четверг, 3 апреля 2014 г.

მხეცი საიდან შეიძლება მოვიდეს.(მხეცის დაბრუნება)

თუ ლომი ბაბილონის სამეფო იყო.

თუ დათვი მიდია სპარსეთის იმპერია იყო.

 თუ ავაზა საბერძნეთის იმპერია იყო.
რომელთაც ძალაუფლება წაერთვათ(სუპერიმპერიები არ იქნებოდნენ) და სიცოცხლე დროებით და ვადით გაუხანგრძლივდათ,ანუ, თუ ისინი კვლავ გაბატონდებოდნენ
რასაც მე ჩემი აზრით იმპერიების განმეორებას ვუწოდებ, ოღონდ იმპერიები უკვე სხვადასხვა რელიგიების მატარებლები იყვნენ,ლომი და დათვი მუსულმანური იმპერიები  იყვნენ და ავაზა_ათეისტი სსრკ  მოვიდა მართლმადიდებელ იმპერიაში, რადგან საბერძნეთის იმპერიის განმეორება უნდა მომხდარიყო. ხოლო, ის რომ ავაზა ქრისტიანულ, მართლმადიდებელ იმპერიაში მოვიდა, ეს იმიტომ ,რომ  საბერძნეთი იყო ქრისტეშობის შემდეგ ქრისტიანული მართლმადიდებელი ქვეყანა და სწორედ, ქრისტესწინააღმდეგი ქმედება უნდა მომხდარიყო ქრისტიანულმართლმადიდებელ ქვეყანაში , რაც მოხდა კიდეც.

ისლამური ლომი და დათვი.ანუ ისლამური იმპერიები.
ავაზა _ათეისტური სსრკ.

 მხეცები რომლებიც თითქმის ყველანი ხმელთაშუაზღვიდან ამოვიდნენ.


დღესდღეობით არცერთი ზემოთჩამოთვლილი  იმპერია არ არსებობს, მაგრამ

იოანე ხედვას მხეცს, რომელიც  ,,ჯიქს(ავაზა) მიაგავდა, მისი ფეხები - დათვის ტორებს, ხახა კი - ხახას ლომისას’’ ერთი მხეცი სამი მხეცის ფიზიკური ნიშნით. სამი მხეცის ნიშანი ერთ მხეცშია თავმოყრილი.
ვიცით რომ ყოფილი ლომისა და დათვის ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს აერთიანებთ ერთი რელიგია ისლამი, ხოლო საბერძნეთის ყოფილი ავაზის მხარე იყო როგორც ყოფილი ლომისა და დათვის ტერიტორია, ასევე განმეორებული ავაზის მხარე არის  ქრისტიანული მართლმადიდებელი ქვეყნების ტერიტორია.

ბოლო მხეცი არის ავაზ-დათვ-ლომის, უფრო ალბათ ავაზ-დათვის. აქედან გამომდინარე
მგონი გასაგებია და ნათელი ვინ იქნება ბოლო მხეცი.


დღეისათვის, უიმპერიო მსოფლიოში,  ამ რუკაზე კარგად სჩანს მხეცი საიდან შეიძლება მოვიდეს,  ბოლო მხეციც ალბათ ხმელთშუაზღვიდან ამოვა .



........................................................................................................................................

Комментариев нет:

Отправить комментарий