четверг, 17 апреля 2014 г.

პეტრე მამრაძე: ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების შემთხვევაში მოძღვარს ჰომოსექსუალიზმის დაგმობის უფლება აღარ ექნება?!

ავტორი: თეო ტაბატაძე
17 აპრილი, 2014.

„სტრატეგიული კვლევის ცენტრის" ხელმძღვანელმა პეტრე მამრაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტთან დაკვშირებით შეფასებები გააკეთა.



„ ჩვენი საზოგადოების ვნებათაღელვა ამ კანონპროექტთან დაკვშირებით გასაგებია. რას ნიშნავს ეს კანონპროექტი? იმას, რომ მართლმადიდებელ მღვდელს აღარ ექნება უფლება გამოხატოს თავისი აზრი და დაგმოს ეს ცოდვა?! სახარებაში აღნიშნულია, რომ ეს არის უდიდესი ცოდვა! რა უნდა ქნას მამაომ, ხელი უნდა აიღოს სახარებაზე, რადგან ამ კანონით მას სიძულვილის ენით საუბარი დაბრალდება, თუ ამას არ გულისხმობს ეს კანონი?

ერთია უფლებების დაცვა და მეორეა პროპაგანდის აკრძალვა, რაზეც ევროკავშირის ბევრმა ქვეყანამ უკვე დაიწყო ზრუნავა.

ჩემი მოთხოვნა იქნება, რომ კანონში არაფერი იყოს ისეთი ჩადებული, რაც ხელს შეუწყობს ამის პროპაგანდას. გეი-პარადები რომ წმინდა წყლის პროპაგანდაა და ამას არანაირი კავშირი არ აქვს უფლებების დაცვასთან, ეს ყველამ ვიცით.

პირდაპირ ვიტყვი, თუ ასეთი ადამიანი პროპაგანდას არ ეწევა, არავის პრობლემას არ უქმნის, პატიოსნად მუშაობს და ვინმე მას სამსახურიდან მოხსნის, ეს ნამდვილადაა უფლებების დარღვევა.

თუმცა დასავლეთში სულ სხვაგვარადაა. ადამიანს საყვარელი ქალი რომ ჰყავდეს, სამსახურიდან დაითხოვენ გარყვნილების გამო, მაგრამ პარტნიორად რომ ჰყავდეს ჰომოსოქსუალი თანამშრომელი და თუნდაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს იკეტებოდეს მასთან ერთად კაბინეტში, ხელსაც ვერ ახლებენ. ამოიღებ ხმას და დაგაბრალებენ ჰომოფობიას და სიძულვილის ენით საუბარს. აქამდე საქმის მიშვება არ შეიძლება."-
განაცხადა პეტრე მამრაძემ.


http://reportiori.ge/?menuid=3&id=23557



Комментариев нет:

Отправить комментарий