вторник, 29 апреля 2014 г.

რობერტ სტურუა: ქართველ მოღვაწეებს და ჟურნალისტებს, სავაშის არ იყოს, ტიპიური ფსიქოზი შეეყარათ ჩვენი ეკლესიის და პატრიარქის წინააღმდეგ!

„ათეიზმის ძლიერმა ტალღამ ცუნამივით გადაუარა და კიდევ გადაუვლის ზნეაბნეულ მსოფლიოს. პროგრესს უშლისო. თუ არ გწამს ღმერთი, ბატონო, ნუ გწამს, ვინ გიშლის, მაგრამ ვისაც წამს, იმას ნუ ჩაქოლავ! მოდას პირველი რატომ უნდა აყვეს მაინც და მაინც კუდაბზიკა ქართველი?! „ - რეჟისორი რობერტ სტურუა სოციალური ქსელის საშუალებით ანტიდისკრიმინაციული კანონის ირგვლივ ატეხილ ხმაურსა და პატრიარქის განცხადებას ეხმაურება.

„ვიღაც მაღალჩინოსანმა ევროპელმა განაცხადა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ისლამზე უარესი სენიაო... ორ უდიდეს რელიგიას მიაყენა შეურაცხყოფა. და ამას ამბობს ადამიანი, რომელიც ტორელანტობისკენ მოუწოდებს ქვეყნებს და დემოკრატიის ქადაგათ მოაქვს თავი.

ეტყობა ამ აზრმა გამოჟონა "პროგრესულად" მოაზროვნე ქართველებში და ქართველ მოღვაწეებს და ჟურნალისტებს, სავაშის ( რას ვერჩი იმ ახალგაზრდას) არ იყოს, ტიპიური ფსიქოზი შეეყარათ ჩვენი ეკლესიის და პატრიარქის წინააღმდეგ!

ყველაფერში ნუ ავყვებით ევროკავშირის რჩევებს - ბოლოს და ბოლოს ევროპელი ბიუროკრატი და ევროპელი ჩინოვნიკი არაფრით არ განსხვავდება სხვა ქვეყნის ერთუჯრედიანი ჩინოვნიკისაგან.

ახლა კიდევ პატრიარქს უმცირესობის გამო ესხმიან თავს. ეკლესია ღვთის წიგნს ეყრდნობა და მის მცნებებს ქადაგებს.( გაიხსენეთ სოდომი და გომორი, უბრალოდ გადახედეთ რას ამბობს პავლე მოციქული) რა გსურთ ეკლესიამ ჯვარი დაწეროს ერთი სქსის არსებებს? თუ გსურს,

მიდი მიაწექ, ვინმე გიშლის, ან კოცონზე გწვავენ? მაგრამ სხვებს ნუ გადაეკიდებით. ეკლესიას ნუ ჩარევთ ამ საქმეში.


P.შ.

ლონდონში ჩეხოვის "თოლიას" ვდგამდი. ჩემმა პროდიუსერმა მითხრა, ათს თხუთმეტი რომ დააკლდება ვატერლოოს „სტეიშენზე“ დაგვხდები და რეპეტიციაზე მიგაცილებო! და იცით სად მიმიყვანა? XVI საუკუნის ულამაზეს ეკლესიაში. აქ გექნება რეპეტიციები, წყნარად მითხრა პროდიუსემა...დავიბენი... რეპეტიციები დილის 10 საათიდან საღამოს ექვს საათამდე გრძელდება! მერე მრევლი? ვიკითხე აღელვებულმა. შაბათ საღამოს ერთი საათით ადრე უნდა დავამთავროთო. რეპეტიციების დროს რომ არ მოვწიო არ შემიძლია-მეთქი! მოწიე, მოწიეო!! ოღონდ შაბათს ცოტა ადრე შეწყვიტე , სიგარეტის სუნმა დაბერებული მრევლი რომ არ შეაწუხოსო! და ასე ვიმუშავე ერთი თვე ამ ლამაზ ეკლესიაში! საბჭოთა პერიოდში ეკლესიებში რა არ მოაწყვეს ბოლშევიკებმა: საწყობები, ბიბლიოთეკები, უბრალიდ გაუქმებული, ჩარაზული და დანგრეული ტაძრები აღდგომას ელოდებოდნენ! მაგრამ ევროპაში, ლონდონის ეკლესიაში ცოდვილი ადამანები და მე, სიგარეტს რომ ვაფუილებ, რაღაც სისულელეებს გავიძახი..?!“ - წერს რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში.

(მოამზადა ანა ნოდიამ)


http://reportiori.ge/?menuid=3&id=24697

Комментариев нет:

Отправить комментарий