ხოლო ვისაც ჯერ კიდევ არ მიუღწევია სრულყოფილი განწმენდისათვის, იგი ხან სძლევს მას, ხანაც მარცხს განიცდის. ამგვარ ჭიდილში ვინც არასოდეს ჩაბმულა, ანუ სავსებით გულგრილია, დაძმობილებულია ვნებებთან და ეშმაკებთან, პატივმოყვარეობის ჭია ღრღნის და თავდაჯერებულია, ასეთზე ნათქვამია: «რამეთუ უკეთუ ვისმე ეგონოს, ვითარმედ არს რაჲმე, და იგი არა იყოს თავსა თჳისსა აცთუნებს» (გალ. 6,3). იგი დამონებულია სულმოკლეობის მარწუხებში მოქცეული, თრთის ბალღივით გონებრივად სუსტი და დამფრთხალს იქ ეშინია, სადაც ღვთისმოშიშთათვის არ არსებობს არც შიში და არც სიმხდალე (შდრ. ფსალმ. 13,5).
წმინდა სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი
წმინდა სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი

Комментариев нет:
Отправить комментарий