пятница, 11 апреля 2014 г.

„ერთი ხელით სამებას და მეორეთი მეჩეთს ვერ ააშენებ, – ნელთბილობა რწმენაში არ არსებობს!“

მამა ელიზბარ დეკანოიძის განცხადებით, „შეუძლებელია, ერთი ხელით სამების ტაძარი ააშენო, ხოლო მეორეთი – აზიზეის მეჩეთი“. ამის შესახებ მან დღეს „რეპორტიორის“ პრეს–კლუბში განაცხადა და იქვე დასძინა, რომ „მეჩეთის მშენებლობა წინა ხელისუფლების დროს ბათუმსა და ქობულეთში ჩასახლებული 32 000 თურქისთვის იგეგმება, რომლებიც ჩვეულებრივ მეჩეთებში არ შედიან თავიანთი რელიგიური მრწამსის გამო“.


სასულიერო პირის თქმით, „აღნიშნულ საკითხს ადგილობრივ მუსლიმთა ნაწილიც ეწინააღმდეგება“.


„მეჩეთის მშენებლობა ჯერ დაწყებული არ არის, მაგრამ არც შეჩერებულია, მიუხედავად არაერთი პროტესტისა. მინდა, გითხრათ, რომ ამ პროტესტისას არაერთი არაქრისტიანი აჭარელი გვეხმარებოდა, რადგან ეს მიწა მათთვისაც საქართველოა და თუ ქვეყანას ეს არ წაადგება, მათთვისაც მიუღებელია. ვფიქრობთ, რომ ის არ უნდა აშენდეს. აჭარა ამ სიდიდის მეჩეთის მშენებლობას არ საჭიროებს, რადგან სალოცავთა რაოდენობა საკმარისია. ეს მეჩეთი ისტორიულად ცუდ ემოციებს იწვევს ქართველებში. ამასთან, პირადად მე შემიძლია, ნებისმიერ გარემოში ვესაუბრო ბატონ პაქსაძეს და ვუთხრა, თუ რა ტყუილშიც გამოვიჭირე. მან განაცხადა, რომ მეჩეთის მშენებლობისთვის ფულს ადგილობრივი მოსახლეობა აგროვებს. რას ამბობთ, მიწას ვერ ყიდულობენ აჭარლები და სად აქვთ ამის შესაძლებლობა?! მაშინ რაში დასჭირდა ჩვენს ყოფილ პრემიერ ივანიშვილს, ერდოღანის თხოვნაზე (ბუნებრივია, მოთხოვნა ტელევიზიით ვერ გაჟღერდებოდა) განცხადების გაკეთება – „კი, აშენდებაო“. ერთი ხელით სამებას და მეორე ხელით მეჩეთს ვერ ააშენებ, ნელთბილობა რწმენაში არ არსებობს. ჩვენი მხრიდან პრობლემა, ერთის მხრივ, სახელშია, ასევე მის გრანდიოზულობაშიც. ადამიანების ხასიათია ასეთი, მისი წარმოსახვით შენობის გრანდიოზულობაც უნდა იწვევდეს დომინირებას რელიგიური მიმდინარეობის. ზოგადად, ვთვლი, რომ ყველამ უნდა ილოცოს და თუ ლოცვას დავუშლით, ვერასდროს მოექცევა ჭეშმარიტების გზაზე. მან უნდა იცოდეს ლოცვის ფასი და შემდეგ დაიწყებს ძიებას ჭეშმარიტებისა. ჩვენ ყველანი ქართველები ვართ, სალოცავი ადგილები საკმარისად გვაქვს. თუ ვინმე მეტყვის, ეკლესიები შენდებაო, ეს – იმიტომ, რომ მართლმადიდებელთა რიცხვიც იმატებს. მუსლიმანების რიცხვიც შეიძლება, იმატებდეს, მაგრამ აზერბაიჯანელთა შორის. აჭარის მოსახლეობა საკმარისად ფლობს მეჩეთებს, სადაც სულიერ მოთხოვნილებებს დაიკმაყოფილებს, მაგრამ წინა ხელისუფლების პირობებში 32 თურქით შეივსო აჭარა და ქობულეთი ისე, რომ ქართველი მოსახლეობისთვის არავის უკითხავს რამე, თუ რაში მდგომარეობდა ამის საჭიროება. სწორედ მათ უნდათ რაღაც დიდის მშენებლობა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, თბილისშიც აპირებენ – ვინმე დალი ალთუნი, ყოფილი ალთუნაშვილი. როგორც ის განმარტავს, აქ რომ თურქები მოღვაწეობენ, თურმე, თბილისში რომ მეჩეთებია, იქ არ შევლენ ფუნდამენტალისტობის გამო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ გასაყოფი ურთიერთობის თვალსაზრისით არაფერი გვაქვს. სჯულის კანონის თანახმად, მე, როგორც სასულიერო პირს, არ მაქვს უფლება, ვისადილო, ვთქვათ, მოლასთან, სასულიერო პირების იქეთ კი ურთიერთობას არ კრძალავს და ღმერთმა დაგვიფაროს სხვა აზროვნებისგან. თუ დავით აღმაშენებელს ვუყურებთ, 200 000 ყივჩაღი რომ შემოიყვანა, ისინი მოინათლენ არაგვში ნებით და არა იძულებით და შემდეგ დასახლდნენ საქართველოში. თუ ჩემს ქვეყანაში მოდიხარ საცხოვრებლად, შენი ქუდით არ უნდა მოხვიდე, ჩემს ტრადიციებს პატივი უნდა სცე. რატომ გახდა საჭირო 32 000 თურქის ჩამოსახლება? ლაზები არ არიან ფუნდამენტალისტები, მათ შეუძლიათ აქ არსებულ მეჩეთებში ლოცვა. ბევრი აჭარელიც ასე ფიქრობს და ამ ხალხის წინააღმდეგ ხელისუფლება არ უნდა წავიდეს. არ შეიძლება, შენი მოსახლეობის აზრი არ გაინტერესებდეს და მისი ხელისუფალი გერქვას“,– განაცხადა მამა ელიზბარ დიაკონიძემ.


 http://www.frontnews.ge/ge/news/34753

Комментариев нет:

Отправить комментарий