფთან ერთად, რომელთა შორის ფილოსოფოსები და გენური ინჟინერიის სპეციალისტები იყვნენ. "მოგვიანებით, 1968-1969 წლებში, - წერს ჟურნალისტი დონალდ ფაუ, - როდესაც აშშ-სა და ევროპაში სტუდენტებისა და მუშების მასობრივი გაფიცვები ბობოქრობდა, ღია ცის ქვეშ ორგანიზებული როკ-კონცერტები გამოიყენებოდა იმისთვის, რათა შეეკავებინათ მოსახლეობის მზარდი უკმაყოფილება. ეს ღონისძიებები ჩაფიქრებული იყო როგორც საშუალება რათა მილიონობით ადამიანი ჰალუცინოგენთა და თავისუფალი სექსის კონტრკულტურისკენ მიეზიდათ.

ბილდერბერგის კლუბის ტრიადის მიერ ორგანიზებულმა როკ-შემოსევამ შვა მარიხუანასა და LSD-სადმი მიჯაჭვული მთელი თაობა, რამაც თავის მხრივ სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლის შემცირება გამოიწვია. ადამიანები ახალგაზრდული კონტრკულტურის ლიდერისა და ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორის ტიმოტი ლირის ყურმოჭრილი მონები გახდნენ, მისი მოწოდება ახალგაზრდობისკენ ჩამოყალიბებულია ცნობილ ლოზუნგში: "Turn on, tune in, drop out" (გაიღვიძე, განეწყვე, გაქრი"). გარდა ამისა, "ბითლზის" სიმღერებში არაერთხელ არის ნახსენები ნარკოტიკები და მათთან დაკავშირებული ეიფორია.

მაგალითად, სიმღერა "ყვითელი წყალქვეშა ნავი" ("Yellow Submarine") ნარკოტიკის სახელწოდებაა, ხოლო სიმღერა "Help!" - მოწოდებაა დახმარებისკენ; ეს არის პანიკის მდგომარეობა და თხოვნა LSD-ს მიღებისა. ალბომში "Rubber Soul" ერთის შეხედვით შევიდა სიმღერები ადამიანურ ურთიერთობებზე, მაგრამ რეალურად სიმღერებში გამოიყენება გამოთქმები, რომლებიც აღწერენ ცნობიერების დაბნელების მდგომარეობას. "Hey Jude" ფართო გაგებით განიმარტება როგორც სიმღერა ნარკოტიკზე, რომელიც ცნობილია მეტადრინის სახელწოდებით; სიმღერაში "Strawberry Fields Forever" ნახსენებია მარწყვის მდელოები, სადაც ოპიუმის ყაყაჩოები ითესებოდა, ხოლო სიმღერის სათაური "Norwegian Wood" ("ნორვეგიული ტყე") - მარიხუანის ბრიტანული სახელწოდებაა.

ჯონ ლენონის სიმღერაში "Imagine" პროპაგანდა ეწევა ინდივიდუალიზმის ფილოსოფიას ("წარმოიდგინე, რომ ადამიანები ცხოვრობენ დღევანდელი დღით"), ერონვული კუთნვილებისა ("წარმოიდგინე, რომ არ არსებობენ ქვეყნები") და კერძო საკუთრების უარყოფას ("წარმოიდგინე, რომ არ არის მფლობელობა"). გარდა ამისა, მასში მხარდაჭერა ჰპოვა ახალმა მსოფლიო წესრიგმა ("წარმოიდგინე, რომ არ არის განხეთქილება, არც ოქრო, არც ხელისუფლება, და ყველა ადამიანი ერთი საძმო გახდა") და ერთიანმა მთავრობამ ("შენ შეიძლება თქვა: "მეოცნებევ", მაგრამ გვერდით მრავალი ასეთი ადამიანია. მინდა, რომ შენც ჩვენთან იყო, მსოფლიოს გაერთიანება ელოდება").

"ბითლზის" 1967 წლის ალბომი "Sgt. Pepper’s Lonely Hearts Club Band" აშშ-ში ნარკოტიკების რევოლუციის მაუწყებელი გახლდათ. ამ საიდუმლო პროექტს ბილდერბერგის კლუბი კომიტეტ 300-ისა და მისი ბანკების - "S. С. Warburg"-ის მეშვეობით ახორციელებდა.

დრო, რომელსაც ტელევიზორის ყურებაში ვხარჯავთ, თამამად შეიძლება ამოვშალოთ აქტიური ცხოვრებიდან. სადღეისოდ უკვე აღარ დარჩა არც ერთი დადებითი თვისება და დადებითი შინაარსი, რომელიც ადრინდელ ტელეგადაცემებს ჰქონდათ...



მასობრივი ჰიპნოზის მანქანა. უსაფრთხოების ინსტრუქცია.


პარადოქსია, მაგრამ ფაქტია: ადამიანებს ეშინიათ გახდნენ ჰიპნოზის მსხვერპლნი, რომ მათ ვიღაც წაართმევს საკუთარ ნებას და თავისას მოახვევს და ჰიპნოტიორისთვის ადვილად მანიპულირებადი გახდება; მაგრამ, ამასთან ერთად, სრული ნდობით ეკიდებიან თავიანთ ცისფერ ეკრანებს. არადა, უკვე დიდი ხანია ცნობილია და მრავალი სპეციალისტის მიერ დამტკიცებულიც, რომ არსებობს ტვინის სხვადასხვა სახის ტალღური აქტივობა. თანამედროვე მეცნიერება გამოჰყოფს ტვინის ოთხ ძირითად რიტმს:

1. ბეტა-რიტმი (14-30 ჰერცი) აღინიშნება სიფხიზლის მდგომარეობაში, როდესაც ადამიანი ბევრს და აქტიურად ფიქრობს, ხოლო ყურადღება გარშემომყოფთაკენ არის მიმართული. ამას ასევე ხელს უწყობს რაიმე საქმით, მაგალითად სპორტით, აქტიური დაკავება. ბეტა-რიტმი ახასიათებს ყოველ ადამიანს ჩვეულებრივ ფხიზელ მდგომარეობაში, რომელშიც ჭარბობს გარშემომყოფი სამყაროს გრძნობითი აღქმა.

2. ალფა-რიტმი (9-14 ჰერცი) აღმოცენდება სიფხიზლის დროს, მაგრამ დასვენების, რელაქსაციის, ვიზუალიზაციის ან ღრმა მედიტაციის დროს დახუჭული თვალებით (მის უმაღლეს სტადიას შეესაბამება ზესთამცოდნეობის დონე, რომელიც არის თავისუფლებისა და განათლების მწვერვალი). ამ მდგომარეობას ადამიანი მაშინ აღწევს, როდესაც, მაგალითად, პლიაჟზე წევს და მზის აბაზანებს ღებულობს, ან კიდევ ისვენებს ცხელ აბაზანაში, მსუბუქი მასაჟის დროს, და ცხადია, მაშინაც, როდესაც ტელევიზორის წინ ფართო და მოხერხებულ სავარძელში განისვენებს! სწორედ ეს ალფა-რიტმი აღებს ჰიპნოტური მითითებების აღქმის კარებს, მაშასადამე, ტელეგადაცემების ყურების დროს თქვენ ადვილად შთაგონებად მდგომარეობაში იმყოფებით!

3. ტეტა-რიტმი (4-7 ჰერცი) იბადება არა ღრმა ძილის (ე. წ. ძილბურანის) ან კიდევ ღრმა მედიტაციის დროს (მას შეესაბამება ქვეცნობიერში შეღწევის დონე, რომლის დროსაც ხდება დამთრგუნველი ემოციებისგან და ფსიქიკური მარწუხებისგან გათავისუფლება). ანალოგიურად, თუ თქვენ მთლიანად შეგიპყროთ ფილმის ან გადაცემის სიუჟეტმა, მაშინ თქვენ თითქოსდა არც კი გრძნობთ გარემომცველ სამყაროს, შედიხართ ფილმის პერიპეტიებში, განიცდით გმირთან ერთად და თქვენი ალფა გადადის ტეტა-რიტმში. ჰიპნოტური ტრანსის მდგომარეობა უფრო რეზულტატიური ხდება, უფრო შედეგიანია კონტაქტი ქვეცნობიერთან და ეს პროცესი მხოლოდ აძლიერებს შეგნებული სიფხიზლის მიძინებას.

4. დელტა-რიტმი (0,3-4 ჰერცი) დამახსიათებელია ღრმა ძილისთვის სიზმრების გარეშე (მას შეესაბამება გაუცნობიერებელი მდგომარეობა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შერწყმას ბუნებასთან).

მივაქციოთ ყურადღება იმას, რომ თანამედროვე მეცნიერების ამ ოთხი ძირითადი რიტმის აღმოჩენა, რომელიც ადამიანის ოთხ ძირითად მდგომარეობას შეესაბამება, უხსოვარი დროიდან იყო აღწერილი ვედური ფილოსოფიის ტექსტებში, თუმცა იქ ეს მდგომარეობები უფრო მარტივად და გასაგებად იწოდებიან.

ამრიგად, მოდი, დავუბრუნდეთ ჩვენს ტელევიზიას. წარმოვიდგინოთ ქალი, რომელიც ყოველდღიურად უყურებს თავის სერიალს. მოვლენები მას ძალზედ აღელვებს, ის თანაუგრძნობს მთავარ გმირს და უყვარს იგი; მას ესმის მისი და სძულს ყველა ის ბოროტმოქმედი ფილმიდან, რომლებიც მთავარი გმირის განადგურებას ცდილობენ. რა ხდება რეალურად ამ დროს ქალის ქვეცნობიერში?

ტვინი, რომელიც იმყოფება ალფა-აქტივობაში, ითავისებს სერიალის მიერ მოწოდებულ მოცემულობას, ქვეცნობიერი იწერს და გარდაქმნის მათ საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებად. შედეგში, ქალში ვითარდება მსხვერპლის შეგნება, რადგან ჩვეულებისამებრ სერიალებში მთავარი გმირები ყოველთვის ტანჯული ქალები არიან. ის (მაყურებელი) იწყებს იმის დაჯერებას, რომ ყველა მამაკაცი - არამზადაა, რომ ძნელია მოეწყო სამსახურში, რომ ცხოვრება სასტიკია, რომ ნათესავებთან ურთიერთობა ყოველთვის რთულია, ფული უმძიმესი შრომით თუ მოიპოვება, და აზრების მთელი ეს ნაკრები მის ტვინში ჩაწერილია ფილმიდან, ან ახალი მოცემულობებით შეცვალა უკვე არსებული მოცემულობები და კიდევ უფრო დარწმუნებული გახდა სამყაროსა და სოციუმის სისასტიკეში.

ამრიგად, სერიალი, რომელიც გასართობად არის დაწერილი, უეცრად ქცევის მარეგულირებელი პროგრამა ხდება. მრავალი ოცნებობს გააკეთოს ისეთივე საჭმელი, როგორსაც მისი საყვარელი ფილმის გმირი აკეთებს, ცდილობს გადაიღოს მისი უნარ-ჩვევები, ჩაიცვას მისებურად, ან კიდევ გაიკეთოს მისებური ვარცხნილობა. ქცევის ჟესტებსა და მანერებში იწყება ფილმისთვის დამახასიათებელი თვისებები, თუმცა თვით მაყურებელ ქალს შესაძლოა ეს სულაც არ ჰქონდეს გათვითცნობიერებული. შესაძლოა წარმოიშვას გარკვეული ინტონაციები ხმაში, და თვით ადამიანური თვისებებიც კი, რომელიც კოპირებულია ფილმის გმირის ცხოვრებიდან.

და ეს ყოველივე გადაჭარბებული შეფასება არ გეგონოთ. როგორ ფიქრობთ, საიდან ვრცელდება სიგარეტის მოწევის, ლუდის დალევის, ან ნაცნობებთან და თვით უნცობებთან შეხვედრის დროს ხვევნა-კოცნის მოდა და სურვილები?

ადრე ასეთი ქცევა არ იყო პოპულარული და გავრცელდა მხოლოდ ისეთი ახალგაზრდული სერიალების შემდეგ, როგორიცაა "ელენი და ბიჭები", "ველური ანგელოზი" და სხვა... სადაც ვხედავთ სხვა ქვეყნების კულტურას, შემდეგ კი დაუფიქრებლად ვიწყებთ მის კოპირებას.

შესაძლოა, ეს გახდა ლამაზი ჩვეულება და გააუმჯობესა თქვენი ცხოვრება, მაგრამ ის, რომ ქცევის ეს კოპირება და გავრცელება ხდება შეუგნებლად, თავის თავად, საკმაოდ საშიში მოვლენაა და ძნელი წარმოსადგენია, რამდენი ნაგავი იწერება ჩვენს ქვეცნობიერში ნანახი სერიალებიდან თუ ფილმებიდან, რომლებიც ხშირად არც თუ უწყინარია, როგორც ქუჩაში ნაცნობის თუ უცნობის გადახვევა და კოცნა.

სწორედ აქედან მოდის გეების, ლესბოსელების და ბისექსუალების პოპულარიზაცია ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ტერიტორიებზე.

როგორ ან რატომ ხდება, რომ სრულიად ნორმალურ ახალგაზრდებს უეცრად უჩნებათ ახალი სექსუალური გამოცდილება და დადებითად ეპყრობიან არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებს? ამაში იცნობა ტიპიური ამერიკული ქცევა და ის აუცილებლად, ისევ და ისევ ტელევიზიიდან არის კოპირებული.

ანალოგიურად, იმავენაირად, ოჯახური გაყრები, ან ღალატის მოსურვება ქმრისა ცოლისადმი ან პირიქით, დრამატული სცენების მოწყობა, დაჯგუფებებს შორის საქმეების გარჩევები და თვით რაიმე დაჯგუფებაში წევრობა, ასევე პოლიტიკური პარტიის, რელიგიის არჩევა, ან პირიქით, რომელიმე წყობის ან რელიგიის სიძულვილი და კიდევ სხვა მრავალი, მნიშვნელოვანი მოვლენა, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, ნაკარნახევია ფილმებითა და გადაცემებით, რომელთაც თქვენ ალფა-რიტმის მდგომარეობაში უყურებთ, ის იწერება (კოპირდება) თქვენს ქვეცნობიერში და ხდება თქვენი პირადი გამოცდილება, რომლის პრიზმაში უყურებთ უკვე სამყაროს.

მცირედით განსხვავებული პრინციპით მოქმედებს რეკლამა. გადაცემის ან ფილმის ყურება თუ იწერება ქვეცნობიერის მიერ და მას ქცევის ნორმად ან პირად გამოცდილებად გარდაქმნის, რეკლამა ჩვენს საჭიროებებზე და ფსიქოლოგიაზე მოქმედებს და იმის მოსმენით, რასაც ბავშვობიდან მივეჩვიეთ, როგორც დარიგებას ან მზრუნველობას, შესაძლოა ჩვენგან რაიმეს გაკეთებას ითხოვდეს. ასე იქცეოდნენ მშობლები, აღმზრდელები, სკოლა, უმაღლესი სასწავლებელი - მსგავსი მორჩილება ძალზედ ძლიერი პროგრამაა, რომელიც პრაქტიკულად ყველას გააჩნია. და აი, ჩვენ ეკრანიდან გვესმის - იჩქარე, იყიდე, დაემორჩილე (მაგალითად, სურვილს)! იყიდე პეპსი ან კოლა! იყიდე ესა თუ ის სასმელი! შენი საყვარელი მომღერალი უკვე დიდი ხანია ამ შამპუნს იყენებს! იყიდე კბილის ეს პასტა, ამას გირჩევს ყველა სტომატოლოგი, თუ არა და კბილების გარეშე დარჩები!

დაახლოებით ასეთ პროპაგანდას გვიწევს რეკლამა და ძალზედ ძნელია მისდამი დაუმორჩილებლობა. ის იყენებს ყვეალ ცნობილ მანიპულატორულ ტექნიკას, თამაშობს სიყვარულის სახეებზე, სექსუალობაზე, ვითომცდა ზრუნავს ჩვენს ჯანმრთელობაზე და კეთილდღეობაზე. ზოჯგერ ის გვიტყუებს, ან გვაშინებს მიკრობებით და სხვა საშინელებებით, ზოგჯერ აშკარად გვიბრძანებს და ამბობს, რომ წააგებ თუ ამას არ გააკეთებ, რომ შენს გარდა ეს უკვე ყველამ გააკეთა, შენ კი მათ ჩამორჩი! ის ყველას იპყრობს სწორედ მისი სუსტი წერტილებიდან გამომდინარე, თუ ასე არ გამოვა, სხვაგვარად მოგივლის, მაგრამ ადრე თუ გვიან ტვინის ჩარეცხვის თერაპია ბოლოს და ბოლოს მაინც მიაღწევს თავის მიზანს და ადამიანს მაინც გაუჩნდება სურვილი გააკეთოს არჩევანი რეკლამირებული პროდუქტის სასარგებლოდ, როდესაც მაღაზიაში აღმოჩნდება და მას დაინახავს.

ახლა კი წარმოიდგინეთ პატარა ბავშვი, რომელსაც მშობლები ბავშვობიდანვე ნდობით ტოვებენ ჩართულ ტელევიზორთან. ბავშვმა, რომელსაც ჯერაც ვერ გამოუმუშავებია ცხოვრებაში საკუთარი გამოცდილება, უკვე იცის იმდენი რამ, უკვე იმდენი ინფორმაცია გააჩნია, რომ ძალაც კი არა აქვს მათი აღქმის. ის უბრალოდ კოპირებას იწყებს და საკუთარ ცხოვრებაში ავლენს ტელევიზიიდან მიღებულ ინფორმაციას, შთაბეჭდილებებსა და რწმენას. და იზრდებიან ასე, უკვე დარწმუნებულები იმაში, რომ დიდი რომ გაიზარდო უნდა ჭამო "პოპკორნი", ჩიპსები და დააყოლო "კოკა კოლა"; რომ შეფუთული სასმელი სითხე უკეთესია, ვიდრე ნატურალურად გამოწურული ხილის წვენი, რომელსაც დედიკო უმზადებს, ხოლო ჩიფსები გემრიელი და სასარგებლოა, მათ ხომ ისეთი ლამაზი "ბარბი" და "პრინც-ბოიფრენდები" უკეთებენ რეკლამას, რომ როგორ შეიძლება არ გჯეროდეს მათი. და ყველაზე საშინელი ის როდია, რასაც ბავშვი იწერს თავის ქვეცნობიერებაში

დასკვნა: ტელევიზია სულაც არ არის უსაფრთხო სათამაშო. თავისი შთამაგონებელი თვისებებით ის არაფრით ჩამოუვარდება ჰიპნოტიზიორებს ან ჰიპნოტურ სესიებს, ოღონდ ტელევიზია მოქმედებს მასობრივად, სისტემატურად და რაც მთავარია - მასში ნეგატივის დოზა წარმოუდგენლად დიდია, პოზიტივთან და სასარგებლოსთან შედარებით.

ტელევიზიას მინდობილ ადამიანებთან ერთად, გაჩნდნენ ისეთებიც, რომლებშიც, სრულიად საწინააღმდეგოდ, განვითარებულია ტელევიზიო-ფობია. შესაძლოა, მათ გააკეთეს ანალიზი და როგორც საკუთარ, ასევე სხვის ცხოვრებაშიც ნახეს თუ როგორ მუშაობს მასობრივი ჰიპნოზის ეს მანქანა. ან კიდევ შესაძლოა მათ უბრალოდ სხვისგან გადმოიღეს, გადმოაკოპირეს ეს იდეა. ეს მეორე უკიდურესობაა, თუმცა უფრო უსაფრთხოა ადამიანის სიცოცხლისთვის.

მაგრამ არსებობს უკეთესი გზა, რომელსაც იდეის მიხედვით უნდა ადგეს გონიერი ადამიანი, ანუ ჰომო საპიენსი. ეს არის შეგნებულობა. შეწყვიტეთ ზეზეულად ძილი და ნუ ენდობით ყველას და ყველაფერს, რაც ადვილად გეფინებათ ფეხქვეშ და მოაქვს ცრუ ნუგეში.


უსაფრთხოების ინსტრუქცია



1. ტელევიზორის ყურება საჭიროა ფხიზელ, ანუ ტვინის ბეტა აქტივობის მდგომარეობაში, რომელიც მიიღწევა მაშინ, როდესაც თქვენ, მაგალითად, გადაცემის ან ფილმის ყურების დროს ატრიალებთ ველოტრენაჟორს, ან აკეთებთ თვითმასაჯს ან კიდევ რაიმე სხვა ფიზიკური ვარჯიშით ხართ დაკავებული. ეს ტვინს არ აძლევს შესაძლებლობას მიეცეს ტელევიზიას, მოდუნდეს ალფა-რიტმამდე, ამიტომაც, ყოველთვის, როდესაც ტელევიზორს უყურებთ საკუთარი აზროვნების ბატონ-პატრონებად დარჩით.

2. ამოირჩიეთ და დაგეგმეთ, თუ რის ყურებას აპირებთ. ამისთვის არსებობს გადაცემათა პროგრამები.

3. ტელევიზორს "ფონისა" და განწყობისთვის თუ რთავთ, მაშინ ამისთვის გამოიყენეთ ჩანაწერები დისკებზე ან კიდევ ისეთი არხები, რომლებიც ავითარებენ დადებით თვისებებს და არ ატარებენ უარყოფით მუხტს, მაგალითად, სპორტული გადაცემები, ფიტნესი, გადაცემები ბუნებაზე და სხვა.

4. ფილმების ნახვის წინ გადაწყვიტეთ (თუ ეს შესაძლებელია ხმამაღლადაც კი წარმოთქვით, რამოდენიმეჯერ), რომ დარჩებით საკუთარი აზრების ბატონად, და რომ უცხო გამოცდილება, რომელსაც ეკრანზე ნახავთ, ისევე უცხოდ დარჩება თქვენთვის, როგორც ადრიდანვე იყო; რომ ეს მხოლოდ ფილმია, რომელსაც თქვენს ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან არაფერი აქვს საერთო. თქვენი გაცნობიერებული განზრახვა თქვენს ცნობიერებას და ქვეცნობიერებას განაწყობს თქვენივე ბრძანებების შესრულებისკენ, რადგან საკუთარი სხეულისა და სულის პატრონი თქვენ ბრძანდებით.

5. თუ არსებობს შესაძლებლობა, უყურეთ ფილმებს დისკებზე, და არა ტელევიზიით. ამგვარად, თქვენ ზუსტად იქნებით დარწმუნებულნი, რომ გჭირდებათ სწორედ ის ფილმი, რომელიც აარჩიეთ. თანაც იქ არ არის რეკლამა.

6. რეკლამის დროს ტელევიზორს ხმა გამოურთეთ. მხოლოდ ერთი ღილაკის დაჭერა და თქვენ თავისუფალი ხართ რეკლამის ზეგავლენისგან და თქვენი თავისუფლება თქვენთანვე დარჩება. ასევე რეკლამის მომენტში კარგი იქნება თუ გადაერთვებით ტელევიზიისგან - გამოხვალთ გარეთ, ან გახვალთ სხვა ოთახში, გაესაუბრებით ვინმეს, დარეკავთ სადმე, გააკეთებთ ფიზიკურ ვარჯიშს, მოეფერებით საყვარელ ადამიანს...


http://www.apocalypse.ge/apost_xelovneba_made_in_bilderberg_1_6.html




Комментариев нет:

Отправить комментарий