вторник, 15 апреля 2014 г.

სექსი ჯვარცმასთან, ანუ საით ექაჩებიან საქართველოს?

06 09 2012


სოციალურ ქსელებში გავრცელდა პუბლიკაცია იტალიური ავტორიტეტული გაზეთიდან _ La repubblika, სათაურით «სკანდალი ვენეციის კინოფესტივალზე: სექსი ჯვარცმასთან», რომელშიც ვკითხულობთ, რომ «ვენეციის ფესტივალზე გაიმართა ავსტრიელი რეჟისორის, ულრიხ ზაიდლის, ფილმის «სამოთხე: რწმენა» (Paradize: Faith) წინასაპრემიერო ჩვენება». ფილმში არის ეპიზოდი, როდესაც მთავარი გმირი (რომელსაც მარია ხორფფშტატერი ასახიერებს) კედლიდან დიდი ზომის ჯვარცმას ჩამოხსნის, ჯერ გალოკავს და შემდეგ მას იყენებს, როგორც საგანს, სექსუალური სიამოვნების მისაღებად.

თუ როგორ და სად, ამის წარმოდგენა მკითხველის ფანტაზიისთვის მიმინდვია, რომელსაც აქვე მოვუხდი ბოდიშს ამაზრზენი ნატურალიზმისთვის...

«სირცხვილი და ირონია, რომლითაც გაჯერებულია ფილმი, ამ მოკლე ეპიზოდს არც თუ შოკისმომგვრელად წარმოაჩენს ამ ყველაფრის წაკითხვასთან შედარებით. თუმცა ეს ეპიზოდი აუცილებლად გახდება დისკუსიების საბაბი. მიუხედავად ამისა, იგი წარმოაჩენს ფილმის უმთავრეს თემას: რელიგიურ შეშლილობას, არა მხოლოდ სულიერს, არამედ ქრისტეს მიმართ ხორციელ სიყვარულს,» _ ამთავრებს სტატიის ავტორი...


ახლა დაიწყებენ ჩვენი შინაური ლიბერასტები (რომელთა ნაკლებობას არც ოპოზიციაში უჩივიან): პერფორმანსი, ავანგარდი, გამოხატვის თავისუფლება, ლიბერალური დემოკრატია, სენსიტიური თემა და ა. შ. უცხო სიტყვებისა თუ მცნებების რახარუხს ამ გარყვნილების გასამართლებლად. თუმცა ზემოთ ნახსენები გარყვნილების კონტექსტშიც კი ვეღარ ჯდება _ ეს არის იმ გრძელი ჯაჭვის ერთი რგოლი, რომელსაც ზოგადად კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული მასონ-გლობალისტთა შეთქმულება ჰქვია!!!


მოდით, ერთად გავიხსენოთ ამ მხრივ ჩვენი ბოლოდროინდელი მონაგარი:


ჯერ კიდევ შარშან, ამერიკის ისტორიაში მეორე კათოლიკე და პირველმა შავკანიანმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ამერიკის წინაშე ჰომოსექსუალების დამსახურების შესახებ ისაუბრა და ის «დისკრიმინაციული» კანონი გააუქმა, რომელიც პენტაგონის ჯარში პედერასტების მსახურებას კრძალავდა და უფრო მეტიც _ ყოველი წლის ივნისი მსოფლიო ლგბტ (პედერასტების) თვედ გამოაცხადა, რისი პირდაპირი გამოძახილიც ის იყო საქართველოში, რომ ა.წ. 17 მაისს პედერასტების პირველი პარადი მივიღეთ რუსთაველზე!..


იგივე, ოღონდ გაცილებით დიდი მასშტაბებით, მოხდა რიგაში, სადაც სრულიად ბალტიის ქვეყნების პედერასტებს ამ ქვეყნებში ამერიკის ელჩები მიუძღოდნენ წინ!!!


შემდეგ იყო ჰილარი კლინტონის სკანდალური (ჩვენთვის, თორემ...) განცხადება, რომ აშშ-ის მთავარი საგარეო პრიორიტეტი პედერასტების უფლებების დაცვაა, ხოლო ობამამ პირდაპირ მიაბა ამერიკის ფინანსური დახმარება ამა თუ იმ ქვეყანაში პედერასტების უფლებების დაცვას!..


მერე პენტაგონში გაიმართა ტაბუახსნილი გომიკების საზეიმო მიღება, რომელთა საერთო რაოდენობა 66 ათასი ყოფილა (და ესენი ექაჩებიან რუსეთს? პედერასტების აღებული მოსკოვი არ გეიშვა...) და აგერ, სულ ახლახან, პირველი ლეზბიანკა დედაკაცი გენერლად «აკურთხეს» _ ემანსიპაცია და გენდერული ბალანსი ხომ პედერასტებშიც საჭიროა?!


როგორც იტყვიან, ამავე ოპერიდან იყო რუსულ პანკ-ჯგუფთან, Pussy Riot-თან დაკავშირებული სკანდალი, რის შესახებაც «საქართველო და მსოფლიოში» გამოქვეყნდა რუსი ებრაელის(!!!), ვლადიმერ სოლოვიოვის, ვრცელი წერილი და აქ _ იმაზე, რაც იმ სტატიაში არ იყო:


ამ ახალგაზრდა ტუტუცებს ადრეც ჰქონიათ მსგავსი «პერფორმანსების» მცდელობები, მაგრამ მართლმადიდებლური ეკლესიის წაბილწვის ვარიანტი მას შემდეგ არჩიეს, როდესაც ინტერნეტში იხილეს კადრები, რომლებიც ნორვეგიის ერთ-ერთი ტაძრის საკურთხეველში ქალ-ვაჟის შეჭრას ასახავს იქ სექსუალური აქტის ჩატარების განზრახვით. მათ მხოლოდ გაშიშვლება მოასწრეს, რის შემდეგაც პოლიციამ დააკავა და სასამართლომ რამდენიმე ათასით დააჯარიმა. ამ კადრების ხილვა ყველას შეგიძლიათ ინტერნეტში...


ჰოდა, სავარაუდოდ, დასავლეთიდან მართულ-დაფინანსებულმა პანკ-ტუტუცებმაც იფიქრეს, ჩვენც მსუბუქად გადავრჩებითო, მაგრამ, როგორც რუსები იტყვიან _ «ნე ნთ ირგრ ნთათომ»-ო და მართლაც, თავად რუსეთში, იქაური «ბალოტნი» ლიბერასტების და საქართველოდან ცნობილი «ვაჟკაცის», გია სურამელაშვილის გარდა, სხვა დამცველები არ გამოუჩნდათ!!!


სამაგიეროდ, ერთხმად აიფოფრა «დემოკრატიული დასავლეთი», რომელიც «ონავარი ცელქების» განთავისუფლებას მოითხოვდა, და არა მხოლოდ ე.წ. ენჯეოები, გნებავთ, ცნობილი მადონა და ჩემი თაობის კუმირი _ პოლ მაკარტნი, არამედ სახელმწიფოთა პირველი პირებიც _ ვლადიმერ პუტინის ვიზიტისას ლონდონში პანკების ბედით თვით ბრიტანეთის პრემიერი დაინტერესდა, ხოლო განაჩენის გამოტანის შემდეგ გერმანიის საგარეო მინისტრმა და ცნობილმა გვიდო ვესტერველემ ამ ყველაფერს სამარცხვინო სპექტაკლი უწოდა...


მოცემულ კონტექსტში უთუოდ უნდა გავიხსენოთ ამ რამდენიმე წლის წინ გამოქვეყნებული კარიკატურები მუჰამედზე. უფრო სწორად ის, თუ მაშინაც როგორ აიფოფრა დასავლეთი ისლამის შეურაცხმყოფელის დასაცავად და დღესაც იცავენ, ამ სიტყვის უკვე პირდაპირი მნიშვნელობით, ისლამის შვილთა შურისგებისგან!


ამას დაუმატეთ ისიც, თუ როგორ წვავენ ყურანებს და როგორ აშარდავენ მიცვალებულ მოჯაჰედებს ამერიკელი ჯარისკაცები, და სურათი უფრო ნათელი გახდება. ეს ყველაფერი ნათლად აჩვენებს, რომ მსოფლიო გლობალისტ-მასონები, მიზანმიმართულად ებრძვიან ტრადიციული კულტურის მატარებელ საზოგადოებებს, როგორც გლობალიზაციის გაუტეხავ (ჯერჯერობით) მოწინააღმდეგეებს!


სხვა მიმართულებებით გლობალისტებმა მიაღწიეს საწადელს _ ევროპული კათოლიციზმი, როგორც ზნეობრივი შემაკავებელი ფაქტორი, პრაქტიკულად აღარ არსებობს. რისი ერთ-ერთი დასტურიც ვენეციის ფესტივალზე წარდგენილი ფილმია და ეგეც იქით იყოს _ თვით იტალიაშიც კი, მიუხედავად პაპიზმისა, ერთსქესიანი ქორწინებები აღარ ითვლება ეგზოტიკად, აღარაფერს ვიტყვი დანარჩენ ევროპა-ამერიკაზე, სადაც პედერასტების უფლებები შინ თუ გარეთ უპირველესი პრიორიტეტია!


ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, თუ რა ამბავს ატეხდა იგივე დასავლეთი Pussy Riot-ი სინაგოგაში რომ შევარდნილიყო. იგივე ხალხი, რომელიც იმ ტუტუცი გოგოშკების განთავისუფლებას ითხოვდა, ასეთ შემთხვევაში მათ უმკაცრესად დასჯას მოიწადინებდა.


ყოველივე ზემოთ თქმულიდან ერთი მარტივი დასკვნის გამოტანა შეიძლება _ დასავლური ლიბერალური დემოკრატია მტკიცედ ადგას ანტიქრისტეს გზას, საითაც სხვებთან ერთად ჩვენც, საქართველოსაც, გვექაჩება. ამ გზის ბოლო კი ერთია _ საუკუნო ბანაობა ჯოჯოხეთის კუპრში!!!


სამწუხაროდ, ერთ დროს მართლაც მომხიბვლელი დასავლური ღირებულებებიდან დღეს მხოლოდ ესღაა დარჩენილი. ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის მხოლოდ ეს, გარყვნილება და უზნეობა, ემეტებათ!


რუსეთის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ იგი არ დაჰყვა დასავლეთის შანტაჟს და ეკლესიის წამბილწველთ საკადრისი მიუზღო, რასაც, იმედია, მომავალშიც გააკეთებს, რადგან რუსული მართლმადიდებლობის სიძლიერე, ზოგადად, მართლმადიდებლობის სიძლიერეც არის, მათ შორის ქართულისაც...


ბოლოს მინდა ჩვენს ადგილობრივ ლიბერასტებს მივმართო: საით ექაჩებით საქართველოს, პედერასტებით გავსებულ ამერიკის (იმავე ნატოს) ჯარში? ერთსქესიანი ქორწინებების დასავლეთში? საუკუნო სულისწაწყმედის გზაზე?


ხარება და გოგიათი გიპასუხებთ: «ჩვენ არსადაც არ მივდივართ, აქა ვართ, გაიგეთ»?!


დავით მხეიძე

http://www.geworld.ge/View.php?ArtId=4180&lang=ge

Комментариев нет:

Отправить комментарий