четверг, 10 апреля 2014 г.

ჰომოსექსუალურობის თემა

ჰომოსექსუალობის თემა იუდაიზმში გაკიცხულია, რის მოწმობაც გვაქვს ლევიანთა წიგნში მოცემულ კანონებში (ლევ. 18:22). სასიკვდილო სასჯელი ელოდა ყველა იმ კაცს რომელიც დაწვებოდა კაცთან როგორც ქალთან. საბედნიეროდ დღესდღეობით გალაქიურ სასამართლოებს (იუდაიზმის სარწმუნოებრივი მორალის სადარაჯოზე მყოფი სასამართლო) არ აქვთ უფლება გამოიტანონ მსგავსი განაჩენი.

თორის (ძველი აღთქმა) ტრადიცულ ტექსტებში ნებისმიერი ჰომოსექსუალური გამოვლინება ითვლებოდა ცოდვად, მაგრამ ეს შეხედულებები ეჭვქვეშ დააყენეს მრავალ “მოდერნიზებულ” იუდაისტურ მიმდინარეობებში. ჰომოსექსუალობის თემასთან დაკავშირებით გაჩნდა განსხვავებული შეხედულებები რამაც შემდგომ გამოიწვია მწვავე დისკუსიები და განხეთქილება.

გარდა ჰომოსექსუალური კავშირებისა, ორთოდოქსალურ იუდაიზმში ნებისმიერი სექსუალური ქცევა, რომელიც სიამოვნებას უკავშირდება და არა გამრავლებას, ითვლება ცოდვად, გარდა ამისა ცოლ-ქმრული ღალატი და ზოოფილია (სექსუალური ლტოლვა და სექსი ცხოველებთან) ითვლებოდა დიდი დანაშუალათ და აგრეთვე გალაქიური სასამართლოს და ადგილობრივი საკრებულოს გასარჩევი საგანი ხდებოდა.

რეფორმატორული იუდაიზმი:

ეს მიმდინარეობა ერთერთი ყველაზე დიდი და მძლავრია აშშ-ში, შინიშნება მისი მსოფლიოში გავრცელების ტენდენცია. ეს მოძრაობა ითვალისწინებს მეცნიერულ მონაცემებს და განიხილავს ჰომოსექსუალობას როგორც ჩვეულებრივ სექსულაურ ორიენტაციას. მათი განცხადების თანახმად; საჭიროა, რომ გადაიხედოს ებრაული კანონები რათა დამკვიდრდეს ახალი და ტოლერანტული მიდგომები ჰომოსექსუალ ადამიანებთან მიმართებაში. რეფორმის შემდეგ ამ მიმდინარეობამ გაითვალისწინა იუდაიზმის ყველა წეს-ჩვეულება და კანონიკა, ისინი, აგრეთვე შეეხნენ ჰომოსექსუალობის პრობლემატიკას, რომელიც გვხვდება იუდაიზმში და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დაუშვან ღია ჰომოსექსულები რაბინებად და კანტორებად (მგალობლებლად), მაგრამ ჰომოსექსუალი რაბინის ან კანტორის მოწვევის ან არ მოწვევის უფლება დაუტოვეს ადგილობრივ საკრებულოებს.

რეფორმისტები განიხილავენ ლევიანთა წიგნში ხსენებულ აკრძალვებს როგორც ჰომოსექსუალური “პროსტიტუციის” აკრძალვას და არა თვით ჰომოსექსუალობის გამოვლინებას.

ჰომოსექსუალობასთან დაკავშირებით არსებობს მრავალი მოსაზრება:

1. ჰომოსექსუალი ქალები და კაცები – არიან არა ქალები და კაცები, არამედ განსაკუთებული გენდერის მქონე პირები, რომლებთაც ჰომოსექსუალობა ჩადებული აქვთ გენეტიკურად, ღვთის განგებით.

2. ცნობილი ფრაზა ლევიანთა წიგნიდან (18:22) ”ნუ დაწვები კაცთან ისე როგორც ქალთან” გულისხმობს მხოლოდ ინტრაფემორალური (ბაყვებშორის) კავშირს და არა ნებისმიერ ერთსქესიან კავშირს.

მეფე დავითი და უფლისწული იონათანი.

მორწმუნე ლგბტქი ებრაელებში გავრცელებულია თავისებური ახსნა ბიბლიის იმ მონაკვეთისა სადაც გვხვდება ერთსქესიანი სიყვარულის საინტერესო მომენტი, დავითსა და იონათანს შორის, იონათანი იყო მეფე საულის ვაჟიშვილი. როდესაც წინასწარმეტყველმა სამუელმა მოთხოვა იშაის მიეყვანა მასთან მისი ვაჟი, ის გაკვირვებული და გაგონებული დარჩა ამ ბიჭის სილამაზით. (1 სამუელი16:12)

მას შემდეგ რაც დავითმა დაამარცხა გოლიათი, იგი დაიბარა მეფე საულმა და აქ მოხდა მისი და იონათანის გაცნობა. “მას შემდეგ რაც იონათანმა იხილა დავითი, მან შეიყვარა იგი ვითარცა თავი თვისი”.

როდესაც მეფე საულმა გაამწესა დავითი ბრძოლის ველზე, იონათანმა მას გადასცა მისი ტუნიკა (ლაბადა), თავსაბურაველი, თავისი ხმალი და რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს მისი სარტყელი (იმ დროში სარტყელი ძალის ნიშანს განასახირებდა).

როდესაც იონათანი გარდაიცვალა, დავითმა ის დაიტირა შემდეგი სიტყვებით: “ძალიან ვწუხვარ ძმაო იოანათან შენი სიკვდილის გამო, შენი სიყვარული ჩემდამი ქალის სიყვარულზე ძლიერი და აღმატებული იყო” (2 სამუელი 1:26)

ამ ლეგენდაზე, ბევრი თორის კრიტიკოსი დაობს, რადაგანაც თორაში არსად არის პირდაპირი ან ირიბი მინიშნება იმაზე, რომ დავითს და იონათანს ჰქონდათ ჰომოერტიული გრძნობები, ან უფრო მეტი; ჰომოსექსუალური კავშირი. კრიტიკოსთა აზრით, ეს იყო უფრო მეგობრული, ძმური და უმანკო სიყვარული, მაგრამ ლგბტქი ადამიანები ვინც არ ემხრობა ამ კრიტიკოსთა მოსაზრებებს თვილიან, რომ დავითს და იონათანს ჰქონდათ მეგობრული, ძმური და უმანკო სიყვარული, თავისთავად მოიცავს ამ ჰომოერტიულ გრძნობებს ან ფარულად წარმოაჩენს პლატონურ სიყვარულს, რაც თავისთავად ევფემიზმია ჰომოერტიული და პლატონურ სიყვარულისა, რომელიც ორ კაცს აქვს.



*  1980 წელს რეფორმატორულმა მოძრაობამ მიაღწია იმას, რომ გახსნილ და ღია გეებს და ლესბოსელებს მოეხსნათ პრობლემა, რომელიც ექმნებოდათ იევიშეს ინსტიტუტში ჩაბარებისას (ებრაელთა ევროპულ სასულიერო ინსტიტუტში).


*  1990 წელს ამერიკელ რაბინთა კონფერენციამ, რომელიც არის რეფორმატორული მოძრაობის ხელმძღვანელი ორგანო, ოფიციალურად მიიღო სპეციალური ცვლილება, რომელიც პრობლემას უხსნიდა იმ რაბინებს ვინც ჰომოსექსუალები იყვნენ. ამ გზით მათ მოახდინეს ჰომოსექსუალობის ნორმალიზება რაბინებში, ცვლილების ციტატა: “… ყველა რაბინმა, განურჩევლად მათი სექსუალური ორიენტაციისა უნდა მიიღოს თანაბარი შესაძლებლობა, რათა აღსრულონ და ემსახურონ იმ წმინდა საქმეს რომელიც მათ აირჩიეს … “


*  1996 წელს ამერიკელ რაბინთა კონფერენციამ, გამოსცა სპეციალური დოკუმენტი სადაც საუბარი იყო სამოქალაქო ერთსქესიან ქორწინებებზე, ისინი მიესალმებიან ამ ქორწინებებს, ოღონდ მხოლოდ სამოქალაქო დონეზე, რადაგანაც თვლიან, რომ რელიგიურად ერთსქესიანი ოჯახები არ იქნება წმინდა, რამეთუ ერთსქესიან ოჯახებში არ არის წარმოჩენილი ის “სიწმინდე” რაც არის ორსქესიან ოჯახში, რაოდენ დიდი სიყვარული არ უნდა აკავშირებდეს ამ ერთსქესიან წყვილებს…

sites.google.com

Комментариев нет:

Отправить комментарий