четверг, 3 апреля 2014 г.

ბაბილონის უკანასკნელი სტრიპტიზი.


ჩემი აზრი უცვლელია იმაზე, თუ ვინ შეიძლება იყოს მხეცი მისი შვიდი თავით.

როგორ დავიწყე მე .

მთავარ გასაღებად მე მივიჩნიე ის, რომ მერვე მხეცის შემადგენლობაში არიან ერთიდაიგივე მხეცები ანუ, მხეცები, რომლებიც წრეზე წავიდნენ,განმეორდნენ.

ამიტომ , მე ასე გადავწყვიტე.პირველი ოთხი მხეცი ჩემი ვარაუდი არ არის, მასზე უამრავი ინფორმაციაა ინტერენეტში. რაც შეეხება შემდეგ სამ მხეცს(მეხუთე, მეექვსე , მეშვიდე-თავები) ესენი იყვნენ იგივე მხეცები ისევ თანმიმდევრობით წარმომდგარნი (თუმცა ტერიტორიული და ასევე რელიგიური ცვლილებით). მეხუთე და მეექვსე მე გადავწყვიტე რომ არის ისლამური მხეცები . არ აქვს მნიშვნელობა ისინი სასანიდები იყვნენ თუ ხალიფატები. მთავარია რომ ისინი იყვნენ ისლამური იმპერიები ,ხოლო ბოლო ისლამური იმპერია იყო ოსმალეთის იმპერია რითაც მეხუთე და მეექვსე მხეცების მმართველობა დასრულდა. ამის შემდეგ მე ვფიქრობდი რომ უნდა მოვიდეს იმპერია მსგავსი საბერძნეთის იმპერიისა, რადგან მომდევნო ის არის მეორე წრეში.ძალიან გაოცებული ვიყავი რა ძალით უნდა მოსულიყო საბერძნეთის იმპერია როცა ისლამი ასეთი უდრეკია, მაგრამ ისტორიული ფაქტია,რომ პატარა საბერძნეთმა მაკედონელის მეთაურობით სულ მოკლე ხანებში დაიპყრო იმ დროის უძლიერესი მიდია-სპარსეთის იმპერია.

აპოკალიფსი მიუთითებს შვიდ მხეცზე, თუმცა კაცობრიობის ისტორიაში გარდა შვიდისა მრავალი  იმპერია არსებობდა და თანაც ანტიქრისტიანული.(მაგ. ჩინგის ხანის იმპერია).

რათქმა უნდა სსრკს ცოდვები არ დამვიწყებია , მაგრამ, რადგან მივიჩნიე რომ მხეცები მეორდებოდნენ, ყურადღება მქონდა საბერძნეთის იმპერიის დაბრუნებაზე.

შემდეგ კი, მე კიდევ ერთი გასაღები მოვძებნე და მივხვდი, რომ საბერძნეთის  მართლმადიდებელი რელიგია მიანიშნებდა იმაზე, რომ მეშვიდე მხეცი მოვიდოდა მართლმადიდებელ ქვეყანაში. ფაქტია, რომ სსრკ იყო ანტიქრისტიანული იმპერია.ხოლო რამდენად სწორია ჩემი მიგნება ამას მე ვერ დავიჩემებ. მე მგონია რომ ასეა, ყოველშემთხვევაში ეს ჩემი მოსაზრებაა და მე სხვა არ გამაჩნია, არც ძიებას ვაპირებ.

ამ თავში მე ამოვწურავ სათქმელს, ხოლო თუ ჩვენ მართლა დავდგებით ფაქტების წინაშე, ანუ მერვე მხეცი თუ კარს მოგვდგომია და  ლაპარაკის უფლებას არ წაგვართმევენ, იმაზე დავწერ რაც აუცილებელი იქნება ....ღვთის ნებით.

ხოლო, მერვე მხეცი, მე ვიფიქრე რომ კვლავ რომის იმპერიაა, საბერძნეთის იმპერიის შემდეგ მოსული. მაგრამ, დანიელის ხილვაში აღწერილმა ოთხი მხეცის დასჯამ, სადაც წერია, რომ სამ მხეცს ძალაუფლება წაერთვათ მაგრამ სიცოცხლე დრომდე გაუხანგრძლივდათ, ხოლო მეოთხე დაიწვა და განადგურდა, მე  მაფიქრებინა, რომ რომის იმპერია არასოდეს განმეორდება და ამაზე მიუთითებს კიდეც იოანეს ხილული მხეცი რომლის გარეგნული ნიშნებია-ფეხები დათვის, ტანი ავაზის, ხოლო ხახა ლომის ანუ, მეოთხე მხეცის ნიშანი აქ არ არის. ბოლო მხეცი_შვიდი მხეცის  კავშირია, მაგრამ არა რომის იმპერია. მე ვფიქრობ, რომ ამით რომის როლი არ არის შესუსტებული, რადგან მიმაჩნია მეორე -კრავისრქიანი მხეცი მათი წარმომადგენელია_ ან ევროპის, ან ამერიკის, ან ორივე ერთად.მისი მაცდუნებელი გავლენა კი აპოკალიფსში აღწერილია და ძალიან დიდი იქნება როგორც სჩანს.

რაც შეეხება ბაბილონს. ბაბილონი მოჰყავს მერვე მხეცს ანუ ფარული ბაბილონი რომლის მთავარი როლი მსოფლიო დანაშაულებში დადასტურებული არ არის , გამოჩნდება მერვე მხეცით. (მერვე მხეცი გააშიშვლებს-გამოავლენს ბაბილონის ცოდვებს).მერვე მხეცს, როგორც წერია, ძალას აძლევს სატანა რაც ნიშნავს რომ მერვე მხეცი, სატანა  და ბაბილონი ერთად უნდა გამოჩნდნენ. რადგან წერია, რომ მერვე მხეცი ანადგურებს ბაბილონს ესეიგი სატანა ანადგურებს ქალ-ბაბილონს, ანუ მერვე იმპერია ანადგურებს მსოფლიოს ფარულ მმართველს-ბაბილონს , რომელსაც მსოფლიოს მეფეებზე-პოლიტიკოსებზე აქვს გავლენა , მათი მეუფეა, რადგან თვითონ უნდა გახდეს მსოფლიოს მმართველი. (მსოფლიოს ხილული მმართველი), ესეიგი სატანა ეუფლება დედამიწას. მაგრამ მე არ ვიცი მერვე მხეცი რა დრომდე დაიჯენს ბაბილონს ზურგზე, ანუ რა დროის მერე გადაწყვეტს მოიშოროს ბაბილონი, ეს მოხდება მათი ერთობლივი გამოჩენის დროიდან მალე, თუ უფრო მოგვიანებით, (თითქოს გაბრაზებული მხეცი მოიშორებს ზედმეტ ტვირთს, თითქოს მერვე მხეცს თავში აუვარდება და მოიშორებს იმას, ვინც ის მსოფლიოს მმართველად აქცია.)როცა მხეცს ბატონობის 42 თვიანი ვადა ეწურება . ის რომ მხეცს უნდა გახდეს მსოფლიოს ერთპიროვნული მმართველი , ანუ იბატონოს ბაბილონის გარეშე , ეს აზრი მას ღმერთმა ჩაუდო გულში და აასრულებს როგორც წერია. არ ვიცი რა იქნება , ის კი გარკვევით წერია, რომ სატანური მხეცი და ბაბილონი ერთად გამოჩნდებიან.


გავაგრძელებ შემდეგში ...


მე მგონია, რომ ბაბილონელები, რომლებსაც უდიდესი შემოქმედებითი ნიჭი აქვთ ,მათი შემოქმედება-ექსპერიმენტები უსაზღვროა ნებისმიერ სფეროში-მედიცინა, მეცნიერება, სპორტი, ხელოვნება და სხვა, თვითონვე წაბილწავენ ყოველივეს -ნებისმიერ სფეროში ისინი გველის ნიშანს გამოავლენენ, ეს კი ალბათ ნიშნავს იმას, რომ სამყარო სრულიად დაბინძურებული იქნება და აუცილებელი იქნება მისი გასუფთავება..........


და რაც მთავარია, თუ ყოველივე ისე განვითარდა როგორც მგონია , ანუ, თუ რუსეთის ჩათრევა სოდომურ ცოდვებში მოხდება მალე, რაც ნიშნავს ჩემი აზრით მხეცის -ანტიღვთიური-ანტიქრისტიანული მსოფლიო იმპერიის მოსვლის წინა დროს , მე დავწერ კიდევ ერთ რაღაცას , მაგრამ თუ მე სრულიად ვცდები, მაშინ  არ დავწერ, აზრი არ აქვს. ვიყოთ ფხიზლად, როგორც უფალი გვეუბნება. თანაც, დღეს რომ მსოფლიოში ანტიქრისტიანულ ქმედებებს ვერ შეამჩნევს ის ადამიანი ან ბრმა და ყრუ უნდა იყოს, ან უბრალოდ არაქრისტიანი რომლისთვისაც განვითარებულ მოვლენებს არანაიარი მნიშვნელობა არ აქვს.


არსებობს გაერო _გაერთიანებული ერების ორგანიზაცია. ეს არის ნებაყოფილობითი კავშირი, მაგრამ მერვე მხეცი უფრო დახვეწილად უნდა გამოჩნდეს, ანუ ,ის სავარაუდოდ მხეცი კიარა, ნამდვილი მხეცი იქნება ყოველგვარი ნიღბის გარეშე. ღია ანტიქრისტიანი იქნება.ეს პროცესი კი უკვე დაწყებულია.


ჩავამატებ თანდათან...........


თიხის ბაბილონიდან ელექტრონულ ბაბილონამდე მცირე დროა ჩემი აზრით. მხეცი თითქოს ჰგავს საშინელებათა ფილმებში  სასიკვდილოდ დაჭრილ მონსტრს, რომელმაც სხეულის ნაგლეჯები კვლავ თავის ადგილას აღიდგინა და  წამოიმართა საბრძოლველად. ბაბილონი უკვდავი იყო(არის) , მხეცები კი ნადგურდებოდნენ და  მერე ისევ მოდიოდნენ. ელექტრონული მხეცი სხეულის ყველა ნაწილს თავის ადგილას მოირგებს და წარმოსდგება კაცობრიობის წინაშე რომ გაანადგუროს ყველა მოწინააღმდეგე.


8. მხეცი, რომელიც იხილე, იყო და აღარ არის, მაგრამ ამოვა უფსკრულიდან და წარსაწყმედლად წავა, და დედამიწის მკვიდრნი, რომელთა სახელებიც ჩაწერილი არ არის სიცოცხლის წიგნში ქვეყნიერების დასაბამიდან, განცვიფრდებიან, როდესაც იხილავენ მხეცს, რომელიც იყო და აღარ არის, მაგრამ კვლავ მოვა. 
http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/apokalips-17.htm

*



ქალი_ევა და ქალი_ბაბილონი.

კაცი_ადამი და კაცი-სატანა_ანტიქრისტე.


შეუძლებელია ქალი-ბაბილონის(კერპთაყვანისმცემელი ბაბილონელები)ცოდვები  ფესვებს არ იღებდეს ევას ცოდვაში-შეცდომაში.
ასევე ყველა დროის კაცი ანტიქრისტეები -უღვთოები თავიანი ცოდვის ფესვებს ადამის ცოდვაში-შეცდომაში იღებენ.
ქალი ევა მოიხიბლა აზრით, რომ აკრძალული ხილის ჭამის შემდეგ ისინი გახდებოდნენ ღმერთივით.
ბაბილონელებიც მოიხიბლნენ იგივე აზრით_ ყოფილიყვნენ ღმერთივით. ეს არის ადგილი სადაც პირველად წარღვნის შემდეგ დაწესდა მიწიერი იერარქია-სახელმწიფო,მეფე- დედოფალი, სახელმწიფო მოხელეები,ვეზირები, ვაჭრები, მონები ..ანუ პირველი მიწიერი სახელმწიფო შედგა, რომელსაც მეთაურობდნენ კაცღმერთები და ქალღმერთები. ვიცით, რომ ქრისტიანობაში ქალღმერთი არ არსებობს. იუდაიზმში და ქრისტიანობაში არავის უწოდებენ ქალღმერთს.ქრისტიანობა მარიამს უწოდებს ღვთისმშობელს , მაგრამ ქალღმერთს_ არა.ქალღმერთია სწორედ ბაბილონი-ქალი, ანუ ის ვინც თავი ღმერთად გამოაცხადა. ამ ქალღმერთებზე მოგვითხრობენ შუმერული, ეგვიპტური, ინდური, ბერძნული, რომაული და სხვა მითოლოგიები. დედა-ქალღმერთი რომელსაც ყველა რელიგიაში თავისი საკულტო ტაძარი ჰქონდა , ჰყავდა ტაძრის ქურუმები,ამ ტაძარში მსახურობდნენ მეძავები,ტარდებოდა რიტუალური მსხვერპლშეწირვა , ამ ტაძრებში ხდებოდა ასევე მეფედ კურთხევის რიტუალები. დედა-ქალღმერთი მეძავთა და ჰომოსექსუალთა მფარველად მოიხსენება. წარმართულ ქვეყანაში ჰომოსექსუალიზმი არ ითვლებოდა ცოდვად. იუდაიზმი იყო პირველი ვინც სასტიკად დაგმო ეს ცოდვა. შემდეგში კი ქრისტიანულმა მოძღვრებამ ჰომოსექსუალიზმს უპატიებელი ცოდვა უწოდა.

კაენი ძმის მკვლელობის შემდეგ მიდის მშობლიური ადგილიდან და სახლდება ალბათ(რადგან წერია, რომ ბაბილონში იპოვება ყველა მოკლულის სისხლი) მომავალი ბაბილონის ტერიტორიაზე.კაენი დაწყევლილია , მას მიწა მოსავალს არ მისცემს. ამიტომაც, ბუნებრივია, კაენი თვითშემოქმედებითი ცხოვრებით აგრძელებს ცხოვრებას. ხელოსნობა,მშენებლობა, ვაჭრობა და სხვა,და  იქნებ მწერლობის მუზებიც აქ დაიბადნენ)).ასევე გულნაღვლიანი კაენიტები (კაენი ღვარძლიანი იქნებოდა, რადგან მან შურის ნიადაგზე მოკლა ძმა)პირველი იუმორისტები იქნებოდნენ, ბოროტი ხუმრობები, მასხარა, (დღევანდელი ჯოკერი)მათი მოგონილი იქნება. თუ, ეს ყველაფერი კაენიტების ქალაქში  არა იყო, პირველად მაინც ბაბილონში იქნებოდა. ბაბილონელები შემოქმედებითი ნიჭით არიან სავსე. ანუ, მათ იცხოვრეს ჭეშმარიტი ღმერთის გარეთ-გარეშე.ისინი არ არიან მხოლოდ  ვინც ჭადრაკს კარგად თამაშობს, ისინი ჭადრაკის გამომგონებლები არიან.მათ ხომ პირველებმა შექმნეს სახელმწიფო,  დააწესეს ამ სახელმწიფოში იერარქია,რელიგია, არმია, ბრძოლის ხერხები და ფანდები როგორც თავდაცვისათვის ასევე თავდასხმისათვის. თითქოს ესენი არიან ღვარძლიანი ადამიანები, რომლებმაც ცოდვა ჩაიდინეს, ღმერთისაგან დაისაჯნენ, და რადგან აღმოჩნდნენ გარიყულნი , გადაწყვიტეს საკუთარი კანონები დაეწესებინათ და ააშენეს პირველი ქალაქი, რომელსაც უფალმა მეძავი ქალაქი უწოდა, რადგან, ამ ქალაქში პირველად და სამარადჟამოდ უარყვეს ჭეშმარიტი შემომქმედი და მიწიერ შემომქმედებს აღმერთებდნენ. ამ ქალაქშიც რა თქმა უნდა შიდა დაპირისპირებებია, ,,ღმერთები’’’ პირველობისთვის ებრძვიან ერთმანეთს.(მითოლოგიებში)
რით განსხვავდება ქალი-ევა ქალი-ბაბილონისაგან. ევა შეცდა და ნანობს, ბაბილონი ცდება და სხვასაც აცდუნებს.

კაცი-ადამი შეცდა და ნანობს, კაცი-ანტიქრისტე (მასხარა-ჯოკერი)სიცილით დაღუპავს ადამიანებს. ის ბოროტი მასხარა იქნება.

ქრისტიანობა კაცს უწოდებს ოჯახის თავს. ქრისტე-კაცი ეკლესიის მღვდელმთავარია.
ბაბილონი კი მიწიერი იერარქიების ხელმძღვანელია. ის მსოფლიოს მეფეთა მეუფეა, თუმცა ფარული.

კაცი-ადამი შეიძლება ჰგავდეს ქმარს, რომელსაც ცოლმა რქები დაადგა, ანტიქრისტე კი თითქოს ბუნებრივად რქიანია.ანუ, ის ცოლის ღალატს შეიძლება ღალატად არ მიიჩნევდეს, რადგან მას არამარტო ქალი, არამედ კაცებიც ხიბლავს. ტაკიმასხარაა თითქოს, მაგრამ საკმაოდ გაქნილი,ბოროტი და  გაიძვერა, მას აუცილებლად აქვს პოლიტიკური მიზნები. ზნეობის კანონები მისთვის სასაცილოა. წაიკითხეთ რომის იმპერატორები და გაიგებთ, რომ რამოდენიმეს გარდას ყველას საყვარლად ჰყავდა ბიჭი. ვინ დაუკარგა კაცებს ღირსება ? ქალმა-ბაბილონმა. ის არის სიბილწეთა დედა. მეფობა ამ მეძავთან მეძავობით მიიღწევა, მეძავობა კი არის ცხოვრება ჭეშმარიტი ღვთის გარეთ-გარეშე.ამიტომ არის ბაბილონი_ ქალი-ქალაქი ადგილი, სადაც ადამიანთა ხორციც და სულიც იყიდება.ეს არის კერპტაყვანისმცემელთა ქალაქი. აქ პირველ ადგილზეა მატერიალიზმი.ბაბილონის მთავარი სიწმინდე სიმდიდრე და ფუფუნებაა, ის ნებიერია და ამავე დროს ინტრიგანი, მის მახეს ვინ დაუსხლტება , ის მხოლოდ მოგებაზე ფიქრობს ყველგან და ყველაფერში, ის ყველაფერს ითვლის(მიითვლის), ანგარებიანია, თითქოს ხელფეხს უბორკავს ყველას ვინც მის გეგმებს არ მიჰყვება.  ისიც ტაკიმასხარაა, გარეგნობით ხიბლავს და მახეში აბამს ,ისიც ბოროტი ოხუნჯია.ეჭვიც არ მეპარება რომ ეშმაკის ბორბალი მან(ქალაქმა-ბაბილონმა) დაატრიალა. რა გვაკავშირებს ჩვენს ბაბილონთან? ეს არის ადგილი(დედაადგილი) სადაც გაჩნდნენ ენები, (მომავალში ერები, ტომები, )ამიტომ ადგილი, სადაც ენის აღრევა მოხდა მსოფლიოს ყველა ერს აკავშირებს.(გაერო)))

(თუ მსოფლიო ქართულმა ენამ უნდა ამხილოს, ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ შვილმა დედა ამხილოს, რადგან დედა მეძავია, ხოლო შვილი ან პატიოსანია ან მან იმდენი ტანჯვა(ქრისტესთვის ტანჯული საქართველო)გამოიარა უფლის გზაზე, რომ დაიმსახურა ამხილოს მსოფლიოს ყველა ერი ვინც მეძავთან სულიერ კავშირში იყო და არის. არ ვიცი)

ამაზე ვფიქრობდი და დავწერე. უბრალოდ ჩემი აზრია.
***



(რაც მთავარია იმის დაწერა დამავიწყდა.)

ღმერთმა უთხრა გველს_


ქალი, რომელიც  აღიარებს უფლის მცნებებს, ცოდვა ცოდვად მიაჩნია  იგივეს ასწავლის შვილებსაც.ის  ზრდის  შვილებს, რომლებიც  თავს უჭეჭყავენ  გველს-სატანას-ეშმაკს ანუ გველი ვერ აცდუნებს მათ,თუ აცდუნებს ისინი მოინანიებენ.
მაგრამ ქალი ბაბილონი რას შვება? ის გველს კიარა, გველის-მისი საყვარელის, ეშმაკის  მოწინააღმდეგეებს უჭეჭყავს თავს. ის ზრდის შვილებს რომლებიც უჭეჭყავენ თავს ვინც გველს-ეშმაკს, მის ეშმაკურ გეგმას დაუპირისპირდება, რადგან, ბაბილონი გველის (მისი სიბრძნის) თაყვანისმცემელია.ამიტომ მოსწონს მას ძალაუფლება, რადგან ეს სჭირდება თავდასაცავად.ეს არის ქალაქი, რომელმაც პირველმა იფიქრა თავდაცვაზე. რადგან მას უკვე ქალაქის მოწყობის საკუთარი გეგმები ჰქონდა. (ეს არის ტიპი ქალისა, რომელიც საყვარლისთვის შვილებს დახოცავს, ქმარს მოკლავს.)ეს ზეციური ქალაქიც არის, რადგან სატანა ზეციურია,ისინი მიილტვიან ზეცისკენ,ასევე ეს არის ქვეწარმავალი(ფარული ორგანიზაციები?შხამიანი ქალაქი) ქალაქიც,  რადგან გველი ქვეწარმავალია , ესეიგი ის ფრთოსანი გველია და ეს ქალაქიც როგორც ზეცას, ასევე ქვესკნელს(აქ იტყუებს ის თავის მსხვერპლს, ალბათ წმინდა მამები სწორედ ამ ადგილს უწოდებენ ადგილს, სადაც ეშმაკმა ჯოჯოხეთის ჯაჭვები გააბა და იქ ჰყავს უამრავი მსხვერპლი. თავს ვალდებულად ვთვლი დავწერო ბაბილონის მსხვერპლებზე, მაგრამ, რომ ვაკვირდები,  ისინი ბედნიერნი არიან , ანუ ცოდვის შეგრძნება არ აქვთ, და შეიძლება აქეთ შემიცოდონ რომ სისულელეებს ვწერ.))) ეთაყვანება. ისინი არიან ყველგან.
ესეიგი, ბაბილონელები თავს ღვთისმოშიშებსა და ქრისტიანებს უჭეჭყავენ. ქალი ბაბილონი იგივე ადამიანი გველია , რომელიც ქუსლს უგესლავს ყველას. ის შინაური მოღალატეა, ადამიანი რომელიც ციხეს შიგნიდან ტეხავს. როგორც გველმა გასცა ღმერთის საიდუმლო.  რატომ მოიხსენება  გველი ბრძენად? იმიტომ, რომ მან ის იცოდა, რაც მისთვის ღმერთს არ გაუმხელია?შეიძლება.
ღმერთმა როცა მან ადამი და ევა შექმნა უთხრა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა, დაეუფლეთ მას....
ღმერთს არ უთქვამს გიყვარდეთ ერთმანეთიო, რადგან არ არსებობდა მაშინ სიძულვილი, ღმერთს არ უთქვამს სიკეთე უყავით ერთმანეთსო, რადგან არ არსებობდა მაშინ ბოროტება . მათ სიშიშვლის სირცხვილი ცოდვის მერე შეიგრძნეს, და ამ სირცხვილის გრძნობის გამოხატვით ღმერთი მიხვდა, რომ მათ აკრძალული ხილი ჭამეს. პირველი ცოდვა გემოვნებით(პირით) იქნა გასინჯული ასევე ყველა ცოდვა იგივე კავშირშია გემოვნებით შეგრძნებასთან(წესით ასე უნდა იყოს).  ცოდვა ჩვენში შემოდის და ვგრძნობთ მას მთელი სხეულით, ცოდვა რომელიც აშიშვლებს ადამიანს, მის სულს, რადგან ადამიანი ამ დროს ღია კარს ემსგავსება, რომელშიც ყველა შედის და გამოდის, მასზე წვდომა ნებადართულია. მაგრამ, თუ ადამიანი ცდილობს არ შესცოდოს,ანუ იცხოვროს ქრისტიანულად ხშირად ვარდება სხვის პირში.  ეს არის ბრალმდებელი პირი, ცილისმწამებელი პირი, რასაც პირდაპირი კავშირი აქვს გველთან, რადგან აპოკალიფსში წერია რომ გველი-სატანა არის ბრალმდებელი, ის ვინც დღედაღამ არ ისვენებს, რომ უდანაშაულოებს ბრალი დასდოს. ის თავს არ იდანაშაულებს იმაში რომ მან შეიყვანა შეცდომაში ადამიანები, არამედ ის ყველაფერში ადამიანებს(ამ შემთხვევაში უდანაშაულოებს) ადანაშაულებს. ქალი ბაბილონიც ინფორმაციული მეძავია, ცრუინფორმატორი, ცილისმწამებელი,  უდანაშაულოთა ბრალმდებელი, სიცრუის გამავრცელებელი  და ის ამის გამო სირცხვილს არ გრძნობს. დღეს მსოფლიოში როცა ქრისტიანები გამოდიან უზნეოების დაკანონების წინააღმდეგ , მათ ადანაშაულებენ იმაში რომ ისინი არატოლერანტულები, არაჰუმანურები, კაცთმოძულეები, სასტიკნი და (ხშირად) შეურაცხადნიც არიან, რომ ქრისტიანები სხვის უფლებებს პატივს არ სცემენ. მსოფლიო ბაბილონის პირშია, ამიტომ ის ინფორმაციას ისე დაამუშავებს როგორც მას უნდა . ჰოდა ვზივარ(თ) ამ მრავალპირა პირში და ვეძებ მთავარ პირს . მე პირადად, მგონია, რომ ბაბილონი აზის , მალავს რაღაც ინფორმაციას, ენას -ანბანს , მე მგონია რომ სადღაც არის გასაღები ამ ენის (მართალი ინფორმაციის)პოვნის , მგონია, რომ მისი პოვნის გზა ინდოეთიდან გადის უძველეს ბაბილონში. ვინმეს თუ ეს ბოდვად მოეჩვენება, მე შეიძლება კიდევ უარესები მოვბოდო)))) რადგან ბაბილონიდან სატანის თავამდე ერთი ნაბიჯიც არ არის და ეს გაუგებარი-ჩაუწვდომელი სამყარო(სატანის ტვინი, მისი სამყარო) მე რომ ტვინს ამირევს გასაკვირი არ უნდა იყოს.თუმცა მალე ის მსოფლიოს აურევს ტვინს.ის ხომ ბოროტი ელექტრიკია. რაღაც უნდა გავიგო. იქნებ ის ადგილი უნდა ვიპოვო, სადაც მაცდუნებელი-მკვლელი კავშირგაბმულობის  გათიშვა შეიძლება. მაგრამ ჯერ ვერ ჩავწვდი. იქ გაუგებრად შევარდნა კი საშიშია, რადგან შეიძლება თავად გამომეზარდოს ეშმაკის ბრჭყალები ხელსა და ფეხებზე . ფრთხილად ვარ.)))))

ვიფიქრებ ამაზე,რადგან ვალდებული ვარ სატანის მსხვერპლთა წინაშე.

*****



ბაბილონი .

1. ერთპირი იყო მთელი ქვეყანა და ერთ ენაზე მეტყველი.
2. როცა დაიძრნენ აღმოსავლეთიდან, ჰპოვეს ველი შინყარის ქვეყანაში და იქ დამკვიდრდნენ.
3. უთხრეს ერთმანეთს: მოდი, მოვზილოთ თიხა და გამოვწვათ. ქვის მაგივრად აგური ჰქონდათ, კირის მაგივრად ფისი.
4. თქვეს: აბა, ავიშენოთ ქალაქი და გოდოლი, და ცას მივუწვდინოთ მისი თხემი. აღვმართოთ ნიშანსვეტი, რომ არ გავიფანტოთ დედამიწის ზურგზე.
5. ჩამოვიდა უფალი, რომ ენახა ქალაქი და გოდოლი, რომელსაც ადამიანები აშენებდნენ. 6. თქვა უფალმა: აჰა, ერთი ხალხია ეს და ერთი ენა აქვს ყველას; რაკი ეს საქმე წამოუწყიათ, ამიერიდან დაუბრკოლებლივ გააკეთებენ ყველაფერს, რასაც კი განიზრახავენ.
7. აბა, ჩავალ და ენას ავურევ მათ, რომ ვერაფერი გააგებინონ ერთმანეთს.
8. გაფანტა ისინი უფალმა იქიდან მთელს დედამიწის ზურგზე და მათაც შეწყვიტეს ქალაქისა და გოდლის შენება. 
9. ამიტომაც ეწოდა სახელად ბაბილონი, რადგან სწორედ აქ აღრია უფალმა მთელი დედამიწის ენა და აქედან გაფანტა ისინი უფალმა დედამიწის ზურგზე.

http://www.orthodoxy.ge/tserili/biblia/dabadeba/dabadeba-11.htm


პირველი და ერთადერთი ენის აღრევის ადგილი_ენებისა და ერების წარმოშობის ადგილი.

***

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია.


გაერო

და მისი შტაბბინა ნიუ-იორკში.
 



***


რაც შეეხება ევროკავშირსა და ნატოს, მე ვფიქრობ რომ ეს კავშირი არ არის სრული შემადგენლობა იმ მხეც-იმპერიათა , რომლებზეც აპოკალიფსი მიუთითებს. შეიძლება იყვნენ კრავისრქიანი მხეცები?


თუმცა ზოგი ფიქრობს რომ ასეა

***
არც მე ვარ ზუსტად ჩემს აზრში დარწმუნებული მაგრამ ვიმსჯელოთ.

***

ღმერთს რომ ადამი და ევა არ დაესაჯა, როგორ გააგრძელებდნენ ისინი ცხოვრებას , მათ ალბათ თავში აუვარდებოდათ, აუცილებლად შეჭამდნენ ნაყოფს უკვდავების ხიდან,ბოლოსდაბოლოს შეეცდებოდნენ ღმერთი გამოეძევებინათ მისივე სამფლობელოდან ... არ ვიცი რა იქნებოდა, მაგრამ მოხდებოდა დაახლოვებით (და უარესიც) ის რაც ღმერთმა თქვა ქალქ-გოდოლის ამგებელთა მიმართ ,, ამიერიდან დაუბრკოლებლივ გააკეთებენ ყველაფერს, რასაც კი განიზრახავენ.’’

მოხდა ენის არევა , ადამიანებმა ვერ გაუგეს ერთმანეთს და ერთიანი ძალით ვერ განახორციელეს მიზანი_აეგოთ ქალაქი თავდაცვისათვის. 

მაგრამ, ენებისა და  ერების გაჩენის შემდეგ ბაბილონელები მაინც აშენებენ ქალაქებს სადაც იმას აკეთებენ რასაც განიზრახავენ; საკუთარი კანონები, საკუთარი ცხოვრების წესები აქვთ, საკუთარი კერპები და ღმერთები ჰყავთ. ანუ ყველა ერში აშენდა ახალი ბაბილონი.  ესეიგი ბაბილონის მიმდევრები კი არა გადაშენდნენ,არამედ  უფრო გამრავლდნენ და მყარად დამკვიდრდნენ.ყველა ერში.ისინი ცრუღმერთებს ეთაყვანებიან. ასე რომ არ ყოფილიყო, ღმერთი, როგორც ნოეს დროს, აბრაამის ერთ ოჯახს არ აირჩევდა აღთქმულ მიწაზე დასამკვიდრებლად.  უფალი სიტყვას ასრულებს და მეორე წარღვნა არ მოავლინა.ღმერთი უხმობს აბრაამს მიჰყვეს მას. 

 ბაბილონი გახდა ბაბილონის სახელმწიფოს დედაქალაქი.

გაჩნდნენ წარმართული რელიგიები მათგან შემორჩენილია ინდუიზმი-ბუდიზმი რომელსაც დღესაც ოფიციალური სახე აქვს _ისინი დღესაც სახელმწიფო რელიგიებია. ეგვიპტისა და ბაბილონის ღმერთები დღეს არც ეგვიპტეში და არც ყოფილი ბაბილონის ტერიტორიაზე არ არიან მოქმედნი. (რელიგია ინდუიზმი ღმერთმა შეიძლება უძველესი ბაბილონის სახედ შემოინახა, მათი ქალღმერთი ზუსტი სახეა ქალი ბაბილონის _ის ლამაზია, ნიჭიერი, კეთილშობილი, მეომარი და სიყვარულის ქალღმერთი და ასევე გიჟი მკვლელი, რომელსაც კისერზე ადამიანთა ქალები აქვს ჩამოკიდებული).ასევე  შემორჩენილია უძველესი რელიგიები სხვადასხვა ქვეყნებში, მაგრამ მათი მიმდევარი ძალიან მცირეა.

ძველი იმპერიის მმართველებს თავი ღმერთად მიაჩნდათ , მაგ; მაკედონელს, რომის იმპერატორებს , რადგან ისინი თვითგაღმერთების სურვილით იყვნენ შეპყრობილნი. 
ადამიანს ღმერთივით ყოფნა სამოთხის ბაღში მოუნდა, მაგრამ ღმერთივით ყოფნა ყველამ ვერ მოახერხა. ბაბილონი_ ღმერთების კარიბჭე, სადაც ადამიანებს ალბათ ეგონათ რომ უკვე ღმერთები ხდებოდნენ; ცისა და მიწის მპყრობელები, ყოვლისშემძლეები ეგონათ თავი. ისინი, ბუნებრივია, მუშაობდნენ მასებზე ძალით თუ მზაკვრობით, რათა შეენარჩუნებინათ,,პოსტები’’ . მრევლს მათ ღმერთობაში ეჭვიც არ ეპარებოდა , ისინი ზოგჯერ ცოცხლად იმარხებოდნენ გარდაცვლილ ღმერთ-იმპერატორთან ერთად. მაგრამ ყველაზე დაუოკებელი წყურვილი ალბათ უკვდავების წყურვილი იყო , და სწორედ ეს ამოძრავებდათ უძველეს კერპადამიანებს აეგოთ მსოფლიოში ისეთი გასაოცარი ნაგებობები, როგორც არის პირამიდები და სხვა უკვე არ არსებული ქვათა ნაგებობები, ასევე კლდეეებში გამოკვეთი ფარაონის უდიდესი ქანდაკებები, უძველესი საკულტო ტაძრები სხვადასხვა ქვეყნებში და ასე შემდეგ. თვითგანდიდების იდეა გველმა მიაწოდა ადამიანს და მიუხედავად ღვთის სასჯელისა,  ადამიანები ყველა დროში ცდილობდნენ დაეკმაყოფილებინათ ეს სურვილი . კმაყოფილების რა ვთქვა, მაგრამ ბევრმა შესძლო ყოფილიყო დიდი, ღმერთივით. ჯერ აგერ ლენინის მუმიას ვერ ელევა ხალხი, თორემ რა იქნებოდა უძველეს დროში მისახვედრია.

როცა ადამიანები ცხოვრების წესით ბაბილონის ცხოვრების წესს გაუტოლდებიან, ბაბილონი უკვე მოსაძებნი(ანუ სად არის თანამედროვე ბაბილონი) კი არ იქნება , არამედ იქნება ჩვენს თვალწინ და არა სადღაც იატაკქვეშეთში.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ყველა ერში თუ არადა წამყვან სახელმწიფოებში როცა დაკანონდება -მისაღები გახდება ის, რასაც უარყოფთა ღმერთი იუდაიზმში , უარყოფდა ქრისტიანულ სწავლებებში , ეს ნიშნავს რომ ქალბატონი ბაბილონი დაბრუნდა უძველესი წარსულიდან მთელი თავის ბრწყინვალებით და ანტიღვთიური მსოფლიო იმპერიის(ეს კავშირია) ზურგზე მჯდომი წარმოგვიდგა. 

ბაბილონი ყველა ენაში და ერში იყო , მან თითქოს შეკრიბა გაბნეული ერები და ენები, მათი გაერთიანება მოახერხა. მას სურს ყველა მას დაემსგავსოს , ყველამ იცხოვროს წესების გარეშე, ზნეობრივი თუ მორალური ვალდებულებების გარეშე.მას სურს, ყველა უსირცხვილო შიშველი იყოს.ის ბოროტია. როგორც ვიცით, სატანა მასშიც არის, სატანამ კი იცის, რომ მცირე აქვს დრო, ამიტომ გაბოროტებულია მორწმუნეთა მიმართ, მას სურს დაღუპოს მსოფლიო.

სატანა როცა შეიბორკება, ანუ ძალიან საშიში დამნაშავე საპყრობილეში მოხვდება , 1000 წლის მერე ის თავს ინთავისუფლებს და კვლავ იწყებს ერების ცთუნებას, ის საბოლაოდ დაისჯება. ჰგავს ეს კოშმარულ კინოს, სადაც როგორც იქნა საშინელი დამნაშავე დაიჭირეს, მაგრამ ის თავს დაიხსნის და კვლავ საფრთხეს უქმნის ადამიანებს.
უფალი პირველი მოსვლის დროს ამბობს, რომ ახლოა ჟამი მეორე მოსვლის, მაგრამ 2000 წელია გასული და ეს ჯერ არ მომხდარა, ხოლო აპოკალიფსი ამბობს სატანა შეიბორკება 1000 წლით! და ეს კი, შეიძლება იყო ერთი წელი!?.რას გულისხმობს უფალი ჩვენ ვერ ჩავწვდებით.

ბაბილონელებო, შემოიწყვეთ თავზე ხელები, და გამოდით სამალავებიდან, თქვენ დაპატიმრებულნი ხართ!

აი, ასეთი რამ უნდა მოხდეს წესით.)))

ბაბილონელებმა რომლებმაც მსოფლიო სიმდიდრე-რესურსები-ფული ხელში ჩაიგდეს გაძარცვანენ მერვე მხეცის მმართველები. 

მსოფლიო ერთა კავშირი, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია(რომელშიც რუსეთიც გაწევრიანდა) , მსოფლიო ახალი  ხატი-,,რელიგია’’ (მერვე მხეცის ხატი)=მერვე მხეცს. მაგრამ მერვე მხეცის ლიდერი ავაზაა _ისლამური ქვეყნებისა და სსრკს ქვეყნების ტერიტორია+ევროპული მხარე ანუ საბერძნეთის მხარე, რომელიც ასევე არის რომის ნაწილი. კრავისრქიანი მხეცი ევროპა-ამერიკის რაღაც მაცდური სისტემა. ფაქტიურად, ეს მსოფლიო კავშირია.

მსოფლიოს ერებზე , მსოფლიო სავაჭრო სისტემაზე მმართველობას მიიღებს მერვე მხეცი, და რაც მთავარია, მისი ხატი გახდება ერთადერთი ხატი მსოფლიოში.

რაც შეიძლება შევანელოთ კადრები და ჩვენ ნათლად შევამჩნევთ დამნაშავეების ადგილსამყოფელს მათი საეჭვო(კიარადა უკვე ფაქტებია) ქმედებების მიხედვით.

****

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია (ინგლ. World Trade Organization, აკრონიმი WTO) — საერთაშორისო ორგანიზაცია, შექმნილი 1995 წელს, რომელიც გლობალური სავაჭრო სისტემის კანონებს აწესებს და აგვარებს უთანხმოებებს მის წევრ ქვეყნებს შორის, რომელთა უმრავლესობა დაახლოებით 30 ერთობლივი შეთანხმების ხელმომწერნი არიან.

ორგანიზაციის შტაბ-ბინა ჟენევაში (შვეიცარია) მდებარეობს. 2005 წლის 1 სექტემბრიდან, მიმდინარე გენერალური დირექტორია პასკალ ლამი. 2005 წლის 15 დეკემბრისთვის მასში გაერთიანებული იყო 149 ქვეყანა. დაარსების შემდეგ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია გლობალიზაციის მოწინააღმდეგე საზოგადოებრივ გაერთიანებათა ძირითად ფოკუსშია მრავალ ქვეყანაში.

2012 წლის 22 აგვისტოს, 19 წლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, მსოფლიო სავაშრო ორგანიზაციას შეუერთდა რუსეთის ფედერაცია.

***

ესეიგი, არსებობს  გაერთიანებული ერების ორგანიზაცია. არსებობს  მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია.

რა დარჩა? _მსოფლიო ხატი.


მსოფლიოს ერთა მმართველებზე მეუფებდა ერების სათავეებთან მჯდომი ბაბილონი. მიწიერი მთავრები იყვნენ მისი ვაჭრები,(ის მეძავი ვაჭარია,მსოფლიო  ვაჭარია), მსოფლიოს ერებში მის ხატებს ეთაყვანებოდნენ, ყველა დროში იბრძოდა ჭეშმარიტი ღვთის მორწმუნეთა წინააღმდეგ. მის წიაღშია ასევე მსოფლიოში ყველა მოკლულის სისხლი.

მერვე მხეცი  ბაბილონს გაძარცვავს და გაანადგურებს. ეს ჰგავს სხვადასხვა (ყველა)  სახელმწიფოსთვის მმართველობის, ვაჭრობისა და სარწმუნოების უფლებების  წართმევას და მის გაერთიანებას,გადაბარებას ერთ ხელში. მეძავი კვდება. მხეცი გახდება მსოფლიო ხალხთა მმართველი, მის ხელში იქნება მსოფლიო სავაჭრო სისტემა ნიშნით-666, კრავისრქიანი მხეცის წაქეზებით ადამიანები მერვე მხეცის ხატს შექმნიან _ გააკერპებენ,  თაყვანსსცემენ მას. მსოფლიოში ერთი ხატი-მხეცის ხატი იქნება.ისიც იბრძოლებს უფლის მორწმუნეების წინააღმდეგ.


*********



16. ათი რქა, შენ რომ იხილე, და მხეცი მოიძულებენ, გაძარცვავენ და გააშიშვლებენ მეძავს, შეჭამენ მის ხორცს და ცეცხლს მისცემენ მას.
17. რადგანაც ღმერთმა ჩაუდო გულში, აღასრულონ მისი ნება, ყონ ერთი ნება და მისცენ თავიანთი მეფობა მხეცს, ვიდრე არ აღსრულდება ღვთის სიტყვა.
18. ხოლო ქალი, შენ რომ იხილე, დიდი ქალაქია, რომლის მეუფებასაც ჰმორჩილებს ქვეყნის ყოველი მეფე.

http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/apokalips-17.htm


აპოკალიფსში წერია რომ მხეცი რომელსაც ბაბილონი აზის ზურგზე არის მერვე მხეცი. მაგრამ მერვე მხეცი ერთპიროვნული მმართველი ხდება მხოლოდ მას მერე, რაც შვიდთავიანი და ათრქიანი მხეცი ბაბილონს მოიშორებს.ანუ, მერვე მხეცის ზუსტი სახე ჩნდება ბაბილონის განადგურების შემდეგ, მანამდე კი ბაბილონის პოზიორობა უფრო შესამჩნევი იქნება ალბათ, ვიდრე მერვე მხეცი. ანუ ბაბილონის იქცევს უფრო ყურადღებას და მის უკან მდგარ მხეცს ჯერ ვერ ვამჩნევთ. თუმცა დაუნახავობაც არ შეიძლება , რადგან ფაქტია, პოლიტიკური ძალები დღეს აკანონებენ იმას, რასაც უფალი სიბილწეს, ცოდვას უწოდებს, ხოლო სიბილწეთა დედა აპოკალიფსის მიხედვით არის ბაბილონი. როგორც სჩანს, ბაბილონის სიბილწეები კიდევ უფრო გავრცელდება , გაგრძელდება მანამ, სანამ ბაბილონი კვლავ არ აღიდგენს თავის ტახტს პირველ კერაში, ანუ ბაბილონის სიბილწეები (კვლავ) დაკანონდება უძველესი ბაბილონის ტერიტორიაზეც.(მუსულმანურ ქვეყნებში). ასევე, როცა რუსეთი ამას დაუშვებს ეს ნიშნავს რომ ფაქტიურად მსოფლიოში ათეიზმი დაბრუნდა , რადგან სიბილწეების დაკანონება ხდება იმიტომ რომ რწმენის დონე დაბალია (დაბალია ღვთისადმი შიშის დონე)ან საერთოდ არ არსებობს ის. (ათეიზმი კი ,ჩემი აზრით, ბაბილონს მაინცდამაინც არ უყვარს , ის  იქ ვერ ქალბატონობს,ათეისტური ქვეყანა არ არის ადგილი სადაც მეძავი ქალღმერთობს  , მაგრამ სჭირდება მორწმუნეთა წინააღმდეგ, მათ გასანადგურებლად.)
მერვე მხეცი ჰგავს სსრკს -ყველა რელიგიის მდევნელს. ფაქტიურად მსოფლიო ათეიზმია მოსალოდნელი.

თუ ავაზა იყო წარმართული საბერძნეთის იმპერია და ათეისტური სსრკ, ხოლო დათვი იყო მიდიასპარსეთის წარმართული იმპერია და ისლამური ოსმალეთის იმპერია, მერვე მხეცში იქნებიან ეს ტერიტორიები და მხეცების ტერიტორიული ცვალებადობისა და მოცულობის ზრდის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ფაქტიურად ეს მსოფლიოს მომცველია მხეცია. წარმართულ-ათეისტური-წარმართულ-ისლამური(რადგან მუსულმანები არა მგონია სრულ დათმობაზე წავიდნენ) იმპერია იქნება.

დღეს  ბაბილონი პოზიორობს , თუმცა მის ნამდვილ სახეს ბევრი ვერ ამჩნევს. დღეს საუბრობენ უმცირესობათა უფლებების დაცვაზე , ეს უმცირესობები კი ბაბილონის ერთერთი არმიაა ღვთის მორწმუნეთა-ქრიტიანობის წინააღმდეგ, (ვინც ამას ვერ ამჩნევს, მალე შეამჩნევს), ხოლო თავად ბაბილონელები , ვინც ეს არმია მომართა ღვთის მორწმუნეთა-ქრისტიანობის წინააღმდეგ, თვითონვე არიან მათი შემქმნელები, ანუ ისინი არიან ვინც რყვნიან თაობებს და შემდეგ მათვე აქეზებენ დაიცვან საკუთარი უფლებები. უნდა გამოვლინდეს მთავარი რამ, რომ სექს.უმცირესობები, რომლებიც თავიან უფლებებს იცავენ-თითქოსდა მათ სხვანაირად ცხოვრება არ შეუძლიათ რადგან ასეთები დაიბადნენ, ასე გადაწყვიტეს, სინამდვილეში არიან (ერთდროს იყვნენ, გახდნენ) მსხვერპლნი , რომ მათ უკან დგანან ,,ადამიანები’’რომლებიც  მიზანმიმართულად მუშაობენ თაობების გზიდან ასაცდენად. მე ვფიქრობ, რომ უნდა მოხდეს გამოვლენა ამ ჯგუფის თუ ორგანიზაციის ვინც სჩადის ამ დანაშაულს, ვისაც დაღუპვისაკენ მიჰყავს სხვისი თუ მისი შვილები.

ბაბილონმა პოლიტიკური ძალა-მხარდაჭერა მოიპოვა და თანდათან მსოფლიოს მოედება. ბაბილონის უკან უფრო სასტიკი არმია დგას , მაგრამ ის , ასე ვთქვათ, კულისებიდან ჯერ არ გამოვარდნილა.ფაქტიურად მის უკან კრიმინალები დგანან, ყველაფერზე წამსვლელი კრიმინალები. მეძავისა და კანონიერი ქურდების(ისინი გაქურდავენ ბაბილონს) ძმაკაცობა ჩიხში ამ უკანასკნელების ამბიციების გამო შევა და დასრულდება მეძავის სიკვდილით.

2. რადგანაც ჭეშმარიტი და სამართლიანია მისი განკითხვა, ვინაიდან განიკითხა დიდი მეძავი, თავისი სიძვით რომ გახრწნა ქვეყანა, და იძია მისი ხელიდან თავისი მონების სისხლი.

ბაბილონი მოიწევს პირველი კერისკენ, ეს უნდა მოხდეს, იმიტომ რომ გამოვლინდეს რომ სწორედ ის არის მსოფლიოს სიბილწეების დედაადგილი.თუმცა მას უკვე გაერო უჭერს მხარს, ბაბილონს მერვე მხეცზე მჯდომი ერქმევა  მაშინ, როცა მისი ცხოვრების წესი მერვე მხეცის ტერიტორიებზე გავრცელდება.მერვე მხეცის ტერიტორია თითქმის მსოფლიო იქნება , მაგრამ ჯერ ბაბილონის სიბილწეები უნდა მოედოს მსოფლიოს .ეს იქნება ბაბილონის სრული სახის გამოვლენა, ანუ, ჩვენ გავიგებთ იმას რაც კი ოდესმე ბაბილონს ჩაუდენია.მამაცმა ადამიანებმა ალბათ უნდა იფიქრონ და იმუშაონ ამ დანაშაულებრივი ჯგუფის გამოსავლენად, თუმცა ეს ძალიან საშიშიც შეიძლება იყოს.

გავაგრძლებ შემდეგში.......

მგონი ბევრი არაფერი დამრჩა დასაწერი, დღეს ფაქტია რომ კანონდება ის რასაც უფალი უარყოფს,ცოდვას უწოდებს, და თუ ვიფიქრებთ, რომ არავითარი ცოდვა არ არის ის, რაც ხდება ,ეს პირდაპირ ნიშნავს რომ ღმერთი, ქრისტე, სახარება, აპოკალიფისი არ გვწამს, არ გვჯერა , ან სიცრუედ მიგვაჩნია ყოველივე ეს.

მომავალი აჩვენებს..............


******


ამ დღეებში ვფიქრობ აი, რაზე; ბაბილონელები(აპოკალიფსის მიხედვით ვუწოდებ მათ ბაბილონს) რომ ჰომოსექსუალებს მფარველოდნენ-ბენ ეს გასაგებია , ამას უკვე წარსული ისტორია კი არა, დღევანდელი მსოფლიო მოვლენებიც ადასტურებს.თუმცა, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვხედავთ ბაბილონის ნამდვილ სახეს,მის შესაძლებლობებს,მზაკვრობასა და ვერაგობას. ის მხოლოდ მეძავი არ არის ,ის მკვლელი მეძავია. ანუ, ის  მფარველობს და ხელს უწყობს სულიერად, ზნეობრივად დაცემულ ადამიანებს.  ხოლო ვინც უფლის გზაზე დგას მათ ფიზიკურად კლავს.(აპოკალიფსის მიხედვით ის მორწმუნეთა მკვლელია).მეძავებს მფარველობს, მორწმუნეებს კლავს.

ესეიგი, ჩვენ დღეს ყველანი ვხედავთ უფლის საწინააღმდეგოდ მოქმედ ადამიანებს  მფარველობენ პოლიტიკური ძალები. ეს ხდება ღიად. ვინ სჩადის ამას საძებარი არ არის. თითქოს ამით დამტკიცდა რომ ბაბილონელები მართლა მფარველობდნენ წარმართულ დროში ანტიღვთიურებს. ხოლო ქრისტეს მერე ბაბილონი ქრისტიანთა მკვლელად მოიხსენება. ესეიგი , ის იყო ისლამში, ის იყო ათეისტურ ქვეყანაში და ის იყო და არის  ქრისტიანულ ქვეყანაში ქრისტიანის ნიღაბს ამოფარებული.მაგრამ, დღევანდელ მსოფლიოში ბაბილონის მხოლოდ იმ სახეს უფრო ვხედავთ რომელიც მფარველობს მეძავებს, და რაზეც მე ვფიქრობ ამ დღეებში არის ის, რომ ნუთუ, მალე ბაბილონი უნდა ვიხილოთ როგორც ქრისტიანთა მკვლელი? რომ აწმყოთი დამტკიცდეს წარსული?ეს მგონი არ იქნება გასაკვირი მათგან, ვინც დღეს უფლისსაწინაღმდეგოს აკანონებს. ბაბილონი ხომ შუღლისა და ომის ქალღმერთიც არის. მე ვისურვებდი რომ ეს არ მოხდეს, მაგრამ მსხვერპლის აცილება რამდენად შესაძლებელია არ ვიცი. არადა ფაქტიურად ქრისტიანობა ალყაში იქნება , ისლამისა, ათეიზმისა, და სიბილწე შერწყმულ ქრისტიანობის ანუ, ლიბერალიზმის გარემოცვაში.


რა უნდა გაკეთდეს რომ წარსული არ განმეორდეს? ან მსხვერპლის რიცხვი იყოს რაც შეიძლება მცირე?


დღევანდელი მსოფლიო ლიდერების მიერ მეძავთა-ჰომოსექსუალთა მფარველობა-წახალისება როგორი სიზუსტით არის აპოკალიფსში დახასიათებული  ,,.....ქვეყნის მეფეებმა ისიძვეს მასთან...’’(ბაბილონთან)  ..........

ბაბილონური (წარმართული,ქრისტიანობამდელი)წესები ბრუნდება. და მოსალოდნელი ქრისტიანობისშემდგომი მოვლენების განვითარება.

თითქოს უზნეობამ ზნეობა კედელთან მიაყენა და გაუპატიურებას უპირებს.

ყველაზე საუკეთესო იარღი მათ წინააღმდეგ, ალბათ, ის იქნება რომ მათივე შვილები მოეგონ გონს და გაიაზრონ რას მოუტანს ასეთი თაობები მსოფლიოს, რა შედეგები მოჰყვება ამ ყველაფერს , და იქნებ დაუპირისპირდნენ თავიან მშობლებს თუ მეგობრებს , იმათ, ვინც ასეთი გადაწყვეტილებები მიიღო.

თავგასული ბაბილონი(მისი გუნდი) კი იმაზე მუშაობს რომ მოქიშპე და ომის წამომწყებად არა თვითონ, არამედ უდანაშაულოები წარმოჩინდნენ, როგორც ეს ქრისტეს დროს მოხდა _ფარისევლებმა ქრისტე გამოიყვანეს მეამბოხედ ......


********

მეოთხე მხეცის(რომის იმპერია) მმართველობის დროს იშვა-განკაცდა უფალი.

მეორედ მოსვლა უნდა მოხდეს მერვე მხეცის მმართველობის დასამხობად.

შვიდი იყო(ჩემი აზრით) , მერვე მალე უნდა გამოჩნდეს.

მოკლედ, კიდევ ერთხელ, გადავხედოთ მხეცთა ტერიტორიულ ადგილმდებარეობას და მათი ადგილმდებარეობის ცვლილებასა და ტერიტორიულ გაფართოებას.


პირველი ოთხი ვიცით. (ვინც თემით დაინტერესებულია მას ეცოდინება)მეხუთე და მეექვსე დაახლოვებით ბაბილონისა და მიდია-სპარსეთის ტერიტორიაზე წარმოიშვნენ_ისლამური იმპერიები, მათ ტერიტორიაც გაიფართოვეს. ხოლო მეშვიდე სულ სხვა ადგილმდებარეობით წარმოდგა , ეს იყო სსრკ. ანუ , დავუშვათ ასეთი რამ, მერვე მხეცი_რომელიც სამი მხეცის ჰიბრიდია თითქოს_ შეიძლება წარმოჩინდეს სულ სხვა ტერიტორიული მოცულობითა და მდებარეობით როგორც  სსრკ იყო? უფრო ზუსტად რომ ვთქვა, შეიძლება თუ არა დღეს მერვე მხეცი (თუმცა ჯერ კიდევ უბრჭყალო)იყოს ევროკავშირი, როგორც ამას ბევრი ვარაუდობს. მე არ გამოვრიცხავ რომ მერვე მხეცის შტაბბინა იყოს სულ სხვა ტერიტორიაზე, ვიცით, რომ მერვე მხეცი  კავშირია სხვადასხვა მხეცების, მაგრამ მერვე მხეცი თუ ევროკავშირია (ან იქნება)რომლის შემადგენლობაში მხოლოდ ევროპული სახელმწიფოები შედიან ანუ ისლამური ქვეყნებისა და რაც მთავარია, რუსეთის გარეშე კავშირია, როგორ უნდა ვუწოდოთ მას მხეცი რომელიც იბატონებს მსოფლიოს ყველა ერზე. ევროკავშირი მსოფლიო მებატონედ ვერასოდეს ჩაითვლება სანამ მასში რუსეთი არ იქნება გაერთიანებული, ან თუ რუსეთის ძლიერება სრულად არ დაეცემა.ჩემი აზრით ასეა. ამიტომ მე მგონია რომ  ევროკავშირი მერვე მხეცი არ არის(სრული შემადგენლობა არ არის), რადგან მასში არ არის დათვის წარმომადგენელი _ისალამთა ტერიტორია და რუსეთი _ათეისტური ავაზა.

თუ  შეძლებს დააკანონოს ანიქრისტიანული ქმედებები მსოფლიოში მაშინ, მას _ევროკავშირს შეიძლება ეწოდოს მერვე მსოფლიო მმართველი?

ბაბილონს, როგორც მსუბუქი ყოფაქცევის ქალ-ქალაქს, ევროკავშირი დღეს მართლა ახმოვანებს, ასევე ბაბილონს ახმოვანებს ამერიკა, მაგრამ როგორც მკვლელი ის ალბათ მხეცთან ერთად უნდა გამოჩნდეს. თუმცა, ჩვენ ვხედავთ რომ ბავშვთა ჩათრევა ხდება უზნეობაში, ანუ, საქმე მხოლოდ ორი ზრდასრული ჰომოს გადაწყვეტილებას და მათი უფლებების დაცვას კი არ ეხება არამედ, ბავშვებს . ბავშვების გარყვანა არ არის ეს?იგივე მკვლელობა არ არის ეს? მაგრამ ეს კიდევ არ არის ის, რასაც  ისინი ჩათვლიან საჭიროდ.

ეს ბორბალი დატრიალდა და ის არ გაჩერდება, მის გზაზე ალბათ ბევრს გადათელავს. ეს მხოლოდ ნგრევას არ ნიშნავს,  უფრო მეტი ზნეობრივი მხარეები წამოიწევს წინ, მეტი მებრძოლი გახდება ქრისტიანობა, თუმცა წინააღმდეგობაც მეტი იქნება. მე რატომღაც მგონია, რომ ისინი ვინც დღეს ცოდვას აკანონებენ , რაღაც საშინელებებს ფარდის მიღმა სჩადიან, ანუ მათ მსხვერპლს ჩვენ ვერ ვხედავთ , მაგრამ მათ ისინი აუცილებლად ეყოლებათ სადღაც იატაკქვეშეთში. გამორიცხულია, ხალხს, რომელიც უზნეოებას აკანონებდეს, არ ჰყავდეს საექსპერიმენტო მსხვერპლი.

მერვე მხეცად ევროკავშირს და ამერიკას (ვერც ცალცალკე და ვერც ერთად)ვერ მივიჩნევთ. რუსეთის გარეშე მსოფლიოზე ბატონობა მათ არასოდეს ექნებათ.ვერ ვუწოდებთ მათ მსოფლიო მებატონეს. ბაბილონი დღეს გარყვნილებით ლამობს შეძვრეს და დამკვიდრდეს ყველა ქვეყანაში. მას პოლიტიკური მხარდაჭერა სჭირდება , როცა ეს ექნება ის ბრჭყალებსაც უცებ გამოაჩენს. ჩემი აზრით, ბაბილონი უკვე შეიარაღებულია როგორც თავდაცვისთვის, ასევე თავდასხმისთვის. მოაწყობენ თუ არა ისინი რაიმე არეულობას , რომ მხეცი უცებ შეიკრას.? დავაკვირდეთ. ისე, თუ ისინი შეტევაზე გადმოვლენ, თუ ყველანაირად შეეცდებიან ყველა ქვეყანაში დააკანონონ ის რაც უფლის წინაშე ცოდვად ითვლება, ვერცერთი ჩვენთაგანი ვერ  დარჩება მაყურებლის როლში, რადგან ისინი მკვლელები არიან და ვინც მათ ქრისტეს სწავლებით დაუპირისპირდება გახდება ან ყველანაირად იგნორირებული ან მას მოკლავენ. მერვე მხეცი გაანადგურებს ღვთის მორწმუნეების, იესოს მორწმუნეების მკვლელ ბაბილონს, მაგრამ მერვე მხეციც ბაბილონურად იბრძოლებს ქრისტიანთა წინააღმდეგ.

ეს პროცესი საინტერესო იმით იქნება რომ გამოჩნდება ყველა დროის მკვლელი, ყველა დროის ეშმაკობა , ყველა დროის სიმართლე, ყველაფერი თვალწინ გაირბენს მხეცის მმართველობის ხანაში რაც კი ოდესმე მომხდარა უფლის წინააღმდეგ თუ მისი სახელისთვის.


გავაგრძელებ შემდეგში........

ამ წელს უფრო ბაბილონზე ვწერდი მომავალ წელს, მე მგონია, რომ უფრო ეშმაკებზე დავწერ, რადგან ჩვენ ალბათ  გადავალთან ეშმაკის ფაზაში.

მეძავი ბაბილონის შემდეგ მკვლელ ბაბილონზე უნდა დავწერო წესით , მაგრამ ვიღაცას შეიძლება ჰგონია, რომ ბაბილონი ჯერ მხოლოდ მეძაობას ავლენს? ის ყოველთვის იყო მკვლელი და დღესაც არ შეიძლება ის არ კლავდეს ვინმეს, უბრალოდ ჩვენ ყველაფერი არ ვიცით მათ შესახებ. ანუ, მალე ბევრი საიდუმლოც შეიძლება გადმობრუნდეს.მკვლელი ბაბილონის წარსული  და აწმყო ერთდროულად გამოჩნდება. მათ ღვთის მორწმუნეთა,ქრისტიანთა მკვლელობა უნდა დაუმტკიცდეთ , მაგრამ, ვინ გამოავლენს მკვლელი ბაბილონის ფაქტებს?ქრისტიანებმა(და სხვებმაც) უნდა იმუშაონ მგონი ამ თემაზე სერიოზულად, ანუ დაიწყონ გამოძიება. ისინი არ შეიძლება ფარული მკვლელები არ იყვნენ. მათ სადღაც მსხვერლი ჰყავთ, მძევლები .....ფაქტების მოპოვებაა საჭირო. ეს უფლის ნებით ალბათ მალე მოხდება.

ბაბილონელებს რომ მკვლელობა დაუმტკიცდეთ გამორიცხული არ არის ამისთვის მათ სწორედ აწმყოში ჩაიდინონ მკვლელობები. ამიტომ წარსულის სიმართლის მტკიცება მგონი საკმაოდ მძიმე ფორმებით მოხდება. მე ვფიქრობ, რომ ეს გარდაუვალია.

არადა, რამდენია ვისაც მისი არც არსებობის სჯერა და არც იმის რომ ეს დღეს მოხდება.


ესეიგი , მეოთხე მხეცის დროს იშვა უფალი.ხოლო მეორედ მოსვლა მოხდება მერვე მხეცის დროს.

(მე ასე ვფიქრობ).


დავაკვირდეთ პროცესებს..........

**********



რამოდენიმე თავად დაწერილი ჩემი ნაფიქრალი გავაერთიანე და ვიმეორებ.( ახსნას არ მოვყვები, შეიძლება ბევრმა იფიქროს რომ სისულელეები წერია, მე ვწერდი იმას რასაც ვფიქრობდი)


რატომ დავარქვი მე ამ თავებს ბაბილონის უკანასკნელი სტრიპტიზი?

სტრიპტიზი რომელიც ჯერ არ დამთავრებულა, მაგრამ ჩემი აზრით მალე დამთავრდება..

რადგან ბაბილონი თავის ეშმაკობებზე ერთობა, ის ბოროტი კლონია, და თავის მსხვერპლზე ერთობა , ის ეჭვმიტანილია, მაგრამ დაუსჯელია, და დაუსჯელია ის, იმიტომ, რომ დანაშაული დამტკიცებული არ აქვს, რადგან უმრავლესობით იგებს, მის ძალას წარმოადგენს მისივე გაბრიყვებული საზოგადოება, უფრო მეტად კი მისივე გაბრიყვებული კაცები. (სახელმწიფოებიც).

ის გამარჯვების დროშას აფრიალებს, რადგან დარწმუნებულია დაუსჯელობაში. მისი მსხვერპლი ან მკვდარია, ან შეშლილი, ან უბრალოდ უძლური მოწინააღმდეგე. მის წინაშე ყოველგვარი სამართალი გაუფასურებული და გაუპატიურებულია,  მისი მოწინაღმდეგეები სასაცილოდ აგდებულია. დღეს ეს მსოფლიოში კარგად სჩანს, ბაბილონური მეძაობის დაკანონების მოწინააღმდეგეებს ან სდევნიან, ან დასცინიან. ბაბილონი კი აგრძელებს სტრიპტიზს. ბებერი მეძავი თუმცა ეჭვმიტანილია, მაგრამ ვინ არის მისი დამსჯელი? დამსჯელი ჯერ არ სჩანს.რადგან ბაბილონის მავნებლობა სრულიად ჯერ არ არის გამოკვეთილი. ესეიგი ბაბილონი ცოდვის გავრცელებას აგრძელებს.

და როცა მას მერვე მხეცი გამოიყვანს,  ამხელს როგორც მსოფლიო დამნაშავეს(რადგან, წერია რომ  მთვრალია ღვთისა და იესოს მორწმუნეთა სისხლით. )მას შუბლზე აწერია ფარული ბაბილონი, ესეიგი ისინი ჩვენს წინაშე მოქმედებენ , მაგრამ მათ ფარულ საქმიანობას ჩვენ ვერ ვხედავთ..თუმცა უკვე ფარულიც არაფერია, დარჩა ბოლო ნიღაბის ჩამოხსნა და ბაბილონი ყველასთვის შესამჩნევი იქნება როგორც მკვლელი. (ჩემი აზრით , მე ვწერდი რომ ბაბილონი ყველაგან არის ცრურელიგიებით , და ასევე ქრისტიანობის შემდეგ ის ამოეფარა ქრისტიანულ ნიღაბს, ამიტომ მე მგონია, რომ ეს ქრისტეშემდგომი ბაბილონი ვატიკანია, თუმცა, ცრუქრისტიანები არიან როგორც კათოლიკურ ასევე მართლმადიდებელ მხარეს, პროტესტანტები კი უკვე ღიად მეძაობენ.თუ მე არ ვცდები ვატიკანის ბაბილონობაში , მაშინ მათ ნიღაბს ჩამოგლეჯს მომავალი მხეცი, ხოლო წარმართი ქალბატონი თავის ცოდვებს ნიღბისჩამოგლეჯვის შემდეგ ვერაფრით დაფარავს.

მერვე მხეცს აზის არა კათოლიკური ვატიკანი(ჩემი აზრით) არამედ წარმართი ბაბილონი. ის ვატიკანშიც წარმარტია , ოღონდ ქრისტიანობის სახელით. ფარდა რომში უნდა ჩამოიხსნას, ამის შემდეგ კი ჩვენ ვიხილავთ წარმართულ იმპერიას წარმართული ქალბატონით ამხედრებულს.ეს იმპერია უძველეს წარსულს გააცოცხლებს, რაც დაამტკიცებს კიდეც ბაბილონის სინამდვილობას, მის ღია თუ ფარულ მკვლელობებს, მის ანტიღვთიურობას, მის სატანიზმს. მერვე მხეცელები კი ფაქტიურად კანონიერი ქურდები არიან, მათი ძალისმიმნიჭებელი ხომ ადამიანების ქურდობაში წამქეზებელი გველია.

ქურდები მოდიან მეძავის სიკვდილი გარდაუვალია. ამიტომ ადამიანებმა უნდა განსაზღვრონ ვის მახეში არიან ისინი, ანუ ვის ეთაყვანებიან, ვის ჭკუაზე დადიან, ქურდების თუ მეძავების, (ეს ორივე ბაბილონის ცოდვებია) და გამოვიდნენ ბაბილონიდან(არც ქურდებს ემონონ, არც მეძავს).  არჩევანის გაკეთება შეიძლება ძალიან საშიში იყოს , მაგრამ ვინც მოტყუებულია ან შეგნებულად თავს იტყუებს, მაინც მახეში არიან და ნებისმიერ შემთხვევაში ბაბილონელთა ვერაგობას ვერ ასცდებაინ.

ამიტომ, ადამიანებმა უნდა გადაწყვიტონ როგორი სიკვდილი სჯობია. სიმართლისთვის სიკვდილია საპატიო თუ გამეძავებას არჩევენ. 

(ეს მოწოდებაში არ ჩამითვალოთ.მე მგონია, როცა რთულ ფაზაში შევალთ, არჩევანი იქნება გასაკეთებელი. სხვანაირად ამ თემაზე ვერც დავწერ, რადგან მაშინ არ უნდა მჯეროდეს გამოცხადების სინამდვილის.)



Комментариев нет:

Отправить комментарий