და უდებად ყოფნა იმ პირთა, რომელნიც მოძღვარ-მწყემსის სახე-სახელს ატარებენ, საქმით კი დროთა ბრუნვის ბედ-იღბალს ჩააბარეს მათი სამწყსო და თვითონ კრინტსაც არა ძვრენ. განა არ არცხვენთ მათ საერო პირთა მოღვაწეობა, თუ როგორის დაუღალავის ენერგიით მუშაობენ და იღვწიან მათი მიზნის მისაღწევად?! – სარწმუნოების უარმყოფელნი, დღევანდელი სოფლის „განმანათლებელნი“ თავ-განწირვით ეტანებიან თავის საქმეს – უკუღმართ მწერლების სიტყვების შესწავლას და მათს ცხოვრებაში გატარებას. ჩვენ კი გულ-გრილად შევყურებთ მათს უღმრთო გამოლაშქრებას. ნუთუ ისე შევშინდით, ისე დავკნინდით და შევრცხვით, რომ დავკარგეთ წინ-სვლელობის იმედი?! ამით თვით ჩვენ ვჩდებით დამრღვევი სარწმუნოების ძლიერებისა და ვემასხრებით მაცხოვრის სიტყვებს – (სახარებას); რამეთუ ხმა უძლეველი ზეგარდმო ესრეთ დაგვძახებს: „აჰა ესერა მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა“. მოხედეთ შეუორგულებელის რწმენით ამ დიდებულ და უძლეველ აღთქმას და დაღაცათუ „ყოველი თესლები გარე მოგვადგეს ჩვენ, სახელითა უფლისათა ვერეოდეთ მათ“.
წმ. მღვდელმონაზონი ალექსი შუშანია
წმ. მღვდელმონაზონი ალექსი შუშანია

Комментариев нет:
Отправить комментарий