ავტორი: ნინი მოდრეკილი
16 აპრილი, 2014.
გედევან ფოფხაძე ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის გამო მართლმადიდებელ ეკლესიასთან კონფლიქტში შესვლას არ აპირებს. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, რომ თუ სინოდი მოისურვებს, ის "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს.
"თუ სინოდი იტყვის, არ დაუჭიროთ მხარიო, მე მრევლი ვარ და ნამდვილად არ ვაპირებ, მართლმადიდებლურ ეკლესიასთან კონფლიქტში შევიდე იმის გამო, რომ ასეთი რეაქცია იყოს. არ დავუჭერ, მე რა ძალა მადგია? გიჟი ვარ, მართლმადიდებლურ ეკლესიას დავუპირისპირდე ამის გამო?"- განაცხადა ფოფხაძემ.
მისი აზრით, მნიშვნელობა არ აქვს კანონპროექტში ჩაიწერება, თუ არა ტერმინი "სექსუალური უმცირესობა", რადგან სამართლებრივად კანონი მათ მაინც შეეხება:
"პრინციპი არის ასეთი, რაღაც ტიპის განსხვავებულობის გამო, რომ ვინმე სხვანაირად მოგექცევა და განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმში ჩაგაყენებს, შენ ავტომატურად ეს კანონი გეხება, რადგან დისკრიმინაციის ქვეშ ექცევი. მიმაჩნია, რომ ანტიდისკრიმინაციული ხედვა მართლმადიდებლური მსოფლმხედველობაა. გარდა იმისა, რომ მართლმადიდებლობა ჩემი რწმენაა, ასევე არის მსოფლმხედველობა და არ მიმაჩნია, რომ დისკრიმინაცია რაიმე ფორმით იყოს გამართლებული. ეს სწორედ მართლმადიდებლური მსოფლმხედველობის და ღირებულებების გამოხატულებაა. მე თავისუფალი მანდატი მაქვს. ამომრჩეველმა იცოდა, რომ მართლმადიდებელი ვარ და ამ ნიშნით მირჩევდა. ყველამ იცის, რომ მრევლი ვარ და მაზიარებელი ვარ და თუ ვინმეს მიაჩნია, რომ მაზიარებელმა ადამიანმა წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს მართლმადიდებელ ეკლესიას, მაშინ ის არასწორად აღიქვამს,"- აღნიშნა დეპუტატმა.
კითხვაზე, პარლამენტში ის პირველ რიგში დეპუტატი არის, თუ მორწმუნე, ფოფხაძე პასუხობს, რომ ქართველობასთან და მართლმადიდებლობასთან ერთად მოიაზრება დეპუტატობაც. გედევან ფოფხაძის შეფასებით, ტერმინის არსებობა საფრთხეებს ნამდვილად არ შექმნის, მაგრამ, საბოლოო ჯამში, თუ სინოდი ამას არ მოისურვებს, „დეპუტატს მართლმადიდებლობას აირჩევს“.
"ასეთი დიფერენცირება არასწორია. მე იმ აღმსარებლობით ვარ აქ... ორგანიზაცია "იდენტობას" აქვს ასეთი მიდგომა, რომ ადამიანის განმსაზღვრელი არის მისი სექსუალობა, მე არ მიმაჩნია ასე. არის რამდენიმე კომპონენტი, რომელიც ადამიანის იდენტობას განსაზღვრავს, მათ შორის ეროვნულობა და აღმსარებლობა. შენ ვერასდროს გახდები უფრო მეტად დეპუტატი, ვიდრე უფრო მეტად ქართველი ხარ, ან მართლმადიდებელი. ამ ყველაფრის ნაწილია დეპუტატობა. როცა შენ გირჩევენ, გირჩევენ ისეთს, როგორიც ხარ შენი მსოფლმხედველობით და ღირებულებებით. საპატრიარქოს პოზიცია პირადად ჩემი ცხოვრებისთვის და რაღაც გადაწყვეტილებების მისაღებად ჩემთვის არის მნიშვნელოვანი. მე მაქვს წმინდა სამართლებრივი არგუმენტები და მიმაჩნია, რომ ამ ტერმინის არსებობა არანაირ საფრთხეებს არ ქმნის იმ ღირებულებებისთვის, რაზეც მართლმადიდებლები საუბრობენ. ჩვენ მათ არგუმენტებს ჩვენი არგუმენტები უნდა ვავუპირისპიროთ, მაგრამ საბოლოო ჯამში თუ სინოდი რაღაცაზე თანხმდება, მე ახლა დეპუტატობას მართლმადიდებლობა მირჩევნია,“- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
http://reportiori.ge/?menuid=2&id=23506

Комментариев нет:
Отправить комментарий