четверг, 3 апреля 2014 г.

გოგი და მაგოგი.

ხემი შალევმა, გაზეთ Haaretz-ის საიტის ბლოგის ავტორმა, აღმოაჩინა საინტერესო პარალელი მიმდინარე მოვლენებასა და სამყაროს აღსასრულთან დაკავშირებული ბიბლური ადგილების იმ განმარტებებს შორის, რომელიც სავარაუდოდ "ვილენელ გაონს" რაბინ ელიაჰუ ბენ შლომო ზალმანს (XVIII ს.) ეკუთვნის.

ანტიკური ისტორიკოსი იოსებ ფლავიოსი მიიჩნევდა, რომ ბიბლიური მაგოგი არის ის მიწები, რომლებიც სკვითებით არის დასახლებული (მათ შორისაა ყირიმიც).

ამიტომაც, ამასწინანდელმა უკრაინულმა მოვლენებმა ძლიერ შეაშფოთეს ადამიანები, რომლებიც მოჭარბებულად არიან აღვსილნი ესქატოლოგიური მოლოდინით. ისინი ეყრდნობიან წინასწარმეტყველ ეზეკიელის წიგნს, სადაც "გოგ"-ია ნახსენები. ტრადიციულ ინგლისურ თარგმანში - "მოსოხისა და თუბალის (შავიზღვისპირეთის უძველესი სამეფოები) უზენაესი თავადი". მაგრამ არსებობს ვერსია, რომ nesi rosh აღნიშნავს არა "უზენაეს თავადს", არამედ "თავადს" სამეფოსი, რომლის სახელია "როში" (ბიბლიის სინოდალურ თარგმანში ეს სიტყვები გადათარგმნილია, როგორც "გოგი, როშის თავადი").


ეზეკიელის წინასწარმეტყველება: "ადამის ძევ! მიაქციე პირი გოგ მაგოგელისკენ - როშის, მეშექის და თუბალის მთავრისკენ, და იწინასწარმეტყველე მასზე; უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, შენზე ვარ, გოგ, როშის, მეშექის და თუბალის მთავარო!" (ძველი ქართულით: "ძეო კაცისაო, განიმტკიცე პირი შენი გოგსა ზედა და ქუეყანასა ზედა მაგოგოთასა მთავარსა როსს, მოსოხს და თობელსა, და წინაწარმეტყუელებდ მის ზედა. და არქუ მას: ამათ იტყჳს უფალი, უფალი: აჰა, მე შენ ზედა, გოგ, მთავარსა როსს, მოსოხს და თობელს" (ეზეკ. 38:2-3).

აქედან არც ისე შორია ვარიანტამდე, რომ "გოგი", ეს არის რუსეთის (rosh - როსს) პრეზიდენტი.

 ამრიგად, ეზეკიელის წიგნის თანახმად, "როდესაც ისრაელი უშიშრად იცხოვრებს", გოგი მოვა "ჩრდილოეთის საზღვრებიდან", სპარსეთისა და, შესაძლოა, სირიის თანხლებით, რათა შეუტიონ ისრაელს.

"თქვენ თუ ქრისტეანი ხართ, ყველაზე საინტერესო ამბები ჯერაც წინ არის", - წერს ავტორი, როდესაც ახსენებს იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადების წინასწარმეტყველებას გოგისა და მაგოგის შესახებ. იუდეველები კი ფიქრობენ, რომ გოგისა და მაგოგის ომის შემდეგ უცებ დადგება მოშიაყის (ქრისტეანულად კი ანტიქრისტეს - რედ.) დღეები.

ამასწინათ ისრეალის ულტრაორთდოქსების პრესა იუწყებოდა: რაბინი მოშე შტერნბუხმა თავის მოწაფეებს უთხრა, რომ მესიის დროება უკვე მოდის. "შტერნბუხი ამბობს, რომ მას ემცნო გულდასმით დაცული საიდუმლო, რომელიც ვილენელი გაონიდან მომდინარეობს და თაობიდან თაობამდე გადაეცემოდა პატივდებულ რაბინთ: "როდესაც გაიგებთ, რომ რუსებმა დაიპყრეს ქალაქი ყირიმი (ასეა ორიგინალში - ავტ.), იცოდეთ, - რომ მესიის დრო დაიწყო, რომ მისი ნაბიჯები უკვე ისმის. ხოლო როდესაც გაიგებთ, რომ რუსები მივიდნენ კონსტანტინოპოლამდე, ჩაიცვით შაბათის სამოსი და არ გაიხადოთ, რადგან ეს ნიშნავს, მესია შეიძლება მოვიდეს ნებისმიერ წუთს", - ნათქვამია სტატიაში.


ჩვენი მინაწერი: რა მოხდება ამის შემდეგ? რა ბედი ელის როსის თავადს სპარსებთან და "ჩრდილოეთის მეფეებთან" (მუსლიმთა სამყარო) ერთად? მოვუსმინოთ ეზეკიელ წინასწარმეტყველს:

"ყბაში ჩანგალს ამოგდებ, გამოგიყვან შენ და მთელს შენ ლაშქარს, ცხენებს და მხედრებს, ყველას, დიდებულად შემოსილთ, უშქარ კრებულს, თოროსანთ და ფარისმპყრობელთ, ყველას, მახვილიანს - სპარსს, ქუშსა და ფუტს მათთან ერთად, ფარებითა და მუზარადებით, გომერს მთელი თავისი ურდოთი, თოგარმას სახლს ჩრდილოეთის კიდეებიდან მთელი თავისი ურდოთი, ურიცხვი ხალხითურთ შენთან ერთად. ... მაშინ გამოვაჩენ ჩემს სიდიადეს და სიწმიდეს და გავცხადდები უამრავი ხალხის თვალწინ; მაშინ მიხვდებიან, რომ უფალი ვარ" (ეზეკ. 38:4-6, 23).



წყარო: poan.ru

http://www.apocalypse.ge/ante_gogi_da_magogi_2014.html



Комментариев нет:

Отправить комментарий