пятница, 4 апреля 2014 г.

ჯონ კოლემანი «300-თა კომიტეტი» 11.

ზუსტად ასეთ რეაქციაზე გვაპროგრამებს ტავისტოკის ინსტიტუტი და უილის ჰარმონი. ჩვენი იდეალების ნგრევა არ გამოიწვევს პროტესტს. ჩვენი ერის სულიერი და ინტელექტუალური პოტენციალი განადგურებულია!


1991 წლის 27 მაისს პრეზიდენტმა ბუშმა გააკეთა ძალიან ღრმაშინაარსიანი განცხადება, რომლის აზრიც, როგორც ჩანს, სრულებით არასწორად ახსნეს ჩვენმა პოლიტიკურმა კომენტატორებმა:


«ამერიკული პოლიტიკის მორალური მხარე მოითხოვს ჩვენგან, ისეთი მსოფლიოს მორალურ კურსს მივსდიოთ, სადაც ნაკლებ ბოროტებას ირჩევენ. სწორედ ეს არის რეალური სამყარო, რომელიც არ იყოფა თეთრად და შავად. აქ ძალიან ცოტა მორალური აბსოლუტია».


კიდევ რას უნდა ველოდოთ პრეზიდენტისგან, რომელიც, როგორც ჩანს, ყველაზე საზარელი ადამიანია, რომელსაც ოდესმე თეთრი სახლი დაუკავებია?


იფიქრეთ ამის შესახებ, გაიხსენეთ 12 ათასი ერაყელი სამხედროს ცოცხლად დამარხვის შესახებ მისი ბრძანება. გაიხსენეთ ომი და ერაყელი ხალხის გენოციდი, რომელიც ჯერაც გრძელდება. პრეზიდენტმა ბუშმა სიამოვნებით დაახასიათა სადამ ჰუსეინი «ჩვენი დროის ჰიტლერად». მას არც კი წარმოუდგენია თავისი მოსაზრების სულ პატარა მტკიცებულებაც კი. ამის აუცილებლობა, უბრალოდ, არ იყო. პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა _ და ჩვენ ეს მივიღეთ კითხვების გარეშე. იფიქრეთ ამაზე ჭეშმარიტების წინაშე _ მან ხომ ეს ამერიკელი ხალხის სახელით განაცხადა, თუმცა თავად ბრძანებები საიდუმლოდ «300-თა კომიტეტიდან» მიიღო.


მაგრამ, რაც მთავარია, გაიაზრეთ: პრეზიდენტი ბუში და მისი მფარველები თავს იმდენად დაუსჯელად გრძნობენ, რომ ისინი უკვე აღარ თვლიან საჭიროდ, დამალონ თავიანთი მზაკვრული კონტროლი ამერიკელ ერზე. მისი განცხადებიდან პირდაპირ გამომდინარეობს, რომ იგი, როგორც ჩვენი ლიდერი, სიმართლესთან, პატივთან და ღირსებასთან ყველანაირ კომპრომისზე წავა, თუ მისი (და ჩვენი) მმართველები ჩათვლიან ამას აუცილებლად. 1991 წლის 27 მაისს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გააუქმა ჩვენი კონსტიტუციის ყველა პრინციპი და თამამად განაცხადა, რომ აღარაა ამით შებოჭილი. ეს ტავისტოკის ინსტიტუტისა და სტრატეგიული დაბომბვის დაგეგმარების სამმართველოს დიდი გამარჯვებაა, რომლის სამიზნეც 1945 წელს გერმანული საცხოვრებელი კვარტლების ნაცვლად ამერიკელი ხალხის სული გახდა იმ ომში, რომელიც 1946 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება.


ჩვენს ხალხზე გაძლიერებული ზეწოლა მისი გარდაქმნის მიზნით სტენფორდის კვლევითი ინსტიტუტის მიერ სამოციანი წლებიდან დაიწყო. სკი-ს შეტევა ძალას იკრებდა. ჩართეთ თქვენი ტელევიზორი და თვალნათლივ დაინახავთ სკი-ს გამარჯვებას: თოქშოუები ყველაზე ინტიმური სექსუალური დეტალების შესახებ, სპეციალური ვიდეოარხები, რომლებზეც მეფობს გარყვნილება, როკ ენ როლი და ნარკოტიკები. იქ, სადაც ოდესღაც ჯონ უეინი იყო კერპი, ახლა ჩვენ გვაქვს ადამიანის (ადამიანია კი?) ხელოვნური აპოლოგია სახელად მაიკლ ჯექსონი – ადამიანური არსების პაროდია, რომელსაც გმირად თვლიან, ხოლო იგი ამ დროს ტრიალებს, ძიგძიგებს, ჩურჩულებს და წივის მილიონობით ამერიკული სახლის სატელევიზიო ეკრანებზე.


იმ ქალის შესახებ, რომელმაც დაოჯახებისა და განქორწინების მთელი სერია გაიარა, მედია მთელ ქვეყანაში გაჰყვირის. საეთერო დროის საათები ეთმობა ხან ერთ, ხან მეორე დაუბანელ ნარკომანულ და დეკადენტურ როკჯგუფს, მათ შეშლილ ხმებს, გიჟურ ცეკვებს, ტანსაცმელსა და ენობრივ გადახრებს. საპნის ოპერები, რომლებშიც ზოგიერთი სცენა პორნოგრაფიულს უახლოვდება, უკვე აღარ იწვევს კომენტარებს. სამოციან წლებში მსგავს რამეს არ მოითმენდნენ, ახლა კი ეს უკვე ნორმად ითვლება. ჩვენ დაგვამუშავეს იმით, რასაც ტავისტოკის ინსტიტუტი «მომავალ შოკებს» ეძახის. ამასთან, ეს მომავალი უკვე დადგა და ჩვენ იმდენად დაგვაყრუა ამ მუდმივმა კულტურულმა შოკებმა, რომ ყველა პროტესტი უსარგებლო ჟესტად გვეჩვენება, ამიტომ ლოგიკურად ვფიქრობთ, რომ პროტესტს არანაირი აზრი არ აქვს.


1986 წელს «300-თა კომიტეტმა» ბრძანა ზეწოლის გაძლიერება. აშშ-ის დაცემა არასაკმარისად სწრაფი იყო. შეერთებულმა შტატებმა დაიწყო კამბოჯელი ყასბების, პოლ პოტის დანაშაულებრივი რეჟიმის «აღიარების» პროცესი, რომლებმაც თავად აღიარეს კამბოჯის 2 მილიონი მოქალაქის მკვლელობა. 1991 წელს ბორბალმა სრული ბრუნვა გააკეთა. შეერთებულმა შტატებმა ომით გაილაშქრა მოძმე ერის წინააღმდეგ, რომელიც დაპროგრამებული იყო ვაშინგტონელი მოღალატეების ნდობაზე. ჩვენ ბრალს ვდებდით ერაყის პრეზიდენტ სადამ ჰუსეინს ყველა ცოდვაში. ჩვენ ვკლავდით და ვასახიჩრებდით მათ შვილებს, ჩვენ გავწირეთ ისინი შიმშილისა და ყველანაირი დაავადებით სიკვდილისთვის.


იმავე დროს ჩვენ გავგზავნეთ ბუშის ემისრები «300-თა კომიტეტიდან» კამბოჯაში, რათა ეღიარებინათ ორი მილიონი კამბოჯელის მასობრივი დანაშაულებრივი მკვლელობა, რომლებიც მსხვერპლად შესწირეს ქალაქების მოსახლეობის შემცირების (დეპოპულაციის) «300-თა კომიტეტის» ექსპერიმენტს.


იგივე მოხდება შეერთებული შტატების დიდ ქალაქებში არც ისე შორეულ მომავალში. ახლა პრეზიდენტი ბუში და მისი «300-თა კომიტეტს» დაქვემდებარებული ადმინისტრაცია, ფაქტობრივად, გვეუბნება: «მისმინეთ, ხალხნო, ჩემგან რაღა გინდათ? მე გეუბნებოდით, რომ წავალ კომპრომისებზე, როცა ჩავთვლი საჭიროდ, თუნდაც პოლპოტისეულ მკვლელებთან ღამის გატარება მომიწიოს, ამიტომ დამიკოცნეთ ფეხები».


საზოგადოების გარდაქმნის მიზნით მასზე ზეწოლის დონე პიკს 1993 წელს მიაღწევს და ჩვენ გავხდებით მოწმენი სცენებისა, რომლებსაც ადრე შეუძლებლად ჩავთვლიდით. განცვიფრებული ამერიკა მოახდენს რეაგირებას, მაგრამ ძალიან სუსტად. ჩვენ ჩვენივე თავისუფლების უკანასკნელი საფრთხეც აღარ გვაწუხებს _ პერსონალური კომპიუტერული ბარათები. უილის ჰარმონის წიგნის «ადამიანური სახის ცვლილება» იდეები უმრავლესობისთვის ზედმეტად რთულია გასაგებად, ამიტომ მიმართეს დასახმარებლად მერილინ ფერგიუსონს, რათა ისინი უფრო გასაგები გაეხადათ. «მერწყულის ხანის» აბრის ქვეშ სცენაზე მიმდინარეობს სტრიპტიზშოუ, ხოლო სიმღერამ «მერწყულის ხანის განთიადი» (The dawning of the Age of the Aquarius) ჰიტაღლუმების ზედა სტრიქონები დაიკავა და მთელი მსოფლიო მოიარა.


პერსონალური კომპიუტერული ბარათები, როდესაც მათ სრულად გაავრცელებენ, მოგვწყვეტენ ჩვეულ გარემოს, გარემო კი ნიშნავს ბევრად მეტს, ვიდრე ამ სიტყვის გავრცელებული მნიშვნელობა. შეერთებულმა შტატებმა მიიღო მორალური ტრავმა, რომელიც არ მიუღია არც ერთ ერს მსოფლიოში და ყველაზე უარესი ჯერ კიდევ წინაა.


ყველაფერი ხდება ტავისტოკის ნებით და სტენფორდელი «სოციოლოგების» გეგმით. დრო არ იცვლება, მას ცვლიან. ყველა ცვლილება წინასწარ დაგეგმილია და ხდება გულდაგულ გათვლილი მოქმედებების შედეგად.
თავიდან ჩვენ ნელა ვიცვლებოდით, მაგრამ ახლა ტემპი იზრდება. შეერთებული შტატები მრავალენოვან კონგლომერატად იქცევა. აშშ უკვე აღარაა «ერთი ერი ერთი ღმერთით». კონსტიტუციის საფუძვლებმა მარცხი განიცადა.


ჩვენი წინაპრები ერთ ენაზე საუბრობდნენ, ერთ რელიგიას _ ქრისტიანობას მიჰყვებოდნენ და საერთო იდეალები ჰქონდათ. ჩვენს გარემოში უცხოები არ იყვნენ; ეს გვიან მოვიდა, როგორც ჩვენი ქვეყნის ეროვნებებად, კულტურებად და სარწმუნოებებად დაყოფის შეგნებული მცდელობა. თუ ამაში ეჭვი გეპარებათ, გაისეირნეთ შაბათ დღეს ნიუ იორკის ისტ საიდზე ან ლოს ანჯელესის ვესტ საიდზე და გარშემო მიმოიხედეთ. შეერთებული შტატები რამდენიმე ერი გახდა, რომლებიც ცდილობენ თანაარსებობას მთავრობის ერთიანი სისტემის ქვეშ. როდესაც ემიგრაციის კარიბჭეები «300-თა კომიტეტის» მეთაურის ბიძაშვილმა, ფრანკლინ დ. რუზველტმა, ფართოდ გახსნა, კულტურულმა დარტყმამ დიდი დაბნეულობა და გაურკვევლობა გამოიწვია, შედეგად «ერთიანი ერის» კონცეფციამ მუშაობა შეწყვიტა. «რომის კლუბმა» და ნატომ სიტუაცია გაამწვავეს. ფორმულა «შეიყვარე მოყვასი შენი» არ მუშაობს, თუ თქვენი მოყვასი ისეთივე არაა, «როგორც თქვენ თვითონ».


ჩვენი კონსტიტუციის შემქმნელთათვის ის ჭეშმარიტებები, რომლებიც მათ მომავალი თაობებისთვის გამოაცხადეს, თავისთავად თვალნათელი იყო. რაკი არ იყვნენ დარწმუნებული იმაში, რომ შემდეგი თაობებიც ამ ცხად ჭეშმარიტებებს ასევე მიიჩნევდნენ აუცილებლად შესასრულებლად, მათ დაიწყეს მათი დეტალურად ახსნა. როგორც ჩანს, მათ ეშინოდათ, რომ დადგება დრო, როცა ჭეშმარიტებები, რომლებსაც ისინი მისდევდნენ, აღარ იქნებოდა თვალნათელი. ტავისტოკის ადამიანურ ურთიერთობათა ინსტიტუტმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დამდგარიყო დრო, რომლისაც ეშინოდათ აშშ-ის კონსტიტუციის შემქმნელებს. ეს დრო დადგა ბუშის მოსვლასთან ერთად, მისი «მორალური აბსოლუტების არარსებობით» და «300-თა კომიტეტის» ახალი მსოფლიო წესრიგით.


ეს არის ამერიკისთვის თავსმოხვეული სოციალური ცვლილებების კონცეფციის ნაწილი. ეს კონცეფცია, ჰარმონისა და «რომის კლუბის» სიტყვებით, ნიშნავს ამერიკელებისთვის სერიოზულ ფსიქოლოგიურ ტრავმებს და მზარდ ზეწოლას. საზოგადოებრივი არეულობები, რომლებიც ტავისტოკის, «რომის კლუბისა» და ნატოს შექმნიდან დაიწყო, გაგრძელდება აშშ-ში მანამ, სანამ ამ ცვლილებების ზღვარს არ მიაღწევენ. ერები ინდივიდებისგან შედგება და მათაც აქვთ ფსიქოლოგიური ზღვარი, რომლის შემდეგაც ცვლილებები შეუძლებელია, მიუხედავად ინდივიდისა თუ ერის ძლიერებისა.


ეს ფსიქოლოგიური ჭეშმარიტება საიმედოდ დაადასტურა სტრატეგიული დაბომბვის დაგეგმვის სამმართველომ, რომელმაც რეკომენდაცია გაუწია გერმანელი მუშების საცხოვრებელი კვარტლების დაბომბვას «გაჯერების ზღვრულ წერტილამდე». როგორც ადრე ვახსენებდი, ეს პროექტი შემუშავდა სადაზღვევო კომპანია «ფრუდენშიალ ინშურანს კომპანის» (Prudential Insurance Company) ეგიდით და დღეს აღარავის ეპარება ეჭვი, რომ გერმანია სწორედ ამ ოპერაციის შედეგად დამარცხდა. ბევრი მეცნიერი, რომლებიც ამ პროექტზე მუშაობდნენ, განაგრძობს მუშაობას ამერიკის «ბომბარდირებაზე» «გაჯერების ზღვრულ წერტილამდე» ან თავისი დახვეწილი მეთოდები საკუთარ მიმდევრებს გადასცა.



მემკვიდრეობა, რომელიც მათ დატოვეს, იმ ფაქტში მჟღავნდება, რომ ჩვენ, როგორც ერმა, თავად დავკარგეთ ჩვენი გზა, მაგრამ ჩვენ შეგნებულად აგვირიეს გზა, რომლითაც დამოუკიდებლობის დეკლარაციის ავტორები ორას წელზე მეტ ხანს გვატარებდნენ. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენ დავკარგეთ კავშირი ჩვენს ისტორიულ ფესვებთან, დავკარგეთ რწმენა. ის, რომ ჩვენ საკუთარი გზა დავკარგეთ, ყველას ესმის, ვინც სიმართლეს ეძებს, როგორი მწარეც არ უნდა იყოს იგი.


«მორალური აბსოლუტების არმქონე» ბუშის მიერ მართვადები, ჩვენ მივხოხავთ გაურკვეველი მიმართულებით, როგორც დაკარგული ერი და ეს ინდივიდუმთა განწყობაშიც მჟღავნდება. ჩვენ ვთანამშრომლობთ «300-თა კომიტეტთან» ჩვენივე კრახისა და დამონებისთვის. ზოგი გრძნობს ამას და ძლიერ შეშფოთებას განიცდის. შეთქმულების სხვადასხვა თეორია, რომლებსაც ისინი იცნობენ, როგორც ჩანს, ვერ უხსნის მათ ყველაფერს ბოლომდე. ეს იმიტომ, რომ მათ არაფერი იციან შეთქმულთა იერარქიაზე _ «300-თა კომიტეტზე».


ეს სულები, რომლებიც ღრმა შფოთვას განიცდიან, რომლებიც გრძნობენ, რომ ხდება რაღაც სრულიად უადგილო, მაინც ვერ ახერხებენ ძალების მოკრებას პრობლემის გადასაჭრელად, სიბნელეში დადიან. ისინი იყურებიან მომავლისკენ, რომელიც მათ გაურბის. ამერიკული ოცნება მირაჟად იქცევა. ისინი თავიანთ რწმენას რელიგიაში დებენ, მაგრამ არ დგამენ რეალურ ნაბიჯებს რწმენის განსამტკიცებლად.


მტერმა 1980 წელს გადაწყვიტა, შეერთებული შტატებისთვის ისეთი ძალის დარტყმა მიეყენებინა, რომ ამერიკის აღორძინება შეუძლებელი გამხდარიყო. ვინაა ეს მტერი? ეს მტერი არ არის ვიღაც უსახო «ისინი». მტერი «300-თა კომიტეტი», «რომის კლუბი», ნატო და ყველა მათი ფილიალია, გონებრივი ცენტრი და კვლევითი ორგანიზაციები, რომლებსაც ტავისტოკი მართავს. არ არის აუცილებლობა იმისა, რომ გამოვიყენოთ სიტყვები «ისინი» ან «მტერი», თუ არა შემოკლების მიზნით. ჩვენ ვიცით, ვინ არიან «ისინი» და ვინაა მტერი. «300-თა კომიტეტი» მისი «არისტოკრატიით» _ აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს ლიბერალური ისტებლიშმენტით, მისი ბანკებით, სადაზღვევო კომპანიებით, გიგანტური კორპორაციებით, ფონდებით, კომუნიკაციური ქსელებით და სათავეში შეთქმულთა იერარქიით – აი, ვინაა მტერი.


ამ ძალამ განახორციელა ბოლშევიკური რევოლუცია და დაამყარა ტერორის მეფობა რუსეთში, დაიწყო პირველი და მეორე მსოფლიო ომები, ომი კორეაში, ომი ვიეტნამში, ორგანიზება გაუწია კრიზისებს როდეზიაში, სამხრეთ აფრიკაში, ნიკარაგუასა და ფილიპინებზე. ეს საიდუმლო ზემთავრობაა, რომელმაც განახორციელა აშშ-ის ეკონომიკის გამიზნული ნგრევა და იმ ქვეყნის საბოლოო დეინდუსტრიალიზაცია, რომელიც ოდესღაც უდიდესი ინდუსტრიული სახელმწიფო იყო მსოფლიოში.
ამერიკა დღეს შეგვიძლია შევადაროთ ჯარისკაცს, რომელსაც ბრძოლის ველზე უეცრად ჩაეძინა. ჩვენ, ამერიკელებს, უბრალოდ ჩაგვეძინა და უფლება მივეცით აპათიაში ჩავეგდეთ, რაც არჩევანის გადამეტებულმა შესაძლებლობებმა გამოიწვია. ეს ცვლილებები გარდაქმნის ჩვენს გარემოს, გვართმევს წინააღმდეგობის გაწევის უნარს _ ჩვენ ვხდებით მოშვებულები, აპათიურები და ბოლოს და ბოლოს ვიძინებთ შუა ბრძოლაში.


არსებობს ამ მდგომარეობის აღმნიშვნელი ტექნიკური ტერმინი. მას ეწოდება «ღრმად შეღწევადი ხანგრძლივი დაძაბულობა». ხალხის დიდ ჯგუფებზე ღრმად შეღწევადი ხანგრძლივი დაძაბულობის გზით გავლენის მოხდენის ხელოვნება შეიმუშავეს ტავისტოკის ინსტიტუტმა და მისმა შვილობილმა ორგანიზაციებმა აშშ-ში: სტენფორდის კვლევითმა ინსტიტუტმა, «რენდ კორპორეიშენმა» და კიდევ აშშ-ის, სულ ცოტა, 150-მა კვლევითმა დაწესებულებამ.


დოქტორმა კურტ ლევინმა _ მეცნიერმა, რომელმაც შეიმუშავა ომის წარმოების ეს ეშმაკისეული გზები, აიძულა საშუალო ამერიკელი პატრიოტი, ჭკუიდან გადასულიყო შეთქმულების სხვადასხვა თეორიით, რადგან მასში დაუცველობის, საფრთხის, მარტოობისა და შიშის შეგრძნებას ბადებდა.


დოქტორ ლევინის სახელი არ არის ისტებლიშმენტის ისტორიის არც ერთ წიგნში, რომლებიც საბოლოო ჯამში წარმოადგენს მოვლენების ჩანაწერებს, რომლებიც მმართველი კლასის ან ომში გამარჯვებულების თვალსაზრისს გამოხატავს. ამიტომ მე სიამაყით წარმოგიდგენთ მის სახელს. როგორც ადრე ვახსენე, დოქტორ ლევინმა ტავისტოკის ინსტიტუტის ეგიდით ჰარვარდის ფსიქოლოგიურ კლინიკას და სოციალური კვლევების ინსტიტუტს გაუწია ორგანიზება. ამ ორი ორგანიზაციის დასახელება მათ ჭეშმარიტ მიზნებს არ გამოხატავს.


კურტ ლევინმა მისცა ტავისტოკის ინსტიტუტს, «რომის კლუბს» და ნატოს შეუზღუდავი ძალაუფლება ამერიკაზე, რომლის უფლება არც ერთ ორგანიზაციას, გაერთიანებას თუ საზოგადოებას არ უნდა ჰქონდეს. ეს დაწესებულებები უზურპირებულ ძალაუფლებას იყენებდნენ, რათა შეთქმულების გეგმებისა და განზრახვებისთვის წინააღმდეგობის ერის ნება დაენგრიათ, წაერთმიათ ჩვენთვის ამერიკული რევოლუციის ნაყოფი და მივემართეთ გზაზე, რომელსაც პირდაპირ ახალ, ბნელ საუკუნეებში მივყავართ ერთიანი მსოფლიო მთავრობის ძალაუფლების ქვეშ.


ამ შორსმიმავალი მიზნის განხორციელებაში ლევინის დამხმარეები იყვნენ რიჩარდ კროსმანი (Richard Crossman), ერიკ ტრისტი (Eric trist), გ. ვ. დიქსი (H. V. Dicks), უილის ჰარმონი (Willis Harmon), ჩარლზ ანდერსონი (Charles Anderson), გარნერ ლინდსეი (Garner Lindsey), რიჩარდ პრაისი (Richard Price) და უ. რ. ბაიონი (W. W. Bion). მიაქციეთ ყურადღება – ეს სახელები არასოდეს გამოჩენილა საღამოს ახალ ამბებში: ფაქტობრივად, ისინი მხოლოდ მეცნიერულ ჟურნალებში ჩნდებოდნენ, ამიტომ ასე ცოტა ამერიკელმა იცის ან წარმოუდგენია, თუ რა გააკეთეს ან რის კეთებას აგრძელებენ ისინი აშშ-ისთვის.



http://geworld.net/search.php?mod=search&lang=ge


Комментариев нет:

Отправить комментарий