среда, 16 апреля 2014 г.

ბექა ცხადაძე: 17 მაისს ჰომოსექსუალთა ცხოვრების ამსახველი ფილმის ჩვენებას სასულიერო პირებთან ერთად გავაპროტესტებთ!

ავტორი: ლილუ მიროტაძე
16 აპრილი, 2014.

„რეპორტიორის“ პრესკლუბში საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ბექა ცხადაძემ და მაკა ნიკოლაშვილმა ბრიფინგი გამართეს, სადაც 17 მაისს კინოთეატრ „რუსთაველში“ დაგეგმილი ჰომოსექსუალთა ცხოვრების ამსახველი ფილმის ჩვენებასა და აქტივისტების მიერ გავრცელებული წმინდანების კარიკატურებთან დაკავშირებით ისაუბრეს. როგორც ბექა ცხადაძემ განაცხადა, სოციალურ ქსელებში სექსუალური უმცირესობების მიერ მიზანმიმართულად ვრცელდება ღვთიმსშობლის, წმინდა ნინოსა და ილია მეორის შეურაცხმყოფელი კარიკატურები.

„ხელისუფლება ერიდება ლგბტ ადამიანების წინააღმდეგ წასვლას. მსგავსი ტიპის ღონისძიებებს, როგორიც იყო მაგალითად რამდენიმე დღის წინ „ევროპის მოედანზე“ ჩატარებული აქცია-კონცერტი, რომელიც ლგბტ დამცველი ორგანიზაციების მიერ იყო ორგანიზებული, ხელისუფლება არ უნდა უშვებდეს. კინოჩვენებას ვაპროტესტებთ და 17 მაისს 11 საათზე ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიიდან სამების მიმართულებით საპროტესტო მსვლელობის მოწყობას ვგეგმავთ. აქციას სასულიერო პირებიც შემოუერთდებიან. ასევე იქნებიან ადამიანები სხვადასხვა რეგიონებიდან“, - განაცხადა მან.


http://reportiori.ge/index.php?menuid=3&id=23447



Комментариев нет:

Отправить комментарий