ეს მე მუდამ მაოცებდა. და ასე განვვლე ჩემი ცხოვრება და დღესამომდე ვერ გამიგია. და ამგვარად, ახლაც ვიცი – ვერ ჩავწვდები. ბოლოს და ბოლოს ყველაფერი უბრუნდება სიკეთისა და ბოროტების საკითხს. ღმერთია ყველაფრის უფალი, აქ კი რა ხდება? განა მას არ ძალუძს ნეკა თითის ერთი მოძრაობით მოაშოროს ყველა ეს სიმახინჯე? რატომ არ უნდა? საიდუმლოა… ანგელოზები მრავლად განვვარდნენ ღმერთისაგან. ეშმაკმა, ყოფილმა ანგელოზმა, ყველაფერი იცის და ყველაფერს აღიარებს უფლის ყოვლისმომცველი არსებობის გარდა. განა უფალს არ შეეძლო მოეყვანა იგი ისეთ მდგომარეობაში, რომ არ ჩაედინა უკეთურება? ჰა-ჰა! და რატომ არ აკეთებს ამას ღმერთი? საიდუმლოა…
მორწმუნე ისაა, ვინც ჩასწვდა ამ საიდუმლოს. სხვები უმალ იაზრებენ – როგორც ამბობენ, ჰეე, არანაირი ღმერთი არ არსებობს. ეს რაციონალიზმი და სიშლეგეა. რწმენა კი მაშინ იწყება, როცა ხვდები, რომ ყოვლისშემძლე ღმერთი არსებობს, რომ იგი ჯვარცმულია. ღმერთი-ჯვარცმულია! როცა ცდილობ, გაიგო ეს, გიცხადდება, რომ აქაა საიდუმლოება.
ძველნიც და ახალნიც, რა თქმა უნდა, ფლობდნენ ამ საიდუმლოს. არისტოტელესთან ეს მიამიტურადაა გამოხატული: “მეტაფიზიკა”-ში ერთგან იგი ამბობს ერთგვარად, სხვაგან-განსხვავებულად. იქაც და აქაც მართებულია. შენ მას ჰკითხავ: კი მაგრამ ეს როგორ, პროფესორო? იქ თქვენ აბსოლუტური გონება, ყოველივეს მმართველი პირველმამოძრავებელი გაქვთ, აქ კი ეშმაკმა იცის, რა ხდება? ვისაც არ ესმის, თუ რა ამბავია აქ, იგი ბაღლინჯოსავით ეცდება გაექცეს თავის გამჭყლიტავ თითს. ხოლო მორწმუნე რომ ყოფილიყო, იტყოდა: აქაა საიდუმლო… ამიტომ არ მინდოდა “მეტაფიზიკისგან” აბსოლუტის ჩამოქნა. ძველები ხომ ბოროტებასაც იცნობენ! და ნუთუ მათ თავში არ მოსდით, თუ როგორი წინააღმდეგობაა აქ? ისინი ხომ ხედავენ ზეცაში მარადიულ პირველმამოძრავებელს, ხოლო მეორე მხრივ, მიწაზე ამ უსახურობას! და როგორ თუ ასე? მათ რომ დაესვათ საკითხი და ეთქვათ: ეს საიდუმლოა, ისინი მორწმუნენი გახდებოდნენ.
სნეულს ეუბნებიან: მიდი ტაძარში პირჯვრის გადასაწერად, ავადმყოფობა გავა. სისულელე! პირიქით, ვინც პირჯვარს იწერს, უფრო დიდ ბოროტებაში ჩავარდნის საშიშროება ემუქრება. სიკეთისა და ბოროტების ეს შერწყმა ამოუხსნელია, როდესაც პატიოსანი კარგი ადამიანი უცებ არასასიამოვნო, გამოუვალ ვითარებაში ვარდება. შეიძლება მოკლან კიდეც იგი, მშვენიერი- საუკეთესოც კი. და მაშინ რას ფიქრობს უფალი? საიდუმლოებაა. ეს-საიდუმლოებაა.
და როდესაც ადამიანმა შეიმეცნა ეს საიდუმლოება, მას უკვე არ სჭირდება თქმა: ” აი, შენ ჯვარი ჩამოიკიდე, ზეთი იცხე…”. რა თქმა უნდა, არსებობენ საიდუმლოებანი, რომლებიც მდგომარეობას ამსუბუქებენ. მაგრამ თუკი მირონცხების წესს აღასრულებენ, ადამიანი კი, გამოჯანმრთელების მაგივრად დაავადდა და გარდაიცვალა? მე პირადად – მე არ გამიკვირდება. ვიტყვი: დიახ, სწორედ ასეც უნდა მომხდარიყო. ესე იგი, უფლის ნებაა ასეთი. ისე კი, რწმენის გარეშე, ვულგარული ოპტიმიზმი და რაციონალიზმი გამოვა. რა თქმა უნდა, ისეც ხდება, რომ ადამიანი ილოცავს და დამშვიდდება, მირონცხების შემდეგ სნეულება გაუვა. ხოლო თუკი ავადმყოფობა გაუარესდება, თუკი მოკვდები? დაე, იყოს ნება შენი! გამოუკვლეველი და გამოუთქმელი საიდუმლოება!
ამად, აბსოლუტურის, ურყევის, ღვთიურის პრეტენზიის მქონე აბეზარი და მოსაწყენი მეტაფიზიკის ჩამოყალიბებისას მიმაჩნია, რომ აქვე, ახლოსვეა ჩადებული მთელი ფარდობითობაც. ზეცა, რა თქმა უნდა, საიმედოდ, საუკუნოდ მოძრაობს. ეს უფალია, უკიდურეს შემთხვევაში მისი ქვენა განსახიერება, მაგრამ ისიც კი სანდოდ მოძრაობს. მაგრამ თუკი ერთ წამში აღმოჩნდება, რომ ეს მშვენიერი ცარგვალი არაა, რომელიღაც ერთ მომენტში იგი ჩამოიქცა და რომ იგი აფეთქდა, ჩამოტყდა, გაქრა – მე, თუკი ქრისტიანი ვარ, არ გამიკვირდება.
თუკი წარმართი ვარ, მაშინ ვიტყვი: დიახ, რა თქმა უნდა, აქ, დედამიწაზე ქაოსი კი გვაქვს, სამაგიეროდ უძრავ ვარსკვლავებს ყოველივე კვლავ მუდმივად და გარდაუვალად მოჰყავთ მოძრაობაში. ქრისტიანული თვალსაწიერიდან აქ ფარდობითობაა. დავუშვათ, წარმართობა მთელი სამყაროს აბსოლუტიზირებაა. მაშ, დაე, პლატონსა და არისტოტელეს სწამდეთ, რომ წუთისოფლის აგებულება ურღვევია – დაე, სჯეროდეთ. მაგრამ თუკი კატასტროფა მოხდება, მაშინ მათ არ ეცოდინებათ, სად გაიქცნენ – მე კი, ქრისტიანს, მეცოდინება, მე ვიტყვი: აღსრულდა ღვთის საიდუმლოება! ასეც უნდა იყოს!
(“ა. ფ. ლოსევი. ს.ს. ავერინცევი”, 19.4.1971 წლის ჩანაწერი)
http://targmani.wordpress.com/tag/ავერინცევი/

Комментариев нет:
Отправить комментарий