пятница, 11 апреля 2014 г.

კაცთათვის რა უნდა იყოს სიკვდილზე უარესი

– ისინი ხომ დალპებიან, მატლი დაესევათ, მტვრად და თიხად იქცევიან! განა ადამიანი ამის ღირსია?! რისთვის შეგიყვარო, ღმერთო, თუკი ხვალ მატლი დამესევა დაგანვიხრწნები? მაგრამ უფალმა იესო ქრისტემ თავისი აღდგომით იხსნა შენი სული და სხეული სიკვდილისაგან. მარადიული ცხოვრებისთვის განამზადა შენი სხეული – იგი ნათელში აღდგება და შენსავე სულს შეუერთდება. ამიტომ მხოლოდ უფალ იესო ქრისტეს, მარტოოდენ მას უნდა ეწოდოს კაცთმოყვარე ღმერთი – მხოლოდ იგია სიკვდილის მძლეველი, სხვა ყოველივე ამაოა და სიცილს იწვევს! რას მარგებს კულტურა, ცივილიზაცია, მეცნიერება და ხელოვნება, თუ დავლპები დამატლი დამესევა?! მხოლოდ ღმერთია კაცთმოყვარე – ის განმათავისუფლებს ცოდვის, სიკვდილისა და ეშმაკისგან. უფალმა გამოგვიხსნა ცოდვისა და სიკვდილის შემოქმედის – ეშმაკისგან და ამიტომაც შეუძლია მოსთხოვოს კაცს, მთელი არსებით, გულით, გონებითა და სულით შეიყვაროს იგი...



ღირსი იუსტინე პოპოვიჩი




Комментариев нет:

Отправить комментарий