четверг, 3 апреля 2014 г.

სატანური ძალები და როკ-მუსიკა -ნაწილი 13

"გამოდით და გამოეყავით მათ, ამბობს უფალი, ნუ შეეხებით უწმინდურს და მე შეგიწყნარებთ თქვენ..." 


ეს კიდევ ერთი აღწერაა ლუციფერისა. გახსოვთ, როგორ უთხრა იესუმ თავის მოწაფეებს, რომ იხილა სატანა, ელვასავით გადმოვარდნილი ციდან. სატანა - "ქუხილის ღმერთია".

კადრში ჯგუფი KISS სიმღერით "ქუხილის ღმერთი": "გიბრძანებ მუხლთმოყრას ქუხილისა და როკ-ენ-როლის ღმერთის წინაშე. და შეფუცვა, რომლის ქვეშაც მოექეცი, თანდათანობით წაგართმევს შენს უბიწო სულს"


Kiss - God of Thunder - Live
https://www.youtube.com/watch?v=zgkLhfiGIqY

სატანა - ეს არის "ჭექა-ქუხილის ღმერთი" და დააკვირდით კავშირს ვუდუს ტრანსულ მუსიკასთან, რომელზეც ისინი ლაპარაკობენ. მე დაგიმოწმებთ რამოდენიმე ციტატას გამოკვლევიდან როკ-ენ-როლის შესახებ. მუსიკის მკვლევარი ლეონარდ საიდელი თავის წიგნში "შავკანიან ამერიკელთა მუსიკა" წერს: "როგორც კოლონიალურმა მონებმა, მათ მოიტანეს თავიანთი თაყვანისცემაც ღმერთებისადმი, საკუთარი ცეკვები და დოლური რიტმები" (Eileen Southern. "The Music of Black Americans", New York: W. W. Horton, 1983, p. 139).


კადრში ჯგუფი AC/DC სიმღერით "ჯოჯოხეთის ზარები": "მე ვარ მგრგვინავი ქუხილი, მე ვარ თავსხმა, მე დაგატყდები ვითარც გრიგალი. ცას აპობს ჩემი ელვა..."


აილინ საუზერნი ამტკიცებს: "უეჭველია, რომ ჰაიტი გახლდათ ის ცენტრალური ადგილი, სადაც აფრიკული რელიგიური ტრადიციები შეერწყა კათოლიკურ რწმენას და პრაქტიკას, რათა წარმოქმნილიყო ვუდუ - ცერემონია, რომელიც თაყვანს სცემს გველის კერპს ("ღმერთს") დამბალლს სიმღერის, ცეკვისა და სულებით შეპყრობილობის სახით" (Eileen Southern. "The Music of Black Americans", New York: W. W. Horton, 1983, p139).



ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ვუდუს ეს თაყვანისცემა, მონების ეს მუსიკა, რომელიც აშშ-ში შემოიტანეს, არსებითად გველ-ღმერთის თაყვანისცემა გახლდათ.

ვინ არის გველ-ღმერთი? ცხადია ლუციფერი, რომელსაც სწყურია ღმერთად გახდომა და სურს, რათა მთელი მსოფლიო თაყვანსსცემდეს მას როგორც ღმერთს. მაგრამ ესეც არაფერი, მას სურს, რათა ღმრთის ეკლესიაც დაექვემდებაროს მას და აღიაროს ის ღმერთად. ის ცდილობს ეკლესიის მოტყუებას, რათა მიიღოს მისგან თაყვანისცემა.


სატანა მართავს ქრისტეანულ როკს, მართავს თანამედროვე ქრისტეანულ მუსიკას, რადგან მთელი როკ-ენ-როლი დაფუძნებულია ამბოხსა და დაუმორჩილებლობას. "კარგი" დაუმორჩილებლობა კი არ არსებობს, რადგან "დაუმორჩილებლობა ისეთივე ცოდვაა, როგორიც ჯადოქრობა და წინააღმდეგობა ისეთივე დანაშაულია, როგორც კერპთაყვანისმცემლობა" (1 მერ. 15:23).

ჩვენ კი თქვენთან ერთად ვეზიდებით ამ ვულგარულ, ამსოფლიურ ამაოებას. და არა მარტო მუსიკაა ამაო, არამედ საერო მომღერალთა მთელი ცხოვრებაც. დააკვირდით მათ სიმღერებს, ცხოვრების წესს, ტატუირებებს, პირსინგს და სხვას და ადვილად დარწმუნდებით ამაში. ისინი ცდილობენ წუთისოფლის იმიტირებას და ამასთან ამბობენ რომ ადიდებენ უფალ იესუ ქრისტეს. მაგრამ ეს შეუძლებელია. ბიბლიურად ეს წარმოუდგენელია. ჯერ უნდა დატოვო წუთისოფელი და მხოლოდ ამის შემდეგ მიეახლო ქრისტეს, სხვაგავარად ღმერთი არ მიგიღებს. აი რა თქვა ლიტლ რიჩარდმა თავის მუსიკაზე: "ჩემი ჭეშმარიტი რწმენით როკ-ენ-როლი (მიუხედავად მრავალი ფრაზებისა, რომელსაც მთელი ეს წლები მე მაკერებენ) დემონთა მუსიკაა" (Little Richard, quoted by Charles White, "The Life and Times of Little Richard", p. 197).


კადრში კენეტ ჰეიგინის "ეკლესია"... ადამიანები როკავენ, გიჟებივით დარბიან სცენაზე და შეპყრობილებივით ცახცახებენ... კადრში ისევ მბორგავი ადამიანები ჩანან, მაგრამ ამჟამად ტი დი ჯეიკსის "ეკლესიიდან"... მქადაგებელი, რომელსაც უკნიდან ორი ადამიანი აკავებს, გააფთრებული ჰყვირის "ცხება, ცხება, ცხება...

ანალოგიური კადრები ჯესი დიუპლანტისისა და კენეტ კოუპლენდის მონაწილეობით... შემდეგ, როდნი ჰოვარდ ბრაუნის "ეკლესია"... მომღერალი-მქადაგებელი გიჟივით იცინის... გიჟებივით იცინიან დარბაზში მდგომი ადამიანებიც, ამ "ეკლესიის" წევრები და მუსიკის ქვეშ ბორგავენ. ეს არის მასობრივი შეპყრობილობის შემაძრწუნებელი სცენა.


მომღერალი ლიტლ რიჩარდი: "მე მიმაჩნია, რომ ეს არის დემონთა მუსიკა" (Little Richard, quoted by Charles White, "The Life and Times of Little Richard", p. 197). "დღევანდელი მუსიკის მრავალი რიტმი აღებულია ვუდუდან, ამ რელიგიის დასარტყმელი ინსტრუმენტების რიტმიკიდან. მუსიკალურ რიტმებს თუ გამოიკვლევთ, როგორც ეს მე გავაკეთე, აღმოაჩენთ, რომ ეს ასეა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი სახის მუსიკა ადამიანებს ქრისტესგან განაშორებს. ის დასნებოვნებული და გადამდებია" (Little Richard, quoted by Charles White, "The Life and Times of Little Richard", p. 197).

კადრში, სცენაზეა ინდიელი შამანი.

ციტატა წიგნიდან "დრო როკისთვის: როკ-ენ-როლის სოციალური ისტორია": "ბლუზი ეს არის შავკანიან მონათა აბორიგენული პროდუქტი, რომლებმაც შესძლეს თავიანთი აფრიკული მუსიკალური მემკვიდრეობის ადაპტირება ამერიკულ გარემოსთან" (David Szatmary. "A Time to Rock: A Social History of Rock'n'Roll", p. 2).


"განიცადა რა მრავალი ცვლილება წლების განმავლობაში და მიიღო მრავალგვარი ფორმა, ბლუზი როკ-ენ-როლის საფუძველი გახდა. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მონები, რომლებიც მიჩვეულები იყვნენ ცევკასა და სიმღერას დოლებისა და დასარტყამი ინსტრუმენტების თანხლებით, რადგან ისინი ყოველთვის მღეროდნენ აფრიკის დოლური რიტმების ქვეშ, რიტმი ჰარმონიაზე გააბატონეს" (David Szatmary. "A Time to Rock: A Social History of Rock'n'Roll", p. 2).

  

მიკი ჰარტი, ჯგუფ "Greatful Dead"-ის დრამერი: "ძნელია ზუსტად განსაზღვრო ის მომენტი, როდის გამოვფხიზლდი და შევიგნე, რომ ჩემი ტრადიცია - როკ-ენ-როლი - სულიერია და გარკვეულმა ოჯახურმა მემკვიდრეობამ შეინახა ძველი კავშირი დასარტყამ ინსტრუმენტებსა და ღმერთებს შორის" (Mickey Hart, drummer for the "Greatful Dead", "Drumming at the Edge of Magic, pp. 209, 210, 212). ეს თქვა მიკი ჰარტმა, ჯგუფ "კეთილშობილი ცხედრების" (ასე ითარგმნება სახელწოდება "Greatful Deads") დრამერმა.


http://www.apocalypse.ge/ax_rock_music_13.html



Комментариев нет:

Отправить комментарий