четверг, 3 апреля 2014 г.

შვიდი მხეცის წრე.

დიდი ხნის უკან, როცა მე პირველად ახალი აღთქმა წავიკითხე, უფრო სწორად, უფრო ადრე ერთერთი მოციქულის სახარება მქონდა წაკითხული. ხოლო, მომავალში როცა ახალი აღთქმის ბოლო თავი ,, იოანეს გამოცხადება’’ წავიკითხე, რაღაც მეწყინა ასეთი დასასრული. ანუ, ბოლო თავი მე მივიჩნიე ძალიან კარგი(სერიოზული, შთამბეჭდავი) ისტორიის არასერიოზულ, ზღაპრულ , ფანტაზიურ დასასრულად. და ვთქვი ,, ეს ბოლო რა დაუწერიათ , ზღაპრად გადაუქცევიათ მეთქი’’. შვიდთავიანი მხეცი, მფრინავი გველეშაპი, რაღაც ციფრი...სიმახინჯედ მომეჩვენა ასეთი დასასრული.

მერე კი, არც ისე დიდი ხნის უკან მე ამ თემაზე ბევრი ვიფიქრე, რატომ? ალბათ ასე უნდოდა ღმერთს. მართლა უნდოდა ? მომეჩვენა? ვაკრიტიკე კიდეც თავი, მაგრამ ასეა თუ ისეა, მე ვიფიქრე და დავწერე ის რაც დავწერე.

 მანამ სანამ მე ჩემს აზრებს გამოვთქვამდი წავიკითხე სხვათა მოსაზრებები. დანიელის ხილვაში ხილულ მხეცებზე მრავალი წერილია ინტერნეტში. მათზე სწორედ აქ გავიგე.
ხოლო შემდგომი მხეცების ,,იდეა’’ ჩემია. არ ვიცი, სწორია თუ არა , მეც ერთერთი ვიქნები ვინც შეცდა , ეს არც გამიკვირდება, მაგრამ მე რატომღაც გადავწყვიტე რომ შვიდი მხეცი +მერვე =ერთიდაიგივე მხეცების წრეს. თუმცა აქ აზრები გამიმყარა კვლავ დანიელის ხილვაში ხილულმა მხეცებმა და მათმა გასამართლებამ. ანუ, სამი მხეცი აგრძელებს არსებობას, ხოლო ბოლო მერვე სწორედ ამ სამის ნაერთი მხეცია.

თუ აპოკალიფსი და საერთოდ, უფლის გვწამს, უნდა ვიფიქროთ კიდეც უფლის მეორედ მოსვლაზე, მანამდე კი იმ ვითარებაზე რაც იქნება მეორედ მოსვლამდე.

თუმცა შეიძლება ბევრს არც სწამს და არც ადარდებს ეს თემა. ასეც არის.


სატანა, ორი მხეცი და ბაბილონი.
ბაბილონს გაანდგურებს მხეცი. ორ მხეცს დაამარცხებს უფალი. სატანა კი შეიბორკება 1000წლით.
ბოლო მხეცის მიერ მოკლული მორწმუნეები გაცოცხლდებიან.
 საბოლაოდ, სატანა 1000 წლის შემდეგ ორი მხეცის ბედს გაიზიარებს ,სატანასაც ჩააგდებენ  ცეცხლის ტბაში, რომელშიც ორივე მხეცი ჩააგდო უფალმა.ეს საბოლაო განჩენია.


მანამდე კი,

ბაბილონის ქსელში ვართ გახლართული , ოღონდ შეიძლება ამას არ ვგრძნობდეთ, რადგან ქრისტიანული ცოდნა თუ არ გვაქვს, არც ბაბილონის მავნებლობას ვგრძნობთ.

 და თუ ვგრძნობთ მის მავნებლობას , მაშინ ბაბილონის ახლოს ვცხოვრობთ, ანუ პატარპატარა ბაბილონები ყველგან არის,, თუმცა მთავარის ფესვებს ჩვენ მომავალში ჩავწვდებით. უნდა ვიყოთ ფრთხილად ,მითუმეტეს თუ მას ბოლო წლები, საათები თუ წუთები აქვს. ბაბილონი არ არის უბრალოდ ჩვენი უცოდინარობის ფანტაზია, ის არ არის უბრალოდ მიტოვებული ქვის შენობები(ანუ ქალაქი), ბაბილონი ფიზიკური ცოცხალი პირია. ის შეიძლება იყოს მავნე ინფორმაციის წყარო, რომელიც გვწამლავს. ჩვენი უცოდინარობა მის წისქვილზე ასხამს წყალს.

 ის რომ ღია მეძავი იყოს, ჩვენ გვეცოდინებოდა თუ არა ვისგან დავიცვათ თავი.?

ის ფარული მეძავია, ჩვენ კი მას პატიოსანი სახელით ვიცნობთ ?

შეიძლება.

ის თუ პატიოსანი სახით გვევლინება არ არის გასაკვირი, ის სწორედ ეკლესიის წინამძღოლი იყოს ან მრევლში იყოს.

სიბილწეთა დედისაგან არაფერია გასაკვირი...


**************************************************

პირველი ორი მხეცი აზიური იყო, მესამე ევროპულ აზიური. (მეოთხე იმპერია არ განმეორდება)

მეორე წრეში ორივე(ანუ მეხუთე და მეექვსე) მხეცი აზიური იყო, მესამე(ანუ მეშვიდე) _ევროპულ აზიური.


ბოლო იმპერიაც ევროპულ აზიურია.

ბაბილონელები დღეს ღია შეტევაზე ევროპა ამერიკიდან წამოვიდნენ, ანუ ევროპა -ამერიკამ ქრისტიანული ნიღაბი ჩამოიხსნა, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ბაბილონი ევროპელი ან ამერიკელია, (თუმცა დღეს მისი გუნდი აუცილებლად არის ევროპა-ამერიკაში) ბაბილონი აზიელია, ამიტომ ის სწორედ ევროპულ -აზიურ მხეცზე გამოჩნდება. მერვე მხეცი მართლა უფსკრულიდან ამოვა და ამოიყვანს მის ქალბატონს, ეს უფსკრული არის საიდუმლობათა უფსკრული, რომელიც აუცილებლად გახსნის პირს აზიაში , (თითქოს ამ საიდუმლოს ზემოდან ეფარება (ეფარებოდნენ) ბაბილონის შექმნილი მხეცები, მაგრამ ავტორი არ ჩანდა. ამიტომ, მერვე მხეცის გამოჩენა ნიშნავს ყველა საიდუმლოს გახსნას, მსოფლიოს მაცდური  ქალ-ქალაქი  უნდა გამოჩნდეს, ის არის ყველა დროის ვირუსი, რომელმაც ყველა დროში შეუტია ადამიანებს და ისინი განდიდების მანიით(სრულითავისუფლებით) დაასნებოვნა. ის ვირუსმატარებელია, თავისთავში თითქოს სატანას ატარებს, რომელმაც ის განდიდების სურვილით აღძრა, ანუ ბაბილონელები არიან ისინი ვინც თავი ღმერთებად გამოაცხადეს, მათ წაბილწეს სხვებიც-მსოფლიო.

გავაგრძელებ შემდეგში........






Комментариев нет:

Отправить комментарий