четверг, 24 апреля 2014 г.

ბენჟამინ ფრანკლინის 13 სათნოება

აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე ღვაწლმოსილი დამფუძნებელთაგანი, პოლიტიკური ფიგურა და სახელმწიფო მოღვაწე, მეცნიერი, გამომცემელი, ამერიკის რევოლუციის სულისჩამდგმელი ბენჟამინ ფრანკლინი ცხოვრების წესითაც გამორჩეული გახლდათ.

ერის მამად წოდებული ფრანკლინი ცნობილი იყო განსაკუთრებული ცნობისმოყვარეობით, წერის ნიჭითა და ინტერესთა ფართო სპექტრით. აქტიურმა საზოგადო მოღვაწემ და დიპლომატმა, ნიადაგი მოამზადა ამერიკის რევოლუციისთვის. გთავაზობთ ფრანკლინის 13 სათნოებას.

1. თავშეკავება - არ ჭამო მოყირჭებამდე, არ დალიო დათრობამდე.

2. დუმილი - ილაპარაკე მხოლოდ ის, რაც სასარგებლო იქნება შენთვის ან სხვისთვის, თავი აარიდე ლაქლაქს.

3. წესრიგი - ყველა ნივთს მიუჩინე თავისი ადგილი, ყოველი საქმისთვის თავისი დრო გქონდეს.

4. გაბედულება - გადაწყვიტე შეასრულო ის, რაც გასაკეთებელია, განუხრელად შეასრულო ის, რაც გადაწყვეტილია.

5. მომჭირნეობა - ფული დახარჯე მხოლოდ იმაზე, რასაც შენთვის ან სხვისთვის სიკეთე მოაქვს, არაფერი არ გაფლანგო.

6. სიბეჯითე - არ დაკარგო დრო ტყუილუბრალოდ, ყოველთვის რამე სასარგებლო საქმით იყავი დაკავებული, უარი თქვი ყოველ უსარგებლო ქმედებაზე.

7. გულწრფელობა - არ იცრუო ბოროტად, გქონდეს წმინდა და სამართლიანი აზრები, საუბრის დროს მისდიე ამ წესს.

8. სამართლიანობა - არავის მიაყენო ზიანი, არ ჩაიდინო უსამართლობა და არ გამოგრჩეს ის კეთილი საქმეები, რომლებიც შენს მოვალეობაში შედის.

9. ზომიერება - მოერიდე უკიდურესობებს, შეძლებისდაგვარად შეეცადე იყო მიმტევებელი.

10. სისუფთავე - არ დაუშვა სხეულის, ჩაცმულობის და ადგილსამყოფელის უსუფთაობა.

11. სიდინჯე - არ აგაღელვოს წვრილმანმა, ჩვეულებრივმა და გარდაუვალმა ამბებმა.

12. უმწიკვლობა - იყავი ზნეობრივად წმინდა.

13. თავმდაბლობა - მიბაძე ქრისტეს და სოკრატეს.


reportiori.ge


Комментариев нет:

Отправить комментарий