საიტი uainfo.org აქვეყნებს ჟურნალისტის ალექსანდრ ციგანკოს წერილს "ვულოცავ პუტინს!" - საზოგადოებრივი აზრის კვლევა რუსეთში შოკისმომგვრელია". გთავაზობთ თარგმანს.
"ვულოცავ პუტინს!
ახლახანს, სოციალური კვლევის სააგენტოსთან ერთად, შეკვეთილი გამოკითხვა ჩავატარეთ, რომელშიც მონაწილეობა 4 200 ადამიანმა მიიღო - რესპონდენტთა კლასიკური ნიმუში, სატელეფონო ზარები, ქუჩის გამოკითხვა.
პირველი კითხვა ყოველგვარი განმარტების გარეშე: "მხარს უჭერთ თუ არა ჯარების უკრაინაში შეყვანას".
56.8% დიახ, 19.6% არა. ინტელიგენტურ მოსკოვში 51% მხარს უჭერს, 24% - არა, ხოლო პიტერში კი ხმები ასე გადანაწილდა 47% / 31%
მეორე კითხვა - "მზად ხართ გაწვეული იყოთ ჯარში ასეთი მისიის შესასრულებლად, ან საკუთარი შვილის გასაგზავნად?"
52% მზადაა თავადაც წავიდეს სლავი ძმების დასახოცად და შვილებიც გაგზავნოს ხორცის საკეპ მანქანაში. მოსკოვში, ჩვენს მოსკოვში, რომელიც ნავალნის ხმას აძლევდა - ამისათვის 49,8% არის მზად.
მაგრამ, ყველაზე ამაზრზენი წინ გველოდება. მრავალმნიშვნელოვანი პასუხები.
"რუსეთის ფედერაციის ინტერესების დასაცავად, კიდევ რომელ ქვეყანაში დაუჭერდით მხარს რუსული ჯარის შეყვანას?"
როგორც მინიმუმ, ციფრებს არ გაგიმხელთ, ქვეყნებს ჩამოვთვლი: ბალტიისპირეთი, აშშ, იაპონია და სულ ბოლოს, ისრაელი.
ახლა კარგად მოთავსდით. "იმ შემთხვევაში თუ რუსეთი შეიარაღებულ ძალებს გამოიყენებს, მზად ხართ სანქციების ამოქმედებისათვის (საზღვარგარეთ გასვლის შეზღუდვა, უცხოური საქონელის დეფიციტი, ეკონომიკური სირთულეები) ?
დადებითი პასუხი გასცა, ქვეყნის მასშტაბით, მოსახლეობის 50,4 % და მოსკოვის 45,2%.
ვულოცავ პუტინს! მან მოახერხა შეექმნა სახელმწიფო ჯოგური ატმოსფეროთი, რომელშიც ცხოვრება უკვე აღარ მეშინია. უბრალოდ მძაგს. "
http://news.ge/ge/news/story/85284-vulotsav-putins
"ბარბაროსი, რომელიც ისტორიაში ადგილის დამკვიდრებაზე ოცნებობს"
საიტი glavred.info აქვეყნებს ფსიქოლოგის, უკრაინის ფსიქოთერაპევტთა კავშირის წევრის ანდრეი ზლოტნიკოვის წერილს, სადაც ავტორი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ფსიქოლოგიურ პორტრეტზე საუბრობს. გთავაზობთ თარგმანს.
"რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გამოსვლის შემდეგ, სადაც მან "ფსევდორეფერენდუმსა" და შემდეგ ყირიმის რუსეთთან "შეერთებას" კანონიერი უწოდა, გაირკვა რომ პუტინმა დაიკავა პრაგმატული და რაციონალური პოზიცია, რომლის მიზანი იმპერიული ძალაუფლებაა.
ჩემი მეგობრები პუტინის შიზოფრენიაზე საუბრობდნენ, მაგრამ ავადმყოფობა მასში ვერ შევნიშნე. მე ის "მატყუარა მკითხველი" მგონია. გებელსამდე შორია - ის იმდენად ისტერიული არ არის, ის პედანტია, რომელიც ცდილობს გამოთქმით წაიკითხოს.
მის მიერ წარმოთქმული სიტყვა, ეს ფურცლიდან წაკითხული სიტყვაა რომელიც სპეციალისტებმა დაუწერეს, ამიტომაც პუტინი, როგორც პიროვნება აქ არ სჩანს. ეს პროპაგანდაა, ფარული აგრესიის მატარებელი პროპაგანდა და ცივი ომის გამეორების სურვილის დემონსტრირება.
პუტინი ბარბაროს არქეტიპს განასახიერებს. მისი მიზანი ექსპანისიაა - ეს მისთვის "განვითარების" ერთადერთი გზაა. ის ამბიციურია და ისტორიაში შესვლაზე, მის პატივსაცემად შეთხზულ ლეგენდებზე ოცნებობს. ნარცისია.
პატივმოყვარეობის ამ უძირო კასრს ვერაფრით შეავსებ, წყურვილი დაუკმაყოფილებელია. გარემოცვა მასში ვნებებს აღძრავს და ცეცხლზე ნავთს ასხამს. სწორედ ამაშია ბევრი მმართველის პრობლემა - ხელქვეითებისათვის არახელსაყრელია განაცხადონ, რომ მეფე შიშველია. პუტინის მიმდევრების პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ არასრულფასოვნების კომპლექსის კომპენსაციას ლიდერთან თვითიდენტიფიკაცით ახდენენ: "ჩვენ დიდი ქვეყანა ვართ! ჩვენ საუკეთესო ერი ვართ! ყირიმი ჩვენია!" - ფაშისტურ პროპაგანდას ჰგავს.
უკრაინა საუკეთესო საბაბია, რათა რუსეთის შიდა პრობლემებზე ფიქრი, "ფაშისტებთან" და დასავლეთთან დაპირისპირებაზე გადაიტანონ. პუტინი ეშმაკურ ილეთს იყენებს, რომელიც ადრეც გამოუყენებია არა მარტო მას, არამედ რუსეთის წინამორბედ ბევრ მმართველს - გარეშე მტერი!"
http://news.ge/ge/news/story/85062-barbarosi-romelits-istoriashi-adgilis-damkvidrebaze-otsnebobs

Комментариев нет:
Отправить комментарий